კარდიოლოგია PDF

Document Details

EvaluativeHelium9991

Uploaded by EvaluativeHelium9991

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Tags

cardiology medical questions heart disease

Summary

This document contains a set of questions for a cardiology past paper. The questions cover various cardiac conditions, symptoms, and diagnostic procedures.

Full Transcript

**კარდიოლოგია** **1. ჩამოთვლილიდან რა არის დამახასიათებელი ატრიოვენტრიკულური ბლოკადისათვის?** ა) „QRS" ინტერვალის გახანგრძლივება; \*ბ) „PQ" ინტერვალის გახანგრძლივება; გ) „QT" ინტერვალის გახანგრძლივება; დ) „R" კბილის დეფორმაცია. **2. ჰიპერტონული დაავადებისას რენინის შემცველობა სისხლში:** ა) მნ...

**კარდიოლოგია** **1. ჩამოთვლილიდან რა არის დამახასიათებელი ატრიოვენტრიკულური ბლოკადისათვის?** ა) „QRS" ინტერვალის გახანგრძლივება; \*ბ) „PQ" ინტერვალის გახანგრძლივება; გ) „QT" ინტერვალის გახანგრძლივება; დ) „R" კბილის დეფორმაცია. **2. ჰიპერტონული დაავადებისას რენინის შემცველობა სისხლში:** ა) მნიშვნელოვნადაა მომატებული; ბ) უმნიშვნელოდაა მომატებული; გ) ნორმის ფარგლებშია; \*დ) ზოგ შემთხვევაში მომატებულია, ზოგ შემთხვევაში ნორმის ფარგლებშია; ე) დაქვეითებულია. **3. ჩამოთვლილთაგან რა არ ახასიათებს აორტულ სტენოზს?** \*ა) არტერიული ჰიპერტენზია; ბ) სტენოკარდია; გ) სინკოპე; დ) გულის უკმარისობა; ე) თავბრუსხვევა. **4. ჩამოთვლილთაგან რა არ არის დამახასიათებელი მიტრალური სტენოზისთვის?** ა) დიასტოლური შუილი; ბ) მარცხენა წინაგულის დილატაცია; \*გ) სისტოლური შუილი; დ) მიტრალური სარქვლის გაღების ხმიანობა; ე) ტკაცუნა I ტონი. **5. მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური მოცულობა 96 მლ-ია, საბოლოო სისტოლური - 32 მლ. რას უდრის დარტყმითი მოცულობა?** ა) 128 მლ.; ბ) 82 მლ.; გ) 55 მლ.; დ) 70 მლ; \*ე) 64 მლ. **6. გულის შეგუბებითი უკმარისობა მაღალი წუთმოცულობის ფონზე შეიძლება შეგვხვდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიის დროს, გარდა:** \*ა) მიტრალური სტენოზისა; ბ) ჰიპერთირეოიდიზმისა; გ) ანემიისა; დ) ბერი-ბერისა; ე) არტერიო-ვენური ფისტულისა. **7. ქვემოთ მოყვანილი შრატის ფერმენტებიდან რომლის მომატება წარმოადგენს მიოკარდიუმის დაზიანების სპეციფიურ მარკერს?** \*ა) კრეატინფოსფოკინაზა „MB" ფრაქციის; ბ) ლაქტატდეჰიდროგენაზას; გ) კრეატინფოსფოკინაზას; დ) გლუტამატ-ოქსალაცეტატ ტრანსამინაზას. **8. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ბიგემინიის ტიპის პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია დამახასიათებელია:** ა) მიტრალური სტენოზისთვის; ბ) დიურეზული საშუალებების ზედოზირებისთვის; გ) სტენოკარდიისთვის; დ) არტერიული ჰიპერტენზიისთვის; \*ე) გლიკოზიდებით ინტოქსიკაციისთვის. **9. ეკგ-ზე აღინიშნება დადებითი P კბილი, 0, 22 წმ-იანი PQ ინტერვალი, 0, 09 წმ-იანი ხანგრძლივობის „QRS" კომპლექსი. რა ტიპის არითმიასთან გვაქვს საქმე?** \*ა) პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულურ ბლოკადასთან; ბ) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიასთან; გ) მოციმციმე არითმიასთან; დ) მეორე ხარისხის ატრიოვენტრიკულურ ბლოკადასთან; ე) სრულ ატრიოვენტრიკულურ ბლოკადასთან. **10. ჩამოთვლილი დიურეზული საშუალებებიდან რომელია მარყუჟოვანი?** ა) ჰიპოთიაზიდი; ბ) სპირონოლაქტონი; \*გ) ფუროსემიდი; დ) ტრიამტერენი; **11. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული ნიტროგლიცერინთან მიმართებაში?** ა) აიშვიათებს გულის მუშაობას; ბ) აუმჯობესებს კორონარული სისხლის მიმოქცევას; გ) აუმჯობესებს სისხლის განაწილებას; \*დ) აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე; ე) აფართოებს კორონარებს. **12. ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს მოციმციმე არითმიის სადიაგნოზო ელექტროკარდიოგრაფიულ კრიტერიუმს?** ა) თანაბარი „QT" ინტერვალები; \*ბ) „f" ტალღების არსებობა და არათანაბარი „RR" ინტერვალები; გ) „ST" სეგმენტის და „T" კბილის დეფორმაცია; დ) „QRST" კომპლექსების დეფორმაცია. **13. ჰიპერტენზიულ ავადმყოფებში სიკვდილობის უხშირეს მიზეზებს არ მიეკუთვნება:** \*ა) წვრილი ნაწლავის ინფარქტი ბ) თავის ტვინის ინსულტი; გ) თირკმელების უკმარისობა; დ) მიოკარდიუმის ინფარქტი; ე) გულის შეგუბებითი უკმარისობა. **14. პოსტდატვირთვის შემცირება მიზანშეწონილი არ არის:** ა) შეგუბებითი კარდიომიოპათიის დროს; ბ) აორტული ნაკლოვანების დროს; გ) არტერიული ჰიპერტენზიის დროს; \*დ) სუბაორტული სტენოზის დროს; ე) გულის უკმარისობის დროს. **15. მარჯვენა პარკუჭოვანი უკმარისობის შემთხვევაში არ აღინიშნება:** ა) ქვემო კიდურების შეშუპება; ბ) ჰეპატომეგალია; გ) მარჯვენა პარკუჭში საბოლოო დიასტოლური წნევის მომატება; \*დ) ფილტვის კაპილარებში წნევის მომატება; ე) კისრის ვენების შებერვა. **16. ტკივილი გულმკერდში და პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა უპირატესად დამახასიათებელია:** ა) მიოკარდიუმის ინტრამურული ინფარქტისთვის; ბ) გულმკერდის ტრავმისთვის; \*გ) ტრანსმურული ინფარქტისთვის; დ) ვირუსულ პნევმონიისთვის; ე) აორტის განშრევებადი ანევრიზმისთვის. **17. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან სტენოკარდიისთვის პათოგნომურია:** \*ა) დატვირთვის დროს ტკივილი მკერდის ძვლის უკან და „ST" სეგმენტის დეპრესია; ბ) დატვირთვის დროს ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულის არეში; გ) დატვირთვის შემდეგ პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია; დ) „Q" კბილი III და „aVF" განხრებში; ე) ნეგატიური „T" კბილი „V2-V6" განხრებში. **18. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიისთვის არ არის დამახასიათებელი:** \*ა) ექსტრასისტოლური „QRS" კომლექსის ხანგრძლივობა \

Use Quizgecko on...
Browser
Browser