🎧 New: AI-Generated Podcasts Turn your study notes into engaging audio conversations. Learn more

Auscultation What Is It, How to Perform It, and More Osmosis.pdf

Loading...
Loading...
Loading...
Loading...
Loading...
Loading...
Loading...

Full Transcript

ტესტები რადიოლოგია 2-ში ფინალური გამოცდის ტესტები რადიოლოგია 2-ში 1. რენტგენოსკოპია საშუალებას იძლევა შევისწავლოთ A ) ფილტვების ფესვების მდგომარეობა B) ფილტვის სურათი C) დიაფრაგმის მოძრაობა ANSWER: C 2. ტომოგრაფია აუცილებ...

ტესტები რადიოლოგია 2-ში ფინალური გამოცდის ტესტები რადიოლოგია 2-ში 1. რენტგენოსკოპია საშუალებას იძლევა შევისწავლოთ A ) ფილტვების ფესვების მდგომარეობა B) ფილტვის სურათი C) დიაფრაგმის მოძრაობა ANSWER: C 2. ტომოგრაფია აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, დიაგნოსტიკაში A ) მწვავე პნევმონიის B) ჩაპარკული პლევრიტის C) ფილტვის კიბოს ANSWER: C 3. ფილტვის სურათის ანატომიურ სუბსტრატს ნორმაში წარმოადგენს A) ბრონქები B) ბრონქები და ფილტვის არტერიები C) ფილტვის არტერიები და ვენები ANSWER: C 4. ლონდონის სქემის მიხედვით მარჯვენა ფილტვის შედგება A ) რვა სეგმენტისაგან B) ცხრა სეგმენტისაგან C) ათი სეგმენტისაგან ANSWER: C 5. ფილტვის სეგმენტური შენების საფუძველს წარმოადგენს A) ბრონქების განტოტება B) ფილტვის არტერიების განტოტება C) ფილტვის ატერიების და ბრონქების განტოტება ANSWER: C 6. ფესვის ჩრდილის ანატომიურ სუბსტრატს წარმოადგენს A ) არტერიები B) არტერიები და ვენები C) არტერიები და ბრონქები ANSWER: B 7. ბრონქებში არსებული ჰაერის გამოსახულება დაჩრდილვის ფონზე დამახასიათებელია A) კრუპოზული პნევმონიისათვის B ) ექსუდაციური პლევრიტისათვის C) კიბოთი გამოწვეულ ატელექტაზისათვის ANSWER: A ტესტები რადიოლოგია 2-ში 8. გულმკერდის რენტგენოგრამის სიმკვეთრეზე მსჯელობენ კონტურების მიხედვით A) შუასაყარის B) დიაფრაგმის C) ნეკნების ANSWER: C 9. ფილტვის ფესვების გაფართოება და არასტრუქტურულობა ყველაზე დამახასიათებელია A) ქრონიკული ბრონქიტისათვის B) ქრონიკული პნევმონიისათვის C) ცენტრალური კიბოსათვის ANSWER: C 10. ფილტვის "სფერული" წარმონაქმნების ყველაზე მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანია A ) სტრუქტურა B) ზომები C) კონტურები და სტრუქტურა ANSWER: C 11. ფილტვის სოლიტარული ღრუების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს A) ზომებს B) კედლის ხასიათს და შიგთავსის არსებობას C) შიგთავსის ხასიათს ANSWER: B 12. თხელკედლიანი სოლიტარული ღრუ ფილტვში წარმოადგენს A) პნევმოთორაქსის შემოსაზღვრულ უბანს B) შემოსაზღვრულ ბულოზურ ემფიზემას C) ტუბერკულოზურ კავერნას ANSWER: C 13. მრავლობითი ღრუები ფილტვში უმეტესად ვლინდება A) სტაფილოკოკური მეტასტაზური პნევმონიის დროს B) თირკმლის სიმსივნის მეტასტაზირების დროს C) მრავალფოკუსური კეროვანი პნევმონიის დროს ANSWER: A 14. ტუბერკულოზური ჩრდილის არაჰომოგენურობა შეიძლება განპირობებული იყოს A) მხოლოდ რღვევით B) რღვევით და უბნების გაკირვით C) გაკირული უბნებით ANSWER: B ტესტები რადიოლოგია 2-ში 15. ჩრდილის კონტურები ფილტვში არამკაფიოა A) ჰამარტომის დროს B) კისტოზური წარმონაქმნის დროს C) კეროვანი პნევმონიის დროს ANSWER: C 16. კრუპოზული პნევმონიის დროს შესაბამისი ფესვი უხშირესად A) არ ფართოვდება B) ფართოვდება და ნაკლებად სტრუქტურულია C) გაფართოებულია და ცდომილია ANSWER: B 17. სეგმენტური დაჩრდილვა მოცულობის შემცირებით უხშირესად ვლინდება A) ბრონქის სიმსივნისა და ქრონიკული პნევმონიის დროს B) ბრონქის ჰამარტომის დროს C) ტუბერკულოზური ინფილტრატის დროს ANSWER: A 18. შემოსაზღვრული განათებები დაჩრდილვის ფონზე ბრონქიოლოალვეოლარული კიბოს დროს განპირობებულია A) დაუზიანებელი პარენქიმის უბნებით B) რღვევით C) წვრილი ბრონქების სანათურითა და პარენქიმის დაუზიანებელი უბნებით ANSWER: C 19. ფილტვის მრავლობითი წარმონაქმნების დიფერენციალურ რენტგენოდიაგნოსტიკაში მნიშვნელობა აქვს A) სტრუქტურას B) კონტურებს C) ყველა ზემოთ აღნიშნულს ANSWER: C 20. რომელი კისტისათვისაა დამახასიათებელია კაფსულის გაკირვა A) რეტენციული B) ექინოკოკური C) ბრონქოგენული ANSWER: B 21. შუასაყარის ჩრდილი მდებარეობას იცვლის A) მწვავე წილოვანი პნევმონიისა და ცენტრალური კიბოს დროს B) შუასაყრის სიმსივნეების დროს C) ჯავშნიანი პლევრიტის დროს ANSWER: C ტესტები რადიოლოგია 2-ში 22. მთავარი ბრონქის მთლიანობის დარღვევისას შუასაყარში გამოვლინდება: A) ჰაერი B) სისხლი C) შუასაყრის ცდომა ANSWER: A 23. ინტერსტიციური პნევმონიის საწყისი ფაზა ვლინდება: A) ფილტვის სურათის გაძლიერებით B) სურათის გაძლიერებით და დეფორმაციით C) ფილტვის ფესვების რეაქციით ANSWER: B 24. შუასაყრის ცდომა ჯანმრთელ მხარეს დამახასიათებელია: A) ფილტვის კიბოსათვის B) ექსუდაციური პლევრიტისათვის C) ქრონიკული პნევმონიებისათვის ANSWER: B 25. პნევმონიისთვის ბრონქის გამტარობის დარღვევის დროს დამახასიათებელია: A) ფილტვის ნაწილის მოცულობის შემცირება B) მოცულობის შემცირება და ანთებითი ფოკუსი C) მნიშვნელოვანი გამონაჟონი პლევრალურ ღრუში ANSWER: B 26. შუასაყარის გადიდებული ლიმფური კვანძების გამოსავლენად მიზანშეწონილია ჩატარდეს: A) რენტგენოგრაფია B) ულტრაბგერითი კვლევა C) კომპიუტერული ტომოგრაფია ANSWER: C 27. ფილტვის მწვავე დრენირებული აბსცესისათვის ყველაზე დამახასიათებელია: A) სითხის ჰორიზონტალური დონე B) სეკვესტრის არსებობა C) ფესვთან ბილიკის არსებობა ANSWER: A 28. ფილტვის ემფიზემის ყველაზე მნიშვნელოვანი რენტგენოლოგიური ნიშანია: A) ფილტვის სურათის გაძლიერება და დეფორმაცია B) ფილტვის ფესვების გაფართოვება C) ფილტვის ველების გამჭვირვალობის მომატება და სურათის გაღარიბება ANSWER: C ტესტები რადიოლოგია 2-ში 29. ფილტვის წილის ემფიზემის დროს: A) დაზიანებული ფილტვი მოცულობაში მომატებულია B) ფილტვის გამჭვირვალობა დაქვეითებულია C) ფილტვის სურათის გაღარიბება და გამჭვირვალობის მომატება შემოსაზღვრულ უბანში ANSWER: C 30. ფილტვის ფესვი ცენტრალური კიბოს დროს: A) შეუცვლელია B) გაფართოვებული და უსტრუქტუროა C) ცდომილია ჯანმრთელ მხარეს ANSWER: B 31. ფილტვის პერიფერიული კიბოს დაჩრდილვის კონტურები: A) სწორი და მკაფიოა B) მკაფიოა და დაკბილული C) არამკაფიოა და დაკბილული ANSWER: C 32. რომელი ფორმის ჩრდილი ახასიათებს უფრო ხშირად 2-სმ მეტი ზომის პერიფერიული კიბოს: A) სწორი-მრგვალი B) არასწორი მრგვალი C) პოლიგონალური ANSWER: B 33. ფილტვში მეტასტაზების დროს უფრო ხშირად გვხდება: A) მრავლობითი მრგვალი ჩრდილები B) მილიარული დისიმინაცია C) სოლიტარული მეტასტაზი ANSWER: A 34. ფილტვის კიბოს დროს პლევრის ღრუში სითხის არსებობა განპირობებულია: A) პლევრის სიმსივნური მოთესვით B) ფილტვის კარის ლიმური კვანძების დაზიანებით და სიმსივნური მოთესვით C) გულის უკმარისობით გამოწვეული შეგუბებითი მოვლენებით ANSWER: A 35. როგორი სტრუქტურა და კონტურები აქვს ფილტვის გაურთულებელ ექინოკოკს: A) ჰომოგენური, მკაფიო B) ჰომოგენური, არამკაფიო C) არაჰომოგენური, მკაფიო ANSWER: A ტესტები რადიოლოგია 2-ში 36. მსხვილი ნაწლავის რომელი დაავადების დროს გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია, როგორც დამატებითი მეთოდი. A) არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის დროს. B) სიმსივნური დაავადების დროს. C) ჰირშპრუნგის დაავადების დროს ANSWER: B 37. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამოკვლევა ბარიუმის მიღებიდან 24 საათის შემდეგ გამოიყენება: A) მსხვილი ნაწლავის პათოლოგიის შესასწავლად. B) საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ბარიუმის პასაჟის ვადების შესწავლის მიზნით. მსხვილი ნაწლავის მდებარეობის დადგენის მიზნით. C) წვრილი ნაწლავის პათოლოგიის შესწავლის მიზნით. ANSWER: B 38. ნაღველ კენჭოვანი დაავადების დროს ბილიარული სისტემის ყველაზე ინფორმატიულ გამოკვლევას წარმოადგენს: A) ულტრაბგერითი გამოკვლევა. B) ინტრავენური ქოლეცისტოქოლანგიოგრაფია. C) ინფუზიური ქოლეგრაფია. ANSWER: A 39. სოლიტარული, 1 სმ-მდეს უსწორმასწორო ფორმის გაკირული ჩრდილის მდებარეობა მუცლის ღრუს მარჯვენა ზემო სართულში, გვერდით პროექციაში ხერხემლის წინ, განპირობებულია: A) ნაღვლის ბუშტის ან ნაღვლის საერთო სადინრის ქვით. B) გაკირული ლიმფური კვანძით. C) გაკირული უბნით პანკრეასის თავში. ANSWER: A 40. ნორმალურ პირობებში ბარიუმის პირველი ულუფის პასაჟი წვრილ ნაწლავებში შეადგენს: A) ერთ საათს. B) სამ საათს. C) ხუთ საათს. ANSWER: B 41. საყლაპავის მყარი შევიწროება 5 სანტიმეტრის მანძილზე, არასწორი კონტურებითა და რიგიდული კედლებით, საყლაპავის გარდამავალი გამავლობის დარღვევა, ლორწოვანის რელიეფის წაშლა ნაოჭების წყვეტილობით - ასეთი რენტგენოლოგიური სიმპტომები დამახასიათებელია: A) ეზოფაგოსპაზმისათვის. B) ნაწიბუროვანი სტროქტურისათვის C) ენდოფიტური კიბოსათვის. ANSWER: C ტესტები რადიოლოგია 2-ში 42. საყლაპავის სუპრასტენოზული გაგანიერება უფრო ხშირად გვხვდება: A) საყლაპავის ზემო მესამედის ენდოფიკური კიბოს დროს. B) საყლაპავის ქვემო მესამედის ენდოფიტური კიბოს დროს. C) ფინჯნისებური კარცინომის დროს. ANSWER: B 43. ტრაქციული დივერტიკულები ხშირად გვხვდება: A) კისრის ნაწილში. B) საყლაპავის ამპულარულ ნაწილში. C) ტრაქეის ბიფურკაციის დონეზე. ANSWER: C 44. ცენკერის დივერტიკულები წარმოიქმნებიან A) საყლაპავის წინა კედელზე. B) საყლაპავის უკანა კედელზე. C) საყლაპავის გვერდით კედელზე. ANSWER: B 45. საყლაპავის პათოლოგიით გამოწვეული შუასაყარის ჩრდილის გაფართოება შეიძლება აღინიშნებოდეს: A) საყლაპავის შუა მესამედის კიბოს დროს. B) საყლაპავის დამწვრობისას. C) საყლაპავის აქალაზიის დროს. ANSWER: C 46. ერთეული მრგვალი ავსების დეფექტი მსხვილ ნაწლავში, არასწორი ზედაპირით ზომით 3 სმ-ზე მეტი. ეს რენტგენოლოგიური ნიშანია: A) დივერტიკულის B) ეგზოფიტური კიბოს C) პოლიპის ANSWER: B 47. განივი კოლინჯის მყარი ცირკულარული შევიწროება, არასწორი დაკბილული კონტურებით ვლინდება: A) დივერტიკულოზის დროს B) კიბოს დროს C) წყლულოვანი კოლიტის დროს ANSWER: B ტესტები რადიოლოგია 2-ში 48. მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის არსებობის დადასტურების ყველაზე მარტივი მეთოდია: A) ლაპარასკოპია. B) ულტრაბგერითი გამოკვლევა. C) რადიონუკლიდური კვლევა ANSWER: B 49. ღრუ ორგანოების პერფორაციის სარწმუნო საიმპტომია: A) დიაფრაგმის მდებარეობის შეცვლა და ფუნქციის დარღვევა. B) თავისუფალი აირის არსებობა მუცლის ღრუში. C) მეტეორიზმი. ANSWER: B 50. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის პერფორირებულ წყლულზე ეჭვის დროს უპირველეს ყოვლისა უნდა ჩატარდეს: A) მუცლის ღრუს გამოკვლევა კონტრასტის გარეშე. B) კუჭის ორმაგი კონტრასტირება. C) კუჭის გამოკვლევა წყალში ხსნადი კონტრასტული ნივთიერებით. ANSWER: A 51. ნაწლავის ნებისმიერი ტიპის მექანიკური გაუვალობის საერთო რენტგენოლოგიურ ნიშნებად მიჩნეულია: A) თავისუფალი აირი მუცლის ღრუში. B) თავისუფალი სითხე მუცლის ღრუში. C) თაღებისა და სითხის ჰორიზონტალური დონეების არსებობა ნაწლავში კლოიბერის ფიალები და თაღები ANSWER: C 52. კუჭის წყლულის რენტგენოლოგიური ნიშნებია: A) ავსების დეფექტი, ნაოჭების დესტრუქცია, კედლის რიგიდობა B) ნიშა, ანთებითი ლილვაკი, ნაოჭების კონვერგენცია C) ნიშა, ნაოჭების წყვეტილობა ANSWER: B 53. საყლაპავის დაავადებების კარდიის აქალაზიის, კარდიოსპაზმის, კარდიოეზოფაგური მიდამოს კიბოს რენტგენოლოგიურ გამოვლინებებში რომელი ნიშანია საერთო ა) საყლაპავის დისლოკაცია ბ) საყლაპავის გაფართოება გ) საყლაპავის დამოკლება ANSWER: B ტესტები რადიოლოგია 2-ში 54. ულტრაბგერითი კვლევით ღვიძლი გადიდებული, კონტური არასწორი, კონტურზე ლოკლურად ვლინდება გამობერილობა - მოცულბითი წარმონაქმნი, ასციტი. ანგიოგრაფიით გამოვლინდა პათოლოგიური სისხლძარღვები. ეს მონაცემები დამახასიათებელია: ბ) პირველადი კიბოს დროს გ) ექინოკოკური კისტის დროს დ) წილის ჰიპერტროფიის დროს ANSWER: B 55. ფილტვის ფესვების გაფართოება და უსტრუქტურობა დამახასიათებელია: ა) ქრონიკული ბრონქიტისათვის ბ) ფილტვის ემფიზემისათვის დ) ფილტვებში ვენური შეგუბებისათვის ANSWER: D 56. ფილტვებში სოლიტარული ღრუ ჩანართების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა აქვს: ა) ლოკალიზაციას ბ) ზომებს გ) კედლის ფორმასა და სტრუქტურას ANSWER: C 57. ფილტვების ყველაზე ხშირი განვითარების ანომალიაა ა) ტრაქეობრონქომეგალია ბ) ფილტვის სეკვესტრაცია გ) საყლაპავბრონქიალური ფისტულა დ) კისტოზური ჰიპოპლაზია ANSWER: D 58. კისტოზური ფილტვისათვის დამახასიათებელია: ა) ფილტვის სურათის გაძლიერება და დეფორმაცია ბ) მრავლობითი თხელკედლიანი ღრუები გ) გამჭვირვალობის მომატება დ) ფილტვის სურათის დეფორმაცია და ფილტვის ფესვების გაფართოება ANSWER: B 59. კეროვანი ტუბერკულოზის და კეროვანი პნევმონიის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში გადამწყვეტია: ა) კერების ზომა ბ) კერების კონტური გ) პეტრიფიკატების არსებობა დ) პროცესის დინამიკა ANSWER: D ტესტები რადიოლოგია 2-ში 60. ქრონიკული მიმდინარეობის ბრონქიტის მიმანიშნებელი ძირითადი პათომორფოლოგიური ნიშანია: ა) ფილტვის ქსოვილის ინფილტრაცია ბ) ბრონქოექტაზია გ) შემაერთებელი ქსოვილის განვითარება დ) ლიმფოსტაზი ANSWER: C 61. შემოფარგლული პნევმოსკლეროზის და ტუბერკულოზის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია: ა) ლოკალიზაცია ბ) დაზიანებული უბნის მოცულობა გ) კეროვანი ჩრდილების არსებობა დ) ღრუების არსებობა ANSWER: C 62. ფილტვის აბსცესი ყველაზე ხშირად ლოკალიზდება: ა) არაა დამახასიათებელი ერთი კონკრეტული ლოკალიზაცია ბ) მარჯვენა ფილტვის წინა ნაწილებში გ) მარჯვენა ფილტვის უკანა ნაწილებში დ) მარცხენა ფილტვის ზედა ნაწილებში ANSWER: C 63. ფილტვის მწვავე დრენირებული აბსცესისათვის დამახასიათებელია ა) არ აქვს დამახასიათებელი ნიშანი ბ) სითხის ჰორიზონტალური დონე გ) „სეკვესტრების“ არსებობა დ)ფილტვის ფესვისკენ „ბილიკის“ არსებობა ANSWER: B 64. ქრონიკული აბსცესის ძირითადი ნიშანია: ა) მომრგვალო ინფილტრატი ბ) არასწორი ფორმის ღრუ ირგვლივ სკლეროზით გ) პლევრალური შვარტები დ) ბრონქოექტაზები ANSWER: B 65. დიაფრაგმის გუმბათის მოძრაობა ფილტვის ემფიზემის დროს: ა) მკვეთრად დაქვეითებულია ბ) არ იცვლება გ) ძლიერდება დ) მომატებულია ANSWER: B ტესტები რადიოლოგია 2-ში 66. თირკმლის ჰიპოპლაზიის და შეჭმუხნული თირკმელს შორის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან სიმპტომს წარმოადგენს: ა) მენჯ-ფიალოვანი სისტემის მდგომარეობა, თირკმლის ზომები და კონტურები ბ) განმასხვავებელი ნიშნები არაა გ) თირკმლების სისხლძარღვების მდგომარეობა დ) ნეფროგენული ფაზის არსებობა ANSWER: A 67. ერთეული ტუბერკულომა რღვევის გარეშე და კალციფიცირების გარეშე პირველ რიგში დიფერენცირებულ უნდა იქნას ა) მეტასტაზურ დაზიანებასთან ბ) პერიფერიულ კიბოსთან გ) კეთილთვისებიან სიმსივნესთან დ) კისტასთან ANSWER: B 68. ფილტვის ცენტრალური ენდობრონქიალური კიბოსთვის დამახასიათებელია ა) ატელექტაზი ბ) პნევმომედიასტინუმი გ) დაჩრდილვა ფესვის მიდამოში დ) ფესვის მიდამოში ფილტვის სურათის ლოკალური გაძლიერება და დეფორმაცია ANSWER: A 69. ფილტვის ცენტრალური კიბოსთვის ენდობრონქული ზრდით დამახასიათებელია ა) ბრონქული გამავლობის დარღვევა ბ) კვანძოვანი წარმონაქმნი ფესვის მიდამოში გ) ფილტვის სურათის ლოკალური გაძლიერება დ) ფესვის მიდამოში კვანძოვანი წარმონაქმნი ANSWER: A 70. ფილტვის პერიფერიული კიბო ხშირად ლოკალიზდება: ა) ფესვის მიდამოში ბ) ფილტვის მწვერვალში გ) წინა სეგმენტებში დ) უკანა სეგმენტებში ANSWER: C 71. ფილტვის პერიფერიული კიბოს დროს იცვლება თუ არა მიმდებარე ფილტვის ქსოვილი ა) ზოგჯერ ვლინდება ფიბროზული ბილიკი სიმსივნიდან ფილტვის ფესვისკენ ბ) არ იცვლება გ) ხშირად ირგვლივ ვლინდება კეროვანი ჩრდილები დ) სიმსივნე ყოველთვის გარშემორტყმულია პნევმოსკლეროზით ANSWER: A ტესტები რადიოლოგია 2-ში 72. რა ნიშნებით გამოირჩევა შუასაყრის ავთვისებიანი სიმსივნე: ა) დამახასიათებელი სპეციფიური ნიშანი არ აქვს ბ) შუასაყრის ჩრდილის ასიმეტრიული გაფართოება გ) შუასაყრის ჩრდილის სიმეტრიული გაფართოება დ) კომპრესია ტრაქეაზე ANSWER: B 73. საყლაპავისა და კუჭის კონტრასტული კვლევისას მიმოხილვით რენტგენოგრამებზე კუჭი სხეულის შუა მესამედის დონემდე მდებარეობს გულმკერდის ღრუში. ვლინდება კუჭის დეფორმაცია, შევიწროვებულია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის მიდამოში. საყლაპავი დაჭიმულია, დაგრძელება არ ვლინდება. თქვენი დასკვნაა ა) დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ბ) საყლაპავის აქალაზია გ) თანდაყოლილი მოკლე საყლაპავი დ) კარდიოსპაზმი ANSWER: C 74. პაციენტი აღნიშნავს მშრალ ხველას, სუბფებრულ ტემპერატურას, რენტგენოლოგიური კვლევით ფილტვებში გამოვლენილ იქნა მრავლობითი კეროვანი ჩრდილები, რომლებიც მკურნალობიდან 3-4 დღის შემდეგ აღარ ვლინდებოდნენ. თქვენი დასკვნაა ა) სეპტიური მეტასტაზური პნევმონია ბ) ბრონქოპნევმონია გ) პნევმონია ზედა სასუნთქი გზების ალერგოზის ფონზე დ) ფილტვების ჰემატოგენურ-დისემინირებული ტუბერკულოზი ANSWER: C 75. გულმკერდის ღრუს მიმოხილვით რენტგენოგრამებზე ვლინდება მრავლობითი კეროვანი ჩრდილი, რომლებშიც 2-3 დღის შემდეგ უკვე აღინიშნებოდა ქსოვილების დაშლა ნეკროზი მრავლობითი ღრუების ჩამოყალიბებით. თქვენი დასკვნაა ა) ფილტვის მრავლობითი მეტასტაზური დაზიანება ბ) ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზი გ) სეპტიური მეტასტაზური პნევმონია დ) ფილტვების ალვეოკოკოზი ANSWER: C 76. მწვავე პნევმონიის დროს გულმკერდის ღრუს ორგანოების რენტგენოგრამებზე შესაძლებელია თუ არა დაზიანებულ მხარეს აღინიშნებოდეს ფილტვის მოცულობაში შემცირება ა) იშვიათად შესაძლებელია ბ) ხშირად შესაძლებელია გ) არ არის შესაძლებელი დ) ყოველთვის შესაძლებელია ANSWER: C ტესტები რადიოლოგია 2-ში 77. პაციენტს კლინიკო-რენტგენოლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით დაუდგინდა ფილტვის ცრუ კისტა - ეს არის: ა) განვითარების მანკი ბ) პერიფერიული კიბო გ) ფილტვის აბსცესის გამოსავალი დ) ემფიზემატოზური ბულა ANSWER: C 78. საყლაპავის რენტგენოლოგიური კვლევით საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით პირველი ფიზიოლოგიური შევიწროვების დონეზე უკანა კედელზე ვლინდება ტომრისებრი გამობერილობა ზომით 2x3სმ, სწორი და მკაფიო კონტურებით. თქვენი დასკვნაა: ა) ტრაქციული დივერტიკული ბ) პულსური დივერტიკული გ) ეპიფრენალური დივერტიკული დ) ცენკერის დივერტიკული ANSWER: D 79. პაციენტი კლინიკაში მოთავსდა სისხლდენით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ჩაუტარდა რეტგენოლოგიური კვლევა - საჰაერო ბუშტის ფონზე გამო გამოვლინდა დამატებითი ჩრდილი, საყლაპავის მუცლის ნაწილის კონტურები იყო არასწორი და ლორწოვანის რელიეფის ფონზე ვლინდებოდა მრავლობითი მომრგვალო, ოვალური ფორმის ავსების დეფექტები, საყლაპავის კედლები ინარჩუნებდნენ ელასტიურობას. თქვენი დასკვნაა: ა) კუჭის ინფილტრაციული კიბო საყლაპავზე გადასვლით ბ) კუჭის ეგზოფიტური კიბო გადასვლით საყლაპავზე გ) საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება დ) საყლაპავის აქალაზია ANSWER: C 80. ულტრაბგერითი კვლევით პორტული ჰიპერტენზიის ნიშანი არ არის: ა) ელენთის გადიდება ბ) პორტო-კავალური ანასტომოზების გამოვლენა გ) ელენტის ვენის გაფართოება დ) კარის ვენის ღვიძლგარეთა ნაწილის დილატაცია ე) ნაღვლის ბუშტის გადიდება ANSWER: E

Use Quizgecko on...
Browser
Browser