რიდერი 4 არქეოლოგია და დათარიღების მეთოდები PDF
Document Details
![SuaveFreesia1741](https://quizgecko.com/images/avatars/avatar-11.webp)
Uploaded by SuaveFreesia1741
Tags
Summary
This document details the history of archeology and different methods for dating artifacts. It discusses the importance of archeological evidence and how these methods help to understand the past. It also shows how early explorers recorded and documented artifacts. The document is about archeological studies.
Full Transcript
არქეოლოგია და დათარიღების მეთოდები სარჩევი შესავალი...............................................................................................................................................2 პალეოანთროპოლოგიური კვლევა........................................................................
არქეოლოგია და დათარიღების მეთოდები სარჩევი შესავალი...............................................................................................................................................2 პალეოანთროპოლოგიური კვლევა......................................................................................................5 ნამარხი ფორმები და მათი ადგილმდებარეობა.............................................................................. 6 არქეოლოგიური კვლევა...................................................................................................................... 8 ისტორიის არქეოლოგია...................................................................................................................... 9 არქეოლოგიური საბუთები.................................................................................................................. 9 არქეოლოგიური ძეგლის მდებარეობის დადგენა............................................................................ 11 დათარიღების მეთოდები.................................................................................................................. 13 ფარდობითი დათარიღება............................................................................................................. 14 სტრატიგრაფული დათარიღება................................................................................................ 14 ფაუნური თანმიმდევრობა.......................................................................................................... 15 ძვლების დათარიღების მეთოდები -FUN ტრიო....................................................................... 15 სერიაცია (Seriation)......................................................................................................................16 რიცხვითი / აბსოლუტური დათარიღება....................................................................................... 17 ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპით დათარიღების მეთოდი....................................... 17 კალიუმ-არგონის მეთოდი.......................................................................................................... 18 Fission-track მეთოდი...................................................................................................................19 თერმოლუმინესცენციით დათარიღება.....................................................................................19 დენდროქრონოლოგია.............................................................................................................. 20 ინტეპრეტაციები წარსულზე............................................................................................................. 22 შესავალი რატომ შევისწავლით ადამიანის წარსულს? ანთროპოლოგიის ისტორიის ადრეულ ეტაპზე ამ შეკითხვაზე პასუხი ცალსახა იყო. ნამარხებს და არტეფაქტებს1 სამყაროს შესახებ ინტერესის, ასევე ნივთების შეგროვების გამო სწავლობდნენ. ეს ინტერესი სამყაროსადმი მზარდი ინტერესის ბუნებრივი ანარეკლი იყო, რომელიც მე-15 საუკუნის დასაწყისში დასავლური მეცნიერების რევოლუციასთან ერთად წარმოიშვა. თუმცა, ხშირად, ადრეული კოლექციონერებისთვის, ეს საგნები მხოლოდ საგნები იყო. აღმოჩენილ ნივთს თაროზე ათავსებდნენ. ამ ტიპის კოლექციონერებს ანტიკვარებს (ძველებური ნივთების შემკრები) უწოდებენ. ადრეული ანტიკვარული კოლექციები ნამარხებისა და არქეოლოგიური მასალების გარდა ბევრ სხვა ნივთსაც შეიცავდა. მაგალითად, მე-16 საუკუნის დანიელი სწავლულის, ოლაუს ვორმიუსის (Ole Worm / Olaus Wormius)2 მუზეუმი ნამარხებსა და უძველეს ქვის იარაღებთან ერთად შეიცავდა უნიკალური ფორმის ქვებს, ნიჟარებს, ეთნოგრაფიულ საგნებს და საინტერესო ნივთებს მთელი მსოფლიოდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთები უმეტესად დიდი სიფრთხილით აღიწერებოდა და ილუსტრირდებოდა, მათ არ აანალიზებდნენ, არ უკეთებდნენ ინტერპრეტაციას, რათა სიცოცხლის ევოლუციისთვის ან უძველესი ადამიანის ცხოვრების წესისთვის ნათელი მოეფინათ. უძველესი მონეტების, მეტალის არტეფაქტებისა და სამკაულების ამოცნობა რთული არ იყო, მაგრამ ქვის იარაღები და უძველესი ჭურჭელიც კი ბუნებრივად არსებულ ნივთებად ან ტროლების, ელფებისა და ფერიების შექმნილად წარმოედგინათ. 1არტეფაქტი - ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი ობიექტი, ნივთი, რომელიც დამზადებულია ან გადაკეთებულია ადამიანის მიერ. 2ოლაუს ვორმიუსი (Ole Worm/Olaus Wormius) - მე-16-მე-17 საუკუნეების დანიელი სწავლული. დაინტერესებული იყო ბუნებრივი ობიექტებით (მინერალები, მცენარეები, ცხოველები), ადამიანთა არტეფაქტებით, მითიური ქმნილებებითა და უძველესი ჩანაწერებით, და სწორედ მათ შეგროვებას მიუძღვნა ევროპული გრანდ-ტური. მისი კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ცნობისმოყვარეობის კაბინეტია“ (ინგ. curiosity cabinet) ევროპაში, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, როგორც Museum Wormianum, ან History of the Rarer Things both Natural and Artificial, Domestic and Exotic, which the author collected in his house in Copenhagen. მე-18 საუკუნიდან სწავლულები საგნების მარტივ აღწერას გასცდნენ და გააცნობიერეს, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ნამარხებსა და მატერიალურ კვალს ადამიანის უძველესი საზოგადოებების შესწავლაში. 1797 წელს, ინგლისელმა ჯენტლმენმა, ჯონ ფრერმა (John Frere), გამოაქვეყნა ანგარიში ზოგიერთ ქვის იარაღზე, რომელიც მან სუფოლკში, ხრეშის კარიერში იპოვა: გადაშენებული ცხოველების განამარხებული ძვლები და ქვის იარაღები(პალეოლითის დროინდელი ხელის ნაჯახი) 12 ფუტზე დაბლა, უფრო ახალი ნივთებისგან დამოუკიდებლად იპოვეს. ფრერმა სწორად ივარაუდა, რომ ეს იარაღები „ნამდვილად ძალიან შორეული პერიოდიდან, დღევანდელ სამყაროზე გვიანდელიც კი“ იყო. ეს იყო პრეისტორიული არქეოლოგიის აღიარება. მე-19 საუკუნეში პირველად აღმოაჩინეს ადამიანის უძველესი წინაპრის ნამარხები. აღმოჩენილი ნამარხი შეიცავდა ძვლებს, რომელიც ნეანდერის ხეობაში, გერმანიაში 1856 წელს იპოვეს. დღესდღეობით ის მიჩნეულია, როგორც ადამიანის ადრეული სახეობა, ჰომო ნეანდერტალელი ან ნეანდერტალელი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად ისტორიული აღმოჩენა იყო, ნამარხების მნიშვნელობა აღმოჩენის პერიოდში არ იყო გააზრებული. არსებობდა განსხვავებული ინტერპრეტაციები. ზოგიერთი მკვლევარი სწორად მიიჩნევდა ნამარხს, როგორც ადამიანის ადრეულ წინაპარს, ხოლო სხვები სხვადასხვანაირად უარყოფდნენ ამ მოსაზრებას და ამტკიცებდნენ, რომ ის მიეკუთვნებოდა კაზაკელ ჯარისკაცს, მოხუც ჰოლანდიელსა თუ ძლიერი აღნაგობის კელტს. საბოლოო ჯამში, მე-19 საუკუნის ბოლოს არქეოლოგიურმა და პალეო-არქეოლოგიურმა შესწავლამ უკვე ფესვები გაიდგა. არქეოლოგია და პალეოანთროპოლოგია ერთმანეთზე გადაჯაჭვული ქვედისპლინებია; ძვლები და შემონახული ნაშთები ორივესთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. პალეოანთროპოლოგები გათხრებსა და გეოდეზიურ3 კვლევებში დაახლოებით ისეთივე ტექნიკებს იყენებენ, როგორსაც არქეოლოგები; ისინი ხშირად ეყრდნობიან არქეოლოგებს თავიანთი აღმოჩენების ადგილმდებარეობის განსაზღვრისას და აღდგენისას. თუმცა ამ ორ 3 გეოდეზია - მეცნიერება დედამიწის ფორმის (გეომეტრიული ფორმისა და ზომის), სივრცეში ორიენტაციისა და გრავიტაციის ზუსტად გაზომვის შესახებ ქვედისციპლინას შორის განსხვავებაც მნიშვნელოვანია: პალეოანთროპოლოგები და არქეოლოგები ადამიანების წარსულის განსხვავებულ ასპექტებს იკვლევენ. პალეოანთროპოლოგები კონცენტრირდებიან ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის ევოლუციაზე და ადამიანის ადრეული წინაპრების ქცევაზე, ხოლო არქეოლოგები უფრო მეტად შეისწავლიან ძველი ადამიანების კულტურას - მათი ცხოვრების სტილს, ტექნოლოგიებსა და სოციალურ სისტემებს. პოპულარული კინო-სურათების საპირისპიროდ, თანამედროვე მკვლევრები ლაბორატორიებში ან საბეჭდი მანქანის წინ უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ნამარხების ძიებასა ან დაკარგული ქალაქების აღმოჩენაში. მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოლოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა რამდენადაც შესაძლებელია სრულად მოახდინონ გარდასული ეპოქის ნივთიერი ძეგლების დოკუმენტაცია, ცხადია, რომ შეუძლებელია თითოეული ნამარხის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, თითოეული არქეოლოგიური ძეგლის დოკუმენტაცია, ან თუნდაც აღდგენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაციის თითოეული დეტალის ჩანიშვნა. მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევითი სამუშაოებისა, ნამარხების ლოკაციებზე ინფორმაციის მხოლოდ უმცირესი ნაწილია გამოკვლეული, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვან ლოკაციებზეც კი, როგორებიცაა ფაიუმის დეპრესია ეგვიპტეში4 და ოლდუვაის ხეობა ტანზანიაში5. წარსულში მცხოვრები ადამიანის მოქმედების ადგილებს, რომლებიც მიწაშია შენახული, არქეოლოგიური ძეგლები ეწოდება. ძეგლები ადამიანის ცხოვრებას ირეკლავს. არქეოლოგიური ძეგლის ან თუნდაც კონკრეტული არტეფაქტის გამოკვლევისას, შესაძლოა, ბევრ სხვადასხვა გზას მივდიოთ. მაგალითად, როდესაც კონკრეტული არქეოლოგიური ძეგლიდან მოპოვებულ თიხის ჭურჭელს შეისწავლიან, ზოგიერთი არქეოლოგი, შესაძლოა, თიხის ტექნიკურ მახასიათებლებსა და წარმოების პროცესზე კონცენტრირდეს. სხვებმა, 4ფაიუმის დეპრესია (Faiyum depression) ერთ-ერთი მეგა-დეპრესიაა ეგვიპტის სამხრეთში და ყველაზე ახლოსაა ნილოსის ველთან. მის მიდამოებში გვხვდება ძველი ქალაქებისა და სოფლების ნაშთები, არქეოლოგიური ძეგლები დათარიღებული პრეისტორიულიდან თანამედროვე დრომდე. 5ოლდუვაის ხეობა (Olduvai gorge) არის პალეოანთროპოლოგიური საიტი ჩრდილოეთ ტანზანიაში. აქ აღმოჩენილია 60-ზე მეტი ჰომინინის ნაშთი (2,1 მლნ წლიდან 15,000 მლნ წლამდე), რაც ადამიანის ევოლუციის ყველაზე ხანგრძლივი ჩანაწერია ბოლო 2 მლნ წლის მანძილზე. შესაძლოა, ყურადღება გაამახვილონ თიხის ჭურჭლის დეკორატიულ თემებზე (მოტივებზე) და იმაზე, თუ რა კავშირია ამ მოხატულობებსა (მოხაზულობებს) და მათი შემქმნელი ხალხის მითებსა და რელიგიურ წარმოდგენებს შორის. სხვა მკვლევარი, შესაძლოა, ჭურჭლის გავრცელებითა (თუ სად აღმოაჩინეს) და იმით დაინტერესდეს, თუ რას ამბობს ის უძველესი სავაჭრო მოდელების შესახებ. მომდევნო თავებში განხილული იქნება წარსულის ნივთიერი ძეგლები და ზოგიერთი ტექნიკა, რომელსაც თანამედროვე არქეოლოგები იყენებენ ადგილმდებარეობის განსაზღვრის, ნამარხი ფორმის აღდგენისა და მათი აღმოჩენების დათარიღებისთვის. პალეოანთროპოლოგიური კვლევა პალეოანთროპოლოგები შეისწავლიან უძველესი ადამიანისა და ადამიანის წინაპრის კვალს, რათა ჩასწვდნენ ადამიანის სახეობების ბიოლოგიურ ევოლუციას და გაიგონ ამ შორეული წინაპრების ყოფა-ცხოვრება. ადრეული ადამიანები თანამედროვე ადამიანებისგან განსხვავდებოდნენ მათი ქცევის, კვებისა და საქმიანობის მიხედვით. მათი ქცევის, ისევე როგორც ასაკისა და ადრეული ადამიანის საცხოვრებელი გარემოს განსაზღვრა დამოკიდებულია ანთროპოლოგიისთვის დამახასიათებელ ჰოლისტურ, ინტერდისციპლინარულ მიდგომაზე. ისევე, როგორც ყველა ანთროპოლოგიურ კვლევაში, პალეოანთროპოლოგიური პროექტიც კვლევის დიზაინით იწყება, რომელიც პროექტის მიზნებსა და გამოსაყენებელ მეთოდებს გამოკვეთს. ეს მოიცავს შესასწავლი რეგიონისა და დროის პერიოდის აღწერას; აღსადგენ მონაცემებსა და ახსნას იმისა, თუ რას შემატებს შემოთავაზებული კვლევა უკვე არსებულ ცოდნას. პალეო-ანთროპოლოგიური პროექტის პირველადი მიმოხილვითი სამუშაო ეყრდნობა პალეონტოლოგებსა და გეოლოგებს, რომლებიც მოცემულ რეგიონში შესასწავლი ფენის ასაკსა და მის ფორმირებაში მონაწილე შესაძლო პირობებს აფასებენ. ასაკის დადგენისთვის მნიშვნელოვანი დეტალებია გეოლოგიური ფენის მახასიათებლები და თანმხლები ფლორისა და ფაუნის ნაშთები. ამ ტიპის ინფორმაცია ასევე გამოსადეგია რეგიონის პალეოეკოლოგიური თვალსაზრისით შესასწავლად და, აქედან გამომდინარე, იმ გარემოს რეკონსტრუქციისთვის, რომელშიც ადამიანის ადრეული წინაპარი ცხოვრობდა. პალეოეკოლოგია („პალეო“ ბერძ.- ძველი, „ეკოლოგია“ ბერძ, -გარემოს შესწავლას) ნიშნავს უძველესი გარემოს შესწავლას. გეოლოგებისა და პალეონტოლოგების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იწყება უფრო დეტალური სამუშაოები ადრეული ადამიანის კვალის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად. ნამარხი ფორმები და მათი ადგილმდებარეობა პალეოანთროპოლოგიური კვლევების დიდი ნაწილი ნამარხი ფორმების ადგილმდებარეობის განსაზღვრასა და მათ შესწავლას ეთმობა. ნამარხი ფორმა არის შენარჩუნებული ნარჩენები, ანაბეჭდები ან წარსულის ცოცხალი არსებების ნაკვალევები. ისინი იქმნება, როდესაც ორგანიზმი კვდება და რბილი ტალახით, ქვიშით ან შლამით იფარება. დროთა განმავლობაში ეს ნალექი მაგრდება და ცოცხალი არსების ნარჩენები შიგნით ინახება. ხანდახან, გარემოებათა გავლენით, ორგანიზმის ნაწილები გადარჩება ხოლმე - ნიჟარების ფრაგმენტები, კბილები ან ძვლები. მაგრამ უმეტეს ნამარხ ფორმას ცვლილებები ეტყობა: ნიჟარის ან ძვლის გახრწნილი ნაწილები მინერალებით ან გარემომცველი ნალექითაა ჩანაცვლებული; ფრაგმენტები გატეხილი ან დეფორმირებულია და ფრთხილი რეკონსტრუქცია ესაჭიროება. პალეოანთროპოლოგების გამოწვევაა, მიხვდნენ, თუ რომელი კრიტერიუმი გამოიყენონ, რათა არასრულყოფილად გადარჩენილ ძვლებზე დაყრდნობით მოახერხონ სახეობების გამორჩევა მათთან ახლოს მყოფი ტაქსონის სახეობათაგან. ნამარხი ფორმების არასრულყოფილების მიუხედავად, სიცოცხლის გასაოცარი ისტორია დედამიწაზე მაინც გადარჩა. არქეოლოგიური ძეგლი შეიძლება მოიცავდეს ადრინდელი ადამიანების აქტივობების კვალს და თავად ადამიანებსაც. მეორე მხრივ, ეს კვალი უამრავმა რამემ შეიძლება შეცვალოს, მათ შორის ქარის ან წვიმის მიერ გამოწვეულმა ეროზიამ6 და ველური ცხოველების გადაადგილებამ. 6 ეროზია - ნიადაგიდან მისი შემადგენელი ნაწილაკების გადარეცხვა-გამორცეხვას და გადაადგილებას წყლის, ქარის ან სხვა მექანიკური ენერგიის მოქმედების შედეგად ნამარხის სახით ოდესღაც ცოცხალ არსებათა მხოლოდ მცირე ნაწილი ინახება. სიკვდილის შემდეგ ცოტა ცხოველს თუ ფარავს ნალექი. ბევრ მათგანს მტაცებლები კლავენ, რომლებიც მათ ძვლებს მიმოფანტავენ. საპროფაგებმა7 შეიძლება გაიყოლონ სხეულის ნაწილები; მწერები, ბაქტერიები და ამინდი კი მალევე ანადგურებს დარჩენილ ნაწილებს. შედეგად, ნაპოვნი ნამარხები ხშირად არასრულია. ზოგ ტერიტორიაზე, შესაძლოა, განამარხებისთვის საჭირო პირობები არ ყოფილიყო, ან შეიძლება ნამარხი იმდენად ფრაგმენტული და სხვა დროის ნარჩენებთან შერეული იყოს, რომ სამეცნიერო მიზნებით გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. ამასთან, ნამარხები ბევრგან შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ ხშირად ისინი ღრმადაა ჩამარხული, რაც შეუძლებელს ხდის მკვლევარებისთვის მათ შესწავლასა და დათარიღებას. იღბლიან შემთხვევებში, ქარის ან წყლის მიერ გამოწვეული ეროზია სწორედ ნამარხის შემცველ ფენას მოაშიშვლებს ხოლმე. არქეოლოგიური ძეგლის მიგნების შემდეგ იწყება სისტემატური გათხრითი სამუშაოები დამარხული ნარჩენების გამოსავლენად. გათხრების პროცესში პალეოანთროპოლოგებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ნამარხის კონტექსტის აღსაწერად. კონტექსტი ნიშნავს ნამარხის ან არტეფაქტის ზუსტ პოზიციას გარემომცველ ნალექთან ან ნებისმიერ მასალასთან მიმართებით. თუ ზუსტი ლოკაცია და კონტექსტი ცნობილია, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი ნამარხი ფორმის დათარიღება და ინტერპრეტაცია. მიწიდან ამოღების შემდეგ, პირველი ნაბიჯი ნამარხისა და მასთან დაკავშირებული მასალების ფრთხილად გაწმენდაა. ნამარხები უმეტესად ინახება გამაგრებულ, მინერალიზებულ ნარჩენში და მისი გაწმენდა შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. ნალექის ფრთხილი შესწავლა ხანდახან ამჟღავნებს მოლუსკების, ზღვის წყალმცენარეებისა და ყვავილის მტვრის უმცირეს ნამარხებს. გათხრებში აღმოჩენილ არტეფაქტებსა და ფაუნის ნარჩენებს კატეგორია ენიჭება და ფრთხილად აღიწერება, ადრეული ადამიანის ნარჩენების ნამარხები კი რეკონსტრუირდება. პალეოანთროპოლოგი ცდილობს, რომ აღმოჩენები სხვა აღმოჩენებსა და ინტერპრეტაციებს 7 საპროფაგები - ორგანიზმები, რომლებიც საკვებად სხვა მკვდარი ორგანიზმების ნარჩენებს იყენებენ დაუკავშიროს. ცნობილი ფაქტების მომრავლებასთან ერთად, თავდაპირველი ინტერპრეტაცია შეიძლება დაადასტურონ, შეცვალონ ან არასწორად მიიჩნიონ. არქეოლოგიური კვლევა არქეოლოგიური კვლევა ანთროპოლოგიის ის ქვედარგია, რომელიც ადრეული ადამიანების კულტურას გადარჩენილი ნივთიერი წყაროების მეშვეობით შეისწავლის. კულტურა ანთროპოლოგიის ფუნდამენტური ნაწილია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები სიტყვა „კულტურაში“ გულისხმობენ „მაღალ კულტურას“: შექსპირის ნაწარმოებებს, ბეთჰოვენის სიმფონიებს და ა.შ. თუმცა, ანთროპოლოგები ამ ტერმინს უფრო ფართო გაგებით იყენებენ და მასში გულისხმობენ ცხოვრების საერთო გზას, რაც მოიცავს ღირებულებებს, რწმენებსა და ნორმებს, რომლებიც კონკრეტულ საზოგადოებაში თაობიდან თაობას გადაეცემა. ასე რომ, კულტურა შეიცავს ადამიანის აქტივობის ყველა ასპექტს, დაწყებული ხელოვნებით, პოპულარული გასართობებითა და ყოველდღიური ქცევით, დამთავრებული ყველაზე ღრმად ჩანერგილი რელიგიური რწმენებით. ფიზიკურ მასალებზე დაყრდნობით წარსულის კულტურების ახსნის დროს არქეოლოგები ერთ ჩვეულ სირთულეს აწყდებიან. თავისი ბუნებით, კულტურა არ არის ნივთიერი - ის ეხება საზოგადოების არახელშესახებ პროდუქტებს, (როგორებიცაა ღირებულებები, რწმენები, რელიგია და ნორმები) რომლებიც არ კონსერვირდება არქეოლოგიურად. აქედან გამომდინარე, არქეოლოგები უნდა დაეყრდნონ არტეფაქტებს - ადრეული საზოგადოების ფიზიკურ ნარჩენებს. წარსულის ამ მემკვიდრეობას ნივთიერი კულტურა ეწოდება. ნივთიერი კულტურა შეიცავს ადამიანების საზოგადოების ფიზიკურ პროდუქტებს (იარაღები, ტანსაცმელი...). ნივთიერი კულტურის უძველესი ნაკვალევია 2.5 მილიონი წლის წინანდელი ქვის იარაღები: მარტივი ცულები, საფხეკები და ა.შ. თანამედროვე ნივთიერი კულტურა მოიცავს ყველა ფიზიკურ საგანს, რომელსაც ახლანდელი საზოგადოება აწარმოებს ან წარსულიდან ინახავს, როგორებიცაა: იარაღები, ქუჩები, ნაგებობები, სახლები, სათამაშოები, წამლები თუ ავტომობილები. კულტურული ანთროპოლოგია - სწავლება თანამედროვე ადამიანის პოპულაციების შესახებ - არქეოლოგებს ეხმარება, გაიგონ, თუ როგორ მუშაობს კულტურული სისტემები და როგორ შეიძლება აირეკლოს ამ სისტემის ნაწილები არქეოლოგიურ მასალაზე. ისტორიის არქეოლოგია ზოგ არქეოლოგს როგორც წერილობითი ჩანაწერების, ისე გადმოცემული ზეპირი ისტორიების ფუფუნება აქვს, რაც მას აღმოჩენების ინტერპრეტაციაში ეხმარება. მკვლევარები ძველი ეგვიპტის ღირსშესანიშნაობებს, ახლო აღმოსავლეთის, ანტიკური საბერძნეთის და რომის ისტორიულ ძეგლებს, ჩინურ ცივილიზაციას, მაიას ტომის ტაძრებსა თუ შუა საუკუნეების ევროპის დასახლებებს სწავლობენ. ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი წერილობით წყაროებს მიეკუთვნება, რომლებიც რელიგიური ტექსტებიდან აღმომჩენის საგადასახადო ჩანაწერამდე რანჟირდება. რატომ უნდა ვეძიოთ არქეოლოგიური მასალები, თუ წერილობით წყაროებს და ზეპირ ტრადიციებს შეუძლიათ ისტორიის მოყოლა? სახელმწიფოს მმართველის ცხოვრება, სავაჭრო კონტრაქტების ჩანაწერები, ან ციხის კონსტრუქციის თარიღი შესაძლოა შემონახული იყოს, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება იშვიათად იყო ხოლმე მატიანეების ინტერესის ობიექტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩანაწერები მწერლის კულტურულ და/ან პირად ხედვას ირეკლავს ხოლმე. არქეოლოგიური საბუთები არქეოლოგიური საბუთები სხვადასხვანაირად აღწევს ჩვენამდე. ქვის არტეფაქტები კარგად უძლებენ დროს, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ადრეულ ადამიანებზე ჩვენი ცოდნა, ძირითადად, ქვის იარაღებზეა დამყარებული. კერამიკა და მინა კარგად ინახება, მაგრამ რკინა იჟანგება, ხოლო ორგანული მასალები, მაგალითად, ძვალი, ქსოვილი, ქაღალდი, ხე, ძირითადად, სწრაფად ქრება. ისეთ გარემო პირობებში, სადაც იზღუდება მწერისა და მიკრობული მოქმედება და ლოკაცია სხვადასხვა ელემენტებთან შერწყმისგან დაცულია, გასაოცრად კარგად შეიძლება შემორჩეს არქეოლოგიური მასალები. არსებობს ზოგი საოცარი შემთხვევა, როდესაც ნივთები სწრაფად გაიყინა. ასეთი შემთხვევის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ Ötzi (Ötzi the Iceman)8, 1991 წელს აღმოჩენილი 5,300 წლის წინანდელი სპილენძის ხანის კაცი, რომელიც იტალიაში, ტიროლის მთებში აღმოაჩინეს. მის სხეულთან ერთად იყო ხის ჩანთა, ხის თასი, 14 ძვლის ისარი და ტანსაცმლის ფრაგმენტები. წყალგაუმტარმა გარემომ, ძალიან მშრალმა კლიმატმა, ან სწრაფმა განამარხებამ, შესაძლოა, არაჩვეულებრივი პირობები შექმნას წარსულის ნაშთების შენახვისთვის. ასეთი უნიკალური შემთხვევები კი არქეოლოგს ბევრად მეტ ინფორმაციას აწვდის, ვიდრე ის ჩვეულებრივ სურათი 1: „ყინულის კაცის“ რეკონსტრუქცია შემთხვევაში შეძლებდა მოპოვებას. არქეოლოგების დიდი დრო არტეფაქტების შესწავლას ეძღვნება. არტეფაქტი ეწოდება ნებისმიერ ნივთს, რომელიც დამზადებულია ან გადაკეთებულია ადამიანის მიერ. ადამიანის აქტივობის არაპორტაბელურ(=რომლის გადატანაც შეუძლებელია) კვალს უძრავი არტეფაქტი, ანუ კომპონენტი ეწოდება (ინგლისურად: feature). ასეთი შეიძლება იყოს კვარცხლბეკი, კედელი, კიბე, სადრენაჟო სისტემა, ნაგავსაყრელი და ა.შ. არქეოლოგები ასევე იკვლევენ იმ ნივთებსაც, რომლებიც არქეოლოგიურ ძეგლებში იპოვეს, მაგრამ ადამიანის მიერ არ არის დამზადებული. არაარტეფაქტული ორგანული და გარემოს ნარჩენები ეკოფაქტებია. მაგალითად, ცხოველთა ძვლები, ნიჟარები ან მცენარეები გვიყვება კვების რაციონის შესახებ, ხოლო ხანძრისა თუ წყალდიდობის ნაკვალევები იმდროინდელი 8ყინულის კაცის (Ötzi the Iceman) სხეული შემონახულია ძვ.წ. 3300 წლიდან და ეკუთვნის 25-35 წლის კაცს, სიმაღლით 1.6 მ, წონით 50 კგ. კლიმატური პირობების შესახებ გვიამბობს. არქეოლოგიური ძეგლის მდებარეობის დადგენა 1940 წელს, საფრანგეთში, მონტინაკის მახლობლად, სკოლის მოსწავლე ბიჭები თავიანთი ძაღლის ორმოდან ამოყვანის დროს მიწისქვეშა გამოქვაბულში აღმოჩნდნენ. კედლები დახვეწილი, წითელი და შავი ნახატებით იყო დაფარული, რომლებზეც ბიზონები, ცხენები და ირმები იყო გამოსახული. ბიჭებმა ლასკოს სურათი 2: ლასკოს მღვიმის მოხატულობა მღვიმე, პალეოლითური გამოქვაბულის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ნიმუში აღმოაჩინეს. ამგვარი შემთხვევითი აღმოჩენები არქეოლოგიური ნაშთების პოვნაში, ისევე, როგორც პალეოანთროპოლოგიურ კვლევაში, მნიშნელოვან როლს თამაშობს. თუმცა, როგორც წესი, მკვლევრებს უწევთ კონკრეტული ტერიტორიის, რეგიონისა თუ ქვეყნის სისტემატური გამოკვლევის ჩატარება, რათა არქეოლოგიურ ძეგლს მიაგნონ. ისინი, ჩვეულებრივ, იწყებენ უკვე არსებული აღწერილობების, რუკებისა და ცნობების შესწავლით, რათა მიაგნონ მინიშნებას ძეგლის შესახებ. ადგილობრივებმა შესაძლოა, ასევე დიდი დახმარება გაუწიონ არქეოლოგებს აღმოჩენის გაკეთებაში. რასაკვირველია, ზოგიერთი არქეოლოგიური ძეგლი უფრო ადვილად მისაგნებ ადგილასაა განლაგებული, ვიდრე სხვები: ეგვიპტეში, კაიროს მახლობლად მდებარე დიდი პირამიდები, სთოუნჰენჯი სამხრეთ ინგლისში და ათენის პართენონი არასდროს დაკარგულა. მრავალი სხვა ძეგლის მიგნება შედარებით რთულია. ადრეული ადამიანების დასახლებები, ჩვეულებრივ პატარა იყო და მიწაში მხოლოდ მათი ეფემერული კვალია შემორჩენილი. ბევრ შემთხვევაში ისინი შეიძლება ნალექის მრავალი ფენით იყოს დაფარული, თუმცა მიწის ზედაპირის გამოკვლევამ, შესაძლოა, არტეფაქტების ნამსხვრევები ან ნიადაგის შეფერილობის ცვლილება გამოავლინოს, რამაც მინიშნება მოგვცეს განამარხებული ნაშთების თაობაზე. ზოგჯერ ბუნება უნებლიედ ეხმარება არქეოლოგებს. მაგალითად, ქარის ან წვიმის მიერ გამოწვეულმა ეროზიამ შესაძლოა ძეგლები თვალსაჩინო გახადოს. არქეოლოგიური მასალების მოსაძიებლად არქეოლოგებმა ასევე შეიძლება გამოიყენონ გზის გაყვანისა და სამშენებლო სამუშაოები, ახლად დახნული მიწა და ა.შ. საველე სამუშაოზე არქეოლოგი განსაზღვრავს, თუ რომელი მონაკვეთები უნდა შეირჩეს გამოსაკვლევად. არქეოლოგიურ კვლევებში ზოგიერთ შემთხვევაში, რეგიონი, ხეობა ან მონაკვეთი იყოფა ბადისებურად, “კვადრატებად”, რომელსაც შემდგომ სისტემატურად გამოიკვლევენ. ბევრი კვლევა მიწის ქვეზედაპირის შესწავლას მოიცავს. ეს შეიძლება მოხდეს გარკვეულ ინტერვალებზე ბურღის ან ბარის მეშვეობით ნიადაგში სადაზვერვო ჭრილების გაკეთებით. ამ ტექნიკამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცეს არქეოლოგიური ძეგლის ადგილმდებარეობის, მასშტაბისა თუ არქეოლოგიური მასალის ტიპის შესახებ. ამასთან, დღესდღეობით, სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაცია არქეოლოგებს საშუალებას აძლევს, დაზვერონ დამარხული ძეგლები გათხრების წარმოების გარეშე. პროტონული მაგნიტომეტრი არის სენსორი, რომელსაც შეუძლია, დააფიქსიროს განამარხებული არტეფაქტებით გამოწვეული განსხვავება ნიადაგის მაგნიტურ ველებს შორის. განამარხებული არტეფაქტის შემცველი ფენა გარემომცველი ხელშეუხებელი ნიადაგის ფენებისგან განსხვავებული იქნება. ვინაიდან მაგნიტომეტრს საკვლევი ტერიტორიის თავზე სისტემატურად ამოძრავებენ, შესაძლებელი ხდება ნიმუშების რუკის შექმნა. ელექტრული წინაღობის მზომი გამოიყენება მიწაში არსებულ ელექტროდებში გამავალი ელექტრული დინების გასაზომად. განსხვავებები ელექტრულ დინებაში მიანიშნებს განსხვავებაზე ნიადაგის ტენიანობის დონეში, რაც მიანიშნებს განამარხებული არხების, საძირკვლებისა და კედლების არსებობის შესახებ - ისინი ტენიანობის სხვადასხვა დონეს ინარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მაგნიტომეტრისა და წინაღობის მზომის მეშვეობით შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა შეიძლება, მათი შესაძლებლობები შეუზღუდავი არაა. განამარხებულმა მეტალმა შეიძლება შეცვალოს სხვა ნივთიერებების მაგნიტური მაჩვენებლები, ხოლო მილიდან გამოჟონილმა წყალმა შეიძლება არაზუსტი გახადოს წინაღობის მზომის მაჩვენებლები. ორივე ტექნოლოგიამ შეიძლება მოგვცეს დამაბნეველი მონაცემები. დისტანციური დაკვირვება არქეოლოგიური ძეგლის მისაგნებად კიდევ ერთი დამხმარე საშუალებაა. აეროფოტოგრაფიასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები პირველ მსოფლიო ომამდეც ტარდებოდა, თუმცა სწორედ ომის დროს იქნა აღიარებული მისი პოტენციური მნიშვნელობა არქეოლოგიური კვლევებისათვის. პილოტები ამჩნევდნენ, რომ ზოგიერთი ძეგლი, რომელიც მიწაზე შეუმჩნეველი რჩებოდა, მკაფიოდ ჩანდა ჰაერიდან. კიდევ უფრო თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციები, როგორიცაა ინფრაწითელი ფოტოგრაფია, გვეხმარება, შევამჩნიოთ განსხვავებები მცენარეულობაში და უფრო ადვილად შესამჩნევს ხდის მიტოვებულ დასახლებებსა და მიწის დამუშავების ადრინდელ მეთოდებს. აეროფოტოგრაფიას დიდი მნიშვნელობა აქვს ძეგლების ადგილმდებარეობის დადგენისას, რუკების შედგენასა და ინტერპრეტაციაში. დათარიღების მეთოდები როდინდელია? ეს მარტივი შეკითხვა ფუნდამენტურია წარსულის შესწავლაში. წარსულში მომხდარი მოვლენების ქრონოლოგიურად განლაგების გარეშე, შეუძლებელია ევოლუციური ცვლილების, კულტურული განვითარებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლა. პალეონტოლოგები და არქეოლოგები დათარიღების მრავალ სხვადასხვა ტექნიკას იყენებენ. განამარხებული ობიექტის ან მატერიის ასაკის დასამტკიცებლად ერთდროულად დათარიღების რამდენიმე ტექნიკა შეიძლება იქნას გამოყენებული. დათარიღების მეთოდები შეიძლება დაიყოს ორ ზოგად კატეგორიად; ფარდობითი დათარიღება და რიცხობრივი დათარიღება. ფარდობითი დათარიღება ფარდობითი დათარიღებით კონკრეტული განამარხებული ნივთების, არტეფაქტების ან განამარხებული ადგილების ასაკი ერთმანეთთან მიმართებით დგინდება. ანუ, რომელი უფრო ძველია ან ახალი. ფარდობითი დათარიღების მეთოდი, ნივთის შექმნის დროსა ან მის ასაკზე ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა, ის უბრალოდ მიგვანიშნებს იმაზე, თუ როდინდელი შეიძლება იყოს ნამარხი სხვა ნივთთან მიმართებით. სტრატიგრაფული დათარიღება ფარდობითი დათარიღების ყველაზე უბრალო მაგალითია სტრატიგრაფული დათარიღება (ინგ. Stratigraphic dating), ტექნიკა, რომელიც მე-17 საუკუნეში დანიელმა მეცნიერმა, ნილს სტენსენმა (1638-1687) განავითარა. დღეს, სტენსენი უფრო ცნობილია მისი სახელის ლათინური ვარიანტით, ნიკოლას სტენო (Nicholas Steno). სტენო იყო პირველი ვინც ივარაუდა, რომ არტეფაქტები დალექვის გამო, დროთა განმავლობაში ქვისმაგვარ, გამყარებულ გარსს იკეთებდნენ. გარსზე დაკვირვებით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, რომ მას შრეები აქვს. სტენოს სუპერპოზიციის კანონის თანახმად (ინგ. Law of Superposition), ქვის ყველაზე ზედაპირული შრე, ყველაზე ახალი, ხოლო მომდევნო შრეები და მათ შორის ყველაზე ღრმად მდებარე, უფრო მეტად ძველია. სწორედ ეს დასკვნა უდევს საფუძვლად სტრატიგრაფულ დათარიღებას. არქეოლოგიური არე წარმოადგენს სტრატიგრაფიული დონეების, შრეების “ნამცხვარს”, რომელიც შეიცავს კულტურულ ნივთებსა თუ, მაგალითად, ნასახლარების ნარჩენებს, გახრწნილ ორგანულ ნივთიერებებსა და ბუნებრივ სტრატას9, რომელიც შეიძლებოდა შემორჩენილიყო მაგ. დატბორვის შემდეგ. ადამიანთა აქტივობის ნარჩენები შეიძლება გასაოცარ სიღრმეზე აღმოჩნდნენ. 9სტრატა – დანალექი ქვის ფენა, შრე. როგორც ყველა ფარდობითი დათარიღების მეთოდი, სტრატიგრაფული დათარიღება მკვლევარებს არ აძლევს საშუალებას, ზუსტად დაათარიღონ ნამარხი ან არტეფაქტი. ის საშუალებას იძლევა დავადგინოთ, თუ რომელი უფრო ძველია ან ახალგაზრდა. ეს ტექნიკა მნიშვნელოვანია პალეოანთროპოლოგიური და არქეოლოგიური ინტერპრეტაციისთვის, რადგან ის საშუალებას აძლევს მკვლევარს, შეაფასოს ცვლილება დროის მანძილზე. თუმცა მკვლევრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არქეოლოგიურ ნარჩენებზე შეიძლება ემოქმედათ, მაგალითად, დედამიწის ქერქში ან მანტიაში ძვრებს, რა დროსაც სტრატიგრაფული შრეების კანონზომიერება, თანმიმდევრობა დაირღვეოდა. ფაუნური თანმიმდევრობა უილიამ სმითი (William Smith)10, ინგლისის გეოლოგიის მამა (1769-1839), ერთერთი პირველი იყო, ვინც ნამარხების ადგილმდებარეობის სისტემური აღწერა დაიწყო. როცა ინგლისში რხებისა და სარკინიგზო ხაზების აქტიური მშენებლობა დაიწყო, სმითმა შეამჩნია, რომ ქვის შრეებში, რომლებიც მშენებლობის პროცესში მოშიშვლდა, ერთი და იგივე ტიპის ნამარხები დაახლოებით ერთი და იგივე თანმიმდევრობით იჩენდნენ თავს. მან მალევე აღმოაჩინა, რომ ქვის შრეებიდან აღებული ნიმუშები შემცველობის მიხედვით შეეძლო სწორი სტრატიგრაფიული თანმიმდევრობით განელაგებინა. ამდენად, სმითმა ფაუნური თანმიმდევრობა აღმოაჩინა. ინფორმაცია ნამარხების ფარდობით ასაკზე ნათელს ფენს ბევრი ობიექტის ან ორგანიზმის არსებობის მიახლოებით პერიოდს. ძვლების დათარიღების მეთოდები -FUN ტრიო აღმოჩენილი ძვლების ასაკის დასადგენად მეცნიერები ფტორის (F), ურანისა (U) და აზოტის (N) შემცველობას ზომავენ. ამ მეთოდებს, რომლებიც ერთდროულად შეიძლება 10უილიამსმითი (William Smith) - მე-18 საუკუნეში დაბადებული ინგლისელი ინჟინერი და გეოლოგი, რომელიც ცნობილია სტრატიგრაფიის მეცნიერების ჩამოყალიბებისთვის. მისი ინგლისისა და უელსის დიდი გეოლოგიური რუკა დღემდე სტილისტურ ეტალონს წარმოადგენს გეოლოგიური რუკებისთვის, ხოლო მის მიერ შემოღებული ტერმინები დღემდე გამოიყენება სტრატას დახასიათებაში. გამოვიყენოთ, FUN ტრიოს უწოდებენ. მას შემდეგ, რაც ძვლები ნამარხად იქცევა, „სამარხში“ თანდათანობით, ბუნებრივად, თავს იყრის ფტორი და ურანი. შესაბამისად, ამ ელემენტების რაოდენობის განსაზღვრით, მეცნიერებს შეუძლიათ შეაფასონ თუ რა დრო გაატარა აღმოჩენილმა ძვლებმა სამარხში. რაც შეეხება აზოტს, იგი საპირისპიროდ იქცევა. რაც დრო გადის, მისი რაოდენობა ნელ- ნელა იკლებს. ცოცხალი ცხოველის ორგანიზმში N-ის რაოდენობა დაახლოებით 4%-ია, და ხრწნის დაწყებიდანვე მისი რაოდენობა მუდმივად მცირდება. ამ შემთხვევაშიც, დარჩენილი აზოტის პროცენტული მაჩვენებელი მეცნიერებს ეხმარება, რომ განსაზღვრონ ძვლის ასაკი. FUN ტრიოს თითოეული მეთოდი ასევე ფარდობითია, რადგან მათი სიზუსტე დამოკიდებულია გარემოზე, სადაც სამარხი მდებარეობს. კონკრეტულად კი, რადგან ბუნებრივი პირობები ყველგან განსხვავებულია, ცხადია, ნიადაგში ყოველთვის თანაბარი პროპორციით არ გვხვდება FUN-ის ელემენტები, ზოგ შემთხვევაში მათი რაოდენობა საშუალოზე მაღალი/დაბალია და ამის გამო, აუცილებელია მხედველობაში გვქონდეს გარემო პირობების ეფექტიც. სერიაცია (Seriation) სერიაცია დათარიღების ერთ-ერთ მეთოდია, რომელიც უშუალოდ აღმოჩენილ არტეფაქტების შესახებ გაკეთებულ ვარაუდებს ემყარება. ანუ, სერიაციის დროს მკვლევრები კარგად აკვირდებიან არტეფაქტებს და ცდილობენ ისინი ერთმანეთს დაუკავშირონ, ან ერთმანეთისგან ისე განასხვაონ, რომ მიიღონ ქრონოლოგიური შეფასება. მაგალითად, კონკრეტულ არტეფაქტებს შორის აღმოაჩინონ ისეთი თვისებრივი განსხვავება, რომელიც დაეხმარება მათ დაადგინონ, თუ რომელი მათგანი უსწრებდა დროში სხვას; იპოვონ რაიმე მონაცემი, რომელიც დროთა განმავლობაში თანდათანობით იცვლებოდა (A- დან B-სკენ, ან პირიქით). რიცხვითი / აბსოლუტური დათარიღება დაახლოებითი დათარიღების მეთოდებისგან განსხვავებით, რიცხვითი დათარიღება რეალურ ასაკს გვაძლევს. რიცხვით დათარიღების მეთოდებს შორის არის ისეთი მეთოდები, რომლებიც რადიოაქტიური დაშლის პროცესს ეყრდნობა - ამ დროს რადიოიზოტოპების ატომები იშლებიან და გამოყოფენ ენერგიას. ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპით დათარიღების მეთოდი რადიოკარბონული დათარიღება, ასევე ცნობილი როგორც ნახშირბად 14-ის მეთოდი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და გამოყენებადი დათარიღების მეთოდია არქეოლოგიაში. რადიოაქტიური დაშლა, როგორც დათარიღების მეთოდი, პირველად ვილარდ ლიბიმ (Willard F. Libby) შეიმუშავა და ამისთვის 1960 წელს ქიმიაში ნობელის პრიზითაც დაჯილდოვდა. როგორც ამ მეთოდის სახელიდანაც ჩანს, ის დაფუძნებულია არასტაბილური იზოტოპის, ნახშირბად 14-ის, რადიოაქტიურ დაშლაზე, რაც მას საბოლოოდ აზოტად გარდაქმნის. ცოცხალი ორგანიზმები ატმოსფეროდან C 14-ს ნახშირორჟანგის სახით ითვისებენ და მისი კონცენტრაცია ორგანიზმში შედარებადია გარემოში არსებულთან. როდესაც ორგანიზმი კვდება, მასში გარემოდან CO2-ის შთანთქმა წყდება. შესაბამისად, ორგანიზმში არსებული ნახშირბად 14 დაშლას იწყებს, თუმცა ატმოსფეროდან მისი ჩანაცვლება დამატებითი ნახშირბადით აღარ ხდება. სხვა რადიოიზოტოპების მსგავსად, ნახშირბად 14-ის დაშლის ტემპი ცნობილია და ის შეგვიძლია გამოვხატოთ როგორც ნახევარ-დაშლის პერიოდი, ანუ ის დრო, რაც საჭიროა, რომ რადიოიზოტოპის ნახევარი დაიშალოს. ნახშირბად 14-ის ნახევარდაშლის დრო არის 5,730 წელი. ორგანიზმში ნახშირბად 14-ის გაზომვით, მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ რამდენი დრო გავიდა მისი გარდაცვალებიდან. ნახშირბადული დათარიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქეოლოგებისათვის, რადგან ის შეგვიძლია გამოვიყენოთ ორგანული ნივთიერებების დასათარიღებლად. (ორგანული ნივთიერებები შეიცავენ ნახშირბადს). ასეთებია, მაგალითად, ხის იარაღები, ძვლოვანი მასალა და ცეცხლის ნარჩენები. მეთოდი ზოგადად ლიმიტირებულია 45,000 წელზე, თუმცა არსებობს 80,000 წლამდე დათარიღებული ნიმუშებიც. ამ თარიღებზე უფრო ძველი ნიმუშების დათარიღება რთულდება, ვინაიდან ორგანიზმებში ნახშირბადის შემცველობა უკვე თიტქმის აღარაა. ამ ლიმიტების გამო ის შეზღუდულად გამოიყენება პალეოანთროპოლოგების მიერ, რადგან მათი ნაპოვნი ნამარხები შეიძლება მილიონობით წლის იყოს, თუმცა, ცხადია, ეს მეთოდი კარგ მიახლოებას მოგვცემს იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ასაკი გაცილებით დიდია. არქეოლოგებისთვის C14, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდია, რადგან მათ ასეთ ძველ ნიმუშებთან მუშაობა არ უწევთ. კალიუმ-არგონის მეთოდი რამდენიმე იზოტოპი, რომელსაც რადიოაქტიური დაშლა ახასიათებს, გვხვდება ვულკანური წარმოშობის ქვებში. ზოგიერთი მათგანი იშლება ძალიან ნელი ტემპით, მილიარდობით წლის განმავლობაში. ორი რადიომეტრული დათარიღების მეთოდი, რომელიც განსაკუთრებით გამოსადეგი აღმოჩნდა პალეოანთროპოლოგებისა და იმ არქეოლოგებისათვის, რომლებიც ადამიანის პირველ წინაპრებს სწავლობენ, არის კალიუმ- არგონის და ე.წ. Fission-track ანუ ურანის გამოსხივების მეთოდი. ეს მეთოდები გამოიყენება არა თვითონ ნიმუშის, არამედ ვულკანური წარმოშობის მტვრისა და ლავის დასათარიღებლად, რომელიც ასოცირებულია რომელიმე კონკრეტულ ნამარხთან. საბედნიეროდ, ბევრ ადგილს, სადაც ნამარხები აღმოჩნდება ხოლმე, ვულკანური აქტივობით მდიდარი წარსული აქვს, შესაბამისად, ასეთ ადგილებში ეს ორი მეთოდი წარმატებით გამოიყენება. ესეთი ადგილებია მაგალითად ოლდუვაი ტანზანიაში და ჰადარი ეთიოპიაში. კალიუმ-არგონის მეთოდი გულისხმობს, რომ მეცნიერები ზომავენ კალიუმის რადიოაქტიური იზოტოპის დაშლას, კერძოდ, K 40-ის, რომელიც დაშლისას გადადის ინერტულ გაზ არგონში. ვულკანის ამოფრქვევის თანმხლები სიცხე ქვებში არსებულ არგონს მთლიანად ათავისუფლებს, ანუ ქვებში აღარ გვაქვს არგონი, მაგრამ მასში რჩება კალიუმი. 40 როდესაც ქვა ცივდება, K 40 იწყებს არგონად დაშლას ( Ar). რადგან ჩვენ ვიცით კალიუმის არგონად გარდაქმნის ტემპი, ქვაში დაგროვებული არგონის რაოდენობის ანალიზით შეგვიძლია გავარკვიოთ მისი ასაკი. რადგანაც კალიუმ 40-ის ნახევრად დაშლის პერიოდი 1,3 მილიარდი წელია, ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ ძალიან ძველი ნიმუშების დასათარიღებლად - ისეთების, როგორიცაა პირველი ჰომინინების ნამარხები. ეს მეთოდი ძირითადად 100,000 წლის, ან უფრო ძველი ნიმუშების დასათარიღებლად გამოიყენება, თუმცა ის რიგ შემთხვევებში ბევრად უფრო ახალგაზრდა, რამდენიმე ათასი წლის ნამარხზეც გამოუყენებიათ. Fission-track მეთოდი ეს მეთოდიც, მსგავსად წინა რამდენიმე მეთოდისა, ეყრდნობა რადიოაქტიური იზოტოპის, კერძოდ, ურან 238-ის ნახევრად დაშლის პერიოდს. ურანი ენერგიას თანაბრად ასხივებს. გარკვეულ მინერალებში, ენერგიის გამოსხივება ტოვებს ფიზიკურ კვალს, რომლის დათვლის მეშვეობითაც მეცნიერებს საკმაო სიზუსტით შეუძლიათ ივარაუდონ როდის მოხდა კონკრეტული ქვის ფორმირება. ეს მეთოდი გამოიყენება 300,000-დან 4,5 მილიარდ წლამდე ნიმუშების დასათარიღებლად, ამიტომ შეიძლება რიგ შემთხვევებში ის კალიუმ- არგონის დათარიღებასთან ერთად გამოვიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ძირითადად პალეოანთროპოლოგიაში გამოიყენება, ზოგჯერ ამ გზით შეგვიძლია დავათარიღოთ ადამიანის მიერ წარმოებული მინის ჭურჭელიც. თერმოლუმინესცენციით დათარიღება თერმოლუმინისცენციის მეთოდი ასევე ეფუძნება რადიოაქტიურ დაშლას, თუმცა, წინებთან შედარებით, ეს მეთოდი განსხვავებულად მუშაობს და ემყარება კრისტალიზებულ მინერალებში გაჭედილი ელექტრონების რაოდენობას. ელექტრონები ძირითადად სამი ელემენტის დაშლიდან მომდინარეობს, ესენია ურანი U, თორიუმი Th და რადიოაქტიური კალიუმი K40. ეს მინერალები სხვადასხვა კონცენტრაციებით გვხვდება გეოლოგიურ ნიმუშებში. ამ მეთოდის გამოსაყენებლად აუცილებელია, რომ ნიმუში წარსულში ყოფილიყო გაცხელებული (მაგალითად კერამიკის ჭურჭელი), ვინაიდან სიცხე ათავისუფლებს დატყვევებულ ელექტრონებს, რიასაც მოჰყვება კრისტალებში ელექტრონების ხელახალი დაგროვება. ელექტრონების დაგროვების ტემპის გაზომვით და ნიმუშში მათი რაოდენობის დათვლით კი შეგვიძლია გამოვითვალოთ ნიმუშის ასაკი. ეს მეთოდი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვაძლევს საშუალებას დავათარიღოთ უშუალოდ ნაპოვნი არტეფაქტები და არა მათთან ასოცირებული სტრატიგრაფული ელემენტები, როგორც წინა დათარიღების მეთოდებში. თერმოლუმინესცენცია ხშირად გამოიყენება ხელნაკეთი ნივთების წლოვანების დასადგენად; მრავალი თიხის, ქვის, ხის და მსგავსი მასალის ხელსაწყოებისა და ნივთების დათარიღება ხდება უმაღლესი სიზუსტით. განსაკუთრებით ხშირად იყენებენ მას კერამიკის ნივთების დასათარიღებლად, რომლებიც საკმაოდ ხშირად გვხვდება ბოლო 10,000 წლის პერიოდში. რაც შეეხება ქვის იარაღებს, მათ დასათარიღებლად თერმოლუმინესცენცია იმ შემთხვევაშია ხელსაყრელი მეთოდი, თუ ეს იარაღები შექმნის დროს გაუცხელებიათ (ზოგიერთი ქვა გაცხელებისას უფრო ადვილად დამუშავებადი ხდება), ან თუ მათზე მოხდა ტემპერატურით ზემოქმედება. ასევე, რაც ძალიან საინტერესოა, ამ მეთოდს გაყალბებული ანტიკური ნივთების იდენტიფიკაციაც შეუძლია. დენდროქრონოლოგია დენდროქრონოლოგია დათარიღების უნიკალური მეთოდია, რომელიც ზოგიერთი ჯიშის ხეში რგოლების დათვლას გულისხმობს. პრინციპი შემდეგია: ერთი რგოლი შეესაბამება ერთ წელს, ხის ასაკი შეიძლება გავარკვიოთ რგოლების საერთო რაოდენობის დათვლით. ეს პრინციპი საკმაოდ ადრე, მე-18 საუკუნეში, მანასი ქათლერმა შენიშნა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ოჰაიოში არსებული ინდიელების ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილი მინიმუმ 463 წლის იყო. თანამდეროვე დენდროქონოლოგიას საფუძველი ჩაუყარა მე-19-20 საუკუნის მეცნიერმა ა.ე. დაგლასმა (Andrew Ellicott Douglass)11. დღეისათვის პროცესი უფრო კომპლექსურია, ვიდრე უბრალოდ რგოლების რაოდენობის დათვლა. გარდა წლებისა, რგოლები ასევე შეიცავენ ინფორმაციას გარემოზე: სქელი რგოლები ნიშნავს, რომ ამ წლებში ხე უხვად იღებდა წვიმას; თხელი რგოლები კი მშრალ სეზონებს მიანიშნებს. უფრო თბილ რეგიონებში, რგოლის სისქეზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტემპერატურამ და სინათლის ინტენსივობამ. ერთ ლოკაციაზე არსებულ ერთი სახეობის ხეებს მსგავსი თხელი და სქელი რგოლები ახასიათებთ. ეს რგოლები ჩვენ შეგვიძლია “დავადოთ” მიყოლებით უფრო და უფრო ასაკოვანი ხეების რგოლებს; რგოლების ნაწილი ახალგაზრდაა და ასაკოვან ხეში ერთმანეთს დაემთხვევა, ვინაიდან ისინი გარკვეული პერიოდი ერთად “ცხოვრობდნენ”, საბოლოოდ კი შეიქმნება საერთო დენდროქრონოლოგიური მიმდევრობა, რომელშიც მრავალი ხე შედის. სამხრეთ-დასავლეთ ამერიკაში შეადგინეს ფიჭვის ტყის საერთო დენდროქრონოლოგიური მიმდევრობა12, რომელსაც თითქმის 9000 წლით უკან მივყავართ. მსგავსი მიმდევრობები არის ევროპაშიც. დენდროქრონოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად ამერიკის სამხრეთ- დასავლეთში, რადგან იქ არსებული მშრალი პირობები ხშირად კარგად ინახავს ხის მასალას. ხის რგოლები არქეოლოგიური მასალიდან შეიძლება შევადაროთ საერთო დენდროქრონოლოგიურ მიმდევრობას და ამით გავიგოთ ნაპოვნი ხის მოჭრის თარიღი. ასევე უმნიშვნელოვანესია ის, რომ დენდროქრონოლოგია წარმოადგენს დამოუკიდებელ მეთოდს, რომლითაც შეგვიძლია ნახშირბადის მეთოდი გადავამოწმოთ. მაგალითად, ორივე მეთოდით დათარიღებული ხის ფრაგმენტი გვაჩვენებს, რომ ნახშირბად 14-ით მიღებული 3000 წელზე ძველი ნიმუშები, სინამდვილეში უფრო ძველია, ცდომილება კი უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო მეტად ვცილდებით 3000 წელს. ამის მიზეზია დედამიწის ატმოსფეროში არსებული ნახშირბად 14. ვილარდ ლიბის თავდაპირველი დუგლასი (Andrew Ellicott Douglass) - მე-19-20 საუკუნის „დენდროქრონოლოგიის 11ა.ე. მამად“ წოდებული ამერიკელი ასტრონომი და არქეოლოგი, რომელმაც ჩამოაყალიბა დენდროქრონოლოგიის პრინციპები. ობსერვატორიაში მუშაობისას დაიწყო ხის ნიმუშების შეგროვება რწმენით, რომ წლიური რგოლების სიგანე მეტყველებდა წლიურ მზის აქტივობასა და კლიმატურ ცვლილებებზე. 121953 წელს დაიწყო კვლევა ფიჭვის ხის (Pinus longaeva) წლიურ რგოლებზე კალიფორნიის მთებში. ამ კვლევის შედეგად, მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს 8253-წლიანი რგოლური თანმიმდევრობა, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს პალეოეკოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევებში. კალკულაციები დაფუძნებული იყო იმაზე, რომ ნახშირბადის კონცენტრაცია ატმოსფეროში ყოველთვის ერთნაირია, თუმცა ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის იცვლება. დენდროქრონოლოგიამ საშუალება მისცა მეცნიერებს, ნახშირბად 14-ის მეთოდი დაეზუსტებინათ. ინტეპრეტაციები წარსულზე არსებულმა სოციალურმა, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და თეორეტიკულმა მიდგომებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ნაშრომის ინტერპრეტაციაზე. ადრეულ მე-20 ს