პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (PIN) PDF

Document Details

Uploaded by Deleted User

Tags

პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია პროსტატის კიბო მედიცინა უჯრედული ბიოლოგია

Summary

დოკუმენტი განიხილავს პროსტატის ინტრაეპითელურ ნეოპლაზიას (PIN), რომელიც წარმოადგენს პროსტატის კიბოს წინაპირობას. დოკუმენტი აღწერს PIN-ის სხვადასხვა ტიპებს და მახასიათებლებს, ისევე როგორც მისი კავშირის შესახებ პროსტატის კიბოსთან.

Full Transcript

პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (PIN), როგორც პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა პროსტატის სიმსივნური ქსოვილების ჰისტო-პათოლოგიურმა შესწავლამ საშუალება მისცა მეცნიერებს განესაზღვრათ პროსტატის დაზიანების სპეციფიკური ტიპი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის პროსტატის...

პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (PIN), როგორც პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა პროსტატის სიმსივნური ქსოვილების ჰისტო-პათოლოგიურმა შესწავლამ საშუალება მისცა მეცნიერებს განესაზღვრათ პროსტატის დაზიანების სპეციფიკური ტიპი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის პროსტატის კიბოს უპირველეს წინაპირობას. იგი ცნობილია როგორც პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (PIN). არჩევენ PIN დაზიანების ორ ხარისხს დაბალს (PIN1) და მაღალს (PIN2). თავის მხრივ მაღალი ხარისხის PIN დაზიანება (HGPIN) კლასიფიცირებულ იქნა ოთხ ტიპად 1. კონისებური 2. მიკროპაპილარული 3. ბადისებრი 4. ბრტყელი 1 2 3 4 ცნობილია, რომ PIN - დაზიანებისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ჰისტოპათოლოგიური ანომალიები პროსტატის ეპითელიუმში, რომელიც უჯრედების პროლიფერაციის და დიფერენციაციის პროცესების რღვევით გამოიხატება. კერძოდ, PIN დაზიანების დროს ბაზალური უჯრედები კარგავენ პროლიფერაციულ ფუნქციას, მაშინ როდესაც ამგვარ აქტივობას იძენენ სეკრეტორული უჯრედები. PIN დაზიანება ძირითადად ვლინდება პროსტატის პერიფერიულ ზონაში. დაზიანება, რომელიც გამოიხატება ანთებით-პროლიფერაციული ატროფიით (PIA) წარმოადგენს PIN-ის წინაპირობას. ცნობილია, რომ მაღალი ხარისხის პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზიის (HGPIN) დროს ადგილი აქვს სტრომის დაზიანებას. აღნიშნული დაზიანება ითვლება პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის ნაადრევ მორფოლოგიურ ნიშნად, რომელსაც თან ახლავს ბაზალური შრის მთლიანობის რღვევა აღსანიშნავია ისიც, რომ მაღალი ხარისხის PIN დაზიანების დროს ბაზალური შრე ინტაქტური ან ფრაგმენტული სახით არის შემორჩენილი. ცნობილია, რომ პროსტატის კიბოს ზრდასა და მეტასტაზირებას ხელს უწყობს ახალი სისხლძარღვები, რომლებიც გაძლიერებულად კვებავენ მას. PIN დაზიანების დროს მიკროსისხლძარღვების რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე პროსტატის ნორმალურ ეპითელიუმსა და კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში, თუმცა მათი რიცხვი ნაკლებია CaP-ან შედარებით. პროსტატის BHP-ან განსხვავებით PIN დაზიანების დროს მიკროსისხლძარღვები წარმოდგენილია შედარებით უფრო მოკლე, არასწორ კონტურებიანი ღია სანათურით, რომელშიც სჭარბობს ენდოთელური უჯრედების რიცხვი. როგორც ცნობილია PIN დაზიანებისათვის დამახასიათებელია გენეტიკური ჰეტეროგენულობა, რასაც თან ახლავს ბირთვული და ბირთვაკული ცვლილებები, დნმ-ის შემადგენლობის ცვლილება. ირღვევა უჯრედების დიფერენციაციის და რეგულაციის პროცესები, რაც შემდგომში იწვევს პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას. გარდა ზემოთ აღნიშნულისა ცნობილია, რომ PIN-ის დროს აღინიშნება ქრომოსომული ანომალიები, რომელიც პროსტატის კანცეროგენეზის ნაადრევ PIN - დაზიანების დროს აღმოჩენილია 8p ნიშანს წარმოადგენს. კერძოდ, ქრომოსომის სპეციფიკური უბნების 8p12-21 და 8p22 დელეცია. 8p22-ს, პროგრესირების დამატებით ნიშანს. აღსანიშნავია ისიც, რომ 8p ქრომოსომის სპეციფიკური უბნის დელეციას ადგილი აქვს როგორც პროსტატის სიმსივნეების უმეტეს შემთხვევებში (-80%), ასევე კოლორექტალური და ფილტვის სიმსივნეების დროსაც ცნობილია, რომ NKX3.1 გენი წარმოადგენს პროსტატსპეციფიკურს და მსგავსია იმ რეგულატორული გენების, რომელთა დაკარგვა ხელს უნდა უწყობდეს პროსტატის სიმსივნის ინიციაციის პროცესს ცნობილია ისიც, რომ თაგვებში NKX3.1 გენის მუტაცია იწვევს PIN-ის მსგავსი დაზიანების წარმოქმნას, რომელიც მსგავსია ადამიანის PIN-ის. ადამიანის სიმსივნის სუპრესორული გენის PTEN-ის დაკარგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს PIN დაზიანების დროს. ცნობილია, რომ PTEN გენი კოდირებს ცილას, რომელსაც ახასიათებს ლიპიდ ფოსფატაზური აქტივობა და აკატალიზებს ფოსფატიდი- ლინოზიტო – ფოსფატების, 3′ მდგომარეობაში მყოფი ფოსფატის ჯგუფის ჰიდრო- ლიზს. ფოსფატიდილინოზიტოლი 3 ფოსფატები მონაწილეობენ მთელი რიგი უჯრედული აქტივობის რეგულაციაში, როგორიცაა მაგალითად უჯრედული პროლიფერაცია, ციტოჩონჩხის ჩამოყალიბება და სხვ. ცნობილია, რომ PTEN გენი განიცდის დელეციას ~10%- ით _ PIN დაზიანებისა და პროსტატის პირველადი სიმსივნეების დროს. აღნიშნული ცვლილება უფრო მეტად დამახასიათებელია პროსტატის მეტასტაზური სიმსივნისათვის. (ა) ციტოპლაზმური PTEN ექსპრესია. (ბ) შემცირებული PTEN ექსპრესია, უფრო აშკარა ჯირკვლებში ქვედა მარჯვენა მხარეს. (გ, დ) შესამჩნევად შემცირდა უარყოფითი PTEN გ ექსპრესია ჯირკვალში. ურთიერთ-საწინააღმდეგო შედეგები იქნა მიღებული, რომელიც შეეხებოდა პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზიასა და შრატის PSA-ის კონცენტრაციას შორის დამოკიდებულებას. მკვლევარების გარკვეული ნაწილიმიიჩნევს, რომ PIN დაზიანება გავლენას ახდენს PSA-ის კონცენტრაციაზე. არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, მამაკაცებს რომელთაც ჩაუტარდათ პროსტატის რადიკალური პროსტატექტომია, სისხლის შრატში PSA-ის კონცენტრაცია და PIN ერთმანეთთან არ კორელირებდა. ამგვარად, აღნიშნულ გამოკვლევებზე დაყრდნობით გაკეთდა საერთო დასკვნა: PIN დაზიანება მნიშვნელოვან გავლენას არ უნდა ახდენდეს შრატის PSA-ის კონცენტრაციის ცვლილებაზე, შესაბამისად იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ PIN უბნები და შრატში მომატებული ჰქონდათ PSA-ის კონცენტრაცია, დიდია ალბათობა პროსტატის კიბოს განვითარებისა, ხოლო იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ მაღალი „არისხის HGPIN და შრატში PSA-ის ნორმალური კონცენტრაცია, დამატებით ესაჭიროებათ კლინიკური მკურნალობა, მაგრამ მათში პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი არის დაბალი ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ხარისხის პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (HGPIN) ადამიანებში წარმოადგენს პრეავთვისებიან დაზიანებას კერძოდ: PIN დაზიანება ძირითადად აღინიშნება პერიფერიულ ზონაში, ინვაზიური კარცინომის მსგავსად. PIN დაზიანების დროს აღინიშნება ქრომოსომული ანომალიები PIN-ის არქიტექტურული და ციტოლოგიური ფორმები მიახლოებით მსგავსია ინვაზიური კარცინომის, რომლის დროსაც აღინიშნება ბაზალური შრის დაშლ მადლობა ყურადრებისთვის!

Use Quizgecko on...
Browser
Browser