საგადასახადო საქმე - შუალედური + ფინალური PDF
Document Details
Uploaded by SmoothArchetype
Tags
Summary
This document details different types of taxes, their classification, and functions. It covers tax principles and historical contexts, including examples from ancient Rome and medieval Europe. The document also touches upon Georgian tax laws and regulations, which should be studied to understand the tax system.
Full Transcript
**საგადასახადო საქმე - შუალედური + ფინალური** **1. გადასახადების კლასიფიკაციის ნიშნები წარმოადგენს კრიტერიუმებს გადასახადების განსხვავებისათვის, განპირობებული თვით გადასახადების ეკონომიკური ბუნებით, შინაარსით. შესაბამისად შემოსავლის წყაროს მიხედვით გადასახადები შეიძლება დავყოთ:** **ა. გადასახადი მ...
**საგადასახადო საქმე - შუალედური + ფინალური** **1. გადასახადების კლასიფიკაციის ნიშნები წარმოადგენს კრიტერიუმებს გადასახადების განსხვავებისათვის, განპირობებული თვით გადასახადების ეკონომიკური ბუნებით, შინაარსით. შესაბამისად შემოსავლის წყაროს მიხედვით გადასახადები შეიძლება დავყოთ:** **ა. გადასახადი მიწისაგან, კაპიტალისაგან, შრომისაგან შემოსავალზე და თავად კაპიტალზე** ბ. გადასახადი მიწისაგან, კაპიტალისაგან,წარმოებისაგან და შრომისაგან შემოსავალზე გ. გადასახადი კაპიტალისაგან, თავად კაპიტალზე,მომსახურებისაგან და შრომისაგან შემოსავალზე დ. გადასახადი კაპიტალისაგან, მომსახურებისაგან, წარმოებისაგან და შრომისაგან შემოსავალზე **2. გადასახადებით შეიძლება დაბეგრილი იყოს შემოსავლები, რომლებიც მიიღება:** ა. მიწისაგან,წარმოებისაგან და შრომისაგან **ბ. მიწისაგან, კაპიტალისაგან და შრომისაგან** გ. კაპიტალისაგან,მომსახურებისაგან და შრომისაგან დ. კაპიტალისაგან,მომსახურებისაგან და წარმოებისაგან **3. გადასახადებით შეიძლება დაბეგრილი იყოს შემოსავლები, რომლებიც მიიღება მიწისაგან, კაპიტალისაგან და შრომისაგან. შესაბამისად გადასახადები პირობითად იყოფა სამ ჯგუფად:** ა. გადასახადები მოხმარებაზე; გადასახადები ფასზე; გადასახადები ბრუნვაზე **ბ. გადასახადები მოხმარებაზე; გადასახადები ფლობაზე, შემოსავალზე, კაპიტალზე; გადასახადები ბრუნვაზე** გ. გადასახადები ფლობაზე,შემოსავალზე,კაპიტალზე; გადასახადები ღირებულებაზე; გადასახადები განაცემებზე დ. გადასახადები განაცემებზე; გადასახადები ბრუნვაზე; გადასახადები ღირებულებაზე **4. საგადასახადო დაბეგვრის ობიექტის პერსონიფიკაციის მიხედვით მიღებულია გადასახადების ორ ჯგუფად დაყოფა:** **ა. პირდაპირი და არაპირდაპირი** ბ. ირიბი და არაპირდაპირი გ. შემოსავალზე და კაპიტალზე დ. სამეურნეო ბრუნვასა და ცალკეულ საქონელზე ე. არცერთი პასუხი არ არის სწორი **5. გადასახადების ფუნქციების მიხედვით გამოყოფენ(განასხვავებენ) გადასახადების:** ა. სამ ფუნქციას **ბ. ოთხ ფუნქციას** გ. ხუთ ფუნქციას დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **6. გამოყოფენ(განასხვავებენ) გადასახადების შემდეგ ფუნქციებს:** ა. ფისკალური, ადვალური, მაკონტროლებელი, განმანაწილებელი **ბ. ფისკალური, მარეგულირებელი, განმანაწილებელი, მაკონტროლებელი** გ. ფისკალური, მასტიმულირებელი, მარეგულირებელი, განმანაწილებელი დ. ფისკალური, ადვალური, მასტიმულირებელი, მარეგულირებელი **7. კვლავწარმოებითი პროცესის მონაწილეთა ეკონომიკურ ქმედებაზე მარეგულირებელი ფუნქციის ფარგლებში ზემოქმედების თვალსაზრისით გამოიყოფა:** ა. მასტიმულირებელი,სოციალური და შემაკავებელი ქვეფუნქციები ბ. დემასტიმულირებელი,სოციალური და შემაკავებელი ქვეფუნქციები **გ. მასტიმულირებელი,მასტაბილიზირებელი და შემაკავებელი ქვეფუნქციები** დ. დემასტიმულირებელი,მასტაბილიზირებელი და სოციალური ქვეფუნქციები **8. გადამხდელებზე, მათ შემოსავლებზე გადასახადების ზემოქმედების კუთხით დაბეგვრა, შესაბამისად მისი კლასიფიკაცია დასაბეგრი მოცულობის სიდიდის ცვლილებაზე აგადასახადო განაკვეთის ცვლილების მიხედვით შეიძლება იყოს:** ა. პროპორციული, სოციალური, რეგრესული ბ. პროპორციული, ადვალური, სოციალური **გ. პროპორციული, პროგრესული, რეგრესული** დ. ყველა პასუხი სწორია **9. ძველ რომში გადასახადის მოცულობა განისაზღვრებოდა?** ა. არჩეული ინსპექტორების მიერ **ბ. არჩეული მოხელე ცენზორების მიერ** გ.დანიშნული საგადასახადო ინსპექტორების მიერ დ. დანიშნული მოხელე ცენზორების მიერ **10. ძველ რომში ომიანობის დროს რომის მოქალაქეები იბეგრებოდნენ გადასახადებით მათი შემოსავლების მიხედვით.გადასახადის მოცულობა განისაზღვრებოდა არჩეული მოხელე ცენზორების მიერ:** ა. ყოველწლიურად ბ. ყოველ 3 წელიწადში **გ. ყოველ 5 წელიწადში** დ. ყოველ 6 წელიწადში **11. რომის საფინანსო მეურნეობის რეორგანიზაცია, მათ შორის საგადასახადო რეფორმა ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე განახორციელა?** ა. იულიუს კეისარმა **ბ. ავგუსტო ოქტავიანმა** გ. ნერონმა დ. ციცერონმა **12. ბიზანტიაში გავრცელებული იყო (მოქმედებდა) საგანგებო გადასახადები:** ა. საკუთარი სახლის მშენებლობის, საზღვაო ფლოტის მშენებლობის ბ. მდინარეზე გადასვლის ნებართვის, საჯარისო ფორმირებების შენახვის გ. საზღვაო ფლოტის მშენებლობის, მდინარეზე გადასვლის ნებართვის **დ. საზღვაო ფლოტის მშენებლობის, საჯარისო ფორმირებების შენახვის** **13. ძველ რუსულ სახელმწიფოში არაპირდაპირი დაბეგვრა არსებობდა სავაჭრო ბაჟის ფორმით. მაგალითად, ბაჟი გადაიხდევინებოდა:** **ა. მდინარეზე საქონლის გადატანისათვის, საწყობ(ებ)ის ქონის უფლებისათვის** ბ. მდინარეზე გადასვლის ნებართვისათვის, საწყობ(ებ)ის ქონის უფლებისათვის გ. შინაური ცხოველის ქონისათვის, მდინარეზე გადასვლის ნებართვისათვის დ. მდინარეზე გადასასვლელის მოწყობისათვის, შინამოსამსახურეთა ყოლისათვის **14. შუა საუკუნეეების გვიანი პერიოდის აგრარული წყობილების სფეროში გამოწვეული ცვლილებანი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია საქონლურ და ფულად მეურნეობაზე გადასვლასთან. შესაბამისად ნატურალურ გადასახადთა შეცვლა ფულადი გადასახადით პირველ რიგში:** ა. წარმოების სფეროში ხდება **ბ. გაცვლის სფეროში ხდება** გ. მომსახურების სფეროში ხდება **15. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ევროპაში რა ე.წ. გამოსაღები იქნა შემოღებული?** ა. იერუსალიმის ბ. ლაშქრობის **გ. სალადინის** დ. ჯვაროსნობის **16. საქართველოში გლეხის ვალდებულება ფეოდალის მიმართ გაერთიანებული იყო ბეგარა-სამსახურის ზოგად ცნებაში. კერძოდ: ბეგარის საფუძველი იყო გლეხის პირადი ფლობა, ხოლო სამსახურის საფუძველი იყო ფეოდალის, მებატონის მიწის ჭერა.** ა. აღნიშნული მსჯელობა სწორია **ბ. აღნიშნული მსჯელობა არ არის სწორი** **17. მოხელეთა ჩამონათვალი, რომელთაც ისტორიულად საქართველოში ევალებოდათ გადასახადების(გამოსაღებების) ამოღება:** ა. ხელისუფალი, ბატონი, აზნაური,მაწყინარი, მოხარაჯე, მესაბანჯრე ბ. მესახმარე, ფინაგენტი, მენუკვარი, ციხისთავი, მოხარაჯე **გ. ხელისუფალი, ციხისთავი, მესახმარე, მაწყინარი, მენუკვარი** დ. ხელისუფალი, ციხისთავი, საგადასახადო ინსპექტორი, მაწყინარი, მენუკვარი **18. გზირის და მსახურს რომელი ბეგარის აკრება ევალებოდათ საქართველოში?** **ა. საჭირისუფლო და საქორწილო** ბ. საჩექმე და ნამზითვი გ. ღალა და მალი დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **19. გვიანფეოდალურ პერიოდში საქართველოში არსებობდა:** **ა. შრომამიგებითი რენტა, რენტა პროდუქტებით, ფულადი რენტა** ბ. შრომითი ბეგარა, ნატურალური გადასახადები, ფულადი რენტა გ. შრომითი ბეგარა, ვაჭრობის მოსაკრებელი, პატრონის სამსახური დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **20. საქართველოს რუსეთთან შეერთების კვალობაზე 1802 წლის 12 აპრილს შექმნილი საქართველოს უზენაეს მთავრობაში ახლად შემოერთებული ქვეყნის შემოსავალ-გასავლის აღრიცხვა უნდა ეწარმოებინა:** ა. სამოქალაქო საქმეთა ექსპედიციას ბ. საქართველოს გუბერნიის ფინანსთა სამინისტროს **გ. სახაზინო საქმეთა ექსპედიციას** დ. საქართველოს გუბერნიის საფინანსო სამმართველოს **21. მე-19 ს. პირველ ნახევარში საქართველოში იკრიბებოდა შემდეგი გადასახადები:** ა. სურსათი, აქციზი, საკომლო, ღალა, ყალანი, კულუხი, **ბ. სურსათი, კოდის პური, მალი, ღალა, ყალანი, კულუხი,** გ. მახტა ფულადი, კოდის პური, ღალა, სათავადო, ყალანი, კულუხი, დ. მახტა პურეულით, სურსათი, ქონების, ყალანი, კულუხი, შევარდენი, **22. საქართველოში მე-19 ს. პირველ ნახევარში გატარებული საფინანსო რეფორმის შედეგად ბეგარა - გადასახადებში განხორციელებული ცვლილებები 40-იანი წლებიდან სახელმწიფო გადასახადებში:** **ა. ფულადი რენტის გაბატონებას გულისხმობდა** ბ. ფისკალური დატვირთვის გაბატონებას გულისხმობდა გ. ფისკალური და მარეგულირებელი ფუნქციების გაბატონებას გულისხმობდა **23. მე-19 ს. საქართველოში გადასახადებისაგან თავისუფალ წოდებას ეკუთვნოდნენ:** ა. თავადაზნაურობა და ქალაქის მცხოვრებნი ბ. თავადაზნაურობა და სახელმწიფო მოხელეები გ. სამღვდელოება და ქალაქის მცხოვრებნი **დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი** **24. (გვიან)ფეოდალურ საქართველოში გადასახადისაგან თავისუფალი იყო:** **ა. სასულიერო წოდება** ბ. ღატაკთა (უმწეოთა) ფენა გ. მეფის პირადი გლეხობა დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **25. მე-19 ს. საქართველოში შემოღებული იყო ადგილობრივი საქალაქო გადასახადები(მოსაკრებლები):** ა. საპოლიციო გამოსაღები, უძრავი ქონების გადასახადი, რეკლამის მოსაკრებელი **ბ. საპოლიციო გამოსაღები, უძრავი ქონების გადასახადი, მესაკლავეობის მოსაკრებელი** გ. რეკლამის მოსაკრებელი,ვაჭრობის გადასახადი,მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი დ. უძრავი ქონების გადასახადი, ვაჭრობის გადასახადი, რეკლამის მოსაკრებელი **26. დაბეგვრის თეორიული საფუძვლების ფუძემდებლად ითვლება?** ა. დავით რიკარდო **ბ. ადამ სმიტი** გ. ფრიდრიხ ენგელსი დ. ალფრედ ნიცშე **27. სსიპ-შემოსავლების სამსახურის უფროსი საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე გამოსცემს:** ა. ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს ბ. განმარტებებს, შიდა ინსტრუქციებს, მითითებებს გ. განმარტებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს **დ. ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს** **28. გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიმართ:** ა. აქვს თანაბარი იურიდიული ძალა **ბ. აქვს უპირატესი იურიდიული ძალა** გ. აქვს ქვემდებარე იურიდიული ძალა დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **29. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით,თვეებით,დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.ამასთან დადგენილი ვადის ათვლა იწყება:** ა. შესაბამისი მოქმედების განხორციელებიდან ბ. შესაბამისი მოქმედების განხორციელების დღიდან **გ. შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან** დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **30. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის დღე შეიძლება იყოს:** ა. სრული ან არასრული **ბ. სამუშაო ან კალენდარული** გ. სამუშაო ან უქმე (არასამუშაო) დ. ყველა პასუხი სწორია **31. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება:** ა. მომდევნო კალენდარული დღე ბ. შემდეგი კალენდარული დღის დამთავრებამდე **გ. შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე** დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **32. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი:** **ა. ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით** ბ. 12 თვის პერიოდის ხანგრძლივობით, რომელიც მთავრდება საანგარიშგებო წელს გ. უწყვეტი 12 თვის ხანგრძლივობით დ. რეგისტრაციიდან უწყვეტი 12 თვის ხანგრძლივობით **33. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი:** ა. რომელიც შედგება ნებისმიერი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ბ. რომელიც შედგება 12 თვის პერიოდის ხანგრძლივობით, რომელიც მთავრდება საანგარიშგებო წელს **გ. რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან** დ. რომელიც შედგება რეგისტრაციიდან 12 თვის ხანგრძლივობით **34. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ** **საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა:** ა. 1 წელი **ბ. 3 წელი** გ. 5 წელი დ. 6 წელი ე. 8 წელი **35. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გადასახადის სახეებია:** **ა. საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები** ბ. ცენტრალური და ტერიტორიული გადასახადები გ. სახელმწიფო,ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი გადასახადები დ. ცენტალური,ავტონომიური რესუბლიკების და ტერიტორიული გადასახადები **36. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება:** ა. მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, სათამაშო ბიზნესის გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი, იმპორტის გადასახადი, აქციზი; ბ. საშემოსავლო გადასახადი, ქონების გადასახადი,დამატებული ღირებულების გადასახადი, იმპორტის გადასახადი, აქციზი; **გ. მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი, იმპორტის გადასახადი, აქციზი;** დ. საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი, იმპორტის გადასახადი, აქციზი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი. **37. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ადგილობრივი გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის სახით ან/ და ამ ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით:** ა. აღნიშნული მსჯელობა სწორია **ბ. აღნიშნული მსჯელობა არ არის სწორი** **38. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით გადასახადების ადმინისტრირება არის გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, გადასახადების შემოღებასთან, მასში ცვლილებების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ფორმების,მეთოდებისა და წესების ერთობლიობა.** **ა. აღნიშნული მსჯელობა სწორია** ბ. აღნიშნული მსჯელობა არ არის სწორი **39. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის.** ა. აღნიშნული მსჯელობა სწორია **ბ. აღნიშნული მსჯელობა არ არის სწორი** **40. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის - პირის მიერ ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, სამარაგო ნაწილები, ძირითადი საშუალებები და მზა პროდუქცია.** ა. აღნიშნული მსჯელობა სწორია **ბ. აღნიშნული მსჯელობა არ არის სწორი** **41. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა.** ა. აღნიშნული მსჯელობა სწორია **ბ. აღნიშნული მსჯელობა არ არის სწორი** **42. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება:** ა. რელიგიური საქმიანობა, საქველმოქმედო საქმიანობა, დაქირავებით მუშაობა, ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულება; **ბ. რელიგიური საქმიანობა, საქველმოქმედო საქმიანობა, დაქირავებით მუშაობა, ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე;** გ. რელიგიური საქმიანობა, დაქირავებით მუშაობა, ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულება, ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე; დ. რელიგიური საქმიანობა, საქველმოქმედო საქმიანობა, დაქირავებით მუშაობა, პირის მიერ ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე; **43. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით დაქირავებით მუშაობად არ ითვლება:** ა. ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ძალებში მის სამსახურთან; **ბ. პირის მიერ მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე;** გ. ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **44. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელიც ასრულებს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას მისი დავალებით საბიუჯეტო დავალიანების ფარგლებში.** ა. აღნიშნული მსჯელობა სწორია **ბ. აღნიშნული მსჯელობა არ არის სწორი** **45. საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის(გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის:** ა. 3 პროცენტი **ბ. 4 პროცენტი** გ. 5 პროცენტი დ. 10 პროცენტი ე. 12 პროცენტი **46. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი საკუთარი ინიციატივით შეიძლება მიეკუთვნოს იურიდიულ პირს,:** **ა. რომელიც საქართველოში ბაზრობის(ვაჭრობის) ორგანიზებას ეწევა** ბ. რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი გ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **47. საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ფიზიკურ პირებად ითვლებიან:** ა. საქართველოს მოქალაქეები ბ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები გ. მოქალაქეობის არმქონე პირები **დ. ყველა პასუხი სწორია** **48. საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე:** **ა. 183 დღე ან მეტ ხანს** ბ. 184 დღე ან მეტ ხანს გ. 185 დღე ან მეტ ხანს დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **49. საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილად ითვლება:** ა. მისი რეგისტაციის ადგილი ბ. მისი ფაქტობრივი ბინადრობის (საცხოვრებელი) ადგილი **გ. მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი** დ. ყველა პასუხი სწორია **50. საგადასახადო კოდექსის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:** **ა. გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები განათავსოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე** ბ. გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე გ. საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს ან მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად საჭირო დოკუმენტები სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დ. საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს ან მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად საჭირო დოკუმენტები 10 კალენდარულ დღეში **51. საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია:** **ა. რეზიდენტი ფიზიკური პირი და არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან** ბ. რეზიდენტი ფიზიკური პირი და რეზიდენტი საწარმო გ. რეზიდენტი საწარმო და არარეზიდენტი ფიზიკური პირი დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **52. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება:** ა. 10%--ით ბ. 12 %--ით გ. 15 %--ით **დ. 20 %--ით** **53. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი:** ა. 1500 ლარამდე **ბ. 3 000 ლარამდე** გ. 6000 ლარამდე დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **54. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:** ა. რეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავლები; ბ. ფიზიკური პირის მიერ 2 წლამდე ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი; გ. ფიზიკური პირის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვემდე ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; **დ. საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება** ე. ყველა პასუხი სწორია **55. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:** ა. სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი **ბ. განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი)** გ. დამქირავებლის მიერ დაქირავებულზე საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა დ. ყველა პასუხი სწორია **56. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება:** **ა. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე, ფიქისირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებზე** ბ. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გ. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე და საშუალო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე დ. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე და საშუალო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე ე. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე, ფიქსირებული გადამხდელის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე **57. მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება:** ა. 18000 ლარს **ბ. 30 000 ლარს** გ. 45000 ლარს დ. 100000 ლარს **58. მიკრო ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა,რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო--მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება:** ა. 18000 ლარს ბ. 30000 ლარს **გ. 45 000 ლარს** დ. 100000 ლარს **59. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის ზღვარი შეადგენს:** ა. 30000 ლარს ბ. 45000 ლარს გ. 100000 ლარს დ. 200000 ლარს **ე. 500 000 ლარს** **60. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა:** **ა. 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა** ბ. კალენდარული წლის მიხედვით 500000 ლარს გადააჭარბა გ. 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 200000 ლარს გადააჭარბა დ. კალენდარული წლის მიხედვით 200000 ლარს გადააჭარბა **61. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირი კალენდარული წლის განმავლობაში საკონტროლო--სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის დაჯარიმდა:** ა. არანაკლებ 1--ჯერ ბ. არანაკლებ 2--ჯერ **გ. არანაკლებ 3--ჯერ** დ. არანაკლებ 4--ჯერ **62. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება:** **ა. 1 %--ით** ბ. 5 %--ით გ. 8 %--ით დ. 10 %--ით ე. 15 %-ით **63. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა თუ გადააჭარბა 5000 000 ლარს, შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება:** **ა. 3 პროცენტით** ბ. 5 პროცენტით გ. 8 პროცენტით დ. 10 პროცენტით ე. 15 პროცენტით **64. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს:** ა. აღნიშნული მსჯელობა სწორია **ბ. აღნიშნული მსჯელობა არ არის სწორი** **65. საგადასახადო ორგანოებმა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიმართ შეიძლება განახორციელონ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის შემდეგი ღონისძიებები:** **ა. ქრონომეტრაჟი** ბ. კამერალური კონტროლი გ. საგადასახადო საგუშაგოს ორგანოზება დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **66. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეებს და დაბეგვრის ობიექტს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს:** ა. საქართველოს პრეზიდენტი **ბ. საქართველოს მთავრობა** გ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი დ. შემოსავლების სამსახურის უფროსი **67. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესი განისაზღვრება:** ა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ბ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით **გ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით** დ. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით **68. პირს უფლება აქვს, გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე საანგარიშო წლის:** **ა. ნებისმიერ თვეს** ბ. მომდევნო წლიდან გ. მომდევნო წლიდან,საანგარიშო წლის ბოლომდე აღნიშნული მოთხოვნით საგადასახადო ორგანოზე მიმართვის შემთხვევაში დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **69. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს:** ა. ნებისმიერი კანონით აუკრძალავი საქმიანობა **ბ. მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.** გ. ნებისმიერი კანონით აუკრძალავი საქმიანობა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით დ. მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ნებადართული საქმიანობა. ე. ყველა პასუხი სწორია **70. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი:** **ა. არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს ფიქსირებული გადასახადის მიხედვით** ბ. იხდის მიმდინარე გადასახდელებს ფიქსირებული გადასახადის მიხედვით გ. იხდის მიმდინარე გადასახდელებს ერთობლივი შემოსავლის მიხედვით დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **71. მოგების გადასახადის გადამხდელია:** ა. რეზიდენტი საწარმო და რეზიდენტი ფიზიკური პირი ბ. არარეზიდენტი საწარმო(მუდმივი დაწესებულებიდან ან/და საქართველოში არსებული წყაროდან შემოსავალზე) და რეზიდენტი ფიზიკური პირი **გ. რეზიდენტი საწარმო და არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან** დ. რეზიდენტი საწარმო და არარეზიდენტი ორგანიზაცია **72. მოგების გადასახადის განაკვეთია:** ა. 5 % ბ. 12 % **გ. 15 %** დ. 20 % **73. რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამასთან განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც:** ა. საწარმოს/ორგანიზაციის მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება ბ. საწარმოს მიერ წესდებით განსაზღვრული მოგების განაწილების სქემით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება გ. საწარმოს/ორგანიზაციის მიერ წესდებით განსაზღვრული მოგების განაწილების სქემით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება **დ. საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება** **74. მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან არ თავისუფლდება:** ა. საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რალიზაციით მიღებული მოგება **ბ. საბიუჯეტო და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, მიღებული ეკონომიკური საქმიანობით** გ. საქართველოს ეროვნული ბანკის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **75. მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:** ა. საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგება ბ. საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება საწესდებო საქმიანობით მიღებული მოგების გარდა **გ. რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება** დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **76. მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:** ა. საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგება,საწესდებო საქმიანობით მიღებული მოგების გარდა; ბ. ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგება, მიმართული წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად **გ. არცერთი პასუხი არ არის სწორი** დ. ყველა პასუხი სწორია **77. რა სახის შემოსავლებისაგან შედგება რეზიდენტი გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი?** ა. საქართველოში არსებული გადახდის წყაროსთან დაუბეგრავი მიღებული შემოსავლისაგან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლისაგან ბ. საქართველოში არსებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი მიღებული შემოსავლისაგან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული გადახდის წყაროსთან დაუბეგრავი შემოსავლისაგან **გ. საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლისაგან** დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **78. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:** **ა. ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი** ბ. ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი გ. ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **79. ამორტიზაცია არ ერიცხება:** ა. მიწას და ისტორიული მნიშვნელობის შენობა--ნაგებობას ბ. ხელოვნების ნიმუშებს და სპორტულ ნაგებობებს გ. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებებს და ბიოლოგიურ აქტივს **დ. ყველა პასუხი სწორია** **80. საგადასახადო კოდექსის თანახმად თუ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსათვის 1000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა:** **ა. ექვემდებარება გამოქვითვას** ბ. არ ექვემდებარება გამოქვითვას გ. ექვემდებარება გამოქვითვას საგადასახადო ორგანოს ნებართვით დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **81. თუ შეუძლებელია არამატერიალური აქტივების სასარგებლო გამოყენების ვადის განსაზღვრა, ამორტიზაციის ნორმა შეადგენს:** ა. 5 პროცენტს ბ. 8 პროცენტს **გ. 15 პროცენტს** დ. 20 პროცენტს **82. ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის ნორმის მიხედვით. ამასთან თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის:** **ა. 5 პროცენტამდე ოდენობით** ბ. 10 პროცენტამდე ოდენობით გ. 12 პროცენტამდე ოდენობით დ. 15 პროცენტამდე ოდენობით ე. 20 პროცენტამდე ოდენობით **83. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გამოქვითოს წარმომადგენლობითი ხარჯები საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის:** **ა. არაუმეტეს 1 პროცენტისა** ბ. არაუმეტეს 5 პროცენტისა გ. არაუმეტეს 8 პროცენტისა დ. არაუმეტეს 10 პროცენტისა **84. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს/მეწამე ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული თანხა, მაგრამ არაუმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების შემდეგ დარჩენილი თანხის:** ა. 1 პროცენტისა ბ. 5 პროცენტისა გ. 8 პროცენტისა **დ. 10 პროცენტისა** **85. იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე, მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე დაფარვის შესაძებლობით გადაიტანება:** ა. 3 წლამდე ვადით **ბ. 5 წლამდე ვადით** გ. 6 წლამდე ვადით დ. 8 წლამდე ვადით **86. რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის, არასამეწარმეო იურიდიული პირისათვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის:** **ა. 5 პროცენტიანი განაკვეთით** ბ. 10 პროცენტიანი განაკვეთით გ. 15 პროცენტიანი განაკვეთით დ. 20 პროცენტიანი განაკვეთით **87. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული პროცენტი გადახდის წყაროსთან:** **ა. არ იბეგრება** ბ. იბეგრება 5 პროცენტიანი განაკვეთით გ. იბეგრება 15 პროცენტიანი განაკვეთით დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **88. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები კომპენსაცია სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე პირის მიერ:** ა. არ იბეგრება **ბ. იბეგრება 3 პროცენტიანი განაკვეთით** გ. იბეგრება 5 პროცენტიანი განაკვეთით დ. იბეგრება 8 პროცენტიანი განაკვეთით ე. იბეგრება 15 პროცენტიანი განაკვეთით **89. რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის:** **ა. 1 აპრილამდე** ბ. 1 მაისამდე გ. 15 მაისამდე დ. 1 ივლისამდე **90. მეწარმე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს:** ა. 15 კალენდარული დღის ვადაში ბ. 15 სამუშაო დღის ვადაში **გ. 30 კალენდარული დღის ვადაში** დ. 30 სამუშაო დღის ვადაში **ფინალური:** **91. გადასახადის გადახდის დღედ ითვლება:** ა. გადასახადის თანხის ჩარიცხვის დღე **ბ. გადასახადის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე** გ. გადასახადის თანხის ბიუჯეტში და სპეციალურ ფონდებში ჩარიცხვის დღე დ. გადასახადის თანხის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერის დღე **92. საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის თაობაზე და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე შემდეგი თანმიმდევრობით:** ა. გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება;საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება **ბ. საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება; გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება** გ. ბანკის კრედიტის გასტუმრების საგადახდო დავალება;გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება;საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება დ. ბანკის კრედიტის გასტუმრების საგადახდო დავალება;საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება;გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება **93. პირის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში ბანკი საგადახდო ან საინკასო დავალებას ასრულებს:** **ა. არა უგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა** ბ. არა უგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების საოპერაციო დღისა გ. არა უგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო 2 საოპერაციო დღისა დ. არა უგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო 3 საოპერაციო დღისა **94. საწარმოს ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის:** ა. ამ საწარმოს სამართალმემკვიდრეები ბ. ამ საწარმოს დამფუძნებლები **გ. ამ საწარმოს სალიკვიდაციო კომისია** დ. ამ საწარმოს გაკოტრების მმართველი **95. რეორგანიზებული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის:** ა. მისი სამართალმემკვიდრეები ბ. მისი დამფუძნებლები გ. მისი სარეორგანიზაციო კომისია **დ. მისი უფლებამონაცვლე** **96. 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაფუძნებული საწარმოს პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი:** ა. დაფუძნების დღიდან წლის ბოლომდე **ბ. დაფუძნების დღიდან მომდევნო წლის ბოლომდე** გ. დაფუძნების დღიდან წლიური ანგარიშგების წარდგენის ვადამდე--1 აპრილამდე დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **97. აკრძალულია საგადასახადო შეღავათის დაწესება და გათავისუფლება გადასახადისაგან:** ა. აღნიშნული მსჯელობა სწორია **ბ. აღნიშნული მსჯელობა არ არის სწორი** **98. გადასახადის დარიცხვის საფუძველია:** ა. საგადასახადო დეკლარაცია ბ. საგადასახადო შემოწმების აქტი გ. საგადასახადო ორგანოსთვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ **დ. ყველა პასუხი სწორია** **99. „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის" წარდგენის საფუძველია:** ა. გადასახადების ან/და სანქციების გადახდილი თანხა ბ. გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა **გ. გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხა** დ. გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება **100. საგადასახადო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხორციელდება სრულ ლარებში. ამ მიზნით:** **ა. 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება** ბ. 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება მრგვალდება ლარამდე გ. 50 თეთრის ჩათვლით საგადასახადო ვალდებულება ნულდება, ხოლო 51 თეთრიდან 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება მრგვალდება ლარამდე დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი **101. თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები (ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება) და საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე, წარდგენის ვადა გრძელდება:** ა. 3 თვით წლიური საშემოსავლო,აქციზის ან ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის **ბ. 3 თვით წლიური საშემოსავლო,მოგების ან ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის** გ. 6 თვით წლიური საშემოსავლო,აქციზის ან ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის დ. 6 თვით წლიური საშემოსავლო,მოგების ან ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის **102. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დამთავრებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი:** ა. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ბ. არანაკლებ 1 წლის განმავლობაში **გ. არანაკლებ 3 წლის განმავლობაში** დ. არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ე. მომდევნო 6 წლის განმავლობაში **103. დასაბეგრი პირი, მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან:** **ა. ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღეში** ბ. უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა გ. ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა დ. უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა **104. დასაბეგრი პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს:** ა. აქციზური საქონლის მიწოდების მომდევნო თვის დაწყებამდე **ბ. აქციზური საქონლის მიწოდებამდე** გ. აქციზური საქონლის მიწოდებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დ. აქციზური საქონლის მიწოდებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში **105. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი, თუ რეორგანიზაციის რომელიმე მხარე არის დღგ--ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, ვალდებულია დღგ--ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ--ით დასაბეგრი ოპერაციის:** **ა. განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა** ბ. განხორციელებამდე,მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს თვის ბოლო რიცხვამდე გ. განხორციელებამდე,მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 დღისა დ. განხორციელებამდე,მაგრამ არაუგვიანეს რეორგანიზაციის დასრულებამდე **106. დღგ--ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან) ჯამური თანხა არ აღემატება 100 000 ლარს და მისი დღგ--ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი:** **ა. აღნიშნული მსჯელობა სწორია** ბ. აღნიშნული მსჯელობა არ არის სწორი **107. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება დღგ-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში პირის თანხმობისას, პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის:** ა. თვის პირველი რიცხვიდან **ბ. მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან** გ. საანგარიშო კვარტალის თვის პირველი რიცხვიდან დ. საანგარიშო კვარტალის მოდევნო თვის პირველი რიცხვიდან **108. დღგ--ის გადამხდელად რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესს განსაზღვრავს:** ა. საქართველოს მთავრობა **ბ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი** გ. შემოსავლების სამსახურის უფროსი დ. შემოსავლების სამასახურის უფროსი ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით **109. დღგ--ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით, შესაბამისად დასაბეგრი ოპერაციები გათავისუფლებულია დღგ-ს ჩათვლის უფლებით ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში:** ა. ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ--ის დარიცხვას (არ იბეგრება) და დასაბეგ პირებს უფლება არა აქვთ, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ. ბ. ოპერაცია ექვემდებარება დღგ--ის დარიცხვას (იბეგრება) და დასაბეგ პირებს უფლება არა აქვთ, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწე?