პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია PDF

Summary

დოკუმენტი მოიცავს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ძირითად ცნებებს, სისხლის გადასხმის ჩვენებებს და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების კლინიკურ სურათს. Მოცემულია სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკისა და წამლების პრაქტიკული გამოყენება.

Full Transcript

პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია 1. გლუკოკორტიკოსტეროიდების დამამუხრუჭებელი ეფექტის მოხსნა ჭრილობის შეხორცებისას შეუძლია ა) ვიტამინი D; ბ) ვიტამინი ჩ; *გ) ვიტამინი A; დ) ვიტამინი B6; ე) ვიტამინი E. 2. მწვავე ანემიის კლინიკა ჩნდება სისხლის დანაკარგისას, რომლის რაოდენობაც უდრის ა) 250 მლ; ბ) 5...

პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია 1. გლუკოკორტიკოსტეროიდების დამამუხრუჭებელი ეფექტის მოხსნა ჭრილობის შეხორცებისას შეუძლია ა) ვიტამინი D; ბ) ვიტამინი ჩ; *გ) ვიტამინი A; დ) ვიტამინი B6; ე) ვიტამინი E. 2. მწვავე ანემიის კლინიკა ჩნდება სისხლის დანაკარგისას, რომლის რაოდენობაც უდრის ა) 250 მლ; ბ) 500 მლ; *გ) 1000 მლ; დ) 1500 მლ; ე) 2000 მლ. 3. ჰიპოვოლემიისათვის დამახასიათებელია ცენტრალური ვენური წნევის შემდეგი მაჩვენებლები *ა) წყლის სვეტის 60 მმ-ზე ნაკლები; ბ) 60-დან 120 მმ.წყ.სვ.; გ) 130-დან 180 მმ.წყ.სვ.; დ) 190-დან 240 მმ წყ.სვ.; ე) 240 მმ-ზე მეტი წყ.სვ. 4. 1 ლიტრი ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა ცირკულირებადი სისხლის მოცულობას გაზრდის ა) 1000 მლ-ით; ბ) 750 მლ-ით; გ) 500 მლ-ით; *დ) 250 მლ-ით; ე) 250 მლ-ზე ნაკლები. 5. ჰემოტრანსფუზიის ძირითად ჩვენებას წარმოადგენს ა) პარენტელარული კვება; ბ) ჰემოპოეზის სტიმულაცია; *გ) მკვეთრად გამოხატული ანემია სისხლდენის გამო; დ) დეზინტოქსიკაცია; ე) იმმუნოკორექცია. 6. სისხლში ჟანგბადის საკმარის შემცველობას და ღ2-ის ტრანსპორტს უზრუნველყოფს ჰემატოკრიტი არა ნაკლებ ა) 20-25%; *ბ) 30%; გ) 35%; დ) 40%; ე) 45%. 7. სისხლის მწვავე ანემიის მკურნალობას საწყის ეტაპზე იწყებენ გადასხმით ა) ერითრომასის; ბ) დონორის სისხლის; გ) კრისტალოიდური ხსნარების; დ) კოლოიდური ხსნარების; *ე) კრისტალოიდური ხსნარების, კოლოიდური ხსნარების; ვ) არც ერთი. 8. შეუთავსებადი სისხლის გადასხმა იწვევს 1). ჰემოტრანსფუზიულ შოკს; 2). ფილტვების შეშუპებას; 3). ჰემოლიზს; 4). თირკმლის მწვავე უკმარისობას; 5). ჰემორაგიულ სინდრომს. ა) სწორია ყველა პასუხი; ბ) სწორია 1, 2, 3; *გ) სწორია 1, 3, 4; დ) სწორია 2, 3, 4; ე) სწორია 1, 2,4. 9. აუცილებელ ცდას, რომელიც უნდა ჩატარდეს სისხლის ყოველი გადასხმის დროს, წარმოადგენს 1). ჯგუფობრივი შეთავსება; 2). ინდივიდუალური შეთავსება; 3). ბიოლოგიური ცდა; 4). რეზუს-შეთავსების განსაზღვრა; 5). რეზუს-ფაქტორის განსაზღვრა. *ა) სწორია ყველა პასუხი; ბ) სწორია 1, 2; გ) სწორია 2, 3; დ) სწორია 1, 3; ე) სწორია 2, 4. 10. ავადმყოფს ტთ(IV)-ით სასიცოცხლო ჩვენებით აუცილებელია გადაესხას სისხლი. რეზუს-ფაქტორის განსაზღვრის არც დროა და არც საშუალება მას უნდა გადაესხას სისხლი ა) AB(IV) რეზუს +; *ბ) AB(IV) რეზუს -; გ) B (III) რეზუს +; დ) A (Iქ) რეზუს -; ე) 0 (I) რეზუს -. 11. ჰემოტრანსფუზიის უკუჩვენებას წარმოადგენს ა) მძიმე ოპერაცია; ბ) ქირურგიული ინფექცია; გ) შოკი; *დ) ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; ე) არტერიული წნევის დაცემა. 12. სისხლის ინდივიდუალურ შეთავსებაზე ტარდება ცდა *ა) რეციპიენტის პლაზმასა და დონორის სისხლს შორის; ბ) დონორის პლაზმასა და რეციპიენტის სისხლს შორის; გ) რეციპიენტის სისხლის ფორმიან ელემენტებსა და დონორის სისხლს შორის; დ) დონორის სისხლის ფორმიან ელემენტებსა და რეციპიენტის სისხლს შორის; ე) დონორისა და რეციპიენტის სისხლს შორის. 13. სისხლის გადასხმა ნაჩვენებია ყველა ქვემოთჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა ა) მწვავე ანემიის; ბ) ჩირქოვანი ინტოქსიკაციის; გ) ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის მომატების; დ) ჰემოსტაზის მიზნით; *ე) ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევისა. 14. ჰიპოვოლემიის სამკურნალოდ თავდაპირველად იყენებენ ა) ვაზოპრესორებს; ბ) კარდიოტონურ საშუალებებს; *გ) პლაზმის შემცვლელებს; დ) ერითრომასას; ე) დონორის სისხლს. 15. ნაწლავზე ოპერაციის შემდეგ, ოპერაციის შემდგომი ინფექცია პირველყოვლისა გამოწვეულია ისეთი ანაერობებით როგორიცა *ა) ნაწლავის ჩხირი; ბ) სტაფილოკოკი; გ) სტრეპტოკოკი; დ) ბაქტეროიდები; ე) კლებსიელა. 16. იზოლირებული ანაერობული განგრენით დაავადებულ ავადმყოფთა გადარჩენის მნიშვნელოვანი ფაქტორია ა) ანტიბიოტიკების დროული გამოყენება; ბ) ჭრილობის მკვდარი ქსოვილების დროული მოცილება და /ან/ ამპუტაცია; გ) ჰიპერბარიული ოქსიგენაციის დროული გამოყენება; *დ) ყველა ჩამოთვლილი. 17. საოპერაციოს ჰაერის დაბინძურება ქვემოთ ჩამოთვლილიდან შეუძლია შეამციროს ა) ჰაერის ვენტილაციას; ბ) ულტრაიისფერ დასხივებას; *გ) ერთსაც და მეორესაც; დ) არცერთს. 18. მიკრობულ ფლორაზე ბაქტერიოციდული მოქმედებით ჩამოთვლილი ანტიბიოტიკებიდან არ ხასიათდებიან ა) პოლიმიქსინები და ცეფალოსპორინები; *ბ) ტეტრაციკლინი და მაკროლიდები; გ) ამინოგლიკოზიდები და პენიცილინები; დ) ცეფალოსპორინები და კარბოპენები; ე) პენიცილინები და პოლიმიქსინები. 19. ქვემოთჩამოთვლილი ანტიბაქტერიული პრეპარატებიდან არა აქვთ ბაქტერიოციდული მოქმედება *ა) სულფანილამიდებსა და ტეტრაციკლინებს; ბ) ნიტრაფურანებსა და პოლიმიქსინებს; გ) პენიცილინებს და ტარივიდს; დ) ამინოგლიკოზიდებს და კარბოპენებს; ე) დიოქსიდინს და ცეფალოსპორინებს.. 20. ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარებისას მიკროფლორის რეზისტენტული შტამების აღმოცენების გზებია ა) მუტაცია; ბ) ტრანსუდაცია; გ) ტრანსფორმაცია; დ) კონიუგაცია; *ე) ყველა ჩამოთვლილი. 21. მეტრონიდაზოლი შეთავსებადია ა) პენიცილინებთან; ბ) ცეფალოსპორინებთან; გ) ამინოგლიკოზიდებთან; დ) ტეტრაციკლინებთან; *ე) ყველა ჩამოთვლილთან. 22. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიბიოტიკებიდან ნეფროტოქსიური და ოტოტოქსიური მოქმედებით ხასიათდება ა) ოქსიტეტრაციკლინი; *ბ) პოლიმიქსინი B; გ) ლინკომიცინი; დ) ცეფაზოლინი; ე) ლევომიცეტინი. 23. პორტული ჰიპერტენზია წარმოადგენს *ა) სინდრომს; ბ) დამუკიდებელ დაავადებას; გ) დღეისათვის ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, საკამათოა; დ) ყველა სწორია. ე) არც ერთი. 24. მოზრდილებში პორტული ჰიპერტენზიის მიზეზს უმეტესად წარმაოდგენს ა) კარის ან ელენთის ვენის თრომბოზი; ბ) ღვიძლის სიმსივნური დაზიანება; *გ) ღვიძლის ციროზი; დ) ფილტვის ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა; ე) ბად-ქიარის სინდრომი. 25. საყლაპავისა და კუჭის ვენების ვარიკოზული გაგანიერება შეიძლება დადგინდეს ა) ლაპარასკოპიით; ბ) პნევმომედიასტინოგრაფიით; გ) ღვიძლის ანგიოგრაფიით; *დ) საყლაპავისა და კუჭის რენტგენოსკოპიით; ე) დინამიური ჰეპატობილიოსცინტიგრაფიით. 26.. სუბკუტანური ქოლანგიოგრაფიის ჩატარებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გართულებები ა) სისხლდენა; ბ) ნაღვლის დენა; გ) ღრუ ორგანოს დაზიანება პერიტონიტის განვითარებით; დ) ქოლანგიტის გამწვავება ან მწვავე პანკრეატიტის განვითარება; *ე) ყველა ჩამოთვლილი. 27.. ნაღვლის ბუშტში კონკრემენტის გამოსავლენად ნაჩვენებია ყველა გამოკვლევის მეთოდი, გარდა ა) მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფიისა; ბ) რეტროგრადული ქოლანგიოგრაფიისა; გ) მუცლის ღრუს ულტრაბგერითი სკენირებისა; დ) ინტრავენური ქოლეცისტოქოლანგიოგრაფიისა; *ე) ნაღვლის ბუშტის სისხლძარღვთა ანგიოგრაფიისა. 28.. პერკუსიით და რენტგენოლოგიურად გამოვლინდა შუასაყარის ჩრდილის გადაადგილება ჯანმრთელი მხარისკენ. ეს შეესაბამება ა) ტოტალურ პნევმონიას; *ბ) პლევრის ღრუში სითხის დაგროვებას ან დაჭიმულ პნევმოთორაქსს; გ) ფილტვის ჰიპოპლაზიას; დ) ფილტვის ატელექტაზს. 29.. ბრონქოექტაზების სახეების და ლოკალიზაციის დიაგნოსტირების ყველაზე საიმედო მეთოდია ა) ბრონქოსკოპია; *ბ) მიმართული ბრონქოგრაფია; გ) ფილტვების რენტგენოსკოპია; დ) აუსკულტაცია და პერკუსია; ე) ფილტვების რენტგენოგრაფია. 30.. ფილტვებით დაავადებულ ავადმყოფის რენტგენოლოგიური გამოკვლევა უნდა დავიწყოთ ა) ფილტვების ტომოგრაფიით; ბ) დამიზნებითი რენტგენოგრაფიით; გ) ბრონქოგრაფიით; დ) სუპერექსპონირებული რენტგენოგრაფიით; *ე) მიმოხილვითი რენტგენოგრაფიითა და რენტგენოსკოპიით პირდაპირ და გვერდით პროექციებში 31.. როდესაც ავადმყოფს აქვს ფილტვის მწვავე აბსცესი ბრონქოსკოპია შეიძლება განხილული იქნეს როგორც მეთოდი ა) არა აქვს არავითარი მნიშვნელობა; ბ) აქვს მნიშვნელობა დიაგნოზის დასაზუსტებლად; გ) აქვს სამკურნალო მნიშვნელობა; *დ) აქვს სამკურნალო და დიაგნოსტიკური მნიშვნელობა; ე) გამოიყენება შეზღუდულად, როგორც მავნე და საშიში. 32. თუ ავადმყოფს აქვს მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში განგრენოზული აბსცესი ზომით 6X6 სმ. მიზანშეწონილია ა) ჰოსპიტალიზაცია თერაპიულ განყოფილებაში; ბ) მკურნალობის დაწყება ანტიბიოტიკებით, ვიტამინებით და სხვა; გ) დაუყოვნებლივ გაკეთდეს ბრონქოსკოპია; დ) გაკეთდეს ბრონქოგრაფია; *ე) ინტენსიური მკურნალობა ქირურგიულ განყოფილებაში 2 კვირის განმავლობაში და შემდეგ რადიკალური ოპერაცია. 33. თუ რენტგენოგრამაზე ჩანს სეგმენტის, წილის ან მთელი ფილტვის ჰიპოვენტილაცია, ექიმი ვალდებულია პირველ რიგში გამორიცხოს *ა) ფილტვის კიბო; ბ) ფილტვის ემფიზემა; გ) უცხო სხეული; დ) ფილტვის კისტა. 34. ბრონქოექტაზიური დაავადებით და ქრონიკული პნევმონიით დაავადებულებში, გამოსაკვლევად ზუსტი დიაგნოსტიკისათვის უნდა გამოვიყენოთ: ა) თორაკოსკოპია; ბ) მედიასტინოსკოპია; გ) ტომოგრაფია; დ) ბრონქოსკოპია; *ე) ბრონქოგრაფია. 35. რა გართულებები შეიძლება შეგვხვდეს თირკმლის გადანერგვის შემდეგ თირკმლის უკმარისობის სახით ა) თირკმელმა შეიძლება საერთოდ არ დაიწყოს ფუნქციობა ბ) დაიწყოს ფუნქციობა მოგვიანებით გ) შეიძლება შეწყვიტოს ფუნქციობა ხანმოკლე პერიოდის შემდეგ დ) შეიძლება ნელ-ნელა დაკარგოს თავისი ფუნქცია რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ *ე) ყველა პასუხი სწორია 36. რა წარმოადგენს თირკმლის გადანერგვის ყველაზე ხშირ მიზეზს ა) თირკმლის დიდი ზომის ცისტა ბ) შარდკენჭოვანი დაავადება გ) ჰიპერნეფრომა დ) ჰიდრონეფროზი *ე) დიაბეტური ნეფროპათიით გამოწვეული თირკმლის უკმარისობა 37. რა პათოლოგიის დროს მიმართავენ გულის გადანერგვას ა) აორტული მანკისას ბ) მიტრალური სტენოზისას გ) ფალოს ტეტრადისას დ) პარკუჭთა ძგიდის დეფექტისას *ე) "იდიოპათური" და იშემიური კარდიომიოპათიის დროს 38. რომელი ორგანოთა გადანერგვის კომბინაციას მიმართავენ ა) ღვიძლი და პანკრეასი ბ) ღვიძლი და ელენთა გ) ღვიძლი და თირკმელი დ) ელენთა და თირკმელი *ე) პანკრეასი და თირკმელი 39. რომელი ორგანოს გადანერგვის შემთხვევაში არ არის საჭირომუდმივი იმუნოსუპრესიის ჩატარება ა) პანკრეასის ბ) ღვიძლის *გ) ძვლის ტვინის დ) გულის ე) გულ-ფილტვის 40. შეიძლება თუ არა იმუნოდეპრესიამ გამოიწვიოს ა) კუშინგის სინდრომის გაჩენა ბ) პანკრეატიტი გ) კატარაქტა დ) ჰიპერტონია *ე) ყოველი მათგანი 41. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს იმუნოდეპრესიას ა) ინფექციური დაავადება ბ) ვირუსული ინფექცია გ) ავთვისებიანი სიმსივნე დ) სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან *ე) თითოეული მათგანი 42. რომელი ნივთიერებები მიეკუთვნება იმუნოოდეპრესიულ პრეპარატებს ა) აზათიოპრინი (იმურანი) ბ) ციკლოსპორინი გ) კორტიკოსტეროიდები დ) ანტილიმფოციტური გლობულინი *ე) ყოველი მათგანი 43. როგორ ტრანსპლანტაციას უწოდებენ იზოგენურს ა) დონორი და რეციპიენტი ერთიდაიგივე პიროვნებაა ბ) დონორი და რეციპიენტი მიეკუთვნება ერთსა და იგივე ტიპს გ) დონორი და რეციპიენტი მიეკუთვნება სხვადასხვა ტიპებს დ) ორგანო ინერგება სხეულის ერთი უბნიდან მეორეზე *ე) დონორი და რეციპიენტი ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები არიან 44. ქალას რბილი საფარი შესდგება ა) 3 შრისაგან; *ბ) 5 შრისაგან; გ) 6 შრისაგან; დ) 8 შრისაგან. 45. სახის კუნთების მამოძრავებელი ინერვაცია ხორციელდება 1). სახის ნერვით; 2). სამწვერა ნერვით; 3). ენისქვეშა ნერვით; 4). დამატებითი ნერვით. *ა) სწორია 1,2; ბ) სწორია 2,3; გ) სწორია 3,4; დ) სწორია 1,3; ე) სწორია 2,4. 46. პაროტიტის დროს ჩირქის გაღწევის შესაძლო გზებს, რაც აიხსნება ყბა- ყურა სანერწყვე ჯირკვლისა და მისი ფასციების ტოპოგრაფიით, წარმოადგენს 1). ჩირქის გაღწევა პირის ღრუში; 2). ჩირქის გაღწევა ხახის წინა სივრცეში; 3). ჩირქის გაღწევა ხახის უკანა სივრცეში; 4). ჩირქის გაღწევა გარეთა სასმენ ხვრელში. ა) სწორია 1,2; ბ) სწორია 3,4; *გ) სწორია 2,4; დ) სწორია 1,3; ე) სწორია 2,3. 47. კისრის ნერვ-სისხლძარღვოვან კონაში შედის შემდეგი ნერვები ა) ცდომილი ნერვი; ბ) ენისქვეშა ნერვის დასწვრივი ტოტი; გ) საშუალო ნერვი; დ) მოსაზღვრე სიმპათიკური ღერო; *ე) ცდომილი ნერვი , ენისქვეშა ნერვის დასწვრივი ტოტი. ვ) სწორია ყველა ჩამოთვლილი. 48. გარეთა საძილე არტერიის გადაკვანძვის ტიპურ დონეს წარმოადგენს ა) იქვე საერთო საძილე არტერიის ბიფურკაციასთან; ბ) ენის არტერიის გამოყოფის ზემოთ; გ) სახის არტერიის გამოყოფის ქვემოთ; *დ) ენის არტერიის გამოყოფის ქვემოთ. 49. კისრის ნერვ-სისხლძარღვოვანი ღეროს ბუდეს ქმნის ა) ზერელე (პირველი ფურცელი) ფასცია; ბ) ღრმა (მეხუთე ფურცელი - ხერხემლის წინა) ფასცია; გ) საკუთარი (მეორე, მესამე ფურცელი) ფასცია; *დ) კისრის შიდა (მეოთხე ფურცელი) ფასცია. 50. დიაფრაგმული (შუასაძგიდის) ნერვის ფორმირების ადგილია ა) რომბისებური ორმო; ბ) ნათხემ-ხიდის კუთხე; *გ) კისრის წნული; დ) მხრის წნული. 51. მხრის სახსარში სითხის დაგროვებისას მისი პუნქცია ყველაზე რაციონალურია ა) სახსრის წინა ზედაპირიდან; *ბ) სახსრის უკანა ზედაპირიდან; გ) სახსრის ზედა მხრიდან; დ) სახსრის მედიალური მხრიდან. 52. მხრის სახსრის ჩირქოვანი ანთების დროს, ჩირქის გაღწევა ბეჭქვეშა კუნთის ქვეშ ხორციელდება ა) მხრის ორთავა კუნთის გრძელი თავის მყესის სინოვიალური ჩანთის გაყოლებით; ბ) ბეჭქვეშა კუნთის გაყოლებით, რომელიც თავისი მყესით მიმაგრებულია მხრის სახსრის ღრუში; *გ) ბეჭქვეშა კუნთის სინოვიალური ჩანთით, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია მხრის სახსრის ღრუსთან; დ) სახსრის ფიბროზული კაფსულის სინოვიალური გარსის სისუსტის ხარჯზე. 53. მკერდის დიდ და მცირე კუნთებს შორის ფაშარ უჯრედისში ლოკალიზებული ფლეგმონის დროს მხრის მკვეთრად გამოხატული მოზიდულობა აღინიშნება შემდეგი კუნთის შეკუმშვის ხარჯზე. ა) დელტისებრი კუნთის; ბ) ბეჭქვეშა კუნთის; გ) მკერდის მცირე კუნთის; *დ) მკერდის დიდი კუნთის. 54. იდაყვის სახსარში ექსუდატის დაგროვებისას მისი ჩანთის გამოზნექვა აღინიშნება იდაყვის მორჩისა და სამთავა კუნთის მყესის გვერდებზე. გამოზნექილი უბნები, რომლებშიც სახსრის კაფსულა დაფარულია ფასციითა და კანით, განლაგებულია ა) იდაყვის მორჩის მიდამოში; *ბ) იდაყვის მორჩის, სამთავა კუნთის მყესის და წინამხრის ლატერალური კუნთების ჯგუფს შორის უბანში; გ) ორივე; დ) არცერთი. 55. იდაყვის სახსრის პუნქცია მისი სწორკუთხოვნად მოხრის შემდეგ რაციონალურია გაკეთდეს *ა) სახსრის უკანა-გარეთა ზედაპირზე; ბ) სახსრის უკანა-შიგნითა ზედაპირზე; გ) სახსრის უკანა ზედაპირის მხრიდან; დ) სახსრის წინა-გარეთა ზედაპირზე. 56. საშუალო ნერვის რეგიონული ბლოკადის ჩატარებისას სხივ-მაჯის სახსრის მიდამოს კანის ნაოჭის ზონიდან ითიშება მგრძნობელობითი ინერვაცია *ა) I, II, III, თითების და IV თითის რადიალური კიდის; ბ) IV თითის და IV თითის ულნარული კიდის; გ) მტევნის ყველა თითის. 57. იდაყვის ნერვის რეგიონული ბლოკადის წარმოება ცერცვისებრი ძვლის ლატერალურად ითიშება მგრძნობელობითი ინერვაცია: ა) I-III თითების; ბ) I-V თითების; *გ) V თითის და IV თითის ულნარული კიდის. 58. ჩირქის გაღწევა ცერის და II-V თითის სინოვიალური ბუდის პროქსიმალური ნაწილიდან ხდება. 1). ნების გრძელი კუნთის ქვეშ; 2). თითების ღრმა მომხრელებსა და კვადრატულ პრონატორებს შორის; 3). კვადრატული პრონატორების ქვეშ; 4). თითების ღრმა და ზედაპირულ მომხრელებს შორის. ა) სწორია 1,2; ბ) სწორია 2,3; გ) სწორია 3,4; *დ) სწორია 2,4; ე) სწორია 1,3. 59. სხივმაჯის სახსრის პუნქცია ტარდება ა) ნების ზურგ-რადიალური ზედაპირიდან; *ბ) ნების ზურგის მხრიდან; გ) ნების ზურგ-იდაყვის მხრიდან; დ) ხელგულის ზედაპირიდან. 60. ხელგულის ზედაპირული არტერიული რკალი მდებარეობს ხელგულის აპონევროზის ქვეშ ფარგლებში ა) სხივის ფასციური სივრცის; *ბ) შუა ფასციურ სივრცის; გ) იდაყვის ფასციურ სივრცის. 61. ანატომიური თავისებურებების, ლიმფის გადინებისა და მეტასტაზირების გათვალისწინებით ძუძუს კიბოს არაკეთილსაიმედო ლოკალიზაციაა ა) გარეთა - ზედა; ბ) გარეთა - ქვედა; გ) შიგნითა - ზედა; *დ) შიგნითა - ქვედა. 62. პარავერტებრალური ბლოკადის ჩატარებისას ხდება ბლოკადა ა) წინა ფესვების; ბ) უკანა ფესვების; *გ) ზურგის ტვინის ნერვის. 63. მკერდისძვლის უკანა ბლოკადა (ვ. ი. კაზანსკის მიხედვით) გამოთიშავს ა) აორტულ ნერვულ წნულს; ბ) ვენურ ნერვულ წნულს; გ) გულის ნერვულ წნულს; დ) ფილტვის ნერვულ წნულს; *ე) აორტულ ნერვულ წნულს , გულის ნერვულ წნულს. ვ) სწორია ყველა ჩამოთვლილი. 64. პერიკარდის პუნქციის ყველაზე რაციონალური მეთოდია ა) შარპის მიხედვით; ბ) პიროგოვის მიხედვით; გ) შაპოშნიკოვის მიხედვით; *დ) ლარეის მიხედვით; ე) მარფანის მიხედვით. 65. პლევრის გუმბათზე მდებარე მაგისტრალური სისხლძარღვია ა) ლავიწქვეშა ვენა; *ბ) ლავიწქვეშა არტერია; გ) ქვედა ფარისებრი არტერია; დ) საერთო საძილე არტერია. 66. მუცლის ზედაპირული ფასციის ღრმა ფურცლის ქვეშ განვითარებული ჩირქგროვის ან ჰემატომის გავრცელების ზონას წარმოადგენს ა) შორისი; *ბ) საზარდულის იოგი; გ) ბარძაყის წინა ზედაპირი. 67. მუცლის კედლის კუნთს, რომელიც აპონევროზულ ნაწილში გადასვლისას წარმოქმნის ნახევარმთვარისებურ (სპიგელის) ხაზს, წარმოადგენს ა) მუცლის გარეთა ირიბი კუნთი; ბ) მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი; *გ) მუცლის განივი კუნთი; დ) მუცლის სწორი კუნთი. 68. მუდმივი მწველი ტკივილის მიზეზს, რომელიც ვითარდება თიაქარკვეთის შემდეგ, წარმოადგენს ნაწიბურში მოყოლა ა) ბარძაყის ნერვის; ბ) თეძო-მუცლის ნერვის; *გ) თეძო-საზარდულის ნერვის. 69. მწვავე აპენციდიტისათვის დამახასიათებელი მსგავსი სიმპტომების გაჩენა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის დროს განპირობებულია ა) პერიტონეუმის გაღიზიანებით კუჭისა და თორმეტგოჯას შიგთავსით; *ბ) შიგთავსის გავრცელებით თეძოს ფოსოში ლატერალური ღარის გზით; გ) მზის წნულის გაღიზიანებით. 70. ბოქვენის, საჯდომი და თეძოს ძვლების შეზრდა ერთ მთლიან მენჯის ძვლად ხდება პოსტემბრიონალური ონტოგენეზში შემდეგ მიდამოში *ა) ტაბუხის ბუდის ფოსოში; ბ) თეძოს ძვლის ფრთის; გ) საჯდომი ბორცვის; დ) ბოქვენის ძვლის ტოტის. 71. დიდი და მცირე საჯდომი ხვრელი ყალიბდება ხარჯზე ა) გავა-თეძოს იოგის; ბ) ბოქვენის სიმფიზის; *გ) გავა-წვეტიანი და გავა-კუკუხოს იოგის. 72. შარდსასქესო დიაფრაგმის ფორმირებაში მონაწილეობს *ა) შორისის ღრმა განივი კუნთი; ბ) ყითას ამწევი კუნთი; გ) მსხლისებრი კუნთი; დ) შიგნითა დამხურველი კუნთი. 73. მენჯის ორგანოების კვება ხორციელდება *ა) თეძოს შიგნითა არტერია; ბ) თეძოს გარეთა არტერია; გ) თეძოს შიგნითა არტერიის წინა ტოტი; დ) თეძოს შიგნითა არტერიის უკანა ტოტი. 74. შარდის ბუშტის მკვებავ არტერიებს ეკუთვნის ა) ჭიპის არტერია; ბ) შარდის ბუშტის ქვედა არტერია; გ) დამხურველი არტერია; დ) შიგნითა სასირცხო არტერია; *ე) ჭიპის არტერია, შარდის ბუშტის ქვედა არტერია; ვ) არც ერთი. 75. სწორი ნაწლავის კვება ხორციელდება ა) ჯორჯლის ქვედა არტერიით; ბ) თეძოს შიგნითა არტერიით; გ) შიგნითა სასირცხო არტერიით; *დ) ყველა ჩამოთვლილით. 76. სწორ ნაწლავში გამოყოფენ ა) ერთ სფინქტერს; ბ) ორ სფინქტერს; *გ) სამ სფინქტერს; დ) ოთხ სფინქტერს. 77. დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ არსებული ჩირქოვან-ანთებითი პროცესის მცირე მენჯის ღრუში გავრცელება ხდება ა) მცირე საჯდომი ხვრელით; ბ) დიდი დუნდულა კუნთის მყესის პროქსიმალური ნაწილის ქვეშ მდებარე ნაპრალით; *გ) მსხლისებრი ქვედა და ზედა ხვრელით; დ) საჯდომი ნერვის გაყოლებით. 78. ტერფის ფლეგმონა ხშირად ვითარდება ტერფის I და V თითების სინოვიალური ბუდეების პროქსიმალური ბოლოებიდან ჩირქის გაღწევისას და ა) მიდის მთელი ტერფის გასწვრივ; ბ) მთავრდება უკანა ტერფის ძვლების დონეზე; *გ) მთავრდება უკანა ტერფის ძვლების თავების დონეზე. 79. ყველა ბარძაყის თიაქარის საერთო განმასხვავებელი ნიშანია ა) მათი გამოსვლა საზარდულის იოგის ზევიდან; ბ) მდებარეობს ბარძაყის ვენიის ლატერალურად; გ) ბარძაყზე გამოზნექილობის არარსებობა; *დ) მათი გამოსვლა საზარდულის იოგის ქვემოდან. 80. ტერფ-ძირის აპონევროზის ქვეშ განლაგებულია ა) კუნთების ორი ჯგუფი; *ბ) კუნთების სამი ჯგუფი; გ) კუნთების ოთხი ჯგუფი; დ) კუნთების ხუთი ჯგუფი. 81. ბარძაყის სამკუთხედის ზედა ნახევარში ბარძაყის არტერიასთან მიმართებაში ბარძაყის ვენა მდებარეობს ა) წინ; ბ) გარეთ; *გ) შიგნით; დ) უკან. 82. საზარდულის პიროგოვის ლიმფური კვანძი მოთავსებულია მიდამოში *ა) დიდი საჩინო ვენის შესართავის; ბ) ბარძაყის არტერიის პროექციის; გ) სწორი პასუხი არ არის. 83. კოჭ-წვივის სახსრის სასახსრე ჩანთა თავისუფალია გამამაგრებელი იოგებისაგან ა) ლატერალურად და უკნიდან; *ბ) წინიდან და უკნიდან; გ) მედიალურად და უკნიდან. 84. ბარძაყის არტერიასთან მიდგომა ხდება ხაზზე ა) თეძოს -წინა-ზედა წვეტსა და ბარძაყის ლატერალურ როკის შემაერთებელ; *ბ) საზარდულის იოგის შუა წერტილსა და ბარძაყის მედიალურ როკის შემაერთებელ; გ) ერთიც და მეორეც; დ) არცერთი. 85. ქვედა კიდურის (ტერფი, კანჭი)პერიფერიული ლიმფური სადინარების კათეტერიზაცია წარმოებს შემდეგი მიზნით *ა) მედიკამენტების შეყვანის; ბ) ლიმფოსორბციისათვის; გ) ორივე მიზნისათვის; დ) არცერთი. 86. მუხლის სახსრის პუნქცია კეთდება *ა) კვირისტავის ფუძის ან მწვერვალის დონიდან 1-2 სმ-ით დაცილებით; ბ) კვირისტავის გვერდითი ზედაპირიდან 3-4 სმ-ით ლატერალურად ან მედიალურად; გ) ორივე პასუხი არასწორია. დ) არც ერთი. 87. ზოგად ანესთეზიას შერეული ეწოდება, თუ ა) ერთი ანესთეთიკი შეყავთ ერთდროულად სხვადასხვა გზით; ბ) თანამიმდევრულად ცვლიან ერთ ანესთეტიკს მეორეთი; გ) ხდება ადგილობრივი ანესთეზიისა და ინტრავენური ნარკოზის შეუღლება; *დ) ერთდროულად შეყავთ რამოდენიმე ანესთეტიკი ან ურევენ ერთმანეთს ნარკოზის დაწყებამდე; ე) ყველა ჩამოთვლილი. 88. აზოტის ქვეჟანგი *ა) სუსტი ანესთეტიკია გამოხატული ანალგეზიური მოქმედებით, იხმარება მხოლოდ ნარევში ჟანგბადთან ერთად; ბ) შეიძლება იქნეს გამოყენებული ღია სისტემით; გ) ძლიერი ანესთეტიკია სუსტი ანალგეზიური მოქმედებით, შეიძლება გამოყენებული იქნეს სუფთა სახით ჟანგბადის გარეშე; დ) ყველა ჩამოთვლილი, გამომდინარე ავადმყოფის მდგომარეობიდან. 89. ნიღბით ნარკოზის უარყოფით მხარეებს ეკუთვნის ყველა ჩამოთვლილი, გარდა ა) ფართო მკვდარი ზონისა; ბ) სასუნთქი გზების იზოლაციის არარსებობისა; *გ) დიდი აეროდინამიური წინააღმდეგობისა; დ) ენის ჩავარდნის თავიდან აცილება. 90. ზოგადი ინტრავენური ანესთეზიის უარყოფით მხარეებს ეკუთვნის ყველა ჩამოთვლილი, გარდა *ა) ესაჭიროება რთული, სანარკოზო აპარატურა; ბ) ნარკოზი რთული სამართავია; გ) შენარჩუნებულია კუნთთა ტინუსი; დ) ენის გადავარდნისა და ღებინების გამო არის ასფიქსიის საშიშროება; ე) რეფლექსების აქტივობა შენარჩუნებულია. 91. ენდოტრაქეალური ნარკოზის უპირატესობას ეკუთვნის ყველა ჩამოთვლილი, გარდა ა) ფილტვების ოპტიმალური ხელოვნური ვენტილაციისა; ბ) სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფისა; *გ) გულის გაჩერებისა და ბრონქოსპაზმის განვითარების თავიდან აცილებისა; დ) კუნტების მაქსიმალურად- აუცილებელი რელაქსაციის მიღწევისა.. 92. ფენტანილი წარმოადგენს *ა) ძლიერ ანალგეტიკს, რომელიც მოქმედებს 20-25 წუთი; ბ) ხანმოკლე მოქმედების ანალგეტიკს (2-3 წუთი); გ) ნეიროლეპტიკს; დ) პრეპარატს გამოხატული ფსიქოტროპული მოქმედებით; ე) ანტიდეპრესანტს. 93. ზოგადი ანესთეზიის დროს, არტერიული ჰიპოტენზია შეიძლება გამოიწვიოს ყველა ჩამოთვლილმა, გარდა: ა) ნარკოზის სიღრმის უკმარისობისა; ბ) რეფლექსოგენურ ზონებში მანიპულირებისა; *გ) მარილოვანი ხსნარების შეყვანისა; დ) გაზთაცვლის დარღვევისა; ე) ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის შემცირებისა. 94. 55 წლის ავადმყოფს დაავადებულს მე-3 ხარისხის ჰიპერტონული დაავადებით, უკეთდება ოპერაცია: მუცლის წინა კედლის პლასტიკა ოპერაციის შემდგომი თიაქარის გამო. ნარკოზისათვის ანესთეტიკის არჩევის დროს, უნდა მიეცეს უპირატესობა ა) ეთერს; ბ) ფტოროტანს; გ) ნეიროლეპტანალგეზიას; *დ) აზოტის ქვეჟანგს + ნეიროლეპტანალგეზია; ე) ადგილობრივი ანესთეზიას. 95. ვენაში კათეტერის დიდი ხნით დატოვებას შეიძლება მოყვეს ყველა ჩამოთვლილი, გარდა ა) სეპტიური ფლებიტისა; ბ) ქიმიური ფლებიტისა; გ) თრომბოემბოლიისა; დ) სეპტიცემიისა; *ე) დისემინირებული სისხლძარღვთაშიგა შედედების სინდრომისა. 96. ვენურ სტაზს, როგორც წესი მივყევართ ყველა ჩამოთვლილამდე, გარდა ა) ჰიპოტენზიისა; ბ) მეტაბოლური აციდოზისა; გ) ჭრილობიდან გაძლიერებული სისხლდენისა; *დ) სუნთქვითი ალკალოზისა. 97. სუნთქვითი აციდოზის დროს აუცილებელია ა) ჰიდროკარბონატის გადასხმა; *ბ) ჰიპერვენტილაცია; გ) ნარკოტიკული საშუალების მიწოდების შემცირება; დ) სუნთქვითი ანალეპტიკების ინტრავენური შეყვანა; ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი. 98. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ცვლილება ითვლება კომპენსირებულად, როცა çპ-ის სიდიდეები მერყეობს შემდეგ ფარგლებში: ა) 7,25 - 7,43; ბ) 7,46 - 7,51; *გ) 7,35 - 7,45; დ) 7,19 - 7,28; ე) 7,10 - 7,18. 99. გლუკოზის ხსნარის კონცენტრაცია ითვლება იზოტონურად: ა) 0,8%; ბ) 3%; გ) 4,2%; *დ) 5%; ე) 10%. 100. ოლიგურიის დროს აკეთებენ ა) ადექვატურ ჰიდრატაციას; ბ) საზღვრავენ შარდის ხვედრით წონას; გ) ვენაში შეყავთ მანიტოლი; დ) წყალ-მარილოვანი ბალანსის კორექციას; *ე) ყველა ჩამოთვლილს. 101. ჰიპერკალიემიის ნიშნებია *ა) სისუსტე და ძილიანობა; ბ) ეკგ-ზე წვეტიანი თ კბილი; გ) ჰიპერტენზია; დ) ციანოზი. 102. ჰიპონატრიემიის დროს აღინიშნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ა) ორთოსტატიული სინკოპესი; ბ) ჰიპოვოლემიის; გ) ჰიპოტენზიის; *დ) გულის რევის და ღებინების. 103. გულ-ფილტვის რეანიმაციის დაუყოვნებელ ჩვენებას წარმოადგენს 1). პულსისა და არტერიული წნევის არარსებობა; 2). სუნთქვის გაჩერება; 3). ცნობიერების არარსებობა; 4). აკროცინოზი; 5). გულის ცემის გაჩერება. ა) სწორია ყველა ჩამლთვლილი; ბ) სწორია 1,2,3; გ) სწორია 2,3,4; *დ) სწორია 1,2,5; ე) სწორია 3,4,5. 104. გულის პირდაპირი მასაჟის ჩვენებაა ა) სუნთქვის გაჩერება; ბ) გულის გაჩერება; გ) ცნობიერების დაკარგვა; *დ) გულის დახურული მასაჟის შემდეგ 2 წუთის განმავლობაში პულსის არარსებობა საძილე არტერიებზე; ე) გულის ფიბრილაცია. 105. ფილტვების შეშუპება ვითარდება 1). ტრანსპულმონალური უარყოფითი წნევის მომატებისას; 2). ფილტვის კაპილარებში ჰიდროდინამიური წნევის მომატებისას; 3). სისხლის კოლოიდო-ოსმოსური წნევის მომატებისას; 4). ფილტვებში სითხის ლიმფური გზებით რეაბსორბციის დაქვეითებისას; 5). მემბრანების გამავლობის დაქვეითებისას. ა) სწორია ყველა ჩამოთვლილი; ბ) სწორია ყველა გარდა 1,2,3; გ) სწორია ყველა გარდა 1,2,4; დ) სწორია ყველა გარდა 3,4,5; *ე) სწორია 1,2,4. 106. ფილტვების შეშუპების ინტენსიური თერაპია მოიცავს ყველაფერს, გარდა *ა) სუნთქვითი ანალეპტიკების ინტრავენური შეყვანისა; ბ) ტრაქეო-ბრონქული ხის სანაციის და ქაფის ამოშრობისა; გ) ოქსიგენოთერაპიის და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისა; დ) შარდმდენების და ჰორმონების შეყვანისა; ე) საჭიროებისას - განგლიოლიტიკების გამოყენებისა. ა 107. ასთმური სტატუსის ინტენსიური თერაპია მოიცავს 1). 0,3 მლ ადრენალინის შეყვანას; 2). კორტიკოსტეროიდებს- 240 მგ ჰიდროკორტიზონი გახსნილი 5% გლუკოზის ხსნარში; 3). ოქსიგენოთერაპიას; 4). ნატრიუმის ბიკარბონატს; 5). ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას; 6). ინჟექციურ ბრონქოსკოპიას ბრონქული ხის ლავაჟით; 7). რეჰიდრატაციას; 8). განგლიოლიტიკებს; 9). ხველის დათრგუნვას. ა) ყველა ჩამოთვლილი სწორია; *ბ) ყველა სწორია გარდა 9; გ) სწორია 1,2,3,5; დ) სწორია 6,7,8,9; ე) სწორია მხოლოდ 6. 108. ავადმყოფი შემოვიდა ბრონქული ასთმის შეტევით ძლიერი აღგზნების მდგომარეობაში, მას მიზანშეწონილია დაენიშნოს 1). ადრენალინი 1:1000 - 0,5 მლ კანქვეშ; 2). ეუფილინი 2,4% - 10მლ ვენაში; 3). სედუქსენი 5 მგ აბებში; 4). სედუქსენი 0,5% - 2,0 კუნთში; 5). კალიიოდატი გახსნილი რძეში ყოველ 4 სთ-ში; 6). მორფინი 20 მგ კანქვეშ. ა) სწორია ყველა ჩამოთვლილი; *ბ) სწორია ყველა, გარდა 3,5,6; გ) სწორია ყველა, გარდა 6; დ) სწორია ყველა, გარდა 3,5; ე) სწორია მხოლოდ 1 და 2. 109. ზღვაში დახრჩობისას უნდა ველოდეთ შემდეგი ნიშნების განვითარებას ა) ჰიპერვოლემიას; ბ) ჰემოლიზს; *გ) ფილტვების ჰიპეროსმოლარულ შეშუპებას; დ) სისხლში კალიუმის მომატებას; ე) თირკმლის მწვავე უკმარისობას. 110. სპინალური შოკის ძირითადი ნიშნებია 1). ჰიპერვოლემია; 2). ჰიპოვოლემია; 3). ჰიპერტონია; 4). ჰიპოტონია; 5). ბრადიკარდია; 6). სისხლძარღვთა ატონია. ა) სწორია ყველა; ბ) სწორია 1,3; *გ) სწორია 2,4,5,6; დ) სწორია 3,5; ე) სწორია 1,6. 111. ინფექციურ-ტოქსიური შოკი შეიძლება განვითარდეს: 1). პერიტონიტის დროს; 2). პნევმონიის დროს; 3). ენდომეტრიტის დროს; 4). მენინგიტის დროს; 5). ინფექციური ენდოკარდიტის დროს; 6). პიელონეფრიტის დროს. *ა) სწორია ყველა ჩამოთვლილი; ბ) სწორია ყველა, გარდა 1,2; გ) სწორია ყველა, გარდა 3,4; დ) სწორია ყველა, გარდა 5,6; ე) სწორია 5,6. 112. ალბუმინს აქვს ყველა ჩამოთვლილი თვისება, გარდა ა) ხელს უწყობს სისხლძარღვებში სითხის მიზიდვას და შენარჩუნებას; ბ) თამაშობს მნიშვნელოვან როლს პლაზმის კოლოიდურ-ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში; გ) წარმოადგენს უნივერსალურ საშუალებას ფერმენტების, ჰორმონების, სამკურნალწამლო საშუალებების ტრანსპორტისათვის; დ) წარმოადგენს ორგანიზმის ცილოვანი კვებისათვის რეზერვს; *ე) შეიძლება გამოიწვიოს შრატისმიერი ჰეპატიტი. 113. სისხლდენა ხანგრძლივდება ა) კუნთების ტრავმისა და დაჟეჟილობის დროს; ბ) ჰემოლიზური კრიზის დროს; *გ) მკვეთრად გამოხატული თრომბოციტოპენიის დროს; დ) ასფიქსიისას; ე) დამწვრობის დროს. 114. სისხლის შედედების დრო ხანგრძლივდება *ა) ჰიპოკოაგულაციის დროს; ბ) ჰიპერკოაგულაციის დროს; გ) ანემიის დროს; დ) სისხლში ფიბრინოგენის მომატების დროს; ე) დამწვრობის დროს. 115. ფიბრინოგენ "B" გამოჩენა მოწმობს *ა) პრეთრომბოზულ მდგომარეობას და ჰიპერკოაგულაციას; ბ) ჰიპოფიბრინოგენემიას; გ) ჰიპერფიბრინოგენემიას; დ) ჰიპოკოაგულაციას; ე) პროთრომბინის კომპლექსის ფაქტორის დეფიციტს. 116. ფიბრინოგენის დეგრადაციის პროდუქტები ა) არ ახდენენ გავლენას სისხლის შედედებაზე; ბ) აქვთ ანტიკოაგულანტური თვისებები; გ) იწვევენ ჰიპერკოაგულაციას; *დ) მოწმობენ ფიბრინოგენის კონცენტრაციის დაქვეითებას; ე) მოწმობენ თრომბინის დროს დაქვეითებას. 117. დიაბეტური კომის დროს უხშირესად არის ა) დეკომპენსირებული სუნთქვითი აციდოზი მეტაბური ალკალოზით; ბ) ჰიპონატრიემია მეტაბოლური ალკალოზით; გ) PH მეტია 7,35-ზე; *დ) ჰიპონატრიემია მეტაბოლური აციდოზით; ე) დეკომპენსირებული სუნთქვითი ალკალოზი მეტაბოლური ალკალოზით. 118. ანაფილაქსიური შოკის დროს მკურნალობაში ერთვება შემდეგი პრეპარატები 1). ადრენალინი; 2). გლუკოკორტიკოიდები; 3). ანტიჰისტამინური პრეპარატები; 4). პლაზმის შემცველები; 5). კალციუმის ქლორიდი; 6). კოფეინი. *ა) ყველა სწორია; ბ) ყველა სწორია გარდა 1,2; გ) ყველა სწორია გარდა 4,5; დ) სწორია 1,2; ე) სწორია 5,6. 119. მოცულობითი ეფექტი უფრო მეტად გამოხატული აქვს პლაზმის შემცველ შემდეგ ხსნარებს ა) დექსტრანებს; ბ) ჟელატინს; გ) პლაზმას; დ) რინგერ-ლაქტატს; *ე) დექსტრანებს, ჟელატინს; ვ) არც ერთს. 120. ინფუზიურ საშუალებებს, რომელთაც არა აქვთ მოცულობით ჩანაცვლებითი ფუნქცია მიეკუთვნება ა) დექსტრანები; *ბ) ელექტროლიტური იზოტონური ხსნარები; გ) პლაზმა; დ) სისხლი; ე) გლუკოზის იზოტონური ხსნარი. 121. ქირურგიული დაავადებისას ჰიპერთერმული რეაქციების ფორმები შეიძლება იყოს 1).მეტაბოლური; 2). ბაქტერიული; 3). რეგულატორული; 4). შერეული. *ა) სწორია ყველა პასუხი; ბ) სწორია ყველა, გარდა 1-სა; გ) სწორია ყველა, გარდა 2-სა; დ) სწორია 3; ე) სწორია 4. 122. ავთვისებიანი ჰიპერთერმიის ნიშნებია 1). ტაქიკარდია, არითმია; 2). არასტაბილური ჰემოდინამიკა; 3). კუნთების რიგიდობა; 4). ტაქიპნოე; 5). ციანოზი; 6). ჰიპერთერმია; 7). ფილტვების შეშუპება; 8). ენცეფალოპათია, ტვინის შეშუპება; 9). თირკმლის მწვავე უკმარისობა; 10). მიოგლობინურია; 11). ჰიპერკალიემია. *ა) სწორია ყველა ჩამოთვლილი; ბ) სწორია ყველა, გარდა 4,5,7; გ) სწორია ყველა, გარდა 9,10; დ) სწორია ყველა, გარდა 2,3; ე) სწორია მხოლოდ 9,10. 123. ავთვისებიანი ჰიპერთერმიის კრიზის ინტენსიური თერაპიის კომპლექსში შედის შემდეგი ღონისძიებანი 1). ფიზიკური გაციება; 2). დენტროლენის დანიშვნა 2,5 მგ/კგ; 3). ლაზიქსის შეყვანა 10 მგ/კგ; 4). კორტიკოსტეროიდების შეყვანა; 5). ნატრიუმის ბიკარბონატის შეყვანა 1 მ.ექვ./კგ.; 6). ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, ოქსიგენოთერაპია; 7). ნოვოკაინამიდი 10 მგ/კგ; 8). მაპოლარიზებელი ხსნარის ინფუზია; 9). გულის გლიკოზიდების შეყვანა; 10). 10%-იანი კალციუმის ქლორიდის შეყვანა. ა) სწორია ყველა ჩამოთვლილი; *ბ) სწორია ყველა, გარდა 9,10; გ) სწორია ყველა, გარდა 1,2,3; დ) სწორია ყველა, გარდა 4,5; ე) სწორია მხოლოდ 9,10. 124. სუბდურული ჰემატომის დამახასიათებელი ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ა) ცნობიერების მეორადად დაკარგვის; ბ) ტრავმიდან ორი დღის შემდეგ გენერალიზებული ეპილეფსიური გულყრის განვითარების; გ) ანიზოკორიის; *დ) ზედა ქუთუთოს ფტოზის; ე) ჰემიპარეზის ან ჰემიპლეგიის. 125. თავის ტვინის შერყევისათვის ყველაზე დამახასიათებელია ა) ცხვირიდან სისხლდენა; *ბ) გონების დაკარგვა; გ) თავის ტკივილი; დ) ეპილეპსიური გულყრა; ე) თავბრუსხვევა, ნისტაგმი. 126. ქალა-ფუძის მოტეხილობის ნიშანია ა) დაჟეჟილი ჭრილობა; ბ) ავადმყოფის უგონო მდგომარეობა; *გ) სისხლისა და სითხის დენა ყურიდან; დ) ძლიერი თავის ტკივილი; ე) სისხლნაჟღენთები ყელის არეში. 127. თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობის ნიშნებია ა) უსწორმასწორო კიდეებიანი ჭრილობა ძვლების ნამსხვრევებით; ბ) სწორკიდეებიანი ჭრილობა სიგრძით არაუმეტეს 1 სმ-ისა; *გ) ჭრილობა, რომლის ინგვლივ ქსოვილები დამწვარი და შეტრუსულია, ჭრილობიდან გამოიყოფა დეტრიტი და ლიქვორი; დ) ჭრილობა აქტიური არტერიული სისხლდენით; ე) ჭრილობა დაჟეჟილი კიდეებით. 128.. ქალა-ტვინის შემავალი ჭრილობის ნიშნებია ა) დიდი ჭრილობა უსწორმასწორო კიდეებით; ბ) ჭრილობა აქტიური არტერიული სისხლდენით; *გ) ჭრილობა საიდანაც გამოიყოფა დეტრიტი და ლიქვორი; დ) ჭრილობა ქვეშმდებარე ძვლის დაზიანებით; ე) ჭრილობა ვენური სისხლდენით. 129.. ქალა-ტვინის შემავალი ტრავმის არსებობისას ჭრილობის კიდეებიდან აქტიური სისხლდენისას ქირურგმა უნდა ა) დაადოს ნაკერები სისხლმდენ ჭრილობას; ბ) დაადოს დამწოლი ნახვევი; *გ) გააკეთოს ჭრილობის პირველადი დამუშავება სისხლძარღვების გადაკვანძვით, ძვლების ნამსხვრევების მოშორებით და ჭრილობის ყრუდ დახურვით; დ) გადაკვანძოს სისხლმდენი სისხლძარღვები და დაადოს ჭრილობას ნაკერები; ე) გააკეთოს ჭრილობის ტამპონადა. 130.. ყვრიმალის რკალის მოტეხილობის დამახასიათებელი ნიშნებია ა) თანკბილვის დარღვევა; ბ) სისხლჩაქცევა თვალბუდეში შესაბამის მხარეს; გ) დაზიანების მხარეზე მხედველობის დარღვევა; *დ) პირის გაღების შეზღუდვა; ე) ზედა ყბის კბილების მოძრაობა. 131.. ქალას ფუძის მოტეხილობის გამოვლენისას ქირურგმა უნდა ა) გაგზავნოს ავადმყოფი ბინაზე; ბ) გაიგზავნოს ბინაზე და მდგომარეობის გაუარესებისას გამოიძახოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა; გ) მოათავსოს ავადმყოფი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში; *დ) მოათავსოს ავადმყოფი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში; ე) დატოვოს პოლიკლინიკის მეთვალყურეობის ქვეშ. 132.. სხივის ნერვის ტრავმული დაზიანების უფრო მეტად დამახასიათებელი ნიშანია ა) მხრის ტრავმის ფაქტი; ბ) ნები ჩამოკიდებულია "ჩიტის თათების" ტიპით; გ) ჰიპერესთეზია "ანატომიური სათუთუნის" მიდამოში; *დ) ყველა ჩამოთვლილი. 133. სხივის ნერვის ტრავმული დაზიანებისათვის დამახასიათებელია ა) ნების მოხრის შესუსტება, IV-V თითების ძირითადი და საბოლოო ფალანგების მოხრითი ფუნქციის მკვეთრი დარღვევა; ბ) ნებს აქვს მდგომარეობა "ლოცვის ხელი"; გ) ხელის აწევისა და განზიდვის შეზღუდვა; *დ) წინამხარი ნახევრად მოხრილია მხართან მიმართებაში, ნები პასიურად არის დაშვებული სწორი კუთხით წინამხართან მიმართებაში, თითები ნახევრად მოხრილია; ე) წინამხარი ნახევრად მოხრილია მხართან მიმართებაში შესუსტებულია ნების მოხრა. 134. საჯდომ ნერვზე დეკომპრესიული ოპერაციის წარმოებისას დუნდულოს მიდამოში საშიშროებას წარმოადგენს ა) მსხლისებრი კუნთის გაჭრა; ბ) მცირე წვივის ნერვის ნაწილის გაჭრა; *გ) დუნდულოს-ქვემო არტერიის დაზიანება; დ) დუნდულოს ვენების დაზიანება; ე) ყველა ჩამოთვლილი. 135. პერიფერიული ნერვის დაზიანებისას პირველადი ნაკერის დადების ოპტიმალურ ვადად ითვლება ა) ტრავმიდან 1-2 საათი; ბ) ტრავმიდან 6-8 საათი; *გ) ტრავმიდან 12-24 საათი; დ) ტრავმიდან 24-36 საათი; ე) ჩამოთვლილიდან ნებისმიერ დროს. 136. მწვავე პერიკარდიტი შეიძლება იყოს ა) სეროზული ბ) ჩირქოვანი გ) იქოროზული დ) სეროზულ-ფიბრინული *ე) ყოველივე მათგანი 137.. ფილტვის აბსცესის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდებიდან უფრო მეტად ეფექტურია ა) ანტიბიოტიკების შეყვანა არტერიაში; ბ) სამკურნალო ბრონქოსკოპია; გ) ანტიბიოტიკების კუნთში შეყვანა; დ) ზოგადგამამაგრებელი მკურნალობა და იმუნოთერაპია; *ე) ჩამოთვლილი მეთოდების შეთანხმება. 138.. გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდებიდან ბრონქოექტაზიული დაავადების დროს ყველაზე მეტად ინფორმატიულია *ა) ბრონქოგრაფია; ბ) რენტგენოგრაფია; გ) რენტგენოსკოპია; დ) ტომოგრაფია; ე) კომპიუტერული ტომოგარფია. 139.. თორაკოტომიის აბსოლუტური ჩვენებებია ა) ფილტვის კოლაფსი მრავლობითი ფისტულის გამო; ბ) ბრონქის ტაკვის პირველადი უკმარისობა; *გ) პლევრის შიდა სისხლდენა; დ) ფილტვის ატელექტაზი; ე) დაჭიმული პნევმოთორაქსი. 140.. პნევმონექტომიის შემდეგ პლევრის ემპიემის განვითარებას ხელს უწყობს ა) ბრონქიალური ფისტულა; ბ) პლევრის ღრუს უცხო სხეული (დრენაჟი, საფენი); გ) ოპერაციის შემდგომი ჭრილობის დაჩირქება; დ) ნეკნების ოსტეომიელიტი და ქონდრიტი; *ე) ყველა ჩამოთვლილი. 141.. საყლაპავის პერფორაცია შეიძლება გამოიწვიოს ა) ეზოფაგოსკოპიამ; ბ) გადაყლაპულმა უცხო სხულმა; გ) ძლიერმა ღებინებამ; დ) სიმსივნის ეროზიამ; *ე) ყველა ჩამოთვლილმა. 142.. საყლაპავის ქიმიური დამწვრობისას პირველად სამედიცინო დახმარების ოპტიმალურ მეთოდად ითვლება *ა) ზონდის მეშვეობით საყლაპავისა დაკუჭის ამორეცხვა; ბ) კუჭისა და საყლაპავის ამორეცხვა "რესტორნის" მეთოდით; გ) სითხეებისა და მედიკამენტების შეყვანა ინტრავენურად; დ) გამწმენდი ოყნები. 143.. საყლაპავის გაგლეჯვის მიზეზები უხშირესად შეიძლება იყვეს ა) ენდოსკოპია; *ბ) უცხო სხეული; გ) ტრახეოსტომია; დ) ტრაქეის ინტუბაცია ნარკოზისას; ე) სპონტანური გაგლეჯვა. 144.. დისფაგიას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ა) საყლაპავის ახალაზიის დროს; ბ) საყლაპავის კიბოს დროს; გ) დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარის დროს; დ) სკლეროდერმიის დროს; *ე) ყველა ჩამოთვლილის დროს. 145. საყლაპავის ფართო დაზიანებები ვითარდება შემდეგი ქიმიური აგენტების ხმარებისას ა) არაორგანული მჟავეების; *ბ) ტუტეების; გ) ორგანული მჟავეების; დ) ლაქების; ე) ალკოჰოლის სუროგატების. 146. უფრო მეტად გამოხატულ ცვლილებებს საყლაპავში მისი ქიმიური ტრავმის დროს ადგილი აქვს ა) საყლაპავის მთელ სიგრძეზე; ბ) ხახის არეში; გ) კარდიის არეში; *დ) ფიზიოლოგიური შევიწროვების ადგილებში; ე) საყლაპავის აბდომინალურ ნაწილში. 147. საყლაპავის ქიმიური დამწვრობისას დაზარალებულთან ან მის თანმხლებ პირთან უნდა გაირკვეს ა) ქიმიური ნივთიერების მიღების მიზეზი; ბ) ქიმიური ნივთიერების ხასიათი; გ) დრო, გასული მიღებული დამწვრობიდან; დ) მიღებული ქიმიური ნივთიერების რაოდენობა; *ე) ყველა ჩამოთვლილი. 148. 35 წლის ავადმყოფმა მიმართა პოლიკლინიკას ჩივილებით, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში საკვების გავლის გაძნელებაზე საყლაპავში. ცნობილია, რომ 2 წლის წინ ავადმყოფმა შემთხვევით დალია ძმარმჟავის ერთი ყლუპი. კლინიკური სურათის მიზეზი შეიძლება იყოს განპირობებული ა) კარდიოსპაზმით; ბ) საყლაპავის ნაწიბუროვანი შევიწროვებით; გ) საყლაპავის ახლაზიით; დ) დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარით; *ე) ყველა ჩამოთვლილით. 149. 35 წლის ავადმყოფმა მიმართა პოლიკლინიკას ჩივილებით, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში საკვების გავლის გაძნელებაზე საყლაპავში. ცნობილია, რომ 2 წლის წინ ავადმყოფმა შემთხვევით დალია ძმარმჟავის ერთი ყლუპი. ავადმყოფის შემდგომი მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ა) ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილება; *ბ) ქირურგიულ განყოფილებაში; გ) ნეფრლოგიურ განყოფილებაში; დ) თერაპიულ განყოფილებაში; ე) გასტროენტეროლოგიურ განყოფილებაში. 150. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობის დროს პირველ რიგში აუცილებელია ა) გულმკერდზე ცირკულარული ნახვევის დადება; ბ) ცალმხრივი ნახვევის დადება ლეიკოპლასტირით; გ) პარავერტემრალური სპირტ-ნოვოკაინის ბლოკადის განხორციელება; დ) ვაგო-სიმპატიკური ბლოკადის შესრულება; *ე) შესრულდეს "სამი ადგილის" ბლოკადა (მოტეხილობის ადგილზე, ვაგოსიმპათიკური და პარავერტებრალური). 151. გულის დახურული ტრავმისათვის დამახასიათებელია ა) ეკგ-ს ცვლილება; ბ) ტკივილები გულის არეში; გ) არტერიული წნევის დაქვეითება; დ) ვენური წნევის მომატება; *ე) ყველა ჩამოთვლილი ნიშნები. 152. ავადმყოფი მოყვა საავტომობილო კატასტროფაში. შემოსვლისას მდგომარეობა მძიმეა: გამოხატულია ქოშინი, სისხლიანი ხველა. დიაგნოსტირებულია მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსი, გულმკერდის მარცხენა ნახევრის კანქვეშა ემფიზემა, რომელიც გადადის კისერსა და სახეზე, ხმის შეცვლა. რენტგენოლოგიურად გამოვლინდა V-VI-VII ნეკნების მოტეხილობა მედიოკლავიკულარულ და შუააქსილარულ ხაზზე, ამასთან VI ნეკნის მოტეხილობა შეცილებულია და ძვლის ერთ-ერთი ფრაგმენტი შესულია ფილტვის ქსოვილში. თქვენი მოქმედებებია: ა) მხოლოდ პლევრის ღრუს დრენირება; ბ) ჰემოსტატიური კონსერვატიული მკურნალობა; *გ) თორაკოტომია, ნეკნების ოსტეოსინთეზი და ფილტვის ჭრილობის გაკერვა; დ) ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია; ე) ექსტრაპლევრალური ოსტეოსინთეზი. 153. ჰემოთორაქსის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ა) პლევრის პუნქცია; ბ) პლევრის ღრუს დრენირება; გ) ფართო თორაკოტომია; დ) თორაკოტომია და ჰემოთორაქსის ლიკვიდაცია; *ე) მიდგომა მკაცრად ინდივიდუალურია. 154. საყლაპავი მილის გამოკვლევის სპეციალური მეთოდებია: ა) რენტგენოკონტრასტული გამოკვლევა; ბ) ფიბროეზოფაგოსკოპია; გ) ფარმაკოდიაგნოსტიკური ცდები; დ) PH-მეტრია; *ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია. 155. საყლაპავი მილის პერფორაცია შეიძლება გამოიწვიოს: ა) სიმსივნემ; ბ) პეპტიკურმა წყლულმა; გ) ქიმიურმა დამწვრობამ; დ) იატროგენულმა დაზიანებამ; *ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია. 156. საყლაპავი მილის გულმკერდის ნაწილის მთლიანობის დარღვევის დროს პაციენტი აღნიშნავს ტკივილის გაძლიერებას: ა) შესუნთქვის დროს; ბ) ხველის დროს; გ) ყლაპვის დროს; დ) უცხო სხეულის შეგრძნებას ყლაპვის დროს; *ე) ყველა სწორია. 157.. საყლაპავის ქიმიური ნივთიერებებით (მჟავეებით) დამწვრობის დროს ვითარდება: ა) კოლიკვაციური ნეკროზი; *ბ) კოაგულაციური ნეკროზი; გ) ნაწიბუროვანი ნეკროზი; დ) ფერმენტული ნეკროზი; ე) წყლულოვანი ნეკროზი. 158.. საყლაპავის ქიმიური ნივთიერებებით (ტუტეებით) დამწვრობის დროს ვითარდება: *ა) კოლიკვაციური ნეკროზი; ბ) კოაგულაციური ნეკროზი; გ) ნაწიბუროვანი ნეკროზი; დ) ფერმენტული ნეკროზი; ე) წყლულოვანი ნეკროზი. 159.. საყლაპავის დამწვრობის დროს პირველადი დახმარება მოიცავს: ა) ტკივილდამაყუჩებლების შეყვანას; ბ) დეზინტოქსიკაციურ თერაპიას; გ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზაციას; დ) ჰიპოვოლემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს; *ე) ყველა ჩამოთვლილს. 160.. საყლაპავის დამწვრობით გამოწვეული სტრიქტურების დროს იყენებენ: ა) ''ბრმა'' ბუჟირებას პირიდან; ბ) ბუჟირებას რენტგენოკონტრასტული პლასმასის ბუჟებით; გ) ბუჟირებას ეზოფაგოსკოპიის კონტროლით; დ) ''განუწყვეტელ ბუჟირებას''; ე) რეტროგრადულ ბუჟირებას; *ვ) ყველა ჩამოთვლილს. 161.. ხელოვნური საყლაპავი მილის შესაქმნელად გამოიყენება: ა) წვრილი ნაწლავი; ბ) მსხვილი ნაწილის მარჯვენა ნახევარი; გ) მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნახევარი; დ) კუჭი; *ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია. 162. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ყველაზე ხშირი მიზეზია თრომბოფლებიტი ა) სახის ვენების; *ბ) ქვემო კიდურების ღრმა ვენების და მცირე მენჯის ვენების; გ) ზედა კიდურების ღრმა ვენების; დ) ქვემო კიდურების ზედაპირული ვენების; ე) ზედა კიდურების ზედაპირული ვენების. 163. ქვემო კიდურების ღრმა ვენების მწვავე თრომბოფლებიტისათვის დამახასიათებელია *ა) ქვემო კიდურის მწვავე შეშუპება; ბ) ტერფის თითების ნეკროზი; გ) ტერფის გაციება; დ) ხანგამოშვებითი კოჭლობის სიმპტომი; ე) ჰიპერემია და შეშუპება დაზიანებული ვენის მიმართულებით. 164. ქვემო კიდურის ვენების თრომბოზისადმი წინასწარგანწყობილ ძირითად ფა?

Use Quizgecko on...
Browser
Browser