გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები PDF
Document Details
Uploaded by Deleted User
Tags
Summary
This document provides an overview and quiz questions on international maritime rules for avoiding collisions. Navigation, safety, and ship types are some of the main topics covered.
Full Transcript
# გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები 1. რომელ წელს შევიდა ძალაში კოდექსი “შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესების“ შესახებ და რამდენი წესისა და დანართისაგან შედგება იგი დღეს? * 1972 წელს, შედგება 41 წესისა და 4 დანართისაგან * 1960 წელს, შედგება 38 წესისა და 5 დან...
# გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები 1. რომელ წელს შევიდა ძალაში კოდექსი “შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესების“ შესახებ და რამდენი წესისა და დანართისაგან შედგება იგი დღეს? * 1972 წელს, შედგება 41 წესისა და 4 დანართისაგან * 1960 წელს, შედგება 38 წესისა და 5 დანართისაგან * 1972 წელს, შედგება 38 წესისა და 4 დანართისაგან * 1960 წელს, შედგება 41 წესისა და 4 დანართისაგან 2. რამდენი თავისაგან შედგება “შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები“? * 6 თავისგან (A, B, C, D, E, F) * 5 თავისგან (A, B, C, D, E) * 4 თავისგან (I, II, III, IV) * 3 თავისგან (I, II, III) 3. რამდენი ნაწილისგან შედგება COLREG-72-ის თავი B "მანევრირების და ცურვის წესები"? * 3 ნაწილისგან (I, II, III) * 6 ნაწილისგან (A, B, C, D, E, F) * 4 ნაწილისგან (I, II, III, IV) * 4 ნაწილისგან (A, B, C, D) 4. COLREG-72-ის რომელ თავს მიეკუთვნება წესები რომლების გამოიყენება „გემის ნაოსნობისას ხილვადობის ნებისმიერ პირობებში“? * თავი B * თავი A * თავი C * თავი D 5. COLREG-72-ის რომელ თავს მიეკუთვნება წესები რომლების გამოიყენება „ურთიერთხილვადი გემების ნაოსნობისას“? * თავი B * თავი A * თავი C * თავი D 6. COLREG-72-ის რომელ თავს მიეკუთვნება წესები რომლების გამოიყენება „გემების მოძრაობისას შეზღუდული ხილვადობის პირობებში“? * თავი B * თავი A * თავი C * თავი D 7. COLREG-72-ის რომელ თავს მიეკუთვნება „ზოგადი დებულებები“? * თავი A * თავი B * თავი C * თავი D 8. COLREG-72-ის რომელ თავს მიეკუთვნება „მანევრირების და ცურვის წესები“? * თავი B * თავი A * თავი C * თავი D 9. COLREG-72-ის რომელ თავს მიეკუთვნება „შუქების და ნიშნების“ წესები? * თავი C * თავი A * თავი B * თავი D 10. COLREG-72-ის რომელ თავს მიეკუთვნება „ხმოვანი და სინათლის სიგნალების“ წესები? * თავი D * თავი A * თავი B * თავი C 11. რომელია COLREG-72-ის D თავის სათაური * „ხმოვანი და სინათლის სიგნალები“ * „შუქების და ნიშნები“ * „მანევრირების და ცურვის წესები“ * „გემის ნაოსნობა ხედვის ნებისმიერ პირობებში“ 12. რა პირობებში გამოიყენება წესი დაკვირვების შესახებ? * ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობებში * შეზღუდული ხილვადობის პირობებში * დღის ბნელ პერიოდში (მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე) * მოძრაობის სიმჭიდროვისას 13. რომელი პასუხი არის მცდარი დაკვირვების წარმოებასა და შეჯახების შეფასებასთან დაკავშირებით? * გემმა, ზოგადად, არ უნდა გამოიყენოს სანაპირო ნაოსნობის ზონა, როცა მას შეუძლია უსაფრთხოდ ისარგებლოს მოძრაობის გამყოფი ზოლით * ვარაუდი არ უნდა ემყარებოდეს არასრულ ინფორმაციას * შეჯახების საშიშროება უნდა ჩაითვალოს არსებითად თუ მოახლოებული გემის პელენგი არ იცვლება შესამჩნევად. * მუდმივად უნდა აწარმოოს დაკვირვება ირგვლივ მყოფ გემებზე 14. როგორ განმარტავთ ფრაზას „სრულად შეაფასოს სიტუაცია და შეჯახების საშიშროება“? * განუწყვეტლივ უნდა იყოს გაცნობილი გემზე და გემს ირგვლივ არსებულ ვითარებას * შესაბამისი ცოდნა, თუ როგორ შეატყობინოს კაპიტანს აღმოჩენილი ობიექტის შესახებ * შეძლოს სიტუაციის შეფასება მხოლოდ ხედვით და სმენითი დაკვირვებით * ყველა პასუხი სწორია 15. დაასრულეთ ფრაზა: „უსაფრთხო სიჩქარით მოძრაობამ საშუალება უნდა მისცეს გემს...“? * განახორციელოს ჯეროვანი და ეფექტური ქმედება შეჯახების თავიდან ასაცილებლად * დაამუხრუჭოს (გაჩერდეს) ხილვადობის მანძილის ფარგლებში * იმოძრაოს გარშემო მყოფ გემებზე უფრო მცირე სიჩქარით * არ წარმოქმნას ტალღები და კილვატერის კვალი 16. დაასრულეთ ფრაზა „COLREG-72 საერთაშორისო წესები ვრცელდება“: * ყველა გემზე ღია ზღვასა და ყველა, მასთან მიერთებულ წყლებში, რომლებიც განკუთვნილია ნაოსნობისათვის * ყველა წყლებში, გარდა შიდა წყლებისა, სადაც მოძრაობენ საზღვაო გემები * დაინტერესებული ხელისუფლების ტერიტორიულ წყებს გარეთ არსებულ წყლებში, რომლებიც განკუთვნილია ნაოსნობისათვის * ღია ზღვასა და მასთან მიერთებულ წყლებში მცურავ ყველა საზღვაო გემებზე. 17. დაასრულეთ ფრაზა „თუ შეჯახების საფრთხე ეჭვს იწვევს, მაშინ ...“ * უნდა ჩაითვალოს, რომ საფრთხე უკვე არსებობს; * ასეთი საფრთხე არ არსებობს ; * არსებულის შესახებ უნდა ეცნობოს კაპიტანს; * შესაძლებელია წარმოიშვას შეჯახების საფრთხე. 18. დაასრულეთ ფრაზა „გემი მანევრირების შეზღუდული შესაძლებლობით“ არის გემი, რომელიც: * დაკავებულია გამნაღმავი სამუშაოებით * აწარმოებს თევზჭერას ტრალით * დგას ღუზაზე * უმართავია 19. რომელი ფაქტორებია გასათვალისწინებელი უსაფრთხო სიჩქარის განსაზღვრისას (შერჩევისას)? * ქარის, ზღვის, დინების, ხილვადობის მდგომარეობა, მოძრაობის სიმჭიდროვე და ნავიგაციური საშიშროებების სიახლოვე * წინასწარ შეტყობინებული „სავარაუდო მისვლის დრო“ (Expected Time of Arrival ETA) * თქვენი ტიპისა და კლასის გემებისათვის დადგენილი ზოგადი სიჩქარე * გემის დანიშნულებას: სამგზავროა თუ სატვირთო 20. რას ნიშნავს გემი საჰაერო ბალიშებზე (ჰაერბალიშიანი გემი) * გემი რომელიც გადაადგილდება მაღალი სიჩქარით წყლის ზედაპირზე, ძროს ქვემოთ დაჭირხნილი ჰაერის ზემოქმედებით * ნებისმიერ საფრენ აპარატს, რომელსაც შეუძლია წყალზე მანევრირება; * საფრენ საშუალებას, რომელსაც შეუძლია აფრინდეს ან დაეშვას გემბანზე; * მრავალ ფუნქციონალურ გემს, რომელიც მოქმედების ძირითად რეჟიმში დაფრინავს წყლის ზედაპირის მახლობლად, ეკრანული ეფექტის ზემოქმედებით. 21. რას ნიშნავს ტერმინი „ეკრანოპლანი“( Wing-In-Ground craft)? * მრავალ ფუნქციონალურ გემს, რომელიც მოქმედების ძირითად რეჟიმში დაფრინავს წყლის ზედაპირის მახლობლად, ეკრანული ეფექტის ზემოქმედებით. * საფრენ საშუალებას, რომელსაც შეუძლია აფრინდეს ან დაეშვას გემბანზე; * საჰაერო-ბალიშიან სატრანსპორტო საშუალებას; * ნებისმიერ საფრენ აპარატს, რომელსაც შეუძლია წყალზე მანევრირება; 22. ჩამოთვლილი ვარიანტებიდან რომელი წარმოადგენს „გემს მანევრირების შეზღუდული შესაძლებლობით“ ? * გემი, რომელიც ახორციელებს გამნაღმავ სამუშაოებს; * თევზჭერით დაკავებულ გემი; * ღუზაზე მდგომი გემი; * მართვის შესაძლებლობის არმქონე გემი; 23. ჩამოთვლილი ვარიანტებიდან რომელი წარმოადგენს „გემს მანევრირების შეზღუდული შესაძლებლობით“ ? * გემი, რომელიც ახორციელებს ლოცმანის აყვანას ბორტზე; * თევზჭერით დაკავებულ გემი; * ღუზაზე მდგომი გემი; * მართვის შესაძლებლობის არმქონე გემის; 24. ჩამოთვლილი ვარიანტებიდან რომელი წარმოადგენს „გემს მანევრირების შეზღუდული შესაძლებლობით“ ? * საყვინთი სამუშაოებით დაკავებული გემი; * თევზჭერಿთ დაკავებულ გემი; * ღუზაზე მდგომი გემი; * მართვის შესაძლებლობის არმქონე გემი; 25. ჩამოთვლილი ვარიანტებიდან რომელი წარმოადგენს “თავისი წყალშიგითშეზღუდულ გემს”? * გემი უკიდურესად შეზღუდულია თავისი წყალშიგის გამო, არსებულ სიღრმეებთან და სანაოსნო წყლების სიგანესთან მიმართებაში; * ეს ტერმინი ეხება ბუიებით შემოფარგლულ ვიწრობში მოძრავ გემებს, რომლებიც; * ეს გემი მიეკუთვნება გემს მანევრირების შეზღუდული შესაძლებლობით; * ეს ტერმინი ეხება 100 მეტრი და მეტი სიგრძის გემებს; 26. ჩამოთვლილი ვარიანტებიდან რომელი წარმოადგენს “წყალქვეშა კაბელების მომსახურებით დაკავებულ გემს სვლაზე”? * გემი, მანევრირების შეზღუდული შესაძლებლობით; * მართვის შესაძლებლობის არმქონე გემი; * განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი გემი; * გემი, შეზღუდული თავისი წყალშიგით 27. ჩამოთვლილი ვარიანტებიდან რომელი შეესაბამება „მართვის შესაძლებლობის არმქონე გემს“? * გემს, რომელსაც რაიმე გამონაკლისი გარემოებების გამო არ შეუძლია მანევრირება ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად * გემს, რომელსაც შესასრულებელი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, შეზღუდული აქვს ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად მანევრირების საშუალება * გემს მექანიკური ძრავით, რომელიც არსებულ სიღრმეებთან და სანაოსნო წყლების სიგანესთან მიმართებით, თავისი წყალშიგის გამო უკიდურესად შეზღუდულია გადაიხაროს კურსიდან, * მრავალ ფუნქციონალურ გემს, რომელიც მოქმედების ძირითად რეჟიმში დაფრინავს წყლის ზედაპირის მახლობლად, ეკრანული ეფექტის ზემოქმედებით. 28. განმარტებიდან გამომდინარე, რომელ გემს არ შეუძლია დაუთმოს გზა სხვა გემებს? * მართვის შესაძლებლობის არმქონე გემს; * თევზჭერით დაკავებულ გემს; * გემს, რომელიც არ არის სვლაზე; * აფრიან გემს. 29. ჩამოთვლილი ვარიანტებიდან რომელი განსაზღვრება შეესაბამება გემს, რომელსაც მიათრევს ღუზაზე? * მართვის შესაძლებლობის არმქონე გემი * გემი შეზღუდული მანევრირების შესაძლებლობით * გემი შეზღუდული თავისი წყალშიგით 30. COLREG 72-ის განმარტებისას ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორები მოქმედებს „თავისი წყალშიგით შეზღუდულ გემებზე“? * ყველა პასუხი სწორია; * წყლის სიმაღლე (მარაგი) გემის ფსკერის ქვეშ; * გემის სიგრძე და წყალშიგი; * მანევრირებისათვის საჭირო წყლის სივრცე. 31. COLREG-72 წესების მიხედვით, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს შეჯახების საშიშროება არსებულად? * როცა შემხვედრი გემის პელენგი საგრძნობლად არ იცვლება, ხოლო დისტანცია მცირდება; * როცა გადამკვეთი კურსით მოძრავი გემის სიჩქარე მცირდება; * როცა შემხვედრი გემი ცხვირზე კვეთს სხვა გემის კურსს; * როცა ერთი გემი უახლოვდება მეორეს გასწრების მიზნით. 32. ქვემოით ჩამოთვლილიდან რომელი პირობის შესრულება მოეთხოვება რადიოლოკატორით აღჭურვილ გემს? * რადიოლოკატორი უნდა გამოიყენოს შეჯახების საფრთხის განსაზღვრისათვის, თუ არსებული გარემოება და მდგომარეობა ამას მოითხოვს * რადიოლოკატორი შესაძლოა გამოიყენოს არსებული გარემოების და მდგომარეობის გათვალისწინებით. * მუდმივად უნდა გამოიყენოს რადიოლოკატორი შეჯახების საფრთხის განსაზღვრისათვის * რადიოლოკატორი უნდა გამოიყენოს მხოლოდ შეზღუდული ხილვადობის პირობებში 33. შეჯახების საშიშროების შეფასებასთან დაკავშირებული რომელი გამონათქვამი შეესაბამება არსებულ წესებს? * შეჯახების საშიშროება შეიძლება არსებობდეს მოახლოვებულ გემზე პელენგის შესამჩნევად შეცვლის დროსაც * შეჯახების საშიშროება ყოველთვის არსებობს მოახლოვებულ გემზე პელენგის შესამჩნევად შეცვლის დროს * შეჯახების საშიშროება არსებობს იმ შემთხვევაში, თუ გემის პელენგი და დისტანცია უცვლელია * უნდა ჩაითვალოს რომ შეჯახების საშიშროება არსებობს, თუ გემები დაშორებულია ერთმანეთისაგან ერთი მილზე ნაკლები მანძილით 34. რომელი გამონათქვამია ჭეშმარიტი რადიოლოკატორით აღჭურვილ გემებთან მიმართებაში * რადიოლოკატორი ჯეროვნად უნდა გამოიყენოს გემმა, მოსალოდნელი შეჯახების საფრთხის დროულად განსაზღვრისათვის * რადიოლოკატორის ჯეროვნად გამოყენება ათავისუფლებს გემს სხვა საშუალებებით დაკვირვების წარმოების ვალდებულებისაგან * რადიოლოკატორის ჯეროვნად გამოყენება ათავისუფლებს გემს მუდმივი დაკვირვების წარმოების ვალდებულებისაგან * რადიოლოკატორის გამოყენება სავალდებულოა მხოლოდ შეზღუდული ხილვადობის პირობებში 35. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რა მოეთხოვება გემს შეჯახების თავიდან აცილების მიზნით გაწეული ნებისმიერი ქმედებასთან დაკავშირებით * უნდა იყოს ქმედითಿ და დროული * გაწეული ქმედება უნდა შეიცავდეს გემის სიჩქარის შემცირებას; * როდესაც სხვა გემი იმყოფება ხედვის არეში, მას ნებისმიერი ქმედების შესახებ უნდა აცნობოს სასტვენით * ყველა ზემოთ ჩამოთვლილი 36. რა სახის მანევრის ჩატარება შეუძლია გემს შეჯახების თავიდან აცილების მიზნით? * ყവಲа ჩამოთვლილი * გაჩერდეს ან მისცეს უკუସვლა * შეამციროს სიჩქარೆ * შეცვალოს კурс 37. როგორი უნდა იყოს სხვა გემთან შეჯახების აცილების მიზნით შესრულებული ქმედება ? * ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა სწორია * ასეთ ქმედებას უნდა მოჰყვეს გემების გვერდის ავლა უსაფრთხო მანძილზე * ნებისმიერი ასეთი ქმედება უნდა იყოს ქმედითಿ, დროული, კარგი საზღვაო პრაქტიკის გათვალისწინებით * კონტროლდებოდეს, ვიდრე არ მოხდება მეორე გემის ბოლომდე ჩავლა და უკან მოტოვება 38. როგორ განვითარდება სიტუაცია, თუ გემი გვიახლოვდება მარჯვენა ბორტიდან და მასზე პელენგი თანდათან საგრძნობლად იზრდება? * შემხვედრი გემი ჩაივლის კიჩოზე * გადაკვეთს მართობულად * შემხვედრი გემი ჩაივლის ცხვირზე * არსებობს შეჯახების საშიშროება 39. როგორ განვითარდება სიტუაცია, თუ გემი გვიახლოვდება მარცხენა ბორტიდან და მასზე პელენგი თანდათან საგრძნობლად იზრდება? * შემხვედრი გემი ჩაივლის ცხვირზე * გადაკვეთს მართობულად * შემხვედრი გემი ჩაივლის კიჩოზე * არსებობს შეჯახების საშიშროება 40. როგორ განვითარდება სიტუაცია, თუ გემი გვიახლოვდება მარცხენა ბორტიდან და მასზე პელენგი თანდათან საგრძნობლად მცირდება? * შემხვედრი გემი ჩაივლის კიჩოზე * გადაკვეთს მართობულად * შემხვედრი გემი ჩაივლის ცხვირზე * არსებობს შეჯახების საშიშროება 41. როგორ განვითარდება სიტუაცია, თუ გემი გვიახლოვდება მარჯვენა ბორტიდან და მასზე პელენგი თანდათან საგრძნობლად მცირდება * შემხვედრი გემი ჩაივლის ცხვირზე * გადაკვეთს მართობულად * შემხვედრი გემი ჩაივლის კიჩოზე * არსებობს შეჯახების საშიშროება 42. როგორ განვითარდება სიტუაცია თუ შემხვედრი გემების პელენგი არ იცვლება საგრძნობლად * არსებობს შეჯახების საშიშროება * შემხვედრი გემი ჩაივლის ცხვირზე * შემხვედრი გემი ჩაივლის კიჩოზე * გადაკვეთს მართობულად 43. როგორ უნდა მოიქცეს გემი, რომელიც უახლოვდება მოსახვევს და მოსახვევის მეორე მხრიდან ესმის სხვა გემის მიერ გამოცემული ერთი ხანგრძლივი ხმოვანი ბგერა * ასევე, უპასუხოს ერთი ხანგრძლივი ხმ