ტესტები-დარედაქტირებული-გოგრიჭიანის-მიერ-2 PDF

Document Details

OverjoyedBigfoot

Uploaded by OverjoyedBigfoot

Tags

financial accounting accounting business organizations financial statements

Summary

This document contains questions and answers related to financial accounting. It covers topics like the role of financial accounting, types of business organizations, and accounting principles.

Full Transcript

შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში ტესტები და ამოცანები თავი 1. ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო სისტემაში 1. თანამედროვე ფინანსური აღრიცხვა აღიარებულია: ა) ბიზნესის მართვის და კონტროლის საშუალებად; ბ) საწარმოთა იურიდიული რეგისტრაციის საფუძვლად; გ) ფინანსური ანგარიშგების მომზადების საშუალებად;...

შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში ტესტები და ამოცანები თავი 1. ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო სისტემაში 1. თანამედროვე ფინანსური აღრიცხვა აღიარებულია: ა) ბიზნესის მართვის და კონტროლის საშუალებად; ბ) საწარმოთა იურიდიული რეგისტრაციის საფუძვლად; გ) ფინანსური ანგარიშგების მომზადების საშუალებად; დ) მმართველობითი ანგარიშგების მომზადების საფუძვლად; 2. ფინანსური აღრიცხვის საინფორმაციო სისტემის საბოლოო შედეგს წარმოადგენს : ა) გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველაზე საიმედო აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება; ბ) მმართველობითი ანგარიშგების მომზადება; გ) ინფორმაციის მიწოდება შიდა მომხმარებლებისთვის და სამთავრობო ორგანოებისათვის; დ) ფინანსური ანგარიშგების მომზადება 3. ფინანსური აღრიცხვა არის საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება : ა) საწარმოს საქმიანი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მონაცემების დამუშავება, შეფასება, რეგისტრაცია და ანგარიშგების წარდგენა დაინტერესებული პირებისათვის; ბ) საწარმოს საქმიანი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მონაცემების დამუშავება, შეფასება, რეგისტრაცია და ანგარიშგების წარდგენა მხოლოდ გარე მომხმარებლებისათვის; 1 გ) საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მონაცემების დამუშავება, შეფასება, რეგისტრაცია და ანგარიშგების წარდგენა მხოლოდ შიდა მომხმარებლებისათვის. დ) ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება 4. ფინანსური აღრიცხვის საინფორმაციო სისტემა აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს : ა) ტრანზაქციების შესახებ, რომელიც ვრცელდება დაინტერესებულ მხარეებს შორის ფინანსური ანგარიშგების სახით; ბ) საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ; გ) საწარმოს ხელმძღვანელობისათვის, რომლის გავრცელება დაინტერესებულ მხარეებს შორის დაუშვებელია; დ) საკუთარი კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგების სახით. 5. ფინანსური აღრიცხვა არის სისტემა, რომლითაც გროვდება ინფორმაცია: ა) ბიზნეს-გარიგების შესახებ; ბ) საწარმოს ხელმძღვანელობისათვის, რომლის გავრცელება დაინტერესებულ მხარეებს შორის დაუშვებელია; გ) საწარმოს საქმიანი აქტივობის შესახებ საგადასახადო ორგანოებისათვის; დ) საწარმოს საქმიანი აქტივობის შესახებ საგადასახადო ორგანოებისათვის და გარე აუდიტისათვის. 6. ფინანსური აღრიცხვის შესწავლით შესაძლებელია: ა) სააღრიცხვო მონაცემების შესაგროვებლად გამოყენებული სამეურნეო საქმიანობის ტიპების და მეთოდების დაუფლება; ბ) საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მონაცემების დამუშავება, შეფასება, რეგისტრაცია და ანგარიშგების წარდგენა მხოლოდ გარე მომხმარებლებისათვის; 2 გ) ინფორმაციის მიწოდება შიდა მომხმარებლებისთვის და სამთავრობო ორგანოებისათვის; დ) ინფორმაციის მოპოვება საწარმოს საქმიანი აქტივობის შესახებ, მონაცემების დამუშავება, შეფასება, რეგისტრაცია და ანგარიშგების წარდგენა მხოლოდ შიდა მომხმარებლებისათვის. 7. ფინანსური აღრიცხვის შესწავლით შესაძლებელია: ა) სააღრიცხვო ინფორმაციის გადამუშავება და შედეგების განზოგადება ფინანსური ანგარიშგების სახით; ბ) ინფორმაციის მოპოვება საწარმოს საქმიანი აქტივობის შესახებ, მონაცემების დამუშავება, შეფასება, რეგისტრაცია და ანგარიშგების წარდგენა მხოლოდ შიდა მომხმარებლებისათვის; გ) ინფორმაციის მიწოდება შიდა მომხმარებლებისთვის და სამთავრობო ორგანოებისათვის; დ) მონაცემთა რეგისტრაცია და ანგარიშგების წარდგენა მხოლოდ შიდა მომხმარებლებისათვის. 8. საწარმოს ბიზნეს კონცეფცია ეწოდება პრინციპს, რომლის თანახმადაც: ა) კომპანიების მფლობელების, თანამშრომლებისა და კომპანიებთან დაკავშირებული სხვა მხარეების პირადი ოპერაციები არ უნდა იქნეს შეტანილი ამ კომპანიების ორგანიზაციულ ფაილებში; ბ) კომპანიების მფლობელების, თანამშრომლებისა და კომპანიებთან დაკავშირებული სხვა მხარეების პირადი ოპერაციები შეტანილი უნდა იქნეს ამ კომპანიების ორგანიზაციულ ფაილებში; გ) საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მონაცემების დამუშავება, შეფასება, რეგისტრაცია და ანგარიშგების წარდგენა ხდება მხოლოდ გარე მომხმარებლებისათვის; დ) სამივე პასუხი მცდარია. 3 9. საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს განსაზღვრავს: ა) ,, მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები; გ) ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს მთავრობა. 10. კაპიტალის სტრუქტურის ყველაზე მარტივ მაგალითს წარმოადგენს: ა) ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშგება; ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ანგარიშგება; გ) სააქციო საზოგადოების ანგარიშგება; დ) ინდივიდუალური მეწარმის და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ანგარიშგება. 11. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მთავარი ნიშანია: ა) სავაჭრო და მომსახურების საქმიანობის განხორციელება; ბ) ამ ტიპის საზოგადოების საქმიანობაში პარტნიორები პირადად არ მონაწილეობენ; გ) ამ ტიპის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორთა წინაშე შემოიფარგლება საგარანტიო თანხის გადახდით; დ) მომსახურების საქმიანობის განხორციელება. 12. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება შესაძლებელია: ა) კაპიტალის გარეშე; ბ) ,, მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საგარანტიო თანხით; გ) ,, მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მინიმალური შენატანებით; დ) სამივე პასუხი მცდარია. 4 13. სააქციო საზოგადოება არის იურიდიული პირი,: ა) რომელსაც აქვს აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი; ბ) რომლის დაფუძნება შესაძლებელია საგარანტიო თანხით; გ) რომლის დაფუძნება შესაძლებელია პირველადი შენატანების გარეშე; დ) რომლის დაფუძნება შესაძლებელია აქციონერთა მიერ თანაბარი შენატანებით. 14. საწარმოები შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად: ა) კომერციულ, სახელმწიფო/საჯარო და არაკომერციულ ორგანიზაციებად; ბ) კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებად; გ) სახელმწიფო/საჯარო და არაკომერციულ ორგანიზაციებად; დ) სახელმწიფო/საჯარო და კომერციულ ორგანიზაციად. 15. ინდივიდუალური საწარმოს მფლობელების რაოდენობა შეიძლება იყოს: ა) ერთი პირი; ბ) ერთი ან მეტი პირი; გ) ორი ან მეტი პირი; დ) მხოლოდ ორი პირი. 16. ინდივიდუალური საწარმოსათვის დამახასიათებელია: ა) კაპიტალის მოზიდვის სირთულე; ბ) კაპიტალის მოზიდვის სიმარტივე; გ) კაპიტალის გარეშე არსებობა. დ) სამივე პასუხი მცდარია; დ)კაპიტალის მოზიდვის სიმარტივე; 17. ინდივიდუალური საწარმოსათვის დამახასიათებელია: ა) მარტივი ფორმირება; ბ) შედარებით რთული ფორმირება; 5 გ) რთული ფორმირება. დ) კაპიტალის მოზიდვის სიმარტივე; 18. კომერციული საწარმოების/ორგანიზაციების ძირითადი მიზანია: ა) საქონლისა და მომსახურების გაყიდვიდან მოგების მიღება; ბ) კონკრეტული პროდუქტის ან პროდუქციის წარმოება; გ) მომხმარებლების მომსახურება; დ) მხოლოდ პროდუქციის წარმოება. 19. სამრეწველო საწარმოების მიზანია: ა) კონკრეტული პროდუქტის ან პროდუქციის წარმოება; ბ) მომხმარებლების მომსახურება. გ) მომსახურების გაყიდვიდან მოგების მიღება; დ) მომხმარებლების მომსახურება და პროდუქციის წარმოება. 20. არაკომერციული ორგანიზაციის ძირითადი მიზანია: ა) საზოგადოების განსაზღვრული ინტერესებისა და საჭიროებების მომსახურება; ბ) მომსახურების გაყიდვიდან მოგების მიღება; გ) მომხმარებლების მომსახურება და პროდუქციის წარმოება; დ) მხოლოდ განსაზღვრული პროდუქციის წარმოება. 21. საწარმო წარმოადგენს სისტემას, რომელშიც : 6 ა) ამა თუ იმ კონკრეტული მიზნების მისაღწევად მუშაობენ გარკვეული რაოდენობის ადამიანები; ბ) გაერთიანებულია მხოლოდ სამრეწველო საწარმოები; გ) გაერთიანებულია სამრეწველო, მომსახურების და კომერციული ორგანიზაციები; დ) ამა თუ იმ კონკრეტული მიზნების მისაღწევად მუშაობენ შეზღუდული რაოდენობის ადამიანები. 22. სისტემა განიმარტება, როგორც: ა) იმ ელემენტების სიმრავლე, რომელთა შორის არსებული კავშირი ქმნის ერთ მთლიანომას; ბ) საწარმოთა სამართლებრივი ფორმების ერთობლიობა; გ) სააღრიცხვო ინფორმაციისა და მომხმარებელთა მსჯელობის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი; დ) სიმრავლეთა შორის არსებული კავშირი. 23. ფინანსური აღრიცხვის საინფორმაციო სისტემა: ა) მოიპოვებს, აგროვებს, ამუშავებს, ინახავს, აანალიზებს და ავრცელებს ინფორმაციას კონკრეტული მიზნებისათვის; ბ) აგროვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას კონკრეტული ინფორმაციას კონკრეტული გავრცელების ტრადიციული მიზნებისათვის; გ) აგროვებს, ამუშავებს და აანალიზებს მომხმარებლებისათვის; დ) მოიპოვებს მხოლოდ ინფორმაციას. 24. საწარმოებისათვის სააღრიცხვო ინფორმაციის საშუალებაა: ა) ფინანსური ანგარიშგების წარდგენა; ბ) მმართველობითი ანგარიშგების წარდგენა; გ) სააღრიცხვო ინფორმაციის გავრცელება ელექტრონული საშუალებებით; დ) ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების წარდგენა. 7 25. დაინტერესებული მხარეები ეწოდებათ: ა) ისეთ პირებსა და სააგენტოებს, რომლებიც ჩართული არიან საწარმოების ეკონომიკურ მართვაში; ბ) ინფორმაციით დაინტერესებულ გარე მომხმარებლებს; გ) ინფორმაციით დაინტერესებულ შიდა მომხმარებლებს. დ) ისეთ პირებსა და სააგენტოებს, რომლებიც ჩართული არ არიან საწარმოების ეკონომიკურ მართვაში 26. დაინტერესებული მხარეების ტიპებია: ა) კონკურენტები, მთავრობა, საწარმოს პერსონალი, საკრედიტო ორგანიზაციები, მფლობელები, ანალიტიკოსები, მენეჯერები, მომწოდებლები, კლიენტები, საზოგადოება. ბ) ანალიტიკოსები, მენეჯერები, მომწოდებლები, კლიენტები, საზოგადოება, საკრედიტო ორგანიზაციები ; გ) კონკურენტები, მთავრობა, საწარმოს პერსონალი, საკრედიტო ორგანიზაციები და საზოგადოება; დ) საწარმოს პერსონალი, საკრედიტო ორგანიზაციები. 27. ფინანსური აღრიცხვის ინფორმაციის მომხმარებლები, შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: ა) შიდა და გარე მომხმარებლებად; ბ) არსებული და პოტენციური ინვესტორები; გ) გამსესხებლები და სხვა კრედიტორები; დ) საწარმოს პერსონალი; 28. მმართველობითი აღრიცხვა ორიენტირებულია: ა) მხოლოდ საწარმოს შიდა მომხმარებლებზე; ბ) მხოლოდ საწარმოს გარე მომხმარებლებზე; გ) საწარმოს შიდა და გარე მომხმარებლებზე; 8 გ) სამივე პასუხი მცდარია. 29. ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები არიან: ა) აქციონერები, კრედიტორები, მარეგულირებელი ორგანოები; ბ) ხელმძღვანელები, საშუალო რგოლის მენეჯერები; გ) დაბალი რგოლის მენეჯერები; დ) მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოები. 30. მმართველობითი ანგარიშგების მომხმარებლები არიან: ა) ხელმძღვანელები, საშუალო რგოლის მენეჯერები; ბ) აქციონერები, კრედიტორები, მარეგულირებელი ორგანოები; გ) კრედიტორები, მარეგულირებელი ორგანოები,საშუალო რგოლის მენეჯერები; დ) დაბალი რგოლის მენეჯერები. 31. ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებია: ა) ბალანსი, ანგარიშგება მოგება-ზარალის შესახებ, ფულადი ნაკადების ანგარიშგება; ბ) სამუშაოს ღირებულების თვითღირებულების კალკულაცია, წარმოებული პროდუქციის გაანგარიშება და ანგარიშგების მომზადება; გ) ანგარიშგება მოგება-ზარალის შესახებ, ფულადი ნაკადების ანგარიშგება; დ) ბალანსი, ანგარიშგება მოგება-ზარალის შესახებ. 32. ფინანსური ანგარიშგება მზადდება: ა) კვარტალურად, წლიურად; ბ) საჭიროებისამებრ; გ) საჭიროებისამებრ, წლიურად; დ) მხოლოდ კვარტალურად. 33. მმართველობითი ანგარიშგება მზადდება: ა) საჭიროებისამებრ; 9 ბ) კვარტალურად, წლიურად; გ) საჭიროებისამებრ, კვარტალურად, წლიურად. დ) მხოლოდ წლიურად. 34. ფინანსური ანგარიშგების მიზანია: ა) ხელი შეუწყოს გარე მომხმარებლებს გადაწყვეტილებების მიღებაში, სესხის პირობების განსაზღვრაში; ბ) დახმარება და კონტროლი შიდა მომხმარებლებისათვის დაგეგმვასა და ადაწყვეტილებების პროცესზე; გ) დახმარება და კონტროლი შიდა და გარე მომხმარებლებისათვის დაგეგმვასა და ადაწყვეტილებების პროცესზე; დ) ხელი შეუწყოს შიდა მომხმარებლებს გადაწყვეტილებების მიღებაში 35. მმართველობითი ანგარიშგების მიზანია: ა) დახმარება და კონტროლი შიდა მომხმარებლებისათვის დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების პროცესზე; ბ) ხელი შეუწყოს გარე მომხმარებლებს გადაწყვეტილებების მიღებაში, სესხის პირობების განსაზღვრაში; გ) დახმარება გადაწყვეტილებების მიღებაში, სესხის პირობების განსაზღვრაში; დ) დახმარება და კონტროლი გარე მომხმარებლებისათვის დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების პროცესზე; 36. ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საზომ ერთეულს წარმოადგენს: ა) ფულადი საზომი ერთეული; ბ) არაფულადი ერთეული; გ) ფულადი და არაფულადი ერთეული. დ) ნატურალური და შრომითი საზომი ერთეული; 37. ფინანსური ანგარიშგების შემოწმება ხდება: ა) რეგისტრირებული აუდიტორების მიერ; ბ) შიდა აუდიტის საშუალებით; 10 გ) შემოსავლების სამსახურის მიერ; დ) ფინანსთა სამინისტროს მიერ. 38. ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს არეგულირებს: ა) საქართველოს კანონი ,, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ ბ) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები; გ) საქართველოს პარლამენტი; დ) შემოსავლების სამსახური; 39. აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების წესებს არეგულირებს: ა) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები; ბ) საქართველოს კანონი ,, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“; გ) ,, მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ეთიკის კოდექსი. 40. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები წარმოადგენს: ა) პროფესიონალური დეკლარაციების პაკეტს და განსაზღვრავს ბუღალტრული ინფორმაციის წარსადგენად მომზადების ნორმებს; ბ) სააღრიცხვო ინფორმაციისა და მომხმარებელთა მსჯელობის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების ნორმებს; გ) მომხმარებელთა მსჯელობის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების ნორმებს; დ) სააღრიცხვო ინფორმაციის საფუძველზე ნორმებს; 41. აუდიტი წარმოადგენს: 11 გადაწყვეტილებების მიღების ა) სპეციფიკურ ცოდნათა სისტემას, ფუნქციონირებადი ეკონომიკური საბაზრო სუბიექტის ეკონომიკის სამეურნეო პირობებში პროცესებისა და ფინანსური ოპერაციების კანონზომიერების, უტყუარობისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლის პრინციპებისა და ხერხების შესახებ; ბ) სპეციფიკურ ცოდნათა სისტემას, ფუნქციონირებადი ეკონომიკური საბაზრო სუბიექტის ეკონომიკის სამეურნეო პირობებში პროცესებისა და ფინანსური ოპერაციების კანონზომიერების დადგენის შესახებ; გ) ცოდნათა სისტემას სუბიექტის სამეურნეო პროცესებისა და ფინანსური ოპერაციების კანონზომიერების დადგენის შესახებ; დ) საბაზრო სუბიექტის ეკონომიკის სამეურნეო პირობებში პროცესებისა ფუნქციონირებადი და ფინანსური ეკონომიკური ოპერაციების კანონზომიერების დადგენის საშუალებას. 42. აუდიტის სამშობლოდ ითვლება: ა) დიდი ბრიტანეთი; ბ) ჩინეთი; გ) საფრანგეთი. დ) გერმანია 43. არსებობს აუდიტის ორი სახე: ა) გარე და შიდა აუდიტი; ბ) გარე და საერთაშორისო აუდიტი; გ) შიდა და საერთაშორისო აუდიტი; დ) გარე და დარგობრივი აუდიტი. 44. გარე აუდიტი ტარდება: ა) გარედან მოწვეული პროფესიონალების დამოუკიდებელი ექსპერტები; ბ) გარედან მოწვეული პროფესიონალების მიერ; გ) დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ; დ) მარეგულირებელი ორგანოების მიერ. 12 მიერ, რომლებიც არიან 45. აღრიცხვაში პროფესიული ეთიკა და სტანდარტები არსებობს: ა) არაკეთილსინდისიერი კორპორაციებისა და ბუღალტრებისაგან საზოგადოების დასაცავად, რომლებიც მალავენ ან ამახინჯებენ ფინანსურ ინფორმაციას; ბ) არაკეთილსინდისიერი კორპორაციებისაგან საზოგადოების დასაცავად; გ) არაკეთილსინდისიერი ბუღალტრებისაგან საზოგადოების დასაცავად, რომლებიც მალავენ ან ამახინჯებენ ფინანსურ ინფორმაციას. დ) არაკეთილსინდისიერი აუდიტორებისაგან საზოგადოების დასაცავად, რომლებიც მალავენ ან ამახინჯებენ ფინანსურ ინფორმაციას. 46. ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპებია: ა) პატიოსნება, ობიექტურობა, პროფესიული ქცევა, კონფიდენციალობა, ეთიკური კონფლიქტების მოგვარების უნარი; ბ)ობიექტურობა, კონფიდენციალობა, ეთიკური კონფლიქტების მოგვარების უნარი; გ) კონფიდენციალობა და პატიოსნება; დ) ეთიკური კონფლიქტების მოგვარების უნარი. თავი 2. ფინანსური ანგარიშგების ზოგადი დახასიათება 47. ფინანსური ანგარიშგების თითოეული კომპონენტი წარმოადგენს ინფორმაციას: ა) საწარმოს ფინანსური წლის მოგების ან ზარალით დამთავრების შესახებ, საწარმოს აქტივებისა და მათი თანმდევი ვალდებულებების შესახებ; ბ) წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შესახებ; გ) საწარმოს აქტივების შესახებ; დ) საწარმოს ფინანსური წლის მოგების ან ზარალით დამთავრების შესახებ. 48. ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი ეწოდებათ: 13 ინფორმაციის მომხმარებლებს ა) დაინტერესებული მხარეები; ბ) დაინტერესებული პირი; გ) შიდა და გარე მომხმარებლები; დ)შიდა დაგარე აუდიტორები. 49. დაინტერესებული მხარე არის პირი: ა) რომელზეც გავლენას ახდენს საწარმოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; ბ) რომელზეც გავლენას არ ახდენს საწარმოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; გ) რომელზეც გავლენას ახდენს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; დ)რომელზეც გავლენას ახდენს საწარმოს შიდა აუდიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 50. უტილიტარული ხედვა არის ეთიკის თეორია, რომლის თანახმადაც: ა) საწარმოს საუკეთესო მაქსიმალურად ქმედებად სასარგებლოს ითვლება ხდის ის ქმედება, გადაწყვეტილებას რომელიც ყველა დაინტერესებული მხარისათვის; ბ) საწარმოს საუკეთესო ქმედებად ითვლება ის ქმედება, რომელიც მაქსიმალურად სასარგებლოს ხდის გადაწყვეტილებას ინფორმაციის შიდა მომხმარებლებისათვის; გ) საწარმოს მაქსიმალურად საუკეთესო ქმედებად სასარგებლოს ითვლება ხდის მენეჯმენტისათვის; 14 ის ქმედება, გადაწყვეტილებას რომელიც საწარმოს დ) საწარმოს მაქსიმალურად საუკეთესო ქმედებად სასარგებლოს ითვლება ხდის ის ქმედება, რომელიც გადაწყვეტილებას საწარმოს ხელმძღვანელობისათვის. 51. ბიზნესის მფლობელები ფინანსურ ინფორმაციას იყენებენ: ა) ორ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული გაყიდვების შესადარებლად, ხარჯების გაწევის ტენდენციების დასადგენად; ბ) ორ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული გაყიდვების შესადარებლად; გ) შემოსავლების და ხარჯების გაწევის ტენდენციების დასადგენად; დ) გადაწყვეტილებების მისაღებად. 52. შემოსავალი არის: ა) ,,ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში აქტივების შემოსვლის ან ხარისხის გაუმჯობესების ან ვალდებულებების სიდიდის შემცირების ფორმით, რაც იწვევს საკუთარი კაპიტალის ზრდას, რომელიც დაკავშირებული არ არის საკუთარი კაპიტალის ინვესტორების მხრიდან განხორციელებულ შენატანებთან; ბ) ,,ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში აქტივების შემოსვლის ან ხარისხის გაუმჯობესების ან ვალდებულებების სიდიდის შემცირების ფორმით“; გ) ,,ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში აქტივების შემოსვლის ან ხარისხის გაუმჯობესების ან ვალდებულებების სიდიდის შემცირების ფორმით, რაც იწვევს საკუთარი კაპიტალის შემცირებას, რომელიც დაკავშირებული არ არის საკუთარი კაპიტალის ინვესტორების მხრიდან განხორციელებულ შენატანებთან; დ) ,,ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში აქტივების შემოსვლის ან ხარისხის გაუმჯობესების ან ვალდებულებების სიდიდის შემცირების ფორმით, რაც არ იწვევს საკუთარი კაპიტალის ზრდას, რომელიც დაკავშირებული არ არის საკუთარი კაპიტალის ინვესტორების მხრიდან განხორციელებულ შენატანებთან. 15 53. ხარჯი არის: ა) კლიენტისათვის დაკავშირებული საქონლისა გარკვეული და სახის მომსახურების რესურსების მიწოდებასთან გადაცემა, რომელიც ამცირებს ბიზნესის ღირებულებას; ბ) კლიენტისაგან საქონლისა და მომსახურების მოწოდებასთან დაკავშირებული გარკვეული სახის რესურსების გადაცემა; გ) კლიენტისათვის საქონლისა და მომსახურების მიწოდებასთანდაკავშირებული ხარჯები დ) სამივე პასუხი მცდარია 54. მოგებას ქმნის: ა) ძირითადი და დამხმარე საქმიანობებით წარმოებული პროდუქტების გაყიდვა მათ თვითღირებულებაზე უფრო მაღალ ფასად; ბ) ძირითადი და დამხმარე საქმიანობებით წარმოებული პროდუქტების შესყიდვა მათ თვითღირებულებაზე უფრო მაღალ ფასად; გ) ძირითადი და დამხმარე საქმიანობებით წარმოებული პროდუქტების გაყიდვა მათ თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად; დ) ძირითადი საქმიანობებით წარმოებული პროდუქტების გაყიდვა მათ თვითღირებულებაზე უფრო მაღალ ფასად; 55. ზარალი წარმოიქმნება: ა) ძირითადი და დამხმარე საქმიანობებით წარმოებული პროდუქტების თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვისას; ბ) ძირითადი და დამხმარე საქმიანობებით წარმოებული პროდუქტების თვითღირებულებაზე მაღალ ფასად გაყიდვისას; გ) ძირითადი და დამხმარე საქმიანობებით წარმოებული პროდუქტების თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად შესყიდვისას; 16 დ) დამხმარე საქმიანობებით წარმოებული პროდუქტების თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად შესყიდვისას; 56. წმინდა შემოსავალი (Net income) არის: ა) შემოსავალი R (გაყიდვებით ან სხვა გამომუშავებით მიღებული სარგებელი) -დანახარჯები E (ყველა დანახარჯის გათვალისწინებით), როდესაც R> E; ბ) შემოსავალი R (გაყიდვებით ან სხვა გამომუშავებით მიღებული სარგებელი) -დანახარჯები E (ყველა დანახარჯის გათვალისწინებით), როდესაც R< E; გ) შემოსავალი R (გაყიდვებით ან სხვა გამომუშავებით მიღებული სარგებელი) -დანახარჯები E (ყველა დანახარჯის გათვალისწინებით), როდესაც R= E. დ) შემოსავალი R (გაყიდვებით ან სხვა გამომუშავებით მიღებული სარგებელი) -დანახარჯები E (ყველა დანახარჯის გათვალისწინებით), როდესაც R≥E. 57. წმინდა ზარალი ( Net Loss) არის: ა) R (გაყიდვებით ან სხვა გამომუშავებით მიღებული შემოსავალი სარგებელი) -დანახარჯები E (ყველა დანახარჯის გათვალისწინებით), როდესაც E >R; ბ) R (გაყიდვებით ან სხვა გამომუშავებით მიღებული შემოსავალი სარგებელი) -დანახარჯები E (ყველა დანახარჯის გათვალისწინებით), როდესაც E

Use Quizgecko on...
Browser
Browser