ICCPR Past Paper PDF
Document Details
Uploaded by CongenialFriendship
Tags
Summary
This document consists of a Georgian exam paper with questions on international human rights (ICCPR). The questions cover various aspects such as states' obligations, rights protection, and theories of natural rights.
Full Transcript
1. როგორი ტიპის ვალდებულება ეკისრებათ სახელმწიფოებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მიხედვით (ICCPR)? ა) ICCPR სახელმწიფოებს არ აკისრებს არანაირ ვალდებულებებს, მას მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი გააჩნია. ბ) ICCPR-ის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არ...
1. როგორი ტიპის ვალდებულება ეკისრებათ სახელმწიფოებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მიხედვით (ICCPR)? ა) ICCPR სახელმწიფოებს არ აკისრებს არანაირ ვალდებულებებს, მას მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი გააჩნია. ბ) ICCPR-ის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ დაიცვან და აღასრულონ ის უფლებები, რომლებიც პაქტშია ჩამოთვლილი. გ) ვინაიდან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტში არსებული უფლებების რეალიზებას სჭირდება რესურსები, სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება პროგრესირებადად უზრუნველყონ უფლებების დაცვა და აღსრულება. დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი. 2. როგორ არის არის დაცული საკუთრების უფლება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (ICCPR)? ა) დაცულია მხოლოდ მემკვიდრეობის უფლება. ბ) ICCPR არ იცავს საკუთრების უფლებას. გ) ICCPR იცავს საკუთრების უფლების ყველა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის მემკვიდრეობის უფლებასაც. დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი. 3. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი განეკუთვნება ადამიანის ბუნებით უფლებას? ა) გადაადგილების თავისუფლება. ბ) ინტერნეტზე წვდომის უფლება; გ) საყოველთაო ჯანდაცვაზე წვდომის უფლება; დ) საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება; 4. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს სიცოცხლის უფლებიდან მომდინარე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას? ა) ადამიანის მკვლელობის შემთხვევაში ეფექტიანად გამოიძიოს საქმე და დასაჯოს დამნაშავეები. ბ) არ შეზღუდოს ადამიანის სიცოცხლის უფლება გარდა უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული საგამონაკლისო შემთხვევებისა. გ) დანაშაულის სახედ არ დააწესოს სიკვდილით დასჯა. დ) ყველა პასუხი სწორია. 5. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს რწმენის თავისუფლებიდან მომდინარე ნეგატიურ ვალდებულებას? ა) ხელი შეუწყოს ეკლესია მონასტრების მშენებლობას, რესტავრაციას და კონსერვაციას. ბ) ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დააფინანსოს რელიგიური კონფესიები გარკვეული საბიუჯეტო თანხებით; გ) ხელი არ შეუშალოს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს რელიგიური სამლოცველოს მშენებლობაში; დ) ყველა პასუხი სწორია. 6. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია აბსოლუტური უფლება? ა) ღირსების უფლება; ბ) ხმის მიცემის უფლება; გ) გაერთიანების თავისუფლება; დ) ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება; 7. ქვემოთ მოცემული უფლებებიდან, რომელი შეიცავს შიდა შეზღუდვას? ა) დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. ბ) ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით. გ) საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დ) დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. 8. ეს უფლებები ადამიანს გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანია. ადამიანი ყოველთვის არის ამ უფლებების სუბიექტი მიუხედავად იმისა, კონსტიტუცია აღიარებს თუ არა ამ უფლებებს. რომელ უფლებებზეა საუბარი? ა) კონსტიტუციური უფლებები. ბ) აბსოლუტური უფლებები. გ) ბუნებითი უფლებები. დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი. 9. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი განსაზღვრავს სწორად ადამიანის უფლებათა უნივერსალურ ხასიათს? ა) ისინი ეკუთვნის ყოველ ადამიანს ნებისმიერ საზოგადოებაში. ისინი არ განსხვავდებიან გეოგრაფიულად ან ისტორიულად, კულტურულად ან იდეოლოგიურად, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემით, ან სოციალური განვითარების საფეხურით. ბ) ისინი ეკუთვნის ყოველ ადამიანს ნებისმიერ საზოგადოებაში, თუმცა, უფლებების შინაარსი განსხვავდება გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული თუ სხვა გარემოებებიდან გამომდინარე. გ) ისინი ეკუთვნის ყოველ მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე. ისინი არ განსხვავდებიან გეოგრაფიულად ან ისტორიულად, კულტურულად ან იდეოლოგიურად, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემით, ან სოციალური განვითარების საფეხურით. დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი. 10. თანაზომიერების ტესტის რომელ ეტაპს შეესაბამება აღნიშნული განმარტება: „თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის. ა) ლეგიტიმური მიზანი. ბ) გამოსადეგი საშუალება. გ) აუცილებელი საშუალება. დ) პროპორციულობა ვიწრო გაგებით. 11. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს გაეროს ორგანოს? ა) მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო. ბ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. გ) ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო. დ) ყველა პასუხი სწორია. 12. რა უპირატესობები აქვთ ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალურ სისტემებს საერთაშორისო სისტემებთან მიმართებით (მაგ: გაერო). ა) რეგიონალური სისტემები პოლიტიკური კონსესუსის იოლად მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. ბ) კულტურული ერთგვაროვნებიდან გამომდინარე რეგიონალური სისტემები უფრო სწორად აფასებენ კონკრეტულ საქმეში არსებულ კონტექსტს. გ) რეგიონალური სისტემები უფრო ხელმისაწვდომია, შესაბამისად უფრო იაფი და მარტივია მათი გამოყენებაც. დ) ყველა პასუხი სწორია. 13. 2022 წლის 1 აპრილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილებოდა საკითხი საზოგადოებრივ სივრცეებში თამბაქოს მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრმა ფრიდონ ინჯიამ გააკეთა შემდეგი განმარტება: „ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ვერ მოქმედებს როგორც რაციონალური არსება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მოწევა ზიანს აყენებს არა მხოლოდ მწეველს, არამედ მის გარშემომყოფებსაც, რის გამოც არა მხოლოდ მწეველის, არამედ გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც ადგება ზიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც აკრძალავს სიგარეტის მოხმარებას საჯარო სკვერებსა და გართობის ადგილებში, რათა თავიდან ავირიდოთ ადამიანთა ირაციონალური გადაწყვეტილებებით დამდგარი ზიანი". ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ პრინციპთან/ ღირებულებასთან დგას ახლოს აღნიშნული განცხადება? ა) თავისუფლების პოზიტიური გაგება. ბ) თავისუფლების ნეგატიური გაგება. გ) პროზელიტიზმის პრინციპი. დ) კონსეკვენციალიზმის პრინციპის. 14. რამითი არის ახალზელანდიის მოქალაქე, რომელსაც 2020 წელს მიესაჯა 3 წლით თავისუფლებია აღკვეთა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის წარდგენილ ბრალდებაზე. რამითს ციხეში ყოფნის გამო შეეზღუდა 2021 წელის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რამითი მიიჩნევს, რომ მას არასწორად შეეზღუდა საარჩევნო უფლება, რის გამოც ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციის სასამართლოში იდავა უფლების დაცვის მიზნით, თუმცა არცერთმა ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. რამითმა გადაწყვიტა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ შეეტანა საჩივარი ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რადგან ახალი ზელანდიის სახელმწიფო არღვევს მის საარჩევნო უფლებას. საარჩევნო უფლება გათვალისწინებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის 25-ე მუხლით. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანის უფლებათა კომიტეტი? ა) არ უნდა განიხილოს საჩივარი, რადგან ადამიანის უფლებათა კომიტეტი მხოლოდ სახელმწიფოთაშორის საჩივრებს განიხილავს. ბ) უნდა განიხილოს რამითის საჩივარი, რადგან ადამიანის უფლებათა კომიტეტი უფლებამოსილია განიხილოს ინდივიდუალური საჩივრები. გ) არ უნდა განიხილოს საჩივარი, რადგან ადამიანის უფლებათა კომიტეტი არ განიხილავს საჩივრებს, მას მხოლოდ დასკვნების გამოცემის უფლებამოსილება აქვს. დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი. 15. ქვემოთ მოცემული რომელი მსჯელობაა სწორი? ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაუშვებელია კონსტიტუციური კანონის გასაჩივრება, რადგან საქართველოს კონსტიტუციის ნორმებს შორის არ არსებობს იერარქია და საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად განსაზღვროს კონსტიტუციურ ნორმებს შორის რომელია უპირატესი. ბ) საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებელია ისეთი კონსტიტუციური კანონების გასაჩივრება, რომელიც ეწინააღმდეგება მუდმივობის გარანტიებს. გ) მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს კონსტიტუციის ნორმებს შორის იერარქიას, საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც შესაძლებელია კონსტიტუციური კანონის გასაჩივრება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს კონსტიტუციის ნორმებს შორის რომელია უპირატესი. დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი. 16. რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში ჩარევა ჯონ სტიუარტ მილის „ზიანის პრინციპის" მიხედვით? ა) ადამიანის იძულება და მის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მაშინ, როდესაც იგი ზიანს აყენებს საკუთარ თავს და გარშემომყოფებს. ბ) ადამიანის იძულება და მის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ სხვა ადამიანებისთვის ზიანის ასარიდებლად. გ) ადამიანის იძულება და მის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუკი იგი ზიანს აყენებს საკუთარ თავს. დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი. 17. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ვის არა აქვს არჩევნებში და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება? ა) საქართველოს 17 წლის მოქალაქეს; ბ) პირს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში; გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. დ) ყველა პასუხი სწორია. 18. რომელი კრიტერიუმებისგან შედგება თანაზომიერების ტესტი, რომლის გამოყენებითაც საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის საკითხს? ა) ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგი საშუალება, პროპორციულობა ვიწრო გაგებით. ბ) ლეგიტიმური მიზანი, რაციონალური საშუალება, პროპორციულობა ვიწრო გაგებით. გ) ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგი საშუალება, აუცილებელი საშუალება, პროპორციულობა ვიწრო გაგებით. დ) ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგი საშუალება, რაციონალური საშუალება, პროპორციულობა ვიწრო გაგებით. 19. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ საქმის განხილვის დროს აღმოაჩინა, რომ საქმეში გამოსაყენებელი კანონი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე? ა) მოსამართლემ უნდა გამოიყენოს კანონი, რადგან საერთაშორისო ხელშეკრულებები არ წარმოადგენს ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილს. ბ) მოსამართლემ უნდა გამოიყენოს კანონი, რადგან შიდა კანონმდებლობა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიმართებით იერარქიულად უფრო მაღლა დგას. გ) მოსამართლემ უნდა გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი წესი, რადგან საერთაშორისო ხელშეკრულებები შიდა კანონმდებლობასთან მიმართებით იერარქიულად უფრო მაღლა დგას. დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი. 20. ადამიანის უფლებების რომელ თაობას განეკუთვნება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები? ა) პირველი თაობა. ბ) მეორე თაობა. გ) მესამე თაობა. დ) მეოთხე თაობა. 21. ჰობსი წერდა: „ყოველი ადამიანის ამ ომს, ყოველი ადამიანის წინააღმდეგ, შედეგად მოყვება,რომ არაფერი შეიძლება იყოს უსამართლო. სიმართლისა და არასწორის, სამართლიანობისა და უსამართლობის ცნებებს ადგილი აქ არ აქვს. სადაც არ არის საერთო ძალაუფლება, არ არის კანონი; სადაც არ არის კანონი, არ არის უსამართლობა". რას აღწერდა ასე ჰობსი? ა) ტირანიას. ბ) აბსოლტიზმს. გ) რევოლუციას. დ) ბუნებით მდგომარეობას. 22. რომელი ეტაპი არ არსებობს ლოკის საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიაში. ა) ადამიანები თანხმდებიან სამოქალაქო საზოგადოებაში გადასვლაზე. ბ) სამოქალაქო საზოგადოება შემდეგ უმრავლესობით თანხმდება ხელისუფლების დაფუძნებაზე. გ) ხელისუფლების დაფუძნების შემდეგ, საზოგადოება „ირჩევს" კონკრეტულ ინსტიტუტებს და თანამდებობის პირებს- „მთავრობებს". დ) ყველა ზემოთჩამოთვლილი ეტაპი ლოკის საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის ნაწილია. 23. რომელი დოკუმენტი(ები)თ დამყარდა ვესტფალიის ზავი? ა) ოსნაბრუკის ზავით. ბ) მიუნსტერის ზავით. გ) ოსნაბრუკის და მიუნსტერის ზავებით. დ) ოსნაბრუკის, მიუნსტერის და ვესტფალიის ზავებით. 24. რომელია სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნიშნების ამომწურავი ჩამონათვალი? ა) მუდმივი მოსახლეობა, განსაზღვრული ტერიტორია, სახელმწიფო ხელისუფლება და იურისდიქცია. ბ) მუდმივი მოსახლეობა, განსაზღვრული ტერიტორია, სახელმწიფო ხელისუფლება და უნარი აწარმოოს საერთაშორისო ურთიერთოებები. გ) მუდმივი მოსახლეობა, მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის განხორციელების შესაძლებლობა, სახელმწიფო ხელისუფლება და უნარი აწარმოოს საერთაშორისო ურთიერთოებები. დ) ყველა პასუხი მცდარია. 25. რომელია მართებული მსჯელობა \"ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ\" საქმიდან გამომდინარე? ა) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არა მხოლოდ ავალდებულებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფლებას, თავის მხრივ დაიცვას კონვენციით გაცხადებული უფლებები და თავისუფლებები, არამედ იგი მოიაზრებს, რომ ხსენებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, უმაღლესმა ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს ან გამოასწოროს დაქვემდებარებულ დონეზე ჩადენილი ყველა დარღვევა. ბ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მხოლოდ ავალდებულებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფლებას, თავის მხრივ დაიცვას კონვენციით გაცხადებული უფლებები და თავისუფლებები, და არ მოიაზრებს, რომ ხსენებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, უმაღლესმა ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს ან გამოასწოროს დაქვემდებარებულ დონეზე ჩადენილი ყველა დარღვევა. გ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფლებას, თავის მხრივ დაიცვას კონვენციით გაცხადებული უფლებები და თავისუფლებები, მაგრამ ასევე მოიაზრებს, რომ ხსენებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფა უმაღლესი ხელისუფლებისთვის რეგიონებში შეუძლებელია. დ) ყველა პასუხი მცდარია. 26. რომელია სწორი მსჯელობა ტერმინ \"ეფექტური კონტროლის\" შესახებ? ა) ის საკითხი, ხვდება თუ არა ადამიანი სახელმწიფოს იურისდიქციაში, დამოკიდებულია იურიდიულ გარემოებებზე და აუცილებელია იმის განსაზღვრა, გასაჩივრებული ქმედების დროს ხელისუფლების ორგანოები საერთაშორისო სამართლის წესების შესაბამისად ახორციელებდნენ თუ არა კონტროლს გარკვეულ ტერიტორიაზე. ბ)ის საკითხი, ხვდება თუ არა ადამიანი სახელმწიფოს იურისდიქციაში, დამოკიდებულია როგორც ფაქტობრივ გარემოებებზე, ისე იურიდიულზე და აუცილებელია იმის განსაზღვრა, გასაჩივრებული ქმედების დროს ხელისუფლების ორგანოებს რამდენად შეეძლოთ კანონიერი გზებით სავარაუდო მსხვერპლის თავიდან არიდება. გ) ის საკითხი, ხვდება თუ არა ადამიანი სახელმწიფოს იურისდიქციაში, დამოკიდებულია ფაქტობრივ გარემოებებზე და აუცილებელი იყო იმის განსაზღვრა, გასაჩივრებული ქმედების დროს ხელისუფლების ორგანოებს შეეძლოთ თუ არა სავარაუდო უფლებადარღვევის აღკვეთა. დ) ყველა პასუხი მცდარია. 27. ლოიზიდუს საქმეში, სასამართლომ რელევანტური სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად გამოიკვლია: ა) რომელი სახელმწიფოს ჰქონდა უფლებადარღვევის თავიდან არიდების შესაძლებლობა. ბ) რომელი სახელმწიფო ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე. გ) რომელ სახელმწიფოს შეეძლო საკუთარი პოლიტიკის განხორციელება ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე. დ) ყველა პასუხი მართებულია. 28. რომელია მართებული მტკიცება? ა) ლოკისთვის ბუნებითი უფლებებია: სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა. ეს უკანასკნელი კი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩანაცვლდა საკუთრების უფლებით. ბ) ლოკისთვის ბუნებითი უფლებებია: საკუთრება, სიცოცხლე და ბედნიერებისკენ ლტოლვა. ეს უკანასკნელი კი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩანაცვლდა თავისუფლებით. გ) ლოკისთვის ბუნებითი უფლებებია: თავისუფლება, სიცოცხლე და საკუთრება. ეს უკანასკნელი კი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩანაცვლდა ბედნიერებისკენ ლტოლვის უფლებით. დ) ლოკისთვის ბუნებითი უფლებებია: თავისუფლება, სიცოცხლე და საკუთრება. ეს უფლებები აღიარებულია ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციითაც. 29. რას ეფუძნება სოციალური კონტრაქტის თეორიის ლოგიკა? ა) ადამიანი ბუნებით თავისუფალია, თუმცა პოლიტიკური ხელისუფლებისადმი მორჩილება მისი ბუნებითი თავისუფლების ნაწილია. ბ) ადამიანი ბუნებით თავისუფალი არ არის, რადგან ის ემორჩიელბა პოლიტიკური ხელისუფლებას. გ) ადამიანი ბუნებით თავისუფალია და მისი პოლიტიკური ხელისუფლებისადმი მორჩილება მხოლოდ მის თანხმობას შეიძლება დაეფუძნოს. დ) ყველა პასუხი მცდარია. 30. რომელი ფილოსოფოსის იდეასთანაა ყველაზე ახლოს ის წარმოდგენა, რომ \"ხელისუფლება ხალხის მიერ არის დაქირავებული\"? ა) ჰობსის. ბ) ლოკის. გ) ორივესთან. დ) არცერთთან.