ზოგადი ანატომია PDF

Document Details

Uploaded by Deleted User

უნივერსიტეტი „გეომედი

მაია სვანიძე

Tags

human anatomy medical lectures anatomy history of anatomy

Summary

ეს ლექცია ზოგადი ანატომიის შესახებაა და განიხილავს მეცნიერებისა და მისი განვითარების ისტორიას. ლექციაში აღწერილია ანატომიის ძირითადი პრინციპები და ტერმინოლოგია, ისევე როგორც მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურები.

Full Transcript

ზოგადი ანატომია უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტის გეომედი სტუდენტებისათვის უნივერსიტეტი „გეომედის“ მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი,...

ზოგადი ანატომია უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტის გეომედი სტუდენტებისათვის უნივერსიტეტი „გეომედის“ მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი, მედიცინის დოქტორი : მაია სვანიძე ანატომიის შესახებ ანატომია ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა და მისი ტერმინოლოგია 2000-ზე მეტი წლის განმავლობაში იხვეწებოდა. დღეისათვის 5000-მდე ტერმინია, რომელსაც საფუძვლად უდევს ლათინური ტერმინოლოგია, მაგრამ სამედიცინო ნომენკლატურაში საკმაო რაოდენობით არის შეტანილი ბერძნული ტერმინებიც და რამდენიმე არაბული წარმოშობის ტერმინი ოთხშაბათი, 04 მაია სვანიძე 2 ადამიანის ანატომია, როგორც საგანი და მისი განვითარება ანატომიის როგორც მეცნიერების განვითარება სათავეს იღებს ძველ საბერძნეთში და რომში. დიდი მეცნიერი, გამოჩენილი ექიმი და ფილოსოფოსი ჰიპოკრატე (რომელიც მოღვაწეობდა V – IV საუკ.ძვ.წ.ა.) თვითონ კვეთდა ცხოველებს, სწავლობდა მათ აგებულებას და მრავალი ცდებისა დაკვირვებების საფუძველზე შექმნა „ჰუმორალური თეორია“ ოთხშაბათი, 04 მაია სვანიძე 3 ადამიანის ანატომია როგორც საგანი და მისი განვითარება „ჰუმორალური თეორიის“ მიხედვით, სხეულის შემადგენლობაში შედის ოთხი ძირითადი წვენი: 1) სისხლი; 2) ნაღველი; 3) შავი ნაღველი და 4) ლორწო. ოთხშაბათი, 04 მაია სვანიძე 4 ადამიანის ანატომია როგორც საგანი და მისი განვითარება გარდა ამისა მისი მე-2 მოძღვრების „პნევმა“-ს მიხედვით, „პნევმა“ ფილტვებიდან გადადის გულში, გულიდან სხეულის ყველა ფორებში და მასზეა დამოკიდებული გულისცემა, აზროვნება და კუნთების მოქმედება. ჰიპოკრატეს შემდეგ ანატომიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა არისტოტელემ (384 – 322 ძვ. წ.ა.) რომელმაც შექმნა მოძღვრება ცოცხალ არსებათა თანდათან განვითარების შესახებ. ოთხშაბათი, 04 მაია სვანიძე 5 ადამიანის ანატომია როგორც საგანი და მისი განვითარება ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში ალექსანდრიაში ექიმები უკვე ჰკვეთდნენ გვამებს, აწარმოებდნენ მათ პრეპარირებას და შესწავლას, რის შედეგადაც აღმოჩენილი და შესწავლილი იქნა მრავალი ორგანოები. კერძოდ შეიქმნა სწორი წარმოდგენა ტვინის გარსებზე, ვენურ სინუსებზე, მამოძრავებელ და მგრძნობიარე ნერვებზე, გულის სარქველებზე, ღვიძლის კარის ვენაზე და სხვა. ოთხშაბათი, 04 მაია სვანიძე 6 ადამიანის ანატომია როგორც საგანი და მისი განვითარება ამის შემდეგ მეცნიერების განვითარება გაგრძელდა რომში, სადაც წარმატებულად მოღვაწეობდა განთქმული მეცნიერი, ექიმი და ფილოსოფოსი კლავდიოს გალენი (130 – 210), რომელმაც 300-მდე სამედიცინო თხზულება დაწერა. მან გამოყო ძვლების ფორმები, აღწერა ღრუ ორგანოები, ზურგის ტვინის სეგმენტურობა. დაამტკიცა რომ სისხლძარღვებში არსებობს სისხლი და არა ჰაერი, რომ მარცხენა გულში არტერიული სისხლია და მარჯვენაში ვენური. მისი მცდარი შეხედულებით სისხლის მომოქცევის მთავარი ორგანო იყო ღვიძლი. ოთხშაბათი, 04 მაია სვანიძე 7 ადამიანის ანატომია როგორც საგანი და მისი განვითარება არისტოტელეს და გალენის მოძღვრება ეკლესიამ დააკანონა და ყველა საწინააღმდეგო აზრის ავტორს ერეტიკოსად აცხადებდა. ყოველივე ეს გრძელდებოდა შუა საუკუნეებამდე, აღორძინების ხანის დაწყებამდე. ამ დროის გამოჩენილი მეცნიერები იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, ანდრე ვეზალი, ფალოპი, ევსტაქი, ჰარვეი და სხვები რომლებმაც შექმნეს თანამედროვე ანატომიის საფუძვლები. საქართველოში ადამიანის ანატომიის შესწავლას სათავეში ჩაუდგა აკადემიკოსი ალ. ნათიშვილი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ანტროპოლოგიის, როგორც ანატომიის დარგის განვითარებას. ოთხშაბათი, 04 მაია სვანიძე 8 ადამიანის ანატომიის საგანი (ანატომია, როგორც მეცნიერება) ადამიანის ორგანიზმისა და მისი 01 ნაწილების ფორმასა და აგებულებას მათ ფუნქციებსა, განვითარებასთან და 02 გარემოს ზემოქმედებასთან კავშირში ადამიანის ანატომია ეწოდება მეცნიერებას, 03 ასაკობრივ რომელიც შეისწავლის 04 სქესობრივ და ინდივიდუალურ (კონსტიტუციურ) თავისებურებათა 05 გათვალისწინებით მაია სვანიძე 9 ჰიგიენის ადგილი და მნიშვნელობა სამედიცინო მეცნიერებათა სისტემაში ანატომია 01 როგორც ვიზუალურად-თვალისათვის ხილული სტრუქტურების დონეზე(მაკროსკოპული ანატომია) (ბერძ.anatemo-ვკვეთავ, ვანაწილებ) მიეკუთვნება 02 ასევე სპეციალური საშუალებებით(მიკროსკოპული ანატომია) ბიოლოგიურ მეცნიერებათა 03 მჭიდრო კავშირშია ჰისტოლოგიასთან, უმნიშვნელოვანეს რომელიც შეისწავლის დარგს-მორფოლოგიას, ორგანიზმის შემაგდენელი ქსოვილების 04 რომელიც თავის აგებულებასა და ობიექტს( ამ შემთხვევაში ადამიანს) შეისწავლის 05 მათ ურთიერთკავშირს. მაია სვანიძე 10 ანატომია არსებობს: ადამიანის შედარებითი ფუნქციური ნორმალური ანატომია ანატომია ანატომია 01 02 03 ადამიანისა და ზოგიერთი რატომ არის ესა თუ ის ორგანო იგივეა, რაც სისტემური ანატომია მისთვის დამახასიათებელი ცხოველის ორგანიზმის აგებულებისა, აგებულების დასაპირისპირებლად პლასტიკური დინამიკური სპორტული ანატომია 04 ანატომია 05 ანატომია 06 შიქმნა ადამიანის სხეულის შეისწავლის ადამიანის საყრდენ- შეისწავლის ადამიანის სხეულის ფორმებისა და თავისებურებების მამოძრავებელი აპარატის მდგომარეობის გაანალიზება, დადგენით , რომელიც შუა მდგომარეობას მისი სხვადასხვა მოძრაობის შესაწავლა სხვადასხვა საუკუნეებში დაგროვებული მდგომარეობისას. პროფესიული თუ სპორტული მასალის საფუძველზეა აგებული. მოძრაობებისას. მაია სვანიძე 11 ანატომია არსებობს: ტოპოგრაფიული ანატომია, ანუ ქირურგიული ანატომია(კლინიკური ანატომია)-- განიხილავს ადამიანის სხეულის აგებულებას არა სისტემების, არამედ მათ ურთიერთკავშირისა და მდებარეობის მიხედვით; ასაკობრივი ანატომია--შეისწავლის ადამიანის სხეულის აგებულების თავისებურებებს სხვადასხვა ასაკში; ბავშვისა და მოზარდის ანატომია-ხელს უწყობს პედიატიის განვითარებას გერიატრია--ასაკობრივი თავისებურებებისა და იმ ძვრების ცოდნა, რაც საჭიროა ასაკოვანი ადამიანის ნორმაში მაია სვანიძე 12 ადამიანის ანატომიის შესწავლის ძირითადი მეთოდები: 01 გვამის გაკვეთა(პრეპარირება) სისხლძარღვებისა და ლიმფური 02 1. ძარღვების ავსება ფერადი ხსნარით რენტგენო კონტრასტული მასის 03 2. გამოყენება ნივთიერებები, რომლებიც სწრაფად გადადიან 3. 04 თხევადიდან მყარ მდგომარეობაში და ინარჩუნებენ ორგანოს ფორმას და ზომას ინიექცირების მეთოდით ხდება გვამის სხეულის 05 4. ღრუებისა და სისხლძარღვების კონსერვირება მაია სვანიძე 13 ადამიანის ანატომიის შესწავლის ძირითადი მეთოდები: მაცერაცია-რბილი ქსოვილებიდან 01 ძვლების გათავისუფლება კოროზიის მეთოდი-ორგანოში შეყვანილი 02 გამკვრივებული საინექციო მასის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების მოშორება გამჭვირვალების მეთოდი-ქსოვილებში ისეთი შუქმტეხი 03 ნივთიერების შეყვანა, რომელიც უტოლდებ აქსოვილის შუქმტეხობას და ამიტომ თალით უხილავი სტრუქტურების გამოვლინების საშუალება ა. 04 რენტგენოსკოპია 05 ენდოსკოპია მაია სვანიძე 14 ადამიანის სხეულის სიბრტყეები, ღერძები, მიდამოები და საორიენტაციო წერტილები პრაქტიკული მედიცინის განვითარებისათვის აუცილებელია ორგანიზმის ნებისმიერი უბნისა და ორგანოს ზუსტი მდებარეობა და მათი დამოკიდებულება სხვადასხვა ორგანოებთან. აქედან გამომდინარე გამოიყენება სტანდარტული ათვლის წერტილები: კერძოდ სხეულის სიბრტყეები, ღერძები, ხაზები და ა.შ. ოთხშაბათი, 04 მაია სვანიძე 15 ადამიანის სხეულის სიბრტყეები, ღერძები, მიდამოები და საორიენტაციო წერტილები ადამიანის ანატომიის შესწავლის დროს აუცილებელ პირობად უნდა მივიღოთ შემდეგი: 1) ადამიანი ფეხზე დგას; 2) თავი აწეულია და წინ იყურება; 3) ხელები ჩამოშვებულია, ხელის გულებით წინ. ოთხშაბათი, 04 მაია სვანიძე 16 ადამიანის სხეულის სიბრტყეები, ღერძები, მიდამოები და საორიენტაციო წერტილები საგიტალური სიბრტყე 1 წარმოსახვით სხეული იყოფა ფრონტალური მარჯვენა და მარცხენა 2 სიბრტყე ნახევრებად სხეული წარმოსახვით ჰორიზონტალური იყოფა წინა და უკანა 3 სიბრტყე ნაწილად. წინა ორი სიბრტყვის პერპენდიკულარულია და სხეულს წარმოსახვით ყოფს ზედა და მაია სვანიძე ქვედა ნაწილებად. 17 ადამიანის სხეულის სიბრტყეები, ღერძები, მიდამოები და საორიენტაციო წერტილები საგიტალური სიბრტყე სიბრტყე, რომელიც ყოფს სხეულს მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად, ხოლო საგიტალურ სიბრტყეს რომელიც გაივლის სხეულის შუა ნაწილში და ყოფს სხეულის ორ სიმეტრიულ მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად მედიანა ეწოდება, მისი პარალელური სიბრყეებიდან ყველაზე ახლომდებარე სიბრტყეს მედიალური ეწოდება, ხოლო მისგან დაშორებულს კი ლატერალური ეწოდება. მაია სვანიძე 18 ადამიანის სხეულის სიბრტყეები, ღერძები, მიდამოები და საორიენტაციო წერტილები ფრონტალური სიბრტყე შუბლის პარალელურია, გაივლის მარჯვენა-მარცხენა მიმართულებით და ყოფს სხეულს წინა უკანა ნაწილებად. ფრონტალური სიბრტყიდან მუცლის ზედაპირთან ახლოს მდებარე არის - ვენტალური, ხოლო ზურგის ზედაპირთან ახლოს მდებარე - დორსალური. მაია სვანიძე 19 ადამიანის სხეულის სიბრტყეები, ღერძები, მიდამოები და საორიენტაციო წერტილები ჰორიზონტალური სიბრტყე წინა ორი სიბრტყის პერპენდიკულარულია და ყოფს სხეულს ზედა და ქვედა ნაწილებად. ზედა ანუ თავისკენა-კრანიალური და ქვედა ანუ კუდისკენაკაუდალური. კიდურებთან მიმართებაში კი იხმარება ტერმინები პროქსიმალური - სხეულთან ახლო მდებარე და დისტალური - სხეულთან შორს მდებარე. მაია სვანიძე 20 ადამიანის სხეულის სიბრტყეები, ღერძები, მიდამოები და საორიენტაციო წერტილები ტერმინები: 1. superior-ზემოთ 7. Lateral-ცენრტიდან 2. Inferior-ქვემოთ მოშორებით 3. Posterior(dorsalis) 8. Medial-ცენტრთან ახლოს -უკან(ზურგისმხრივი) 9. Cranial-თავისკენ 4. Anterior(ventralis) 10. Caudal-კუდისკენ -წინა(მუცლისმხრივი) 11. intermdius- 5. Proximal- შუამდებარე, შუაღერძთან ახლოს ლატერალურსა და 6. Distal-შუაღერძიდან მედიალურს შორის გვერდხედი წინხედი მოშორებით,თითებთან მაია სვანიძე 21 ადამიანის სხეულის სიბრტყეები, ღერძები, მიდამოები და საორიენტაციო წერტილები ფრონტალური საგიტალური ვიმეორებთ: ჰორიზონტალური ჰორიზონტალური სიბრტყე ფრონტალური სიბრტყე საგიტალური სიბრტყე მაია სვანიძე 22 ანატომიური ტერმინოლოგია სხეულში ორგანოების სიღრმის სიდიდის განსაზღვრისათვის: განსაზღვრისათვის: 1. internus-შიგნითა 1. magnus-დიდი 2. Parvus-პატარა 2. Externus-გარეთა 3. Maior-შედარებით დიდი 3. Superficialis-ზედაპირული 4. Minor-შედარებით პატარა 4. Profundus-ღრმა 5. Longus-გრძელი 5. Medius-შუა 6. Brevis-მოკლე მაია სვანიძე 23 ანატომიური ტერმინოლოგია ხშირად გამოყენებადი ტერმინები: ხშირად გამოყენებადი ტერმინები: 1. arteria-არტერია 1. lamina-ფირფიტა 2. arteriae-არტერიები 2. ligamentum-იოგი 3. articulatio-სახსარი 3. musculus- კუნთი 4. articulationes-სახსრები 4. nervus-ნერვი 5. bursa-ჩანთა 5. nucleus-ბირთვი 6. fasciculus-კონა 6. ramus-ტოტი 7. foramen- ხვრელი 7. regio-მიდამო 8. ganglion-კვანძი 8. segmentum-სეგმენტი მაია სვანიძე 24 ანატომიური ტერმინოლოგია ხშირად გამოყენებადი ტერმინები: თავის მიდამოები 1. sulcus-ღარი 1. თაღის მიდამო-region fornicis capitis 2. sutura-ნაკერი 2. სახის მიდამო-region facialis 3. tractus-გზა, ტრაქტი 4. tunica-გარსი 5. vagina-ბუდე 6. vena-ვენა მაია სვანიძე 25 ანატომიური ტერმინოლოგია კისრის წინა და უკანა მიდამო ზედა კიდურები ტანის მიდამოები: მკერდის მიდამო 1. კისრის წინა და უკანა-regions cervices anterior et posterior მუცლისა და ზურგის მიდამოები 2. მკერდის-region pectoralis 3. მუცლის-region abdominalis 4. ზურგის-region dorsalis ქვედა კიდურები 5. შორისის-region perinealis მაია სვანიძე 26 ანატომიური ტერმინოლოგია ზედა კიდურების მიდამოები: 1. დელტისებრი--region deltoidea; 2. იღლიის-region axillaris 3. მხრის- region brachii 4. იდაყვის-region cubiti 5. წინამხრის-region antebrachii 6. მაჯის-region carpi 7. მტევნის-regio manus მაია სვანიძე 27 ანატომიური ტერმინოლოგია ქვედა კიდურების მიდამოები: 1. დუნდულოების-region glutea 2. ბარძაყის-region femoris 3. მუხლის-region genu 4. კანჭის-region cruris 5. კოჭ-წვივის სახსრის-region articulationis talocruralis 6. ტერფის-region pedis მაია სვანიძე 28 ანატომიური ტერმინოლოგია სკელეტოტოპია უმეტესწილად, როგორც ანატომიაში, ასევე კლინიკაში(რენტრენოლოგიაშია)ორიენტირ ების გამოსავალ საფუძვლად იღებენ ძვლოვანი ჩონჩხის ამა თუ იმ ელემეტს და მის მიმართ განსაზღვრავენ შესასწავლი ორგანოს მდებარეობას, ასე ორიენტირებას. მაია სვანიძე 29 ანატომიური ტერმინოლოგია სინტოპია ორგანოების ან მათი ნაწილების ადგილმდებარეობის დადგენა შიძლება არა ძვლოვანი ჩონჩხის, არამეს სხვა, მეზობელი ორგანოების მიმართ, რაც ნიშნავს ორგანოს სინტოპიას. მაია სვანიძე 30 ანატომიური ტერმინოლოგია ჰოლოტოპია შეიძლება განისაზღვროს ორგანოს პროექცია სხეულის ზედაპირზე ან სხეულის ნაწილების მიმართ, ე.ი დადგინდეს ორგანოს მდებარეობა სამივე მდებარეობაში მაია სვანიძე 31 უჯრედი და ქსოვილები 01 მრგვალი უჯრედი ადამიანის ორგანიზმის 02 ოვალური სტრუქტურული ერთეულია და თავისი 03 კუბური ფორმის მიხედვით შეიძლება იყოს 04 ბრტყელი 05 თითისტარისებრი მაია სვანიძე 32 უჯრედი და ქსოვილები ამრიგად, სხვადასხვა სისტემას, სხვადასხვა ფორმის უჯრედები აქვს რომლებიც განსხვავდებიან როგორც ფორმით ასევე ფუნქციით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა უჯრედს ერთნაირი აგებულება აქვს. ყოველი უჯრედი შესდგება ციტოლემა, ციტოპლაზმა და ბირთვისაგან. ციტოლემა წარმოადგენს უჯრედის გარსს, რომელიც მოლეკულების რამდენიმე შრისგან შესდგება და უზრუნველყოფს ნივთიერებათა შერჩევით განვლადობას. მაია სვანიძე 33 უჯრედი და ქსოვილები გარდა ამისა ზოგიერთი უჯრედი შეიცავს შესაბამისი ქსოვილებისათვის დამახასიათებელ სპეციფიურ ორგანოებს: მიოფიბრილებს, ნეიროფიბრილებს და სხვა. მაია სვანიძე 34 უჯრედი და ქსოვილები 01 რიბოსომები ციტოპლაზმა 02 მიტოქონდრიები წარმოადგენს ნახევრად თხიერ ნივთიერებას, 03 ლიზოსომები რომელშიც განლაგებულია ორგანოიდები: 04 გოლჯის აპარატი 05 ცენტროსომები და ენდოპლაზმური ბადე მაია სვანიძე 35 უჯრედი და ქსოვილი უჯრედთა და უჯრედთაშორისი ნივთიერებათა ერთობლიობას ქსოვილი 01 ეწოდება. არჩევენ ქსოვილთა შემდეგ სახეებს: 02 ეპითელური ქსოვილი 03 შემაერთებელი ქსოვილი 04 კუნთოვანი ქსოვილი 05 ნერვული ქსოვილი მაია სვანიძე 36 ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა ერთიანობა-ქსოვილები ეპითელური შემაერთებელი კუნთოვანი ნერვული ქსოვილი ქსოვილი ქსოვილი ქსოვილი 01 02 03 04 საკუთრივ გლუვი ნერვული ჯირკვლოვანი შემაერთებელი ჩონჩხის უჯრედი და წამწამოვანი ფაშარი ბოჭკოვანი უფორმო ნერვული გლია გულის მკვრივი ბოჭკოვანი კუნთოვანი ელასტიკური ცხიმოვანი რეტიკულური მაია სვანიძე 37 პიგმენტური უჯრედი და ქსოვილები ბირთვს გააჩნია გარსი - ნუკლეოლემა, მისი შიგთავსი წარმოდგენილია ბირთვის სითხით ანუ წვენით რომელიც შეიცავს ბირთვაკს და ქრომოსომებს. ბირთვაკში ხდება რნმ -ს სინთეზი რომელიც ქრომოსომების ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ქრომოსომებში მოთავსებული უჯრედის გენეტიკური კოდი რომელიც გადასცემს ნიშანთვისებებს დედიდან შვილზე. მაია სვანიძე 38 უჯრედი და ქსოვილი ეპითელური ქსოვილი მფარავი ქსოვილია. იგი ადამიანის ორგანიზმს ფარავს გარედან კანის სახით, ხოლო შიგნიდან ამოფენს ღრუ ორგანოებს. უჯრედები შეიძლება იყოს დაწყობილი ერთ შრედ, ორშრედ ან მრავალშრედ, შესაბამისად ეპითელური ქსოვილი შეიძლება იყოს ერთშრიანი, ორშრიანი და მრავალშრიანი. ხოლო ფორმის მიხედვით კი ეპითელური ქსოვილი შეიძლება იყოს ბრტყელი, კუბური და ცილინდრული. მაია სვანიძე 39 უჯრედი და ქსოვილი შემაერთებელი ქსოვილი ახორციელებს საყრდენ და ტროფიკულ ფუნქციას. შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი სტრუქტურის მიხედვით ის შეიძლება იყოს თხევადი (სისხლი), რბილი (ფაშარი, ელასტიური) და მაგარი (ხრტილი და ძვალი). მაია სვანიძე 40 უჯრედი და ქსოვილი კუნთოვანი ქსოვილი ორგანიზმში გვხვდება გლუვი და განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილის სახით, მისი მთავარი თვისება არის კუმშვადობა. განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი ქმნის ჩონჩხის კუნთებს რომელთა ქმედება ადამიანის ნებაზე არის დამოკიდებული და მათ ნებითი კუნთები ჰქვია, ხოლო გლუვი კუნთოვანი ქსოვილის ფუნქცია ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. მათი ფუნქცია ცნს -ის კონტროლს ექვემდებარება და უნებლიე კუნთებად იწოდება მაია სვანიძე 41 უჯრედი და ქსოვილი ნერვული ქსოვილი შედგება ნერვული უჯრედებისა და ნეიროგლიისაგან. მისგან შესდგება თავისა და ზურგის ტვინი და მათგან გამომავალი ნერვები. ნერვული ქსოვილის ძირითადი თვისებაა გაღიზიანებაზე აგზნებითი პასუხი და ნერვული იმპულსების სხვადასხვა უბანზე გადაცემა. მაია სვანიძე 42 ორგანოები და სისტემები ორგანო ორგანოთა სისტემა სხვადასხვა ქსოვილთა ერთობლიობას, ერთნაირი ფუნქციის მიხედვით გაერთიანებული რომელიც ასრულებს განსაზღრულ სხვადასხვა ორგანოები ქმნიან ორგანოთა სისტემას. მაგ. ფუნქციას ორგანო ეწოდება. ამ ქსოვილთა სასუნთქი სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, შორის ერთ-ერთი ასრულებს მთავარ როლს საშარდე სისტემა და სხვა. ორგანოთა სისტემის და არის ორგანოს ფუნქციის გაერთიანება ქმნის ერთ მთლიან ორგანიზმს, სადაც განმსაზღვრელი. მაგალითად კუნთში - ფუნქცია და სტრუქტურა მჭიდროდ არის კუნთოვანი ქსოვილი, ტვინში - ნერვული დაკავშირებული ერთმანეთთან. მასში მიმდინარე ქსოვილი და ა.შ. ნებისმიერი პროცესი, ასევე მისი გარემოსთან ურთიერთობა რეგულირდება ნერვული და ჰუმორული მაია სვანიძე 43 რეგულაციის საშუალებით. ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა ერთიანობა ორგანოები Organon-სხვადასხვა ფუნქციის მქონე ქსოვილთა მონაწილეობით შექმნილი სტრუქტურული ერთეულია. მას აქვს წარმოშობისა და განვითარების საკუთარი გზა(ფილოგენეზი და ონტოგენეზი), დამახაისათებელი ფორმა, ორგანიზმში უჭირავს გარკვეული ადგილი(ტოპოგრაფია) და ახორციელებს დამახასიათებელ ფუნქციას. ქსოვილებში სქესობრივი, ასაკობრივი თუ ინდივიდუალური მორფოლოგიური თავისებურებები ძნელად შესამჩნევია.ორგანოებში კი ეს ნიშნები ვლინდება საკმაოდ თვალსაჩინო. მაია სვანიძე 44 ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა ერთიანობა აპარატები ძირითადი ფუნქციური ნიშნით გაერთიანებული სისტემების ჯგუფია. როგორც აღვნიშნეთ, ცოცხალი ორგანიზმის არსი გულისხმობს მის მიერ ოთხი ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციის განხორციელების უნარს:  ნივთიერებათა ცვლის;  გარემოს გაღიზიანებაზე რეაგირების  მოძრაობისა და  გამრავლების განხორციელების უნარს. მაია სვანიძე 45 ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა ერთიანობა აპარატები ამ პრინციპიდან გამომდინარე, ნივთიერებათა ცვლის პროცესს ორგანიზმში განაგებს ნივთიერებათა ცვლის აპარატი:  საჭმლის მონელებელი  სუნთქვისა და  გამომყოფი სისტემები მოძრაობის ფუნქციის განქორციელება ხდება ორგანიზმისა და მისი ცალკეული ნაწილის გადაადგილებას-ლოკომოციას, უზრუნველყოფს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი, რომლის შემადგენელი სისტემებია:  ძვლოვანი სისტემა  ძვალთა დაკავშირების სისტემა  კუნთოვანი სისტემა მაია სვანიძე 46 ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა ერთიანობა აპარატები გარემოს გაღიზიანებაზე რეაგირების ფუნქციის განხორციელებაში, ასევე ორგანიზმის შინაგანი ინტეგრირებისა და ერთიანობის ფუნქციას ასრულებენ:  ნერვული სისტემა  გულ-სისხლძარღვთა  ენდოკრინული  იმუნური სისტემები  ყველა მათგანი ორგანიზმის რეაგირებისა და შინაგანი რეგულირების აპატარად, ანუ ორგანიზმის ნეირო-ჰუმორული რეგულაციის აპატარად ერთიანდებიან. მაია სვანიძე 47 ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა ერთიანობა აპარატები გამრავლების ფუნქცია ხორციელდება გამრავლების აპარატის საშუალებით, რომელიც ემბიოგენეზში ერთიანად ისახება და შემდეგ დიფერენცირდება ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემების სახით. ამრიგად, მხოლოდ აპარატულ დონეზე განხილვის შემდეგ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორგანიზმი, როგორც ერთიანი მთლიანი, ჰარმონიულად შერწყმული და უმაღლეს დონეზე რეგულირებული გარემო სამყაროს შემადგენელი ნაწილი. მაია სვანიძე 48 სწავლება ძვლების შესახებ-osteologia ძვალი - os წარმოადგენს ორგანოს, აგებულს ძვლოვანი ქსოვილისაგან, რომელიც გარედან დაფარულია ძვალსაზრდელათი - periosteum. ძვალი განაკვეთზე შედგება: გარეთა მკვრივი და შიგნითა ღრუბლისებური ნივთიერებებისაგან. მაია სვანიძე 49 სწავლება ძვლების შესახებ-osteologia ქიმიური შედგენილობით ძვალი ორი ნივთიერებისაგან შედგება: 1) ორგანული, ე.წ. ოსეინი და 2) არაორგანული - მარილები. ოსეინი ძვალს აძლევს დრეკადობას, ხოლო მარილები კი სიმტკიცეს მაია სვანიძე 50 სწავლება ძვლების შესახებ-osteologia ადამიანის სხეულში 200-ზე მეტი ძვალია და მიუხედავად ფორმის მრავალი სხვადასხვაობისა არჩევენ 4 ჯგუფს: 1) გრძელი ანუ ლულისებრი ძვლები (კიდურების ძვლები); 2) მოკლე ძვლები (მტევნისა და ტერფის ძვლები); 3) განიერი ანუ ბრტყელი ძვლები (მენჯის ძვლები); 4) შერეული ფორმის ძვლები (სახის ძვლები). მაია სვანიძე 51 ლულისებრი ძვლები ლულისებრი ძვლები შეიცავენ ღრუს, რომელიც ამოვსებულია ძვლის ტვინით. არჩევენ ორი სახის ძვლის ტვინს: წითელს წითელს---medulla ossium rubra და ყვითელი ძვლის ტვინს - medulla ossium flana. ძვლის წითელი ტვინი წარმოშობს ერითროციტებს (სისხლის წითელ ბურთულებს). ის დიდი რაოდენობით არის ახალშობილებში და მოზარდებში, შემდგომში ხდება მისი თანდათანობით ყვითელი ძვლის ტვინით ჩანაცვლება. მაია სვანიძე 52 გამოყენებული ლიტერატურა 1. http://www.mc.edu.ge/wp- content/uploads/2020/04/%E1%83%90%E1%83%93%E1%83 %90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C% E1%83%98%E1%83%A1- %E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1% 83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90.pdf; 2. „ადამიანის ნორმალური ანატომია“ზ.კაციტაძე, გვ.9--გვ.123; უნივერსიტეტი გეომედის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი, მედიცინის დოქტორი : მაია სვანიძე

Use Quizgecko on...
Browser
Browser