ტესტები-ნევროლოგიის-მოდული PDF
Document Details
Uploaded by ReliableSlideWhistle4460
Tbilisi State Medical University
Tags
Summary
This document is a set of neurology questions and tests. The document contains multiple-choice questions, aimed at testing understanding of various neurological topics.
Full Transcript
ნევროლოგიის მოდული კრანიული ნერვები 1. სუნის აღქმა ხდება შემდეგი რეცეპტორებით: a. განგლიური უჯრედებით b. ბიპოლარული უჯრედები * c. ვარსკვლავისებრი უჯრედები d. თითისტარა უჯრედები 2. ყნოსვის ქერქული ცენტრებია: a. ჰიპოკამპი, ამიგდალა, ყნოსვის სამკუთხედი b. პარაჰიპოკამპური ხვ...
ნევროლოგიის მოდული კრანიული ნერვები 1. სუნის აღქმა ხდება შემდეგი რეცეპტორებით: a. განგლიური უჯრედებით b. ბიპოლარული უჯრედები * c. ვარსკვლავისებრი უჯრედები d. თითისტარა უჯრედები 2. ყნოსვის ქერქული ცენტრებია: a. ჰიპოკამპი, ამიგდალა, ყნოსვის სამკუთხედი b. პარაჰიპოკამპური ხვეული და კაუჭი* c. სარტყლის ვული და კაუჭი d. ჰეშლის ხვეული და ამიგდალა 3. სრული ანოსმია ვითარდება: a. შუბლის წილების ბაზალური სიმსივნის დროს* b. საფეთქლის წილის სიმსივნის დროს c. საფეთქლის ეპილეფსიის დროს d. შიზოფრენიის დროს 4. ქიაზმის შიგნითა ნაწილების დაზიანების დროს პერიმეტრია გამოავლენს: a. ცალმხრივ ჰომონიმურ ჰემიანოფსიას; b. ქვედა კვადრანტულ ჰემიანოფსიას; c. ბიტემპორალურ ჰემიანოფსიას * d. ბინაზალურ ჰემიანოფსიას; e. ზედა კვადრანტულ ჰემიანოფსიას. 5. თვალის მამოძრავებელი ნერვების ბირთვები ერთმანეთს უკავშირდება შემდეგი სტრუქტურებით: a. უკანა გასწვრივი კონით b. წინა შემაერთებელი კონით c. მედიალური მარყუჟით * d. ლატერალური მარყუჟით 6. სამწვერა ნერვის ნეიროპათიას ახასიათებს a. რქოვანას რეფლექსის დაქვეითება;* b. გემოვნების მოშლა ენის უკანა მესამედზე; c. ჰიპალგეზია ზელდერის ზონებით; d. საღეჭი კუნთების ჰიპერტროფია; e. ყველა ჩამოთვლილი. 1 7. სამწვერა ნერვის კლასიკურ ნევრალგიას ახასიათებს: a. პერმანენტული ალგიური სინდრომი; b. ჰიპალგეზია სახეზე სამწვერა ნერვის მე-2 და მე-3 ტოტების საინერვაციო მიდამოში; c. სახეზე ტრიგერული ზონები;* d. შეტევის დროს ფსიქომოტორული აგზნება. 8. მხედველობის ტრაქტის დაზიანება გამოიწვევსჰემიანოფსიას: a. ბინაზალურს; b. ჰომონიმურს;* c. ბიტემპორალურს d. ქვედაკვადრანტულ 9. რომელი სტრუქტურის დაზიანება იწვევს ყნოსვით ჰალუცინაციებს? a. ოლფაქტორული ბორცვის; b. ოლფაქტორული ბოლქვის; c. საფეთქლის წილის;* d. თხემის წილის. 10. რომელი სტრუქტურის დაზიანება იწვევს ბიტემპორალურ ჰემიანოფსიას? a. მხედველობის ჯვარედინის ცენტრალური ნაწილების;* b. მხედველობის ჯვარედინის გარეთა ნაწილების; c.. მხედველობის ჯვარედინის მხედველობის ტრაქტების; d. გრაციოლეს კონის ორმხრივი დაზიანება 2 უმაღლესი ცერებრული ფუნქციები 1. ავადმყოფი მხედველობითი აგნოზიით: a. ცუდად ხედავს გარშემომყოფ საგნებს, მაგრამ სცნობს მათ; b. ცუდად ხედავს საგნებს, მაგრამ ფორმა ეჩვენება დამახინჯებულად; c. არ ხედავს საგნებს მხედველობის ველის პერიფერიაზე; d. ხედავს საგნებს, მაგრამ ვერ სცნობს მათ.* 2. ავადმყოფი მოტორული აფაზიით: a. ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ესმის მიმართული მეტყველება;* b. არ ესმის მიმართული მეტყველება და ვერ ლაპარაკობს; c.. ლაპარაკობს, მაგრამ არ ესმის მიმართული მეტყველება; d. ლაპარაკობს, მაგრამ მეტყველება სკანდირებულია. 3. ავადმყოფი სენსორული აფაზიით: a. ვერ ლაპარაკობს და არ ესმის მიმართული მეტყველება; b. ესმის მიმართული მეტყველება, მაგრამ ვერ ლაპარაკობს c. ლაპარაკობს, მაგრამ ავიწყდება საგნების დასახელება; d. არ ესმის მიმართული მეტყველება, აკონტროლებს საკუთარ მეტყველებას; e. არ ესმის მიმართული მეტყველება და ვერ აკონტროლებს საკუთარს.* 4. რომელი სტრუქტურის დაზიანება იწვევს ამნესტიურ აფაზიას? a. შუბლის წილი; b. თხემის წილი; c. შუბლის და თხემის წილების შესაყარი; d. საფეთქლის და თხემის წილის შესაყარი.* 5. სმენითი აგნოზია აღინიშნება: a. თხემის წილის;.b. შუბლის წილის; c. კეფის წილის; d. საფეთქლის წილის დაზიანებისას.* 6. აპრაქსია ვლინდება დაზიანებისას: a. დომინანტური ჰემისფეროს შუბლის წილის; b. არადომინანტური ჰემისფეროს შუბლის წილის; c. დომინანტური ჰემისფეროს თხემის წილის;* d. არადომინანტური ჰემისფეროს თხემისწილის. 3 7. სხეულის სქემის მოშლა აღინიშნება დაზიანებისას: a. დომინანტური ჰემისფეროს საფეთქლის წილის;.b. არადომინანტური ჰემისფეროს საფეთქლის წილის; c. დომინანტური ჰემისფეროს თხემის წილის; d. არადომინანტური ჰემისფეროს თხემის წილის.* 8. სენსორული აფაზია აღინიშნება დაზიანებისას: a. საფეთქლის ზედა ხვეულის;* b. საფეთქლის შუა ხვეულის; c. თხემის ზედა წილაკის; d. თხემის ქვედა წილაკის. 9. იდეატორული აპრაქსია აღინიშნება დაზიანებისას: a.. შუბლის წილის;* b. თხემის წილის; c. საფეთქლის წილ d. ყველა ზემოაღნიშნული სწორია. 10. ჭეშმარიტი ასტერეოგნოზი განპირობებულია: a. შუბლის წილის; b. საფეთქლის წილის; c. თხემის წილის;* d. კეფის წილის დაზიანებით. ზურგის ტვინი და მისი დაზიანების სინდრომები 1. ახალშობილის ზურგის ტვინი მთავრდება: a.. გულმკერდის მე-12 მალის ქვედა კიდის დონეზე; b. წელის 1 მალის ქვედა კიდის დონეზე; c. წელის მე-2 მალის ქვედა კიდის დონეზე; d. წელის მე-3 მალის ქვედა კიდის დონეზე.* 2. ბროუნ-სეკარის სინდრომს ახასიათებს ცენტრალური დამბლა დაზიანების მხარეს და a. ყველა სახის მგრძნობელობის მოშლა მოპირდაპირე მხარეს; b. ტკივილის და თერმული მგრძნობელობის მოშლა დაზიანების მხარეს; c. ღრმა მგრძნობელობის მოშლა დაზიანების მხარეს, ტკივილის და თერმული მგრძნობელობის მოშლა მოპირდაპირე მხარეს;* d. ყველა სახის მგრძნობელობის მოშლა დაზიანების მხარეს. 4 3. ხერხემლის მოტეხილობის, მისი ცდომის და ამოვარდნილობისშემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს: a. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა;.b. ზურგის ტვინის და მისი ფესვების კომპრესიის სინდრომი* c. გავრცობილი პოლირადიკულონევრიტი; d. ზურგის ტვინის წინა რქების დაზიანება; e. სეროზული მენინგიტი. 4. რაშის კუდის დაზიანებას ახასიათებს a... ფეხების დუნე დამბლა და ფესვობრივი ტიპის მგრძნობელობის მოშლა;* b. ფეხების სპასტიური დამბლა და მენჯის ორგანოთა ფუნქციის მოშლა; c. ღრმა მგრძნობელობის მოშლა ფეხების დისტალურ ნაწილებში და შარდის შეკავება; d. ფეხების სპასტიური პარაპარეზი მგრძნობელობის მოშლის გარეშე და მენჯის ორგანოთა ფუნქციის მოშლა. 5. კისრის ოსტეოქონდროზის დროს უფრო ხშირია დაზიანება: a. ბაზილარული არტერიის; b. ხერხემლის არტერიის;* c... შიგნითა საძილე არტერიის; d. გარეთა საძილე არტერიის; e. კეფის არტერიის. 6. კისრის წნულის დაზიანების სიმპტომებს მიეკუთვნება: a. დაზიანების მხარეს ხელის პერიფერიული პარეზი მგრძნობელობის მოშლით; b. დაზიანების მხარეს ჰორნერის სინდრომი; c. ტკივილი, რომელიც განიცდის ირადიაციას ხელში; d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.* 7. ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპატიკური ნაწილის სეგმენტური აპარატი წარმოდგენილია ზურგის ტვინის გვერდითი რქების ნეირონებით დონეზე: a. C5-TH10; b. TH1-TH12; c. C8-L3;* d. TH6-L4. 8. ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპატიკური ნაწილის სეგმენტური აპარატის კაუდალური ნაწილი წარმოდგენილია ზურგის ტვინის გვერდითი რქების ნეირონებით დონეზე: 5 a. L4-L5-S1; b. L5-S1-S2; c. S1-S3; d. S2-S4;* e. S3-S5. 9. ავადმყოფებში, რომელთაც მიღებული აქვთ ზურგის ტვინის მარცხენა ნახევრის ტრამვული დაზიანება მერვე ცერვიკალური სეგმენტის დონეზე, ვლინდება შემდეგი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, გარდა: a. ტკივილისა და ტემპერატურის მგრძნობელობის დაკარგვა მარცხნივ დაზიანების დონის ქვემოთ.* b. კუნთ-სახსროვანი მგრძნობელობის (სეგმენტის სივრცეში მდებარეობის) დაკარგვა მარცხენა ფეხში. c. მარცხენამხრივი ჰემიპლეგია. d. Babinski-ს პათოლოგიური ნიშანი მარცხნივ. e. დაზიანებული სეგმენტის დონეზე ქვედა მოტორული ნეირონის დამბლადა კუნთთა ატროფია. 10. ზურგის ტვინში სისხლჩაქცევის ყველაზე მეტად სავარაუდო მიზეზია a. ჰიპერტონული დაავადება; b. ათეროსკლეროზი; c. ნეიროლუესის სისხლძარღვოვანი ფორმა;.d. სპინალური არტერიოვენური მალფორმაცია;* e. ყველა ჩამოთვლილი. 6 ქერქქვეშა ბირთვები 1. ბაზალურ განგლიებთან დაკავშირებული ფორმულირებები სწორია, გარდა: a. კუდიანი ბირთვი გაერთიანებულია ოსპისებრ ბირთვთან. b. ზოლიანი სხეული დაკავშირებულია კუნთთა მოძრაობასთან. c. ოსპისებრი ბირთვი მედიალურად გარეთა კაფსულას უკავშირდება. d. ჰორიზონტალურ განაკვეთში ოსპისებრ ბირთვს სოლის ფორმა აქვს*. e. ნუშისებრი ბირთვი ბაზალურ განგლიებს მიეკუთვნება. 2. თალამუსთან დაკავშირებული შემდეგი ფორმულირებები სწორია, გარდა: a. ყველა სახეობის სენსორული ინფორმაცია, ყნოსვის გრძნობის გარდა,აფერენტული ბოჭკოების საშუალებით აღწევენ თალამუსს. b. ცერებრული კორტექსიდან თალამუსის მიმართულებით მცირე ოდენობისაფერენტული ბოჭკოები მიდიან*. c. თალამუსის ინტრალამინური ბირთვები მჭიდრო კავშირში არიან რეტიკულურ ფორმაციასთან. d. ინტრალამინურ ბირთვებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ცნობიერებისდონეზე და ღვიძილის მდგომარეობაზე. 3. პარკინსონის დაავადების დროს ნეიროქიმიურ ცვლილებებს ქერქქვეშა ბირთვებში ახასიათებთ შემდეგი ცვლილებები: a. დოფამინის დაქვეითება; b. აცეტილქოლინის რაოდენობის მომატება; c. ნორადრენალინის რაოდენობის დაქვეითება; d. ყველა ჩამოთვლილი.* 4. პარკინსონის დაავადება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სინდრომით: a. ქორეო-ატეტოიდური; b. აკინეტო-რიგიდული;* c. ვესტიბულო- ცერებელური; d. დენტო-რუბრალური; e. ჰიპერექსპლექსია. 5. რომელი ტიპის ნეირონებს შეიცავს შავი სუბსტანცია? a. გლუტამატერგულ b. დოფამინერგულ* c. გაბაერგულ d. სეროტონინერგულ 7 6. რომელი ბირთვია დაკავშირებული პარკინსონიზმთან ? a. ლუისის ბირთვი b. სუბთალამური ბირთვი c. შავი სუბსტანცია * d. მკრთალი ბირთვი 7. რომელ სიმპტომი არ ახასიათებს პარკინსონიზმს? a. ოლიგობრადიკინეზია b. ინტენციური ტრემორი* c. ასოების შემცირება წერისას d. ამიოსტატიკური სახე 8. რომელი სტრუქტურის დაზიანებას ახასიათებს ჰემიანესთეზია, ჰემიატაქსია, ჰემიანოფსია? a. მკრთალი ბირთვი; b. კუდიანი სხეული; c. წითელი ბირთვი; d. თალამუსი.* 9. ჰიპოთალამური სინდრომის დიაგნოსტიური კრიტერიუმია: a. ნეიროენდოკრინული დარღვევები; b. ნეირომეტაბოლური დარღვევები; c. მოტივაციურ-ქცევითი დარღვევები; d. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.* 10. ჰიპერპროლაქტინემიის (პერსისტიული გალაქტორეა-ამენორეის) მიზეზი შეიძლება იყოს: a. ჰიპოფიზის ადენომა; b. კრანიოფარინგიომა; c. ინსულტი;.d დოფამინერგული გზის დეგენერაცია; e. თერაპია ნეიროლეპტიკებით; f. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.* 8 ნათხემი.1 ნათხემის სიმსივნის დიაგნოსტიკის საუკეთესო მეთოდია: a. კომპიუტერული ტომოგრაფია; b. ანგიოგრაფია; c. მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა;* d. ფუნდოსკოპია. 2. თუ ავადმყოფს ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიით განუვითარდა ატაქსია, ატონია, ასინერგია, ადიადოქოკინეზი და დისმეტრია, ეჭვი უნდა მივიტანოთ სიმსივნეზე: a. შუბლის წილში; b. ტვინის ჰემისფეროში; c. კეფის წილში; d. ნათხემში.* 3. ნათხემის ფუნქციებთან დაკავშირებული ფორმულირებები სწორია, გარდა: a. ნათხემი ზემოქმედებს ჩონჩხის კუნთების აქტივობაზე. b. ნათხემი აკონტროლების ნებით მოძრაობას ძალის კოორდინირებითა და განსხვავებული კუნთების შეკუმშვის ხარისხით. c. ნათხემი ამუხრუჭებს ანტაგონისტური კუნთების შეკუმშვას. d. ნათხემი პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩონჩხის კუნთებზე ტვინის ქერქის ხელშეწყობის გარეშე*. e. ნათხემი არ აკონტროლებს შინაგანი ორგანოების კუნთების მოქმედებას. 4. რამდენი ფეხით უკავშირდება ნათხემი ტვინის ღეროს? a. ერთი წყვილით b. ორი წყვილით c. სამი წყვილით * d. ოთხი წყვილით 5. რომელი ტესტით აფასებენ ნატიფ მიზანმიმართულ მოძრაობებს? a. ცხვირ-თითის ცდა* b. სტიუარტ-ჰოლმსის ცდა c. მინგაცინის ცდა d. რომბერგის ცდა 6.ნათხემის ჭიის ქვედა ნაწილების სიმსივნის (ფლოკულო-ნოდულარული სინდრომი) დამახასიათებელი ნიშანია: a. სტატიკის და სიარულის მოშლა; b. კიდურებში კოორდინაციის მოშლა; c. სხეულის ატაქსია კიდურებში დისკოორდინაციის გარეშე;* d. ქვედა პირამიდული პარაპარეზი; e. ვერტიკალური ნისტაგმი. 9 7. ნათხემის სიმსივნეებიდან ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირია: a. ასტროციტომა; b. ეპენდიმოა c. გლიომა; d. მედულობლასტომა.* 8. ნათხემის რომელი სტრუქტურის დაზიანებისას ვლინდება სტატიკური ატაქსია? a. ნათხემის ქერქის b. საცობისებური ბირთვის c. დაკბილული ბირთვის d. ნათხემის ჭიის* e. მრგვალი ბირთვის 9. რომელი გზის საშუალებით გამოდის ნათხემიდან ცერებელო- რუბრული: a. ნათხემის ზემო ფეხი* b. კორძიანი სხეული c. ტვინოვანი ზოლები d. ნათხემის ქვემო ფეხი e. ნათხემის შუა ფეხი f. არცერთი 10. სტატიკური ატაქსია დამახასიათებელია შემდეგი ლოკალიზაციის სიმსივნეებისათვის a. ნათხემის ნახევარსფეროს b. ნათხემისჭიის* c. მოგრძოტვინის d. მეოთხე პარკუჭის ფსკერის e. მესამე პარკუჭის თავის ტკივილი 1. შაკიკით ავადდებიან: a. გოგონები და ვაჟები თანაბარი სიხშირით პუბერტატულ ასაკამდე;* b. მხოლოდ მოზრდილები; c. მხოლოდ ქალები, ყველა ასაკობრივი ჯგუფის; d. გოგონები ორჯერ უფრო ხშირად ვაჟებთან შედარებით. 2. მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის რისკ- ჯგუფს წარმოადგენენ: 10 a. ჰიპერტონიით დააავადებული აციენტები b. ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები c. შაკიკიანი და დაძაბვის თავის ტკივილის მქონე პაციენტები* d. ნერვული სისტემის დემიელინიზაციით დაავადებული პაციენტები 3. შაკიკის შეტევა გრძელდება: a. 1/2-1 სთ b. 2-3 საათი c. 4-72 საათი* d. 15 წუთი 4. შაკიკი აურით ეწოდება იმ შემთხვევაში, თუ: a. შეტევას თან ერთვის ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომები b. თავის ტკივილს წინ უძღვის გარდამავალი ფოკალური სიმპტომები* c. თავის ტკივილის შეტევის შემდეგ ვითარდება გარდამავალი ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომატიკა d. თავის ტკივილის დასრულების შემდეგ ვითარდება ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები 5. შაკიკის მკურნალობის სპეციფიურ პრეპარატებს წარმოადგენენ: a. ვაზოაქტიური პრეპერატები b. ტრიპტანები* c. ნოოტროპული პრეპარატები d. ტრანკვილიზატორები 6. დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი ქრონიკულია, თუკი სიმპტომატიკა გრძელდება: a. თვეში 5-6 დღე b. თვეში 7-8 დღე c. თვეში 10-12 ღე d. თვეში 15 დღეზე მეტი* 7. ქრონიკული დაძაბვის ტიპის თავის ტკივილის მკურნალობაში გამოიყენება: a. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები* b. ანტიჰისტამინური პრეპარატები c. შარდმდენები d. ტრიპტანები 8. სამწვერა ნერვის ნევრალგიით დაავადებული ავადმყოფის ტიპიური ჩივილია a. მუდმივი შემაწუხებელი ტკივილი სახის ნახევარში; b. ინტენსიური ტკივილის ხანმოკლე პაროქსიზმები, რომლის პროვოცირება ხდება სახეზე მსუბუქი შეხებით;* 11 c. მზარდი ინტენსიობის ტკივილის შეტევები თვალის, ყბის, კბილებისარეში, გაძლიერებული ცრემლდენით და ნერწყვდენით; d. ხანგრძლივი ტკივილი ორბიტის, თვალის კუთხის არეში ,მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. 9. აურით მიმდინარე შაკიკის შეტევა შაკიკის სხვა ფორმებისაგან განსხვავდება: a. მაუწყებელი ნიშნების არსებობით;.b ტკივილის ლოკალიზაციით ორმხრივ საფეთქლის მიდამოში; c. ღებინებით შეტევის პიკზე;.d გარდამავალი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით;* e. შეტევის ბოლოს შარდის უხვი გამოყოფით. 10. კლასტერული ტიპის თავის ტკივილი a. უფრო ხშირია მამაკაცებში და ჩვეულებრივ ღამითაა;* b. უფრო ხშირია ქალებში და ჩვეულებრივ დღისითაა; c. უფრო ხშირია მამაკაცებში და შეტევა ჩვეულებრივ დღისითაა; d. უფრო ხშირია ქალებში და შეტევა ჩვეულებრივ ღამითაა. თავის ტვინის სიმსივნეები 1. დომინანტური ჰემისფეროს საფეთქლის წილის სიმსივნეს ახასიათებს: a. მოტორული, სენსორული აფაზია;.b სენსორული, ამნესტიური აფაზია;* c. მოტორული, სემანტიური აფაზია;.d სენსორული აფაზია, აუტოტოპოგნოზია; e. მოტორული აფაზია, აუტოტოპოგნოზია. 2. სუპრასელარულად გაზრდილი ჰიპოფიზის ადენომის ოფტალმოლოგიური სტადიისათვის დამახასიათებელია: a. ჰომონიმური ჰემიანოფსია; b. ბინაზალური ჰემიანოფსია; c. ბიტემპორალური ჰემიანოფსია;* d. ყველა ჩამოთვლილი. 3. თურქული კეხის მიდამოს სიმსივნეებში გაკირვა უფრო ხშირია: a. ჰიპოფიზის ადენომებში; 12 b. კრანიოფარინგიომებში;* c. თურქული კეხის ბორცვის არაქნოიდენდოთელიომებში; d. მხედველობის ნერვის გლიომებში. 4. საფეთქლის წილის კონვექსიტალური ლოკალიზაციის სიმსივნის დროსუფრო ხშირია ჰალუცინაციები: a. მხედველობითი; b. სმენითი* c. გემოვნებითი d. ყნოსვითი. 5. ცენტრალური ნერვული სისტემის მეტასტაზური სიმსივნეების პირველადი წყარო უფრო ხშირად: a. ფილტვის კიბოა;* b. კუჭის კიბოა; c. სარძევე ჯირკვლის კიბოა; d. საშვილოსნოს კიბოა; e. პროსტატის კიბოა. 6. ცენტრალური ნერვული სისტემის მენინგო-სისხლძარღვოვანი სიმსივნეებია a. ასტროციტომები; b. ოლიგოდენდროგლიომები; c. მულტიფორმული სპონგიობლასტომები; d. არაქნოიდენდოთელიომებ ი;* e. ყველა ჩამოთვლილი. 7. თავის ტვინის სიმსივნის დროს თავის პერკუსია აძლიერებს ტკივილს, ვინაიდან ამ დროს ძლიერდება a. ლიქვოროცირკულაციის დარღვევა; b. ინტრაკრანიალური სისხლისმიმოქცევის დარღვევა; c. დაჭიმვა და დისლოკაცია გარსების და კრანიალური ნერვების;* d. ვენური უკუდენის დარღვევა; e. ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი. 8. თავის ტვინის კტ ყველაზე მეტად ინფორმატიულია სიმსივნის ლოკალიზაციისას a. თავის ტვინის ჰემისფეროებში;* b. თავის ტვინის ბაზალურ ზონაში; 13 c. უკანა ფოსოში; d. კრანიოვერტებრალურ მიდამოში. 9. რომელი სიმსივნე არ არის დამახასიათებელი ბავშვთა ასაკისათვის? a. გლიობლასტომა;* b. ხიდის გლიომა; c. მედულობლასტომ ა; d. მხედველობის ნერვის გლიომა; e. ნათხემის ასტროციტომა. 10. თავის ტვინის სიმსივნის სადიაგნოსტიკო საუკეთესო საშუალებაა: a. მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა;* b. კომპიუტერული ტომოგრაფია; c. ლიქვორის ანალიზი; d. ეეგ თავის ტვინის ინსულტი 1. ცერებრული სისხლისმიმოქცევის გარდამავალი მოშლის დიაგნოზი დგინდება, თუ კეროვანი ცერებრული სიმპტომატიკა განიცდის სრულ რეგრესს არა უგვიანეს a. 1 დღე-ღამისა;* b. 1 კვირისა; c. 2 კვირისა; d. 3 კვირისა; e. 1 თვისა. 2. პარენქიმულ-სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისათვის აუცილებელია: a. ცნობიერების დაკარგვა; b. სისხლიანი ლიქვორი;* c. შუამდებარე ექო-სიგნალის ცდომა;.d კონტრალატერალური ჰემიპარეზი; e. ყველა ჩამოთვლილი. 3. ტვინის არტერიის ანევრიზმა დიამეტრით 3მმ შეიძლება დიაგნოსტირებული იყოს a. ანგიოგრაფიით;* b. რეოენცეფალოგრაფიით; 14 c. ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით; d. კტ; e. რადიოიზოტოპური სცინტიგრაფიით. 4. მოტორული აფაზია წარმოიშვება სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლისას: a. ტვინის უკანა არტერიის ქერქულ ტოტებში მარცხნივ; b. ტვინის შუა არტერიის ქერქულ ტოტებში მარცხნივ;* c. ტვინის წინა არტერიის ღრმა ტოტებში მარცხნივ; d. ხერხემლის არტერიაში მარცხნივ; e. ბაზალური არტერიის 5. სენსორული აფაზია წარმოიშვება სისხლის მიიმოქცევის მწვავე მოშლისას: a. ტვინის არტერიის ქერქულ ტოტებში მარცხნივ; b. ტვინის უკანა არტერიის ქერქულ ტოტებში მარცხნივ;* c. ტვინის წინა არტერიის ქერქულ ტოტებში მარცხნივ; d. ხერხემლის არტერიის მარცხნივ; e. ბაზალურ არტერიაში. 6. ცერებრული არტერიების თრომბოზს არ იწვევს a. არტერიული წნევის დაქვეითება და სისხლის ნაკადის შენელება; b. სისხლის სიბლანტის და აგრეგაციის მომატება; c. სისხლის კოაგულაციური აქტივობის მომატება; d. სისხლის ფიბრინოლიზური აქტივობის მომატება.* 7. ათეროსკლეროზის დროს ცერებრული სისხლისმიმოქცევის უკმარისობის განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ყველა ჩამოთვლილ ფაქტორს, გარდა ერთისა: a. მაგისტრალური სისხლძარღვების სტენოზი კისერზე; b. პერფუზიული წნევის დაქვეითება; c. ერითროციტების ელასტიურობის დაქვეითება; d. შედედების სისტემის აქტივობის დაქვეითება.* 8. იშემიური ინსულტის დროს დეჰიდრატაციული საშუალებების დანიშვნის ჩვენებაა: a. გამოხატული ზოგადტვინოვანი სიმპტომატიკა* 15 b. ჰიპოვოლემია; c. ჰიპერკოაგულაცია; d. ყველა ჩამოთვლილი. 9. იშემიური ინსულტის დროს ინტენსიური თერაპია არ ისახავს მიზნად: a. მეტაბოლური აციდოზის მკურნალობას და კორექციას; b. ჰიპერპროთრომბინემიის მკურნალობას და კორექციას; c. ჰიპერპროტეინემიის მკურნალობას და კორექციას;* d. ტვინის შეშუპების მკურნალობას და კორექციას; e. წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის მკურნალობას და კორექციას. 10. ჰიპერტონულ გენეზის სისხლჩაქცევას ტვინში არ ახასიათებს a. ჩაღვრილი სისხლით ტვინის ნივთიერების კომპრესია და დაშლა; b. სისხლჩაქცევის უბანში ვაზოპარეზი; c. ტვინის ღეროს დისლოკაცია;.d ტვინის ფუძის არტერიების ოკლუზია;* e. ტვინის შეშუპება. 16