პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (PIN) PDF
Document Details

Uploaded by LushTelescope1926
Tags
Summary
This document provides information on intraepithelial neoplasia of the prostate (PIN). It discusses the different types of PIN, and how they relate to prostate cancer development. The document details the structure and function of the prostate gland including different zones within it and the different types of cells it is made of.
Full Transcript
პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (PIN), როგორც პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა პროსტატის ჯირკვალი— პროსტატის ჯირკვალი არის მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ორგანო. მოზრდილებში ის დაახლოებით კაკლის ზომისაა და საშუალოდ 11 გრამს იწონის, ზრდასრულებში კი მერყ...
პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (PIN), როგორც პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა პროსტატის ჯირკვალი— პროსტატის ჯირკვალი არის მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ორგანო. მოზრდილებში ის დაახლოებით კაკლის ზომისაა და საშუალოდ 11 გრამს იწონის, ზრდასრულებში კი მერყეობს 7-დან 16 გრამამდე. მდებარეობს მენჯის ღრუში, შარდის ბუშტის ქვემოთ და გარს ეკვრის შარდსადენს. შარდსადენის მასში გამავალ ნაწილს პროსტატის შარდსადენს უწოდებენ, რომელიც უერთდება ორ ეაკულაციური სადინარს. პროსტატის ჯირკვალი დაფარულია გარსით, რომელსაც პროსტატის კაფსულა ან პროსტატის ფასცია ეწოდება. შიდა სტრუქტურას აღწერენ როგორც წილების, ისე ზონების გამოყენებით. უფრო ხშირად გამოიყენება ჯირკვლის ზონებად დაყოფა, რომელიც შედგება სამი ან ოთხი ზონისგან ეს ზონებია: პერიფერიული ზონა(PZ): ჯირკვლის უკანა ნაწილი, რომელიც გარს აკრავს დისტალურ შარდსადენს და დევს კაფსულის ქვეშ. პროსტატის კიბოს დაახლოებით 70-80% პერიფერიულ ზონაში ვითარდება. ცენტრალური ზონა (CZ): ცენტრალური ზონა ესაზღვრება ეაკულაციურ სადინარს. ცენტრალური ზონაში ვითარდება პროსტატის კიბოს დაახლოებით 2,5%-ს; ეს სიმსივნეები უფრო აგრესიულია და ახასიათენთ სათესლე ბუშტუკებში შეჭრის ტენდენცია. გარდამავალი ზონა (TZ): გარდამავალი ზონა აკრავს პროქსიმალურ შარდსადენს. პროსტატის კიბოს 10-20% სწორედ ამ ზონაში ვითარდება. ეს არის პროსტატის ჯირკვლის ზონა, რომელიც იზრდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და იწვევს პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას. პროსტატის ჯირკვალი შედგება: სტრომული ეპითელური ელემენტებისაგან გლუვი კუნთების უჯრედები, ფიბრობლასტები და ენდოთელური უჯრედები ქმნიან სტრომას ეპითელური უჯრედები წარმოადგენილია სეკრეტორული უჯრედებით ბაზალური უჯრედებით ნეიროენდოკრინული უჯრედებით სეკრეტორული უჯრედებით: საჭიროებს ანდროგენების მუდმივ მხარდაჭერას, რათა შეინარჩუნოს თავისი არსებობა და მოახდინოს ბირთვული ანდროგენული რეცეპროტების, პროსტატსპეციფიური ანტიგენის და ციტოკერატინ 8-ისა და ციტოკერატინ 18-ის მუდმივი გამოყოფა. ბაზალური უჯრედები: ბაზალური უჯრედების შრეში სახლობს და მის მუდმივ განახლებას უზრუნველყოფს ღერო უჯრედები. ღერო უჯრედების 70% ფენოტიპურად ბაზალური უჯრედებია დანარჩენი 30% დიფერენცირებულ სეკრეტორულ უჯრედებს წარმოადგენენ. პროსტატის სიმსივნურ ზრდაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ბაზალური უჯრედები ასრულებს. ბაზალურ უჯრედებს გააჩნიათ სეკრეტორულ და ენდოკრინულ-პარაკრინულ უჯრედებად დიფერენცირების უნარი. პროლიფერაციის უნარი ნორმალურ და ჰიპერპლაზიურ უჯრედებში. პროსტატის ეპითელიუმში გამოყოფენ ორ ფუნქციურ უბანს: 1. პროლიფერაციულს (ლოკალიზებულია ბაზალური უჯრედების შრეში და აქვს მაღალი პროლიფერაციული უნარი) 2. დიფერენციულს (აღ. უბანი წარმოადგენს სეკრეტორულ ეპითელიუმს, რომელსაც დაბალი პროლიფერაციული პოტენციალი გააჩნია) პროსტატის ეპითელიუმის დიფერენცირების პროცესში დაცულია მკაცრი ბალანსი ცირკულირებად ანდროგენებსაა და ესტროგენებს შორის: ესტროგენები ასტიმულირებენ ბაზალური უჯრედების პროლიფერაციას, ანდროგენები განაპირობებენ სეკრეტორული უჯრედების დიფერენცირების პროცესს. პროსტატის სიმსივნური ტრანსფორმაცია მოიცავს ორ ტიპს: 1. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპრპლაზია 2. პროსტატის ადენოკაფრცინომული ანუ ავთვისებიანი სიმსივნე პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნე ვითარდება პროსტატის ცენტრალურ ნაწილში. კეთილთვისებიან სიმსივნეს აქვს ზუსტი საზღვარი და მკვრივი კონსისტენცია. იგი ასაკიანი მამაკაცების დაავადება. აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს ჰორმონალურ დისბალანსს (სისხლშI შემცირებულია ანდროგენები, მომატებულია ესტროგენები). ბაზალურ უჯრედებს გაძლიერებული აქვთ პროლიფერაციის უნარი. პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე განვითარებას იწყებს პროსტატის პერიფერიული ზონიდან. აქვს მკვრივი ქვისებრი კონსისტენცია. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით დაავადებულებში შეიძლება გამოიყოს ორი ჯგუფი: 1. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია 2. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ( PING) უბნებით. PIN კერების გაჩენა წარმოადგენს ძლიერ წინაავთვისებიან ცვლილებებს პროსტატის კიბოს განვითარებაში. პროსტატის სიმსივნური ქსოვილების ჰისტო-პათოლოგიურმა შესწავლამ საშუალება მისცა მეცნიერებს განესაზღვრათ პროსტატის დაზიანების სპეციფიკური ტიპი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის პროსტატის კიბოს უპირველეს წინაპირობას. იგი ცნობილია როგორც პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (PIN). არჩევენ PIN დაზიანების ორ ხარისხს დაბალს (PIN1) და მაღალს (PIN2). თავის მხრივ მაღალი ხარისხის PIN დაზიანება (HGPIN) კლასიფიცირებულ იქნა ოთხ ტიპად 1. კონისებური 2. მიკროპაპილარული 3. ბადისებრი 4. ბრტყელი 1 2 3 4 ცნობილია, რომ PIN - დაზიანებისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ჰისტოპათოლოგიური ანომალიები პროსტატის ეპითელიუმში, რომელიც უჯრედების პროლიფერაციის და დიფერენციაციის პროცესების რღვევით გამოიხატება. კერძოდ, PIN დაზიანების დროს ბაზალური უჯრედები კარგავენ პროლიფერაციულ ფუნქციას, მაშინ როდესაც ამგვარ აქტივობას იძენენ სეკრეტორული უჯრედები. PIN დაზიანება ძირითადად ვლინდება პროსტატის პერიფერიულ ზონაში. დაზიანება, რომელიც გამოიხატება ანთებით პროლიფერაციული ატროფიით (PIA) წარმოადგენს PIN-ის წინაპირობას. ცნობილია, რომ მაღალი ხარისხის პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზიის (HGPIN) დროს ადგილი აქვს სტრომის დაზიანებას. აღნიშნული დაზიანება ითვლება პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის ნაადრევ მორფოლოგიურ ნიშნად, რომელსაც თან ახლავს ბაზალური შრის მთლიანობის რღვევა აღსანიშნავია ისიც, რომ მაღალი ხარისხის PIN დაზიანების დროს ბაზალური შრე ინტაქტური ან ფრაგმენტული სახით არის შემორჩენილი. ცნობილია, რომ პროსტატის კიბოს ზრდასა და მეტასტაზირებას ხელს უწყობს ახალი სისხლძარღვები, რომლებიც გაძლიერებულად კვებავენ მას. PIN დაზიანების დროს მიკროსისხლძარღვების რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე პროსტატის ნორმალურ ეპითელიუმსა და კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში, თუმცა მათი რიცხვი ნაკლებია CaP-ან შედარებით. პროსტატის BHP-ან განსხვავებით PIN დაზიანების დროს მიკროსისხლძარღვები წარმოდგენილია შედარებით უფრო მოკლე, არასწორ კონტურებიანი ღია სანათურით, რომელშიც სჭარბობს ენდოთელური უჯრედების რიცხვი. როგორც ცნობილია PIN დაზიანებისათვის დამახასიათებელია გენეტიკური ჰეტეროგენულობა, რასაც თან ახლავს ბირთვული და ბირთვაკული ცვლილებები, დნმ-ის შემადგენლობის ცვლილება. ირღვევა უჯრედების დიფერენციაციის და რეგულაციის პროცესები, რაც შემდგომში იწვევს პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას. გარდა ზემოთ აღნიშნულისა ცნობილია, რომ PIN-ის დროს აღინიშნება ქრომოსომული ანომალიები, რომელიც პროსტატის კანცეროგენეზის ნაადრევ PIN - დაზიანების დროს აღმოჩენილია 8p ნიშანს წარმოადგენს. კერძოდ, ქრომოსომის სპეციფიკური უბნების 8p12-21 და 8p22 დელეცია. 8p22-ს, პროგრესირების დამატებით ნიშანს. აღსანიშნავია ისიც, რომ 8p ქრომოსომის სპეციფიკური უბნის დელეციას ადგილი აქვს როგორც პროსტატის სიმსივნეების უმეტეს შემთხვევებში (-80%), ასევე კოლორექტალური და ფილტვის სიმსივნეების დროსაც ცნობილია, რომ NKX3.1 გენი წარმოადგენს პროსტატსპეციფიკურს და მსგავსია იმ რეგულატორული გენების, რომელთა დაკარგვა ხელს უნდა უწყობდეს პროსტატის სიმსივნის ინიციაციის პროცესს ცნობილია ისიც, რომ თაგვებში NKX3.1 გენის მუტაცია იწვევს PIN-ის მსგავსი დაზიანების წარმოქმნას, რომელიც მსგავსია ადამიანის PIN-ის. ადამიანის სიმსივნის სუპრესორული გენის PTEN-ის დაკარგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს PIN დაზიანების დროს. ცნობილია, რომ PTEN გენი კოდირებს ცილას, რომელსაც ახასიათებს ლიპიდ ფოსფატაზური აქტივობა და აკატალიზებს ფოსფატიდი- ლინოზიტო – ფოსფატების, 3′ მდგომარეობაში მყოფი ფოსფატის ჯგუფის ჰიდრო- ლიზს. ფოსფატიდილინოზიტოლი 3 ფოსფატები მონაწილეობენ მთელი რიგი უჯრედული აქტივობის რეგულაციაში, როგორიცაა მაგალითად უჯრედული პროლიფერაცია, ციტოჩონჩხის ჩამოყალიბება და სხვ. ცნობილია, რომ PTEN გენი განიცდის დელეციას ~10%- ით _ PIN დაზიანებისა და პროსტატის პირველადი სიმსივნეების დროს. აღნიშნული ცვლილება უფრო მეტად დამახასიათებელია პროსტატის მეტასტაზური სიმსივნისათვის. (ა) ციტოპლაზმური PTEN ექსპრესია. (ბ) შემცირებული PTEN ექსპრესია, უფრო აშკარა ჯირკვლებში ქვედა მარჯვენა მხარეს. (გ, დ) შესამჩნევად შემცირდა უარყოფითი PTEN გ ექსპრესია ჯირკვალში. ურთიერთ-საწინააღმდეგო შედეგები იქნა მიღებული, რომელიც შეეხებოდა პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზიასა და შრატის PSA-ის კონცენტრაციას შორის დამოკიდებულებას. მკვლევარების გარკვეული ნაწილიმიიჩნევს, რომ PIN დაზიანება გავლენას ახდენს PSA-ის კონცენტრაციაზე. არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, მამაკაცებს რომელთაც ჩაუტარდათ პროსტატის რადიკალური პროსტატექტომია, სისხლის შრატში PSA-ის კონცენტრაცია და PIN ერთმანეთთან არ კორელირებდა. ამგვარად, აღნიშნულ გამოკვლევებზე დაყრდნობით გაკეთდა საერთო დასკვნა: PIN დაზიანება მნიშვნელოვან გავლენას არ უნდა ახდენდეს შრატის PSA-ის კონცენტრაციის ცვლილებაზე, შესაბამისად იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ PIN უბნები და შრატში მომატებული ჰქონდათ PSA-ის კონცენტრაცია, დიდია ალბათობა პროსტატის კიბოს განვითარებისა, ხოლო იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ მაღალი „არისხის HGPIN და შრატში PSA-ის ნორმალური კონცენტრაცია, დამატებით ესაჭიროებათ კლინიკური მკურნალობა, მაგრამ მათში პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი არის დაბალი გმადლობთ ყურადრებისთვის!