Summary

This document contains medical questions from a past paper from 2023.

Full Transcript

მე-8 ჯგუფის ბოლო ერთიანი ნამუშევარი სადიპლომო გამოცდა 2023 (გამოტანილებიდან ამოწერილი) სოფო დვალიშვილი, ლიზა თოფურია, კესო კაჭახიძე, ლუკა მადურაშვილი, ანი მუკბანიანი, თამთა რაჭველიშვილი, სალომე საჯაია, მერიკო ფიფია, ლილე ფხაკაძე, თეა ქევხიშვილი 1. 32...

მე-8 ჯგუფის ბოლო ერთიანი ნამუშევარი სადიპლომო გამოცდა 2023 (გამოტანილებიდან ამოწერილი) სოფო დვალიშვილი, ლიზა თოფურია, კესო კაჭახიძე, ლუკა მადურაშვილი, ანი მუკბანიანი, თამთა რაჭველიშვილი, სალომე საჯაია, მერიკო ფიფია, ლილე ფხაკაძე, თეა ქევხიშვილი 1. 32 წლის მამაკაცს 4 თვეა აღენიშნება კვებათა შორის შუალედში მწვავე ეპიგასტრული ტკივილი, რომელიც უმსუბუქდება საკვებისა და ანტაციდების მიღებისთანავე. ასევე აღნიშნავს მყრალი სუნის წყლისებრ დიარეას და სტეატორეას. პაციენტი არ ეწევა, არ სვამს და არ იღებდა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. H. Pylori-ზე სეროლოგიური მონაცემები ნეგატიურია. მისი სიმპტომები გრძელდება ყოველდღიურად ომეპრაზოლის მიღების ფონზე. ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით აღენიშნება მრავლობითი წყლულები, რომელთაგანაც ერთი მლივ ნაწლავზეა. სავარაუდოა ცოლინგერ-ელისონის სიმდრომი. როგორ ხდება ამ ნოზოლოგიის მკურნალობა? A. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს როგორც კონსერვატიულ, ასევე ქიმიოთერაპიას და ქირურგიულ ჩარევას, დამოკიდებულია სიმსივნის ხასიათსა და მეტასტაზირებაზე. B. მხოლოდ ქირურგიული გზით C. მხოლოდ ქიმიოთერაპიის გზით D. მხოლოდ კონსერვატიულად 2. 9 წლის ვაჟი ჰოსპიტალიზებულია ჰემორაგიული დიათეზის გამო. მას დაუდგინდა იდიო- პათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი. ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომლის გამოყენებაა გამართლებული იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის სამკურნალოდ: A. პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი B. მემბრანოსტაბილიზატორი C. კრიოპლაზმა D. გლუკოკორტიკოიდები E. ვიტამინი K 3. 70 წლის მამაკაცს 2 დღის განმავლობაში აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და შემცივნება. ანამნეზში აღნიშნავს აორტულ სტენოზს (რაც გამოწვეული იყო სარქვლის კალცინოზით), რის გამოც 30 დღის წინ ჩაუტარდა სარქვლის ქსენოტრანსპლანტანტის გადანერგვა. ოპერაციის შემდგომ დღეებთან შედარებით შუილის ინტენსივობამ მოიმატა. ტემპერატურა არის 39,3, პულსი 120/ წუთში, სუნთქვა 18/წუთში, სისხლის არტერიული წნევა 100/75mmHg. ჩამკთვლილთაგან რომელია სავარაუდო დიაგნოზი. A. ტრანსპლანტანტის მწვავე მოცილება B. მწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი C. მწვავე კორონარული სინდრომი D. მიოკარდიუმის ინფარქტი 4. 42 წლის ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის მიდამოში, რომელიც ირადირებს ბეჭისა და ზურგისკენ. უკანასკნელი 2 წელი ავადმყოფი მძიმედ იტანს ცხიმიან საკვებს. სხეულის ტემოერატურა - 38.2, სისხლში ლეიკოციტოზი - 15,8 x109/ლ, მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის მიდამოში ისაზღვრება მტკივნეულიბა და კუნთთა დაჭიმულობა. დადებითია ორტნერის სიმპტომი. მიუთითეთ ყველაზე სწორი დიაგნოზი. მედიცინის VIII ჯგუფი 1 A. მწვავე პანკრეატიტი B. პერფორაციული გასტროდუოდენური წყლული C. პერფორაციული აპენდიციტი, პერიტონიტი D. მწვავე დესტრუქციული ქოლეცისტიტი E. ინფიცირებული პანკრეონეკროზი 5. მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობისას კორტიკოსტეროიდების გამოყენებისათვის დროის მოგების მიზნით ორსულობის პროლონგირებისთვის ყველაზე ეფექტური პრეპარატია A. ნიფედიპინი B. მაგნიუმის სულფატი C. ინდომეტაცინი D. ოქსიპროგესტერონკაპრონატი 6. გულის იშემიური ტკივილის მკურნალობა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გულისხმობს A. ტკივილის კუპირებას B. ასპირინის გამოყენებას (უკუჩვენების არარსებობისას) C. ჰეპარინის, ბეტა-ბლოკერების გამოყენებას (უკუჩვენების არარსებობისას) D. ნიტრატების გამოყენებას (უკუჩვენების არარსებობისას) E. სწორია ყველა ჩამოთვლილი 7. ნაყოფის ზრდის შეფერხებისას მკურნალობის ეფექტური მეთოდებია: A. მალარიის მკურნალობა, უსიმპტომო ბაქტერიურიის მკურნალობა. თამბაქოს მოწევის აკრძალვა B. წოლითი რეჟიმი, ასპირინის მცირე დოზების დანიშვნა, ჰორმონოთერაპიის დანიშვნა C. ტოკოლიზური თერაპია, მეტაბოლიტების დანიშვნა, ვიტამინო თერაპია D. კალციუმის არხის ბლოჯატორების დანიშვნა, ჟანგბადის მიწოდება, გლუკოზის 5% ხსნარის გადასხმა 8. დაჭიმული პნევმოთორაქსის დროს ვითარდევა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გარდა ერთისა A. ტკივილი გულმკერდში B. სუნთქვის შემოკლება C. სუნთქვითი ხმიანობის არარსებობა ცალ მხარეს D. ტრაქეის ცდომა პნევმოთორაქსის მხარეზე E. ჰიპოტენზია 9. ვაკუუმ ექსტრაქციის წარმოების აუცილებელი პირობებია A. კარგი სამშობიარო მოქმედება, მთელი სანაყოფო ბუშტი B. მთელი სანაყოფო ბუშტი, საშვ. ყელის სრული გახსნა C. სანაყოფე ბუშტის არ არსებობა, საშვ. ყელის სრული გახსნა D. წინმდებარე თავზე სამშობიარო სიმსივნე, საშვ. ყელის სრული გახსნა 10. ახალშობილის უმწიფრობის ნიშანია: A. ჭარბი საცხი, ყურების დაბალი განლაგება, ჭიპის მიმაგრება შუაში B. მცირე საცხი, ყურების მაღალი განლაგება, ჭიპის მაღლა მიმაგრება C. საცხის არარსებობა, ყურების დაბალი განლაგება, ჭიპის დაბლა მიმაგრება D. დიდი ფრჩხილები, გრძელი თმები, მოყვითალო კანის ფერი 11. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია არასწორი: ბავშვის ზრდა-განვიათარებაზე გავლენას ახდენს: მედიცინის VIII ჯგუფი 2 A. კვება B. ფიზიკური (მოტორული) აქტივობა C. ემოციური სტატუსი და საცხოვრებელი გარემო D. სოციალური გარემო E. ეთნიკურობა 12. მწვავე რევმატიული ცხელებისა და გულის ქრონიკული რევმატიული მკურნალობის მთავარ მიზნებში არ მოისაზრება: A. სტრეპტოკოკის ერადიკაცია B. ანთებითი პროცესის აქტივობის შემცირება C. გულის რევმატიული მანკის პრევენცია იმ პირებში, რომლებმაც გადაიტანეს კარდიტი D. გრმ-ის დროს გულის უკმარისობის კომპენსაცია E. ალერგიული ფონის შემცირება 13. 70 წლის მამაკაცს 2 დღის განმავლობაში აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და შემცივნება. ანამნეზში აღნიშნავს აორტულ სტენოზს (რაც გამოწვეული იყო სარქვლის კალცინოზით), რის გამოც 39 დღის წინ ჩაუტარდა სარქვლის ქსენოტრანსპლანტანტის გადანერგვა. ოპერაციის შემდგომ დღეებთან შედარებით შუილის ინტენსივობამ მოიმატა. ტემპერატურა არის 39.3, პულსი 120/წუთში, სუნთქვა 18/წუთში, სისხლის არტერიული წნევა 100/75mmHg. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული მდგომარეობისთვის შესაფერისი მკურნალობის ტაქტიკა? A. სასწრაფო ქირურგიული ჩარევა B. დეტოქსიკაცია და პლაზმაფერეზი C. ანტიბიოტიკოთერაპია D. არც ერთი ჩამოთვლილთაგან 14. 60 წლის ავადმყოფს აქვს 2 კვირიანი სიყვითლე. ანამნეზში მუცლის არეში ტკივილებს არ აღნიშნავს. ექსოკოპიური კვლევით გამოვლინდა ნაღვლის ბუშტის მნიშვნელოვანი გადიდება. რა არის აღწერილი ცვლილებების პირველადი მიზეზი: A. ნაღვლის საერთო სადინრის ობსტრუქცია ქვით B. ნაღვლის საერთო სადინრის პანკრეატიტით გამოწვეული ობსტრუქცია C. პანკრეასის თავის კარცინომით ნაღვლის საერთო სადინრის ობსტრუქცია D. მწვავე ქოლეცისტიტი E. ალკოჰოლური ჰეპატიტი 15. რომელი დაავადებისთვის არის ნიშანდობლივი პოლისეროზიტის განვითარება A. მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი B. რეიტერის დაავადება C. სისტემური წითელი მგლურა D. ჰემორაგიული ვასკულიტი E. დერმატომიოზიტი 16. შემოსულია ავადმყოფი ანამნეზში პეპტიური წყლულის დიაგნოზით, უჩივის მწვავე აბდომინურ ტკივილს, დაჭიმულობას, გამოხატულია მტკივნეულობა. ეჭვია პეპტიური წყლულის პერფორა- ციაზე. თავდაპირველად რომელ კვლევას მივმართავს? A. გულმკერდის რენტგენოგრაფიას B. მუცლის ღრუს მიმოხილვით რენტგენოგრაფიას ვერტიკალურ პოზიციაში C. მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას D. კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტით E. მუცლის ღრუს მიმოხილვით რენტგენოგრაფიას ჰორიზონტალურ პოზიციაში მედიცინის VIII ჯგუფი 3 17. B ჰეპატიტით დედის ინფიცირების შემთხვევაში A. ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია B. ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია, მაგრამ ახალშობილი შეიძლება იკვებოს ძუძუსან გამოწველილი რძით C. ახალშობილი მხოლოდ ხელოვნურ კვებაზე უნდა იყოს. D. ძუძუთი კვება უკუნაჩვენები არ არის 18. 12 წლის გოგონას, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღენიშნებოდა მიალგია( ძირითადად კიდურების) თანდათანობით სიარული გახდა შეუძლებელი. რამოდენიმე დღის შემდეგ შეუშუპდა ქუთუთოები ლილისფერი ჰიპერემიით. უბნის ექიმის მიერ დანიშნულმა მკურნალობ- ამ შედეგი არ გამოიღო. სისუსტემ უფრო მოიმატა. გაუძნელდა ყლაპვა, შეეცვალა ხმის ტემბრი. შეაფასე მოყვანილი მონაცემები და დასვი დიაგნოზი A. სისტემური სკლეროდერმია B. სისტემური წითელი მგლურა C. იუვენილური დერმატომიოზიტი D. ვეგენერის გრანულომატოზი E. პერიოდული დაავადება 19. რევმატიული ცხელება უფრო ხშირად გამოვლინდება A. პოლიართრიტით B. პოლისეროზიტით C. ქორეით D. კანქვეშა კვანძებით E. ბეჭდისებური ერითემით 20. მემკვიდრული თრომბოფილიის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ანტითრომბინ III-ის დეფიციტი. ჩამოთვლილთაგან რომელი ანტიკოაგულანტი არ იქნება ეფექტური ამ დაავადების სიმპტომური მკურნალობისთვის? A. ჰეპარინი B. ვარფარინი C. ფენინდიონი D. ჩამოთვლილთაგან არც ერთი 21. 29 წლის მამაკაცს აღენიშნება ხველის და ქოშინის 2 თვიანი ანამნეზი. პაციენტი არ იმყოფება რაიმე დამაბინძურებელი აგენტის მოქმედების ქვეშ. სპომეტრია უჩვენებს რესტრიქციულ მოვლენებს. გულმკერდის რენტგენოგრამა უჩვენებს ორმხრივ ჰილუსურ ადენოპათიას და ფილტვების ზედა ველის ბადისებრ დაჩრდილვას. ფილტვების ბიოფსია ავლენს არაკაზეოზურ გრანულომას. ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება სავარაუდო დიაგნოზს? A. სარკოიდოზი B. კისტოზოფიბროზი C. ბრონქოექტაზია D. ემფიზემა 22. დიაბეტური კომის ძირითადი კლინიკური გამოვლინებებია A. ცნობიერება ნათელი, მყესთა რეფლექსების მომატებული, კანი ნამიანი B. მაღალი ტემპერატურა, კუნთთა ჰიპერტონია, კანი ნამიანი C. მყესთა რეფლექსების დაქვეითება, კანი ნამიანი D. ცნობიერების დაბინდვა არ აღენიშნება, კანზე პეტექიური გამონაყარი მედიცინის VIII ჯგუფი 4 E. ცნობიერების დაბინდვა, აცეტონის სუნი პირიდან, მყესთა რეფლექსების დაქვეითება, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე 23. მკურნალობის რომელი მეთოდი გამოიყენება ნაწლავის ტუჩისებური ფისტულის დროს A. კონსერვატიული მკურნალობა B. ფისტულის პლომბირება C. ფისტულის დიათერმოკოაგულაცია D. ნაწლავის მონაკვეთის რეზექცია ფისტულასთან ერთად E. ფისტულის არხის გადაკვანძვა 24. ჩამოთვლილთაგან რომელი სიმსივნე გვაძლევს ვირხოვის მეტასტაზს მარცხენა ლავიწზედა ლიმფურ კვანძში? A. კუჭის ადენოკარცინომა (კრუკენბერგის სიმსივნე) B. კუჭის კიბო C. ლეიომიომა D. გასტრინომა 25. შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებებიდან ერთ-ერთს ხშირად ახლავს ლეიკოპენია. მიუთითეთ რომელია ეს დაავადება: A. კვანძოვანი პერიარტერიიტი B. სისტემური წითელი მგლურა C. დერმატომიოზიტი D. დ.სკლეროდერმია E. იუვენულური რევმატოიდული ართრიტი 26. მსხვილნაწლავურ ობტურაციულ გაუვალობას ყველაზე ხშირად იწვევს: A. უცხო სხეულები B. ნაღვლოვანი ქვები C. მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეები D. მუცლის ღრუს შეხორცებები E. ჰელმინთები 27. 50 წლის ქალს 3 თვის განმავლობაში აღენიშნება პროგრესირებადი დისპეპსიური მოვლენები და ანორექსია. დასაწყისისთვის კვებასთან ერთად ეს სიმპტომრბიც იხსნებოდა, მაგრამ ახლა მუდმივად გრძელდება. უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში პაციენტმა დაიკლო 7 კილომდე. ფიზიკალური გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს მარცხენა ლავიწზედს გადიდებული ლიმფური კვანძი (ვირხოვის კვანძი). ჩამოთვლილთაგან რომელია სავარაუდო დიაგნოზი? A. ვეგენერის გრანულომატოზი B. კუჭის ადენოკარცინომა (კრუკენბერგის სიმსივნე) C. ღვიძლის ადენოკარცინომა D. არც ერთი ზემოთჩამოთვლილი 28. საშვილოსნოს შიდა საშუალებების ხმარება უკუნაჩვენებია A. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს B. ენდოკრინული დაავადებების დროს C. საშვილოსნოს განვითარების ანომალიების დროს D. საშოს განვითარების ანომალიების დროს მედიცინის VIII ჯგუფი 5 29. 18 წლის მამაკაცს აღენიშნება თირკმლის კოლიკა 10 საათის განმავლობაში. მამას და ბიძას მამის მხრიდან აქვთ ნეფროლითიაზი. შარდის ანალიზით სახეზეა ჰემატურია და ჰექსაგონალური კრისტალები. კომპიუტერული ტომოგრაფიით და თირკმელ-შარდსაწვეთ-შარდის ბუშტის რენტგენოგრაფიით ვლინდება 2 მმ კენჭი მარჯვენა შარდსაწვეთის ზედა ნაწილში. პაციენტს აღენიშნება ცისტინური კენჭი. ჩამითვლილთაგან რომრლ ნოზოლოგიაზე შეიძლება მიუთითებდეს აღნიშნული მდგომარეობა? A. ცისტინის ცვლის მოშლაზე B. მემკვიდრულ ცისტინურიაზე C. ცისტეინის ცვლის დარღვევაზე D. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი 30. ექსტრემალურად მცირე მასის მქონე ეწოდებათ ახალშობილს სხეულის მასით: A. 500 გრ. ის ქვევით B. 500-დან 1000 გრ.-მდე C. 1000-დან 1500 გრ.-მდე D. 1500-დან 2000 გრ.-მდე 31. 30 წლის ქალი უჩივის ქოშინის, მკერდში მოჭერის შეგრძნების და სუფთა ნახველით არაპროდუქტიული ხველის ეპიზოდებს. მისი თქმით ასე გრძელდება 2 წელიწადია და ეს ეპიზოდები აქვს თვეში ორჯერ, ზოგჯერ მათი გამომწვევია ფიზიკური დატვირთვა და განსაკუთრებით უხშირდება გაზაფხულის პერიოდში. დამატებით აღნიშნავს, რომ ზაფხულობით ხშირად უჩივის რინორეას. ანამნეზში აღენიშნება ეგზემა. პაციენტი არ ღებულობდა არანაირ წამლებს, არ ეწევა და არ სვამს. ფიზიკალური გამოკვლევისას ფორსირებული ჩასუნთწვისას ისმის ორმხრივი მსტვენავი ხიხინი. სასიცოცხლო მონაცემებია: ტემპერატურა 36.6, პულსი 86/წუთში, სუნთქვა 18/წუთში, წნევა 120/80 mmHg. ჩამოთვლილთაგან რომელ გამოკვლევას ჩაატარებდით დიაგნოზის დასადასტურებლად? A. სპირომეტრია B. სისხლში აირების შემოწმება C. ბრონქოსკოპია D. გულმკერდის რენტგენოგრაფია 32. გესტაციური ასაკისთვის მცირე ზომის ნაყოფი ეწოდება: A. ნაყოფს რომელმაც ვერ მიაღწია მოცემული გესტაციის ასაკისათვის თავისი ზრდის პოტენციალს მხოლოდ გენეტიკური ფაქტორების გავლენით B. ნაყოფს რომელმაც ვერ მაიღწია მოცემული გესტაციის ასაკისათვის თავისი ზრდის პოტენციალს მხოლოდ გარემო ფაქტორების გავლენით C. ნაყოფს რომელმაც ვერ მიაღწია მოცემული გესტაციის ასაკისათვის თავისი ზრდის პოტენციალს გენეტიკური და გარემო ფაქტორების გავლენით D. ნაყოფს რომელმაც ვერ მიაღწია მოცემული გესტაციის ასაკისათვის თავისი ზრდის პოტენციალს და აუცილებლად აღენიშნება ასიმეტრიული განვითარება 33. 16 წლის გოგონას აღენიშნება წონის დაკლება, ამენორეა, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, დეპრესია. ანამნეზური მონაცემებიდან საყურადღებო არის შემდეგი: გოგონა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში დიდ ინტერესს იჩენს საკუთარი წონის მიმართ, პერიოდულად იკვებება ე.წ. “დიეტის” რეჟიმში და ღებულობს საფაღარათო საშუალებებს. რომელ დაავადებაზე მიიტანთ ეჭვს: A. ანორექსი ნევროზა B. ბულემია ნევროზა C. მწვავე გასტრიტი მედიცინის VIII ჯგუფი 6 34. რეიტერის დაავადებას უხშირესად იწვევს A. სტრეპტოკოკული ინფექცია B. ქლამიდიური ინფექცია C. ტრიქომონია D. სტაფილოკოკური ინფექცია E. ვირუსული ინფექცია 35. 12-გოჯა ნაწლავის პერფორაციული წყლულის კლინიკური სურათი პირველი 6 საათის განმავლობაში ხასიათდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილით, გარდა ერთისა: A. ხშირი ღებინების არარსებობა B. ფიცრისებური მუცელი C. “ხანჯლის ჩაცემისმაგვარი” ტკივილი მუცლის არეში D. ღვიძლის მოყრუების გაქრობა E. ხშირი დეფეკაცია 36. შეაფასეთ 5 წლის ბიჭის განავალი. ფერი - მუქი ყავისფერი, კონსისტენცია მკვრივი, ლორწო დიდი რაოდენობით, ბრტყელი ეპითელი 12-15 მხ/არეში, ლეიკოციტები 30-40 მხ/არეში, ერითროციტე- ბის 20-30 მხ/არეში A. ენტერიტი B. პანკრეატიტი C. კოლიტი D. გასტრიტი E. ნორმა 37. რომელი დაავადებისთვის არის პათოგნომური ტენეზმები A. ჰეპატიტი B. ქოლეცისტიტი C. პანკრეატიტი D. კოლიტი 38. სამეანო მაშა შედგება A. ერთი ტოტისგან B. ორი ტოტისგან C. სამი ტოტისგან D. ოთხი ტოტისგან 39. რა ახასიათებს თანდაყოლილ ჩუტყვავილას A. კატარაქტა B. ნევროლოგიური დარღვევები C. სენსორული დარღვევები D. კიდურების ატროფია, კანის ნაწიბუროვანი (დეფორმაციული) ცვლილებები 40. ანაფილაქსიის სამკურნალოდ პირველი რიგის პრეპარატია A. გლუკოკორტიკოიდები B. დიურეტიკები C. დექსტროზა D. ეპინეფრინი 41. ჯორჯლის ზედა არტერიის ემბოლიის დროს ჩვეულებრივ იშემიას განიცდის მედიცინის VIII ჯგუფი 7 A. კუჭი და 12-გოჯა ნაწლავი B. 12-გოჯა და წვრილი ნაწლავი C. წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილი და კოლინჯის ყველა ნაწილი D. წვრილი ნაწლავი, ბრმა ნაწლავი და კოლინჯის აღმავალი ნაწილი E. წვრილი ნაწლავის ყველა ნაწილი და კოლინჯი სიგმოიდურ ნაწლავამდე 42. ჩამოთვლილთაგან რომელი ორგანო ზიანდება ყველაზე ნაკლებად სარკოიდოზისას? A. ლიმფური კვანძები B. თვალი C. თირკმელი D. ფარისებრი ჯირკვალი 43. 75 წლის პაცინეტს აღენიშნება თეძოს, დუნდულოს და ბარძაყის კრუნჩხვა ფიზიკური დატვირთვისას რაც ეხსნება მოსვენების მდგომარეობაში. პაციენტი ასევე უჩივის იმპოტენციას. ვერ ისინჯება ბარძაყის, მუხლქვეშა და ტერფის პულსაცია. ჩამოთვლილთაგან რომელ ნოზოლო- გიას შეესაბამება აღნიშნული მდგომარეობა? A. მარფანის სინდრომი B. ლერიშის სინდრომი C. ტაკაიასუს დაავადება D. ელერს-დანალოსის სინდრომი 44. ასთმის კონტროლის მისაღწევ მედიკამენტად ითვლება ყველა გარდა ერთისა A. სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბეტა2 აგონისტი B. საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდი C. გახანგრძლივებული მოქმედების საინჰალაციო ბეტა2აგონისტი D. გახანგრძლივებული მოქმედების თეოფილინი E. ლეიკოტრეინების ანტაგონისტი 45. 35 წლის ქალი, უჩივის გულმკერდის არეში რეტროსტერნალურად დისკომფორტს, რომელიც ირადირდება ქვედა ყბისკენ. ეს სიმპტომი ძირითადად ვითარდება დილით და ყოველთვის აღვიძებს პაციენტს. პაციენტი არის მწეველი. გულის კორონარული დაავადების გამომწვევი სხვა რისკ-ფაქტორი არ აღენიშნება. ეკგ-ზე სიმპტომის გამოვლენასთან ერთად აღენიშნება ST სეგმენტის ელევაცია, რაც ქრება სიმპტომების გაქრობასთან ერთად. ფიზიკური აქტივობა და სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ჩამოთვლილთაგან რომელ დაავადებას შეესაბამება აღნიშნული მდგომარეობა? A. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი B. სტაბილური სტენოკარდია C. პრინცმეტალის სტენოკარდია D. დილატაციური კარდიომიოპათია 46. 14 წლის პრაქტიკულად ჯანმრთელი ვაჟი 2 კვირაა თავს შეუძლოდ გრძნობს. მას აღენიშნება პროგრესული ხველა, დაბალი ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე. პერიფერიული სისხლის შესწავლამ აჩვენა, რომ ლეიკოტრეინების რიცხვია 11x109, ფორმულა შეცვლილი არ არის. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით გამოვლინდა ორმხრივი პერიჰილარული ინფილტრაცია. სავარუდო გამომწვევია: A. Streptococcus pneumoniae B. Staphylococcus aureus C. Mycoplasma pneumoniae D. Parainfluenza virus მედიცინის VIII ჯგუფი 8 47. სისტემური წითელი მგლურას კლინიკური ნიშნებია: A. ვეგეტოასთენიური სინდრომი, კანის სინდრომი, ლეიკოციტოზი B. თმის გაძლიერებული ცვენა, კანის სინდრომი, წონში მატება C. სახსრების სინდრომი, კანის სინდრომი, წონაში მატება D. თმის გაძლიერებული ცვენა, სახსრების სინდრომი, ჰიპერსტატურა E. ვეგეტოასთენიური სინდრომი, თმის გაძლიერებული ცვენა, სახსრების სინდრომი, კანის სინდრომი 48. ფსორიაზული ართრიტი არის ასიმეტრიული ართრიტი, რომლის დროსაც არ ზიანდება A. მუხლის სახსარი, ტერფის მცირე ზომის სახსრები B. კოჭის სახსარი, ტერფის მცირე ზომის სახსრები C. ხელის მცირე ზომის სახსრები, კოჭის სახსარი D. ტერფის მცირე ზომის სახსრები, მტევნის სახსრები E. ყბის სახსარი 49. ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის გენერალიზებული ან ლოკალური დარღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამივლინება A. მწვავე რევმატიული ცხელების B. რეიტერის დაავადების C. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის D. ვეგენერის გრანულომატოზის E. სისტემური ვასკულიტის 50. ფეტალურ ფიბრონექტინს ხატოვნად უწოდებენ A. ტროფობლასტის საკვებს B. ტროფობლასტის საცხს C. ტროფობლასტის წებოს D. ტროფობლასტის სეკრეტს 51. 57 წლის ავადმყოფი უჩივის ზოგად სისუსტეს, მადის დაქვეითებას, ბოყინს და სხეულის წონის კლებას. მარცხენა ლავიწზედა მიდამოს დათვალიერებისას გამოვლინდა მომრგვალო ფორმის კვანძი დიამეტრით 2სმ. წინასწარი დიაგნოზია: A. კარდიოსპაზმი B. დიაფრაგმის თიაქარი C. კუჭის წყლულოვანი დაავადება D. კუჭის კიბო E. კუჭის პოლიპოზი 52. 25 წლის მამაკაცი მოხვდა კლინიკაში ხმის ჩახლეჩის 2 თვიანი ისტორიით. პაციენტი გამხდარია და მაღალლი. მისი მკლავები და ფეხები დისპროპორციულად გრძელია სხეულთან შედარებით. პაციენტი აღნიშნავს, რომ მამამისიც მსგავსი ფიზიკური აღნაგობის იყო. გულის აუსკულტაციისას აღენიშნება დისტოლური შუილი ზედა საზღვართან. სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. გულმკერდის რენტგენოგრაფიამ გამოავლინა ასწვრივი აორტის ანევრიზმა. სახეზეა მარფანის სინდრომი. რომელია თქვენი შემდგომი მოქმედება? A. მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა B. სასწრაფო ოპერაცია C. ტრანსეზოფაგალური ექოკარდიოგრაფიით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით (ინტრავენური კონტრასტის გამოყენებით) დიაგნოზის დაზუსტება. მედიცინის VIII ჯგუფი 9 D. გულმკერდის ხელახალი რენტგენოგრაფია 53. ბროონქული ასთმის კლინიკური ნიშნებია ყველა, გარდა ერთსა: A. აუსკულტაციის მშრალი მსტვენავი ხიხინი B. ინსპირაციული ქოშინი C. ტაქიპნოე D. პერკუსიით კოლოფისებური ხმიანობა E. შეტევითი მშრალი ხველა 54. 7 წლის ბიჭი უჩივის მუცლისა და მსხვილი სახსრების ტკივილს. მუცლისა და კოჭ-წვივის სახსრები ვიზუალურად შეცვლილი არ არის. ობიექტურად აღენიშნება პეტექიური სისხლჩაქცევები წვივების ქვედა მესამედში, სავარაუდოდ წინდების მოჭერის არეში. ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლინდა პროტეინურია, მიკროჰემატურია. პერიფერიული სისხლი პათოლოგიური ცვლილებების გარეშეა. სავარაუდო დიაგნოზია: A. სისტემური წითელი მგლურა B. შონლაინ-ჰენოხის დაავადება C. პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი D. ქუნთრუშა E. რევმატოიდული ართრიტი 55. 5 წლის ვაჟს განუვითარდა რინიტი სისხლიანი, მყრალი სუნის მქონე გამონადენით, რასაც დაერთო სინუსიტი და ოტიტის მოვლენები, რბილი და მაგარი სასის ნეკროზი. შეაფასეთ მოყვანილი მონაცემები და დასვით სავარაუდო დიაგნოზი A. ვეგენერის გრანულომატოზი B. კავასაკის დაავადება C. ტაკაიასუს დაავადება D. კვანძოვანი პოლიარტერიტი E. შონლაინ-ჰენოხის დაავადება 56. მწვავე რევმატული ცხელება და გულის ქრონიკული რევმატული დაავადების პათოგენეზი: A. ორგანიზმის იმუნური პასუხი სტრეპტოკოკული ანტიგენის მიმართ და ჯვარედინი რეაქცია ადამიანის ქსოვილოვან ანტიგენებთან (მოლეკულური მიმიკრიის ფენომენი) B. ორგანიზმის იმუნური პასუხი ვირუსული ანტიგენის მიმართ და ჯვარედინი რეაქცია ადამიანის ქსოვილოვან ანტიგენებთან (მოლეკულური მიმიკრიის ფენომენი) C. ორგანიზმის იმუნური პასუხი სტრეპტოკოკული ანტიგენის მიმართ D. ორგანიზმის იმუნური პასუხი ვირუსული ანტიგენის მიმართ 57. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელს არ აქვს კავშირი აქსელერაციასთან A. არტერიული ჰიპერტენზია B. საყრდენი აპარატის პათოლოგია C. მხედბელობის პრობლემები D. პეპტიდური დაავადებები E. მეტაბოლური სიმდრომი 58. ვაზექტომია ეფექტიროა A. დაუყოვნებლივ ოპერაციის შემდეგ B. ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ C. ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ D. ოპერაციიდან 4 თვის შემდეგ მედიცინის VIII ჯგუფი 10 59. 45 წლის მამაკაცი, რომელსაც ანამნეზში აღენიშნება C ჰეპატიტის გამო განვითარებული ციროზი, მოხვდა სასწრაფო განყოფილებაში მწვავე ჰემატემესისით (სისხლიანი ღებინება). სასიცოცხლო მონაცემებია: ტემპ. - 37,1°C, პულსი - 115 წუთში, სუნთქვა - 20 წუთში, სისხლის არტერიული წნევა- 90/60 mmHg. მას ესხმება კრისტალოიდები სანდოსტატინი და ციპროფლოქსაცინი. ნაზოგასტრული ასპირაციით მიღებულია 2 ლიტრი ყავის ნახარშისფერი სითხე. ჰემატოკრიტი 28%, ალანინ და ასპარტატ ამინოტრანსფერაზები მომატებულია. პაციენტს ესხმება ერითმასა და ახლად გაყინული პლაზმა. სასიცოცხლო მაჩვენებლები ახლა ტაბილურია. რომელია სავარაუდო დიაგნოზი? A. სისხლმდენი წყლული B. საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენა C. თორმეტგოჯას სისხლმდენი წყლული D. კუჭის კიბო 60. 35 წლის ქალი, უჩივის გულმკერდის არეში რეტროსტერნალურად დისკომფორტს, რომელიც ირადირდება ქვედა ყბისკენ. ეს სიმპტომი ძირითადად ვითარდება დილით და ყოველთვის აღვიძებს პაციენტს. პაციენტი არის მწეველი. გულის კორონარული დაავადების გამომწვევი სხვა რისკ-ფაქტორი არ აღენიშნება. ეკგ-ზე სიმპტომის გამოვლენასთან ერთად აღენიშნება ST სეგმენტის ელევაცია, რაც ქრება სიმპტომების გაქრობასთან ერთად. ფიზიკური აქტივობა და სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. რომელი დამატებითი გამოკვლევაა საჭირო ჩაუტარდეს აღნიშნულ პაციენტს? A. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა B. ექოკარდიოგრაფია C. კომპიუტერული ტომოგრაფია (ინტრავენური კონტრასტის გარეშე) D. კორონარული ანგიოგრაფია 61. მწვავე აპენდიციტის დროს რეტროპერიტონიული ფლეგმონა შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევაში: A. ჭიაყელა დანამატის ღვიძლქვეშა მდებარეობისას B. მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში ადგილობრივი პერიტონიტის გამო C. ჭიაყელა დანამატის რეტროცეკალური მდებარეობისას D. ჭიაყელა დანამატის რეტროპერიტონეული მდებარეობისას E. ჭიაყელა დანამატის ლატერალური მდებარეობისას 62. ჩამოთვლილთაგან რომელი გართულება შეიძლება გამოიწვიოს ვარფარინის ჭარბმა მოხმარებამ? A. ანტითრომბინ III-ის დეფიციტი B. ჰიპოკალცემია C. ჰემორაგიული ინსულტი D. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი 63. გესტაციურ ვადასთან შედარებით, ნაყოფის განვითარების შეფერხების დასადგენად გრავიდოგ- რამაზე ქვედა ზღვარია: A. მეათე პერცენტილი B. მეოცე პერცენტილი C. ოცდამეათე პერცენტილი D. მეორმოცე პერცენტილი 64. 30 წის მამაკაცი უჩივის ძლიერ ტკივილს მუცლის მარჯვენა ნახევარში, გულისრევას, პირრებინებას. სიმპტომები დაეწყო მწავედ, ჰოსპიტალიზაციამდე 36 სთ-ით ადრე. პალპაციით მედიცინის VIII ჯგუფი 11 მუცელი დაჭიმულია და მკვეთრად მტკივნეული მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში. დადებითია შტოცკინ-ბლუმბერგის, სიტკოვსკის, როვსინგის სიმპტომები. თქვენი ტაქტიკა? A. დიაგნოსტიკური ლაპარასკოპიის შესრულება B. შევთავაზოთ ავადმყოფს დინამიკაში დაკვირვება C. გავაკეთოთ ტრადიციული აპენდექტომია მაკ-ბურნეის განაკვეთით D. შესრულდეს ქვედა-შუა ლაპარატომია E. ჩატარდეს ინფუზიური თერაპია 65. ახალშობილთა რუტინულ-სკრინინგულ ღონისძიებებს მიეკუთვნება: A. სმენის სკრინინგი ტონური აუდიომეტრიით B. ფენილკეტონურიის სკრინინგი C. ჰემოგლობინოპათიების სკრინინგი D. ანემიის სკრინინგი 66. ჩამოთვლილთაგან რომელია ფილტვში ემბოლის მიხვედრის ყველაზე ხშირი მიზეზი? A. ტრამვის სემდგომი აიროვანი ემბოლია B. ღრმა ვენების თრომბოზი C. შისტოსომოზი D. მშობიარობის შემდგომ ამნიონური სითხის ემბოლია 67. პლევრის ღრუში ექსუდატის აღმოჩენისას ჩამოთვლილთაგან რომელი კვლევა არ გამოიყენება ექს- უდატის შესაფასებლად? A. ექსუდატში ადენოზინ დეამინაზას აქტივობის შემოწმება B. ექსუდატის ციტოლოგიური კვლევა C. გლუკოზის კონცენტრაციის განსაზრვრა სქსუდატში D. ექსუდატში გამა-იმუნოგლობულინის კონცენტრაციის განსაზღვრა 68. სტენოკარდია სტაბილურია თუ: A. ბოლო 4 თვის განმავლობაში გულმკერდში დისკომფორტის შეგრძნება რეგულარულად აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის ერთსა და იმავე ზღურბლზე B. გულმკერდში დისკომფორტის შეგრძნება ახლად აღმოცენებულია C. გულმკერდში დისკომფორტის შეგრძნება გრძელდება 20 წუთი და მეტი D. გულ-მკერდის დისკომფორტის შეგრძნება იწყება საკვების მიღების შემდეგ და იხსნება ანტაციდების მიღებისას 69. პერიტონზილარული აბსცესის ძირითადი ეტიოლოგიური აგენტია: A. გრიპის ვირუსი B. ოქროსფერი სტაფილოკოკი C. B ჯგუფის სტრეპტოკოკი D. ნაწლავის ჩხირი E. საფუარას სოკო 70. ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები ვითარდება კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების კლინიკურ გამოვლინებებს აქვთ საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. რომელი ლოკალიზაციის წყლულზეა ლაპარაკი, თუ გართულებებიდან აღსანიშნავია სისხლდენა და პერფორაცია? A. კუჭის წყლული B. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული C. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულები მედიცინის VIII ჯგუფი 12 D. არცერთი 71. იმ ავადმყოფებში, რომელთაც დასჭირდათ ოპერაცია სიგმოიდური ნააწლავის შემოგრეხის გამო, რომელი ჩარევის დროსაა (დეკომპრესიის შემდეგ) ყველაზე დაბალი პოსტოპერაციული სიკვდილიანობა? A. სიგმოიდოპექსია ანუ მეზოსიგმოპლიკაცია გოგენ-ტორნით B. სიგმოიდექტომია და პირველადი ანასტომოზი C. ჰარტმანის ოპერაცია D. მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია 72. რეტროფარინგიალური (ხახისუკანა) და პერიტონზილარული აბსცესების დროს პრაქტიკულად არ ვლინდება: A. ყელის ძლიერი ტკივილი B. გაძლიერებული ნერწყვდენა C. ტრიზმი (საღეჭი კუნთების სპაზმი) D. ხმის შეცვლა (მოგუდული ხმით ლაპარაკი) E. იძულებითი პოზა, თავის უკან გადაგდება 73. ჩამოთვლილთაგან რით ხდება ფეოქრომოციტომის მკურნალობა? A. ადრენალექტომიით და შემდგომში კონსერვატიულად ალფა- და ბეტა-ბლოკერების გამოყენებით B. ალფა-ბლოკერების გამოყენებით C. ბეტა-ბლოკერების გამოყენებით D. არც-ერთი ზემოთ ჩამოთვლილით 74. 35 წლის მამაკაცი მოხვდა საავტომობილო ავარიაში. გასინჯვისას გამოვლენილია ქვედა ნეკნების პათოლოგიური მოძრაობა მარცხნივ და ჰემორაგიული შოკის ნიშნები. სუნთქვითი ხმიანობა ჩვეულებრივია. დიაგნოზი: A. ფილტვის დაზიანება პლევრის ღრუში სისხლდენით B. ელენთის გაგლეჯა C. მსხვილი ნაწლავის დაზიანება D. მუცლის აორტის დაზიანება 75. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ჯგუფის პაციენტებს აღენიშნებათ მიოკარდიუმის ინფარქტ- ის განვიტარების ისეთივე რისკი, როგორც პაციენტებს კორონალური არტერიების დაავადებით? A. პციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით ან ერთეული პარკუჭოვანი ექსტრასისტოლებით B. პაციენტებს ჰიპოთირეოზით ან ოსტეოართროზით C. პაციენტებს შაქრიანი დიაბეტით ან პერიფერიული არტერიების დაავადებით D. პაციენტებს ანემიით ან ქვედა კიდურების ვენების უკმარისობით 76. ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელია ყველა ნიშანი გარდა: A. პირღია სუნთქვა B. „ალერგიული სალუტი“ C. ცხვირის ობსტრუქცია D. რინორეა ჩირქოვანი სეკრეტით E. ცხვირის ქავილი 77. რომელი ქვემოთჩამოთვლილი მდგომარეობები იწვევს ცხიმების შეწოვის დარღვევას? A. პანკრეასის უკმარისობა მედიცინის VIII ჯგუფი 13 B. ნაღველ-კენჭოვანი დაავადება C. წვრილი ნაწლავის დისტალური ნახევრისა და კოლინჯის მარჯვენა ნახევრის რეზექცია კრონის დაავადების დროს D. 12-გოჯანაწლავის დივერტიკული E. A და E ვიტამინების უკმარისობა 78. რომელი ლოკალიზაციის წყლულიდან სისხლდენის დროსაა დამახასიათებელი მელენა? A. ფილტვი B. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზემო სართული C. სწორი ნაწლავი D. თირკმელები E. ელენთა 79. ადრეულ ასაკში ინტერსტიციული პნევმონიის მაღალი სიხშირე განაპირობებს A. ფილტვში ელასტიური ქსოვილის კარგი განვითარება B. ფილტვში შემაერთებელი ქსოვილის კარგი განნვითარება C. ფილტვის სუსტი ვასკულარიზაცია D. მუკოცილიარული აპარატის სუსტი განვითარება 80. ბიომეტრიული ტესტების საშუალებით ხდება A. ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა B. ნაყოფის სავარაუდო წონის განსაზღვრა C. ნაყოფის სქესის განსაზღვრა D. ნაყოფის მდებარეობის განსაზღვრა 81. მუკოვისციდოზს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა: A. აზოსპერმია B. მეკონიური ილეუსი C. პერსისტული რესპირაციული სიმპტომატიკა D. გლომერულონეფრიტი 82. ორსულობისას ცისტიტის დროს საჭიროა A. მკურნალობის ცატარება ამბულატორიულად ი/ვ ფართო. სპექტრის ანტიბიოტიკებით B. ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით C. საერთოდ არა არის საჭირო მკურნალობის ჩატარება D. ამბულატორიული მკურნალობა, პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია 83. ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს ცენკერის დივერტიკულის ხშირი გართულება? A. პნევმოკოკური პნევმონია B. წილოვანი პნევმონია C. ინტერსტიციული პნევმონია D. ასპირაციული პნევმონია 84. 7 წლის ბიჭს აქვს სტრეპტოკოკლი ფარინგიტი. თქვენ გადაწყვიტეთ ამოქსიცილინის დანიშვნა. დედა გეუბნებათ, რომ ამოქსაცილინზე 4 წლის ასაკში ბავშვს ჰქონდა ალერგია. როგორ მოიქცევ- ით: A. დედას დაარწმუნებთ, რომ რადგან გასულია 2 წელი, ალერგიის განვითარების რისკი არარ არსებობს და დანიშნავთ ამოქსიცილინს B. გამოუწერთ ცეფალოსპორინს მედიცინის VIII ჯგუფი 14 C. დაუნიშნავთ ანტიჰისტამინურ პრეპარატს წინასწარ და შემდეგ მისცემთ ამოქსიცილინს D. დაუნშნავთ მაკროლიდს E. არ დაუნიშნავთ ანტიბიოტიკს 85. რომელი ვაქცინაა წინააღმდეგნაჩვენები ბავშვისთვის, რომელსაც ანამნეზში ჰქონდა კრუნჩხვა: A. დტყ B. პოლიომიელიტის C. წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა D. დტ 86. ორსულთა პიელონეფრიტისას საჭიროა A. მკურნალობის ჩატარება ამბულატორიულად ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით B. ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით C. საერთოდ არ არის საჭირო მკურნალობის ჩატარება D. ამბულატორიული მკურნალობა, პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია 87. საზარდულის თანდაყოლილი ჩაჭედილი თიაქრის მკურნალობა მოიცავს: A. სასწრაფო ოპერაციულ მკურნალობას B. თიაქრის არაინვაზიურ ჩასწორებას და წყალმარილოვანი ცვლის შემდგომ კვლევებს C. კონსერვატიული ჩასწორების შემდეგ დინამიკაში დაკვირვებას ოპერაციისთვის ბავშვის ოპტიმალური ასაკის მიღწევამდე D. ჩასწორების შემდეგ დინამიკაში დაკვირვებას პერიტონეუმის ბუდობრივი მორჩის სრულ ობლიტერაციამდე E. ქირურგიულ ოპერაციას წვრილ ნაწლავზე როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში 88. B ჰეპატიტის ვერტიკალური ტრანსმისიის პროფილაქტიკის მიზნით A. აუცილებელია ორსულობისას სკრინინგის ჩატარება და სპეციფიური მკურნალობა B. აუცილებელია ორსულობისას სკრინინგი ჩატარება, სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს C. აუცილებელია სკრინინგის ჩატარება ლოგინობის ხანაში და სპეციფიური მკურნალბა D. აუცილებელია სკრინინგის ჩატარება მშობიარობის დროს და სპეციფიური მკურნალობა 89. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი პათოლოგიის დროს ახდენს პაციენტის პოზიციის ცვლილე- ბა გავლენას გულმკერდში წარმოშობილი ტკივილის ინტენსივობასა და ხასიათზე? A. იშემიური ტკივილის დროს B. აორტის ანევრიზმის განშრევების შემთხვევაში C. ძვალკუნთოვანი დაავადებების დროს D. სწორია ყველა ჩამოთვლილი 90. ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადების დროს ხდება მუცლის აორტის ბიფურკაციის უბნის ათეროსკლეროზული ცვლილებები? A. მარფანის სინდრომი B. ლერიშის სინდრომი C. ტაკაიასუს დაავადება D. ელერს-დანლოსის სინდრომი 91. ღრუ ორგანო ქმნის თიაქრის პარკის ერთ-ერთ კედელს. რომელი თიაქარია ეს? A. დაცურებული თიაქარი B. რიხტერის თიაქარი მედიცინის VIII ჯგუფი 15 C. ჩაჭედილი თიაქარი D. საზარდულის სწორი თაქარი E. კომბინირებული თიაქარი 92. მწვავე რევმატიული ცხელებისა და გულის ქრონიკული რევმატიული დაავადების დროს არ გვხვდება: A. რევმოკარდიტი B. პოლიართრიტი C. ქორეა D. ერითემა, რევმატიული კვანძები E. სპონდილიტი 93. 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პნევმონიის ძირითადი გამომწვევია A. Chlamydia pneumoniae B. რესპირაციულ სინციტიური ვირუსი C. Streptococcus pneumoniae D. Staphylococcus aureus 94. ვიროხვის მეტასტაზს მიეკუთვნება: A. მეტასტაზები ღვიძლში B. მეტასტაზები საკვერცხეებში C. მეტასტაზები დიდ ბადექონის ლიმფურ ჯირკვლებში D. მეტასტაზები ლავიწზედა მიდამოში, მარცხნივ E. მეტასტაზები რეტროპერიტონეულ ლიმფურ ჯირკვლებში 95. გულმკერდის ექსკურსია ჩასუნთქვის დროს მცირდება, როდესაც არის: A. ურტიკარია B. კრუპი C. სკლეროდერმია D. ჰიპოქრომული ანემია E. ატელექტაზი, სასუნთქი გზების ობსტრუქცია 96. 32 წლის მამაკაცს 4 თვეა აღენიშნება კვებათა შორის მწვავე ეპიგასტრული ტკივილი, რომელიც უმსუბუქდება საკვებისა და ანტაციდების მიღებისთანავე. ასევე აღნიოშნავს მყრალი სუნის წყლისებრ დიარეას და სტეატორეას. პაციენტი არ ეწევა, არ სამს და არ იღებს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. H.pylori-ზე სეროლოგიური მონაცემები ნეგატიურია. მიუხედავად ყოველდღიურად ომეპრაზოლის მიღებისა, მისი სიმპტომები გრძელდება. ეზოფაგოგასტროდუედენოსკოპიით აღენიშნება მრავლობითი წყლულები, რომელთაგანაც ერთი მლივ ნაწლავზეცაა. რომელია სავარაუდო დიაგნოზი? A. ეროზიული გასტრიტი B. ცოლინგერ-ელისონის სინდრომი C. კუჭის წყლულოვანი დაავადება D. კალოზური წყლული 97. ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება ჰიპოვოლემიური შოკის მექანიზმებს? A. ჰემორაგია B. სისხლის გადანაწილება სისხლძარღვგარეთა სივრცეში C. სითხის დაკარგვა ლოგრანიზმიდან D. ყველა ჩამოთვლილი მედიცინის VIII ჯგუფი 16 98. ჩირქოვანი ქოლანგიტი ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება შემდეგი პათოლოგიების შედეგად: A. ქოლედოქოლითიაზი და ჰეპატიკოქოლედოქის სტრიქტურები B. კუჭქვეშა უკენჭო ქოლეცისტიტი C. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო D. ინდურაციული პანკრეატიტი E. ნაღვლის ბუშტის დისკენეზია 99. დაავადების რომელი ფორმა არ ახასიათებს მუკოვისციდოზს? A. შერეული B. უპირატესად სასუნთქი სისტემის დაზიანებით C. უპირატესად კუჭ-ნაწლავის დაზიანებით D. უპირატესად გამომყოფი სისტემის დაზიანებით 100. სისხლიანი ხველა ახასიათებს: A. ბრონქიტს B. კრუპს C. კავერნას D. ყივანახველას 101. მწვავე ბრონქიტის უხშირესი გამომწვევია: A. ვირუსი B. ბაქტერია C. სოკო D. მიკოპლაზმა 102. 55 წლის კაცი მოხვდა კლინიკაში ნელა მზარდი თავის ტკივილით, გულისრევითა და ღებინებით. 5 წელია მას აღენიშნება მე-2 სტადიის ჰიპერტენზია, რომელიც მკურნალობის რეჟიმის არდაცვის გამო ცუდად ემორჩილება მკურნალობას. პაციენტი გამოიყურება დაღლილად და დაბნეულად. თვალის ფსკერის გამოკვლევისას სქახეზეა სისხლჩაქცევები ბადურაზე და დვრილის შეშუპება. არტერიული წნევა 240/140 მმ/ვწყ.სვ. სხვა სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება შეესაბამებოდეს დიაგნოზს? A. პირველადი ჰიპერტენზია B. ავთვისებიანი ჰიპერტენზია C. ესენციური ჰიპერტენზია D. მეორადი ჰიპერტენზია 103. გაურკვეველი პერიტონიტის მქონე ავადმყოფს სასწრაფოდ ჩაუატრდა ლაპაროსკოპია, რის დროსაც გამოვლინდა პერტონეუმის ღრუში დიდი რაოდენობით სეროზული გამონადენი და მრავლობითი სტეატონეკროზული ლაქები. თქვენი დიაგნოზი: A. ტუბერკულოზური პერიტონიტი B. პანკრეონეკროზი, პანკრეატოგენური პერიტონიტი C. კრონის დაავადება D. წვრილი ნაწლავის ინფარქტი E. თორმეტგოჯას წყლულის პერფორაცია 104. მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობისას კორტიკოსტეროდიების გამოყენების მიზანია თავიდან ავირიდოთ: მედიცინის VIII ჯგუფი 17 A. ნეკროზული ენტეროკოლიტი B. სიბრმავე C. ახალშობილთა სეფსისი D. რესპირატორული დისტრესის სინდრომი 105. 25 წლის ავადმყოფმა მიმართა გადაუდებელი ქირურგიის განყოფილებას 20 წუთის შემდეგ ავარიიდან, ჩივილებით - ტკივილებზე მუცელში, სისუტეზე, გულის რევაზე, თავბურს ხვევაზე. გასინჯვისას კანი ფერმკრთალია, არტერიული წნევა არ ისაზღვრება, პულსი 130/წთ. მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში აღინიშნება სისხლნაჯღენთი დარტყმის გამო. ქალა-ტვინის ტრამვის ნიშნები არ აღინიშნება. სუნთქვა მოისმინება ორივე მხარეს. გადაუდებელი ღონისძიებები? A. დავიწყოთ ინფუზიური თერაპია და დაკვირვება დინამიკაში B. დაუყოვნებლივ შესრულდეს ლაპარატომია C. შედრულდეს მუცლის ღრუს ორგანოთა რენტგენოგრაფია D. შესრულდეს მუცლის ღრუს ორგანოთა კომპიუტერული ტომოგრაფია 106. 45 წლის მამაკაცს, რომელსაც ანამნეზში აღენიშნება ც ჰეპატიტის გამო განვითარებული ციროზი, მოხვდა სასწრაფო განყოფილებაში სისხლიანი ღებინებით. სასიციცხლო მონაცემებია: ტემპ. 37.1, პულსი 115 წთ, სუნთქვა 20/წთში, სისხლის არტერიული წნევა 90/60. მას ესხმება კრისტალოიდები. სანდოსტატინი და ციპროფლოქსაცინი. ნაზოგასტრალოური ასპირაციით მიღებულია 2 ლიტრი ყავის ნახარშისფერი სითხე. ჰემატოკრიტი 28%, ალანინ და ასპარტაზტამინოტრანსფერაზა მომატებულია. პაციენტს ესხმეა ერიტრომასა და ახლადგაყინული პლაზმა. სასიცოცხლო მონაცემები სტაბილურია, რომელი კვლევის მეთოდი დაგვიზუსტებს დიაგნოზს? A. რენტგენოსკოპია B. ულტრაბგერითი გამოკვლევა C. გასტროდუედენოფიბროსკოპია D. ექოსკანირება 107. სალმოლეას ტოქსინებს არ ახასიათებთ ტროპიზმი: A. ცნს-ის მიმართ B. ვეგეტაციური ნერვული სისტემის მიმართ C. საჭმლის მომნელებელი სისტემის მიმართ D. ფილტვის ქსოვილის მიმართ 108. რესპირაციულ-სინციტიური ინფექციის წყაროა: A. გარეული ცხოველები B. ადამიანი C. შინაური ცხოველი D. შინაური ფრინველი 109. რომელია არასწორი მსჯელობა ქუნთრუშას და სხვა სტრეპტოკოკული ინფექციის შემთხვევაში: A. ახალშობილებში დაავადება იშვიათია B. ტრანსპლაცენტარულად გადაცემული ქუნთრუშას საწინააღმდეგო იმუნიტეტი ბავშვებში ნაჩუნდება მთელი სიცოცხლის მანძილზე C. ახალშობილებში ხშირია სტრეპტ. ინფექციის სეფსისური გართულებები D. წლამდე ასაკის ბავშვებში ქუნთრუშას კარდინალური ნიშნები სუსტად გამოიხატება 110. ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებისას ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის მედიცინის VIII ჯგუფი 18 შეფასების ყველაზე სარწმუნო მეთოდია: A. არასტრესული ტესტი B. სტრესული ტესტი C. ჭიპლარის სისხლძარღვების დოპლერომეტრია D. საშვილოსნოს არტერიების დოპლერომეტრია 111. კუჭის წყლულოვანი დაავადების გამო ბილროთ 2-ის წესით რეზექციიდან რამდენიმე თვეში 48 წლის ქალი უჩივის გახშირებულ გულისცემას, ოფლიანობას, დიარეას და სახის შეწითლებას, რაც ვლინდება საკვების მიღებიდან 30 წუთში. ტქვენი დიაგნოზი? A. კუჭუს პარეზი B. დემპინგ-სინდრომი C. მომტანი მარყუჟის სინდრომი D. წამრები მარყუჟის სინდრომი 112. გესტაციურ ასაკთან მცირე წონის ნაყოფის არსებობისას ბიოფიზიკური პროფილის განსაზღვრა რეკომენდებულია კვირაში: A. ერთხელ ან ორჯერ B. სამჯერ ან ოთხჯერ C. ხუთჯერ ან ექვსჯერ D. ყოველდღე 113. ადენოიდების და ტონზი?

Use Quizgecko on...
Browser
Browser