ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები ტესტები PDF

Document Details

EnhancedNeptune5557

Uploaded by EnhancedNeptune5557

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Tags

ფინანსები ეკონომიკა ტესტები ფინანსური ბაზრები

Summary

ეს დოკუმენტი შეიცავს ტესტებს ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრების შესახებ. ტესტები მოიცავს სხვადასხვა საკითხს, როგორიცაა ფინანსური ბაზრები, სავალო ვალდებულებები, ფიზიკური და ფინანსური კაპიტალი, სახელმწიფო ბიუჯეტი და ა.შ.

Full Transcript

ტესტები 1. რა წარმოადგენს ბაზარზე ორიენტირებული ფინანსური სისტემის განსაკუთრებულ ნიშანს? ა. ფინანსური ბაზრების განვითარების შედარებით დაბალი დონე; ბ. ფინანსური კონტრაქტების უმეტესი ნაწილის ბანკებში კონცენტრირება; გ. კაპიტალის ბაზრების განვითარების შედარებით მაღალი დონე; დ. კომერციული ბანკების სახელმ...

ტესტები 1. რა წარმოადგენს ბაზარზე ორიენტირებული ფინანსური სისტემის განსაკუთრებულ ნიშანს? ა. ფინანსური ბაზრების განვითარების შედარებით დაბალი დონე; ბ. ფინანსური კონტრაქტების უმეტესი ნაწილის ბანკებში კონცენტრირება; გ. კაპიტალის ბაზრების განვითარების შედარებით მაღალი დონე; დ. კომერციული ბანკების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა. 2. სავალო ვალდებულებათა რომელ ბაზარს უწოდებენ ფულად ბაზარს? ა. გრძელვადიან ინსტრუმენტების ბაზარს; ბ. საშუალოვადიან ინსტრუმენტების ბაზარს; გ. მოკლევადიან ინსტრუმენტების ბაზარს; დ. ორ წელზე მეტი ვადიანობის ბაზარს. 3. რა ეწოდება იმ შენობებსა და დანადგარებს, რომელიც ფირმას თავისი საქმიანობისათვის სჭირდება? ა. ფულადი კაპიტალი; ბ. ფინანსური კაპიტალი; გ. ფიზიკური კაპიტალი; დ. ინტელექტუალური კაპიტალი. 4. რა წარმოადგენს ბანკებზე ორიენტირებული ფინანსური სისტემის განსაკუთრებულ ნიშანს? ა. კომერციული ბანკის დაბანდებათა პორტფელების მოცულობათა მკაცრი შეზღუდულობა; ბ. ფინანსური ბაზრების განვითარების შედარებით მაღალი ხარისხი; გ. ფინანსური კონტრაქტების უმეტესი ნაწილის ბანკებში კონცენტრირება; დ. კაპიტალის ბაზრების განვითარების შედარებით მაღალი დონე; 5. სავალო ვალდებულებათა რომელ ბაზარს უწოდებენ კაპიტალის ბაზარს? ა. მოკლევადიან ინსტრუმენტების ბაზარს; ბ. საშუალოვადიან ინსტრუმენტების ბაზარს; გ. გრძელვადიან ინსტრუმენტების ბაზარს; დ. ერთ წელზე ნაკლები ვადიანობის ბაზარს. 6. რა ეწოდება იმ კაპიტალს, რომლითაც ფირმას შეუძლია ფიზიკური კაპიტალის შეძენა? ა. ფულადი კაპიტალი; ბ. უცხოური კაპიტალი; გ. ფინანსური კაპიტალი; დ. ინტელექტუალური კაპიტალი. 7. რა მიეკუთვნება ფირმის ფიზიკურ კაპიტალს ა. პასივები; ბ. შენობები; გ. ობლიგაციები; დ. კრედიტები. 8. ფინანსების თეორიის მიხედვით, რას უწოდებენ აქტივებს? ა. ნებისმიერ რამეს, რასაც ეკონომიკური ღირებულება გააჩნია; ბ. ნებისმიერ რამეს, რასაც ღირებულება გააჩნდა; გ. ნებისმიერ რამეს, რასაც მიმდინარე ღირებულება გააჩნია; დ. ნებისმიერ რამეს, რასაც მომავალში ექნება ღირებულება. 9. ვინ იღებს გადაწყვეტილებას მთავრობის ფულადი სახსრების მართვის თაობაზე? ა. სახელმწიფო ორგანო; ბ. ბიზნეს სტრუქტურები; გ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; დ. შინამეურნეობები. 10. რომელ ბაზარზე ხდება საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრა? ა. ობლიგაციათა ბაზარზე; ბ. აქციათა ბაზარზე; გ. პირველად ბაზარზე; დ. დერივატივების ბაზარზე. 11. გააჩნია თუ არა ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარს განსაზღვრული ადგილმდებარეობა? ა. გააჩნია; ბ. არ გააჩნია; გ. გააჩნია დროებითი ადგილმდებარეობა; დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია. 12. რა არის ფინანსური ბაზარი? ა. საბაზრო ინსტიტუტების ერთობლიობა; ბ. ფულადი აგრეგატების ერთობლიობა; გ. ინსტიტუტების ერთობლიობა; დ. ყველა ზემოთ მოცემული პასუხი სწორია. 13. ვინ იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადების, მიღებისა და აღსრულების თაობაზე? ა. სახელმწიფო ორგანოები; ბ. შინამეურნეობა; გ. ბიზნეს სტრუქტურები; დ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. 14. რომელი კატეგორიის ფინანსურ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება ფიუჩერსები, ოფციონები, წინასწარი კონტრაქტები? ა. ნაწარმ ფასიან ქაღალდებს; ბ. სავალო ვალდებულებებს; გ. ობლიგაციებს; დ. აქციებს. 15. რას ნიშნავს ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა? ა. საექსპორტო საქონელი საზღვარგარეთ უფრო ძვირი ეღირება; ბ. უცხოური საქონელი გაძვირდება; გ. სამამულო საქონლის მოხმარება შემცირდება; დ. ყველა პასუხი არასწორია. 16. რას მოიცავს საჯარო ფინანსების სფერო? ა. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს; ბ. აქციებისა და დერევატივების ბაზარს; გ. ობლიგაციების ბაზარს; დ. ცალკეული ოჯახებისა და ფირმების ბიუჯეტებს. 17. ვინ იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვალის მართვის თაობაზე? ა. ბიზნეს სტრუქტურები; ბ. სახელმწიფო ორგანოები; გ. შინამეურნეობა; დ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. 18. რას ნიშნავს ეროვნული ვალუტის კურსის განმტკიცება? ა. უცხოური საქონელი გაძვირდება; ბ. საექსპორტო საქონელი საზღვარგარეთ უფრო იაფი იქნება; გ. საექსპორტო საქონელი საზღვარგარეთ უფრო ძვირი ეღირება; დ. ყველა პასუხი არასწორია. 19. რას არ წარმოადგენს ობლიგაცია? ა. ფასიან ქაღალდს; ბ. სახსრების მოზიდვის საშუალებას; გ. კომპანიის შემოსავლიდან წილის მიღების საშუალებას; დ. კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას. 20. რა მიეკუთვნება ფირმის ფიზიკურ კაპიტალს ? ა. აქციები; ბ. ობლიგაციები; გ. კრედიტი; დ. შენობები. 21. ვინ იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე? ა. შინამეურნეობა; ბ. ბიზნეს სტრუქტურები; გ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. დ. სახელმწიფო ორგანოები; 22. რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები? ა. სიდიდით და სირთულის დონით; ბ. სახელმწიფოთა პოლიტიკური და ისტორიული განვითარების დონით; გ. ტექნოლოგიებთან დაშვებით; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი სწორია 23. რას წარმოადგენს ფინანსური ბაზარი? ა. ფასიანი ქაღალდების ბაზარს; ბ. საბანკო სესხების ბაზარს; გ. ობლიგაციათა და აქციათა ბაზარს; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი სწორია. 24. რა მიეკუთვნება ფირმის ფინანსურ კაპიტალს? ა. მანქანა-დანადგარები; ბ. დაზგები და ჩარხები; გ. შენობები; დ. ფასიანი ქაღალდები. 25. ვინ იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე? ა. შინამეურნეობა; ბ. ბიზნეს სტრუქტურები; გ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. დ. სახელმწიფო ორგანოები; 26. რას მოიცავს სამეურნეო სუბიექტების ფინანსების სფერო? ა. აქციებს, ობლიგაციებს და ნაწერმი ფასიან ქაღალდებს; ბ. ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს; გ. არასაბიუჯეტო და სხვა სპეციალურ ფონდებს; დ. საწარმოების, ფირმების, კორპორაციების ფინანსებს. 27. „სიცოცხლის ვადის“ მიხედვით როგორ კლასიფიცირდება სავალო ვალდებულებები? ა. საშუალოვადიანი; ბ. მოკლევადიანი; გ. გრძელვადიანი; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი სწორია. 28. რომელი ტიპის აქტივებს მიეკუთვნებიან ობლიგაციები, ნაწარმი ფასიანი ქაღალდები და აქციები? ა. ფიზიკურს; ბ. ფინანსურს; გ. მორალურს; დ. კაპიტალურს. 29. რომელ ბაზარს უწოდებენ პირველად ბაზარს? ა. რომელზეც ადრე გამოშვებული ფასიანი ქაღალდები ხელმეორედ იყიდება; ბ.რომელზეც ემიტენტი ყიდის თავის ფასიან ქაღალდს საწყის მყიდველზე; გ. ფულად ბაზარს; დ. კაპიტალის ბაზარს. 30. რა ეწოდება მეორად ბაზარზე მოქმედ პირებს, რომლებიც ინვესტორების დავალებით მოქმედებენ? ა. დილერები; ბ. ბროკერები; გ. ბანკირები; დ. ჰჯერები. 31. რომელი ტიპის ფინანსურ შუამავალს მიეკუთვნება საკრედიტო კავშირი? ა. სადეპოზიტი-შემნახველი; ბ. საკონტრაქტო-შემნახველი; გ. საინვესტიციო; დ. სამოკავშირო. 32. რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის ამოცანაა საბანკო წესების ერთგვაროვნების უზრუნველყოფა? ა. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი; ბ. რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი; გ. საერთაშორისო სავალუტო (მონეტარული) ფონდი; დ. მსოფლიო ბანკი. 33. რა ეწოდება მთავრობის მოკლევადიან სავალო ვალდებულებას? ა. სახაზინო თამასუქი; ბ. რეპო გარიგება; გ. საბანკო აქცეპტი; დ.საბანკო დეპოზიტური სერტიფიკატი. 34. რა ეწოდება იმ ოფციონს, რომლის განხორციელება მხოლოდ განსაზღვრულ დროს შეიძლება? ა. ამერიკული ოფციონი; ბ. იაპონური ოფციონი; გ.“კოლ“ ოფციონი; დ. ევროპული ოფციონი. 35. რისგან შედგება მონეტარული ბაზა? ა. აქტივებისგან ბ. აქტივებისა და პასივებისგან; გ. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო სისტემის რეზერვებისგან; დ. მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულისა და საბანკო სისტემის რეზერვებისგან. 36. რომელი აქტივი ითვლება ყველაზე უფრო ლიკვიდურ აქტივად? ა. ოქრო; ბ. მოთხოვნამდე ანაბარი; გ. სახაზინო თამასუქი; დ. ფული. 37. რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზანს? ა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა; ბ. მდგრადი ეკონომიკური ზრდა; გ. ფულის მიწოდების უზრუნველყოფა; დ. ბიუჯეტის დეფიციტის მინიმიზაცია. 38. რას იწვევს ადგილობრივი ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურება? ა. ამცირებს იმპორტს; ბ. ზრდის იმპორტს; გ. არაფერს არ იწვევს; დ. ზრდის მოთხოვნას ადგილობრივ ბაზარზე. 39. როდის ვლინდება ასიმეტრიული ინფორმაციის ერთ-ერთი სახეობა - მცდარი არჩევანი? ა. გარიგების დადებამდე; ბ. გარიგების დადების შემდეგ; გ. გარიგების მიმდინარეობისას; დ. საერთოდ არ ვლინდება. 40. როგორია საბანკო ოპერაციების ყველაზე გავრცელებული და ფუნდამენტური კვალიფიკაცია? ა. მხოლოდ აქტიური და საკომისიო ოპერაციები; ბ. მხოლოდ პასიური და საკომისიო ოპერაციები; გ. მხოლოდ აქტიური და პასიური ოპერაციები; დ. აქტიური, პასიური და საკომისიო ოპერაციები. 41. რა ეწოდება სხვაობას კომერციული ბანკის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის? ა. ბანკის კაპიტალი; ბ. ბანკის პასივები; გ. ბანკის დანაკარგი: დ. სავალდებულო რეზერვები. 42. ფინანსური კომპანიების რამდენი ტიპი არის ცნობილი? ა. ორი: სავაჭრო და კომერციული; ბ. სამი : სავაჭრო, სამომხმარებლო და კომერციული; გ. ორი: სავაჭრო და სამომხმარებლო; დ. სამი: სავაჭრო, სათამაშო, სამომხმარებლო. 43. თუ ფასიანი ქაღალდის ნომინალი 1000 ლარია, დაპირებული სარგებელი (პროენტი) - 9.5 %, ხოლო ბირჟაზე იგი 950 ლარად იყიდება, რამდენი იქნება მისი რეალური სარგებელი? ა. 9. 5 %; ბ. 5. 3 % გ. 10. 0 %; დ. 15.3 %. 44. რა თანხა უნდა განათავსოთ ბანკში დღეს, რომ ერთი წლის შემდეგ მიიღოთ 1000 ლარი, თუ სარგებლის მოცულობა 10. 0%-ს უდრის? ა. 826 ლარი; ბ. 900 ლარი; გ. 1100 ლარი; დ. 909 ლარი. 45. თუ ფასიანი ქაღალდის ნომინალი 200 ლარია, დაპირებული სარგებელი (პროენტი) - 7 %, ხოლო ბირჟაზე იგი 180 ლარად იყიდება, რამდენი იქნება მისი რეალური სარგებელი? ა. 7. 7 %; ბ. 8. 8 % გ. 10. 0 %; დ. 18.8 %. 46. თუ ფასიანი ქაღალდის ნომინალი 600 ლარია, დაპირებული სარგებელი (პროენტი) - 10. 0 %, ხოლო ბირჟაზე იგი 500 ლარად იყიდება, რამდენი იქნება მისი რეალური სარგებელი? ა. 8. 3 %; ბ. 10. 0 % გ. 12. 0 %; დ. 26. 6 %. 47. რა თანხა უნდა განათავსოთ ბანკში დღეს, რომ ერთი წლის შემდეგ მიიღოთ 1 150 ლარი, თუ სარგებლის მოცულობა 15.0%-ს უდრის? ა. 826 ლარი; ბ. 900 ლარი; გ. 1100 ლარი; დ. 1000 ლარი. 48. რამდენი იქნება დღევანდელი 1000 ლარი ერთი წლის შემდეგ, თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი 10 %-ს ტოლია? ა. 909 ლარი; ბ. 800 ლარი; გ. 1100 ლარი; დ. 826 ლარი. 49. რამდენია ფასიანი ქაღალდის რეალური სარგებელი თუ მისი ნომინალი 1000 ლარია, მოაქვს 7 %-ანი სარგებელი, ხოლო მისი ყიდვა ბირჟაზე შესაძლებელია 980 ლარად? ა. 13, 6%; ბ. 10, 4 %; გ. 7, 1 %; დ. 9, 0 %. 50. რა თანხა უნდა განთავსოთ ბანკში დღეს, რომ ერთი წლის შემდეგ მიიღოთ 10 000 ლარი, თუ ბანკის საპროცენტო განაკვეთი 10 ტოლია? ა. 8 050 ლარი; ბ. 8 264 ლარი; გ. 9 091 ლარი; დ. 9 000 ლარი. 51. რა თანხა უნდა განთავსდეს ბანკში დღეს, რომ ერთი წლის შემდეგ მივიღოთ 1000 ლარი 10%-იანი განაკვეთის პირობებში? ა. 800 ლარი; ბ. 826 ლარი; გ. 900 ლარი; დ. 909 ლარი. 52. თუ ფასიანი ქაღალდის ნომინალი 1000 ლარია, დაპირებული სარგებელი (პროენტი) - 12. 0 %, ხოლო ბირჟაზე იგი 1200 ლარად იყიდება, რამდენი იქნება მისი რეალური სარგებელი? ა. 9. 0 %; ბ. 10. 0 %; გ. 12. 0 %. დ. 10. 0 %. 53. რას უდრის ერთობლივი აქციონერული შემოსავლიანობა, თუ საწარმოს აქციების საბაზრო კურსი წლის დასაწყისში 1000 ლარია, ხოლო წლის ბოლოსათვის იგი 1100 ლარამდე გაიზარდა, დივიდენდმა კი 50 ლარი შეადგინა? ა. 15, 0%; ბ. 10, 0%; გ. 12, 0%; დ. 16, 0%. 54. რისი თქმაა შესაძლებელი, თუ დღევანდელი ინვესტიცია 1000 ლარის ოდენობით განხორციელდა იმ ვარაუდით, რომ ერთი წლის შემდეგ მიიღოთ 1100 ლარი, ხოლო უკრიზისო საპროცენტო განაკვეთი 15 %-ის ტოლია? ა. ინვესტიციას აზრი არა აქვს;(1100/1,15)-1000=-43,2 ბ. ინვესტიციას აზრი აქვს; გ. ინვესტიცია მომგებიანია; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია. 55. რამდენია აქციონერული კაპიტალის შემოსავლიანობა, თუ საწარმოს სააქციო კაპიტალი 2 მილიონი ლარით გაიზარდა და წლის ბოლოსათვის 8 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო მისმა წმინდა მოგებამ 2, 4 მლნ. ლარი შეადგინა? ა. 30 %; ბ. 25 %; გ. 20 %; დ. 10 %. 56.რას უდრის მომავალი ინვესტიციის წმინდა მიმდინარე ღირებულება, თუ დღევანდელი ინვესტიცია 100 ლარის ოდენობით ერთი წლის შემდეგ მოგვცემს 120 ლარს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 10-ის ტოლია? ა. 9.1 ლარი; ბ. 20.0 ლარი; გ. 29.0 ლარი; დ. 8.2 ლარი. 57. რამდენი იქნება აქციონერული კაპიტალის შემოსავლიანობა, თუ საწარმოს სააქციო კაპიტალი 3 მილიონი ლარით გაიზარდა და წლის ბოლოსათვის 10 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო მისმა წმინდა მოგებამ 2 მლნ. ლარი შეადგინა? ა. 20%; ბ. 25%; გ. 30%; დ. 10%. 58. როგორი იქნება 1000-ლარიანი ნომინალური ღირებულებისა და 8%-იანი კუპონური განაკვეთის მქონე ობლიგაციის შემოსავლიანობა, რომელიც 1000 ლარადაა ნაყიდი, ხოლო ერთი წლის შემდეგ 1270 ლარადაა გაყიდული? ა. 35 %; ბ. 27 %; გ. 8 %; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია. 59. რამდენი იქნება შემოსავლიანობის განაკვეთი იაპონურ იენებში, თუ იაპონელმა ინვესტორმა ერთი წლის ვადით შეიძინა 100 ევროიანი საფრანგეთის სახელმწიფო ობლიგაცია, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი 6%-ს შეადგენს, ხოლო სავალუტო კურსი ერთ ევროზე შემცირდა 130-ან 125 იენამდე. ა. 1, 9%; ბ. 9, 5%; გ. 19, 6 %; დ. 26, 0 %. 60. რას უდრის ერთობლივი აქციონერული შემოსავლიანობა, თუ საწარმოს აქციების საბაზრო კურსი წლის დასაწყისში 200 ლარია, ხოლო წლის ბოლოსათვის იგი 210 ლარამდე გაიზარდა. დივიდენდმა კი ამ პერიოდში 10 ლარი შეადგინა? ა. 10, 0%; (210-200)+10))/200 ბ. 15, 0%; გ. 19, 5 %; დ. 20, 5 %. 61. რას უდრის მომავალი ინვესტიციის წმინდა მიმდინარე ღირებულება, თუ დღევანდელი ინვესტიცია 1000 ლარის ოდენობით განხორციელდა იმ ვარაუდით, რომ ერთი წლის შემდეგ მიიღოთ 1200 ლარი, რომლის უკრიზისო საპროცენტო განაკვეთი 10-ის ტოლია? ა. 200.0 ლარი; ბ. 120.0 ლარი; გ. 92.59 ლარი; დ. 90.9 ლარი. 62. როგორი იქნება 1000-ლარიანი ნომინალური ღირებულებისა და 9%-იანი კუპონური განაკვეთის მქონე ობლიგაციის შემოსავლიანობა, რომელიც 1100 ლარადაა ნაყიდი, ხოლო ერთი წლის შემდეგ 1230 ლარადაა გაყიდული? ა. 9. 0 %; ბ. 10. 0 %; გ. 12. 3 %; დ. 20.0 %. 63. რას უდრის მომავალი ინვესტიციის წმინდა მიმდინარე ღირებულება, თუ დღევანდელი ინვესტიცია 1000 ლარის ოდენობით განხორციელდა იმ ვარაუდით, რომ ერთი წლის შემდეგ მიიღოთ 1100 ლარი, რომლის უკრიზისო საპროცენტო განაკვეთი 8-ის ტოლია? ა. 80.0 ლარი; ბ. 88.0 ლარი; გ. 92.59 ლარი. დ. 18.52 ლარი; 64. როგორი იქნება 1000-ლარიანი ნომინალური ღირებულებისა და 8%-იანი კუპონური განაკვეთის მქონე ობლიგაციის შემოსავლიანობა, რომელიც 1000 ლარადაა ნაყიდი, ხოლო ერთი წლის შემდეგ 1270 ლარადაა გაყიდული? ა. 8%; ბ. 18%; გ. 27%; დ. 35%; 65. თუ ფასიანი ქაღალდის ნომინალი 1000 ლარია, დაპირებული სარგებელი (პროენტი) - 10. 0 %, ხოლო ბირჟაზე იგი 1100 ლარად იყიდება, რამდენი იქნება მისი რეალური სარგებელი? ა. 9. 0 %; ბ. 10. 0 % გ. 11. 0 %; დ. 12. 6 %. 66. რა თანხა უნდა განათავსოთ ბანკში დღეს, რომ ერთი წლის შემდეგ მიიღოთ 900 ლარი, თუ სარგებლის მოცულობა 9.0%-ს უდრის? ა. 826 ლარი; ბ. 750 ლარი; გ. 1000 ლარი; დ. 1100 ლარი. 67. თუ ფასიანი ქაღალდის ნომინალი 2 000 ლარია, დაპირებული სარგებელი (პროენტი) - 12.0 %, ხოლო ბირჟაზე იგი 2400 ლარად იყიდება, რამდენი იქნება მისი რეალური სარგებელი? ა. 10. 0 %; ბ. 12. 0 %; გ. 13. 3 %; დ. 16.6 %. 68. რა თანხა უნდა განათავსოთ ბანკში დღეს, რომ ორი წლის შემდეგ მიიღოთ 1000 ლარი, თუ სარგებლის მოცულობა 10. 0%-ს უდრის? ა. 826 ლარი; ბ. 900 ლარი; გ. 1100 ლარი; დ. 909 ლარი. 69. თუ 1 000 ლარიანი ნომინალური ღირებულების ობლიგაცია, რომელსაც მოაქვს 7%-ანი სარგებელი, იყიდება 980 ლარად, რამდენი ექნება მას რეალური სარგებელი? ა. 8,6%; ბ. 8,1 %; გ. 3,1 %; დ. 7,1 %. 70. რამდენი იქნება დღევანდელი 1000 ლარი ორი წლის შემდეგ, თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%-ს ტოლია? ა. 2000 ლარი; ბ. 1200 ლარი; გ. 1210 ლარი; დ. 826 ლარი. 71. როგორც წესი რამდენია საკუთარი სახსრების ხვედრითი წილი მთლიან საბანკო რესურსებში? ა. 80-90%; ბ. 10-20%; გ. 100%; დ. 50-75%. 72. როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფულადი აქტივების ყველაზე ლიკვიდურ ნაწილს? ა. M 1; ბ. M 0; გ. M 2; დ. M 3. 73. როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული ბაზა (MB)? ა. C + D; ბ. C + R; გ. E + C; დ. E + R. 74. როგორ აღნიშნავენ საქართველოში ვიწრო ფულს? ა. M 0; ბ. M 2; გ. M 3. დ. M 1. 75. რას უდრის ერთი უნცია ოქრო? ა. 31.1 გრამს; ბ. 31.1 კარატს; გ. 31.1 მილიგრამს; დ. 28.8 გრამს. 76. რა შემთხვევაშია მომგებიანი საინვესტიციო პროექტები? ა. როდესაც მისი წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV) > 0; ბ. როდესაც მისი წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV) < 0; გ. როდესაც მისი წმინდა მიმდინარე ღირებულება ( NPV) = 0; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია. 77. რომელი ფორმულით იანგარიშება ერთი წლის შემდეგ მისაღები ლარის მიმდინარე ღირებულება? ა. 1×(1+ r ); ბ. (1+ r); გ. (1+ r):(r +1); დ. 1:(1+ r). 78. რომელ წლიდან შევიდა ძალაში იამაიკის სავალუტო სისტემა? ა. 1973 წლის ბოლოს; ბ. 1978 წლის აპრილიდან; გ. 1976 წლის იანვარში; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია. 79. სად და როდის მოხდა საგადასახდელო ბალანსის პირველი ოფიციალური გამოქვეყნება? ა. 1909 წელს დიდ ბრიტანეტში; ბ. 1923 წელს აშშ-ში; გ. 1918 წელს საფრანგეტში; დ. 1937 წელს გერმანიაში. 80. რომელ წელს მოხდა ოქროს სტანდარტზე დამყარებული სავალუტო სისტემის დანგრევა? ა. 1867; ბ. 1922; გ. 1944; დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია. 81. რომელ წელს გაიმართა გენუის კონფერენცია, რომელზეც იქნა მიღწეული შეთანხმება ახალი სავალუტო სისტემის თაობაზე? ა. 1867 წელს; ბ. 1922 წელს; გ. 1944 წელს; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია. 82. რას უწოდებენ ტრანზაქციულ დანახარჯებს? ა. აქციების გამოშვებაზე გაწეული ხარჯები; ბ. დრო და ფული დახარჯული ფინანსური გარიგების განხორციელებაზე; გ. დადგენილ ნორმაზე მეტად გაწეული ხარჯები; დ. ობლიგაციის გამოშვებაზე გაწეული ხარჯები. 83. რა ეწოდება მეორად ბაზარზე მოქმედ პირებს, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ? ა. ბროკერები; ბ. დილერები; გ. ბანკირები; დ. ჰჯერები. 84. რომელ დაწესებულებებს უწოდებენ ფინანსურ შუამავლებს ? ა. რომლებიც ძირითადში ყიდულობენ ფინანსურ მომსახურებასა და საფინანსო პროდუქტებს; ბ. რომლებიც ყიდიან ფინანსურ მომსახურებასა და საფინანსო პროდუქტებს; გ. ფირმებს, რომელთა ძირითადი როლი მდგომარეობს პასივების მართვაში; დ. ფირმებს, რომელთა ძირითადი როლი მდგომარეობს ლიკვიდობის მართვაში. 85. რომელი ტიპის ფინანსურ შუამავალს მიეკუთვნება სადაზღვევო კომპანიები? ა. სადეპოზიტი-შემნახველი; ბ. საკონტრაქტო-შემნახველი; გ. საინვესტიციო; დ. სამოკავშირო. 86. რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებს საინვესტიციო პროექტებს განვითარებად ქვეყნებში? ა. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი; ბ. რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი; გ. საერთაშორისო სავალუტო (მონეტარული) ფონდი; დ. WTO, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია; 87. როგორ იყოფა წარმოებული ფასიანი ქაღალდების კლიენტები? ა. ჰეჯერებად და ტრეიდერებად; ბ. ჰეჯერებად და ბროკერებად; გ. ტრეიდერებად და სპეკულანტებაად; გ. დილერებად და სპეკულანტებად. 88. რა ეწოდება ოფციონს, რომლის განხორციელება შეიძლება ნებისმიერ დროს ოფციონის ვადის გასვლამდე? ა. ევროპული ოფციონი; ბ. იაპონური ოფციონი; გ. “კოლ“ ოფციონი; დ. ამერიკული ოფციონი. 89. რას უწოდებენ ეროვნული ბანკის რეზერვებსა და ნაღდ ფულს მიმოქცევაში? ა. ფულად ბაზას; ბ. მონეტარულ აქტივებს; გ. მონეტარულ რეზერვებს; დ. ფულის აგრეგატს. 90. რა თვისება უნდა ჰქონდეს ფულად არჩეულ აქტივს? ა. ლიკვიდობა; ბ. დაგროვადობა; გ. ეფექტიანობა; დ. გამძლეობა. 91. რას ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი? ა. ინფლაციის თარგეთირებას; ბ. გაცვლითი კურსის თარგეთირებას; გ. ფულადი მასის თარგეთირებას; დ. ფულის მიწოდებას. 92. რას იწვევს ადგილობრივი ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარება? ა. ზრდის იმპორტს; ბ. ამცირებს იმპორტს; გ. არაფერს არ იწვევს; დ. ზრდის მოთხოვნას ადგილობრივ ბაზარზე. 93. როდის ვლინდება ასიმეტრიული ინფორმაციის ერთ-ერთი სახეობა - არაკეთილსინდისიერი ქცევა? ა. გარიგების დადების შემდეგ; ბ, გარიგების დადებამდე; გ. გარიგების მიმდინარეობისას; დ. საერთოდ არ ვლინდება. 94. რომელი ტიპის საბანკო ოპერაციებს მიეკუთვნება ფაქტორინგი და ლიზინგი? ა. საშუამავლო ოპერაციებს; ბ. სავალუტო ოპერაციებს; გ. აქტიურ ოპერაციებს; დ. პასიურ ოპერაციებს. 95. დღეისათვის ვის ემსახურებიან ცენტრალური ბანკები? ა. კომერციულ ბანკებს; ბ. შინამეურნეობებს; გ. ფიზიკურ პირებს; დ. სახელმწიფო დაწესებულებებს. 96. რას უწოდებენ ტრანზაქციურ დანახარჯებს? ა. მატერიალური რესურსი, რომელიც დაიხარჯა ფინანსური გარიგების მომზადებაზე; ბ. დრო და ფული დახარჯული ფინანსური გარიგების განხორციელებაზე; გ. დადგენილ ნორმაზე მეტად გაწეული ხარჯები; დ. საბანკო გადარიცხვის თვითღირებულება. 97. რის აღსანიშნავად გამოიყენება სადაზღვევო კომპანიებისა და საპენსიო ფონდების დასახელება? ა. სადეპოზიტო-შემნახველი დაწესებულებები; ბ. საკონტრაქტო-შემნახველი დაწესებულებები; გ. საინვესტიციო შუამავლები; დ. სასესხო-შემნახველი დაწესებულებები. 98. რას წარმოადგენს სახაზინო თამასუქი? ა. მთავრობის გრძელვადიან სავალო ვალდებულებას; ბ. მთავრობის საშუალოვადიან სავალო ვალდებულებას; გ. მთავრობის მოკლევადიან სავალო ვალდებულებას; დ. კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტს. 99. რას მიგვანიშნებს ბანკთაშორისი კრედიტის დაბალი განაკვეთი? ა. ბანკების თანხები შეზღუდულია; ბ. ბანკების მოთხოვნა კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებზე იზრდება; გ. ბანკები კრედიტს დიდად არ საჭიროებენ; დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია. 100. რა ემართება აქტივების ღირებულების ფასს ნორმალურ ფუნქციონირებად ბაზარზე? ა. საბაზრო ფასზე მეტი ხდება; ბ. საბაზრო ფასზე ნაკლები ხდება; გ. ემთხვევა საბაზრო ფასს; დ. ემთხვევა პერიოდის დასაწყისის ფასს. 101. რა ეწოდება ოპერაციას, რომლის საშუალებით ვპოულობთ მომავალში მისაღები თანხის მიმდინარე ღირებულებას? ა. მომავალი ღირებულების დადგენა; ბ. მომავალი მოგების დისკონტირება; გ. მიმდინარე ღირებულების დაანგარიშება; დ. დისკონტირება. 102. რას გულისხმობს მონეტარული პოლიტიკის რეგულირების პირდაპირი მეთოდები? ა. საბაზრო მექანიზმების გამოყენებას; ბ. სამეურნეო სუბიექტების მოტივირებას გარკვეული მოქმედებისაკენ; გ. ოპერაციებს ღია ბაზარზე; დ. ფულადი მიწოდების მოცულობის ზღვრული ლიმიტების დადგენას. 103. ვინ განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს? ა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა; ბ. საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი; გ. საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები; დ. საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს პარლამენტი. 104. რა ემართება წამყვან ფინანსურ ინდექსებს ფინანსური კრიზისების დროს? ა. იწყებს ნახტომისებურ ზრდას; ბ. იწყებს მდგრად განვითარებას; გ. იწყებს ნახტომისებურ ვარდნას; დ. მათ არაფერი არ ემართებათ. 105. რას უწოდებენ ინფორმაციის ასიმეტრიულობას? ა. პროცესს, რომელიც აადვილებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას; ბ. როდესაც ერთი მხარე ზედმიწევნით კარგად იცნობს მეორეს; გ. როდესაც ერთი მხარე ხშირად საკმარისად არ იცნობს მეორეს; დ. მოგების მაქსიმიზაციის პროცესი. 106. დღეისათვის ვინ ფლობს ფულის ემისიისა და მისი ბრუნვიდან ამოღების ექსკლუზიურ უფლებას? ა. მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო; ბ. ფინანსთა სამინისტრო ცენტრალურ ბანკთან ერთად; გ. მხოლოდ ცენტრალური ბანკი; დ. კომერციული ბანკები. 107. რას ნიშნავს „ROE“? ა. პროცენტულ მარჟას; ბ. კაპიტალის რენტაბელობას; გ. ხარჯების ეფექტიანობას; დ. აქტივების რენტაბელობას. 108. რას ნიშნავს, რომ ლიკვიდობის დონე პირდაპირ განსაზღვრავს მომგებიანობის დონეს? ა. რაც მეტია ლიკვიდური აქტივები, მით მეტია მოგება; ბ. რაც მეტია ლიკვიდური აქტივები, მით ნაკლებია მოგება; გ. რაც ნაკლებია ლიკვიდური აქტივები, მით ნაკლებია მოგება; დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია. 109. რა ურთიერთკავშირები არსებობს საფონდო ინდექსების მნიშვნელობებსა და აქციების ფასებს შორის? ა. პირდაპირი კავშირი; ბ. ირიბი კავშირი; გ. არაპირდაპირ კავშირი; დ. არავითარი კავშირი არ არსებობს. 110. რა მოსდის ტრანზაქციურ დანახარჯებს გარიგების ზომის (მასშტაბის) ზრდის შემთხვევაში. ა. იზრდება; ბ. მცირდება; გ. რჩება უცვლელი; დ. უქმდება. 111. რომელი ტიპის შუამავლებს მიეკუთვნება კომერციული ბანკები? ა. საინვესტიციო; ბ. სადეპოზიტო; გ. საკონტრაქტო-შემნახველი; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი არასწორია. 112. რამდენ ძირითად ჯგუფად იყოფა სადაზღვევო კომპანიები დაზღვევის ობიექტის მიხედვით? ა. სამ: რისკების, სიცოცხლის და უძრავი ქონების დამზღვევ კომპანიებად; ბ. სამ: სიცოცხლის, რისკების და ქონების დამზღვევ კომპანიებად; გ. ორ: სიცოცხლის და ქონების დამზღვევ კომპანიებად; დ. ოთხ: სიცოცხლის, რისკების, ხანძრისა და უძრავი ქონების დამზღვევ კომპანიებად. 113. დაფარვის რა ვადით გამოიცემა სახაზინო თამასუქები? ა. 3, 6 და 12- დღიანი ვადით; ბ. 3, 6 და 12 - კვირიანი ვადით; გ. 3, 6 და 12 - თვიანი ვადით; დ. 3, 6 და 12 - წლიანი ვადით. 114. რომელია ყველაზე ლიკვიდური აქტივი? ა. აქცია; ბ. ობლიგაცია; გ. სახაზინო თამასუქი. დ. საბანკო აქცეპტი; 115. რას არ წარმოადგენს აქცია? ა. გრძელვადიან ფასიან ქაღალდს; ბ. კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას. გ. სახსრების მოზიდვის საშუალებას; დ. შემოსავლის გარანტირებულად მიღების საშუალებას. 116. რაში ვლინდება ფულის არსი? ა. მის თვისებებში; ბ. მის მოძრაობაში; გ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია. დ. მის ფუნქციებში. 117. რას უწოდებენ ეროვნული ბანკის რეზერვებს და ნაღდ ფულს მიმოქცევაში? ა. ფულად აგრეგატს; ბ. მონეტარულ აქტივებს; გ. ბანკის ბალანს. დ. მონეტარულ პასივებს. 118. რას გულისხმობს მონეტარული პოლიტიკის ირიბი მეთოდები? ა. საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვრული მაჩვენებლების დადგენას; ბ. საპროცენტო განაკვეთების ქვედა ზღვრული მაჩვენებლების დადგენას; გ. საბაზრო მექანიზმების გამოყენებას; დ. საქმიანობის სფეროების გამიჯვნას. 119. რას იწვევს კორპორაციის საკუთარი კაპიტალის შემცირება საფონდო ბირჟაზე ფასების ვარდნის გამო? ა. ზრდის სურვილს გაასესხოს ფულადი რესურსები; ბ. მცირდება არაკეთილსინდისიერი ქცევის რისკი; გ. იზრდება არაკეთილსინდისიერი ქცევის რისკი; დ. ასუსტებს სურვილს ისესხოს ფულადი რესურსები. 120. რა არის ნ. კონდრატიევის თეორიის თანახმად, დიდი ციკლების მატერიალური საფუძველი? ა. ძირითადი კაპიტალური საქონლის გაუფასურება; ბ. ძირითადი კაპიტალური საქონლის მასობრივი განახლება; გ. კაპიტალური საქონლის მასობრივი გადაფასება; დ. ძირითადი კაპიტალური საქონლის მორალური ცვეთა. 121. როგორც წესი რა ვადიანობა გააჩნია ცენტრალური ბანკის მიერ გაცემულ ბოლო ინსტანციის სესხს? ა. გრძელვადიანი; ბ. მოკლევადიანი; გ. საშუალოვადიანი; დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია. 122. როგორ იყოფა კომერციული ბანკის რესურსები წარმოქმნის პოზიციებიდან გამომდინარე? ა. საკუთარი და კომერცული სახსრები; ბ. საკუთარი და მოზიდული სახსრები; გ. ადგილობრივი და უცხოური სახსრები; დ. ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში განთავსებული. 123. რა ემართება ობლიგაციის რეალურ სარგებელს თუ მასში ნომინალურ ღირებულებაზე მეტ ფასს იხდიან? ა. მცირდება; ბ. რჩება უცვლელი; გ. იზრდება; დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია. 124. როდის მოხდა სავალუტო სისტემის ოქროს სტანდარტის იურიდიული გაფორმება? ა. 1867 წელს პარიზში; ბ. 1876 წელს პარიზში; გ. 1867 წელს ლონდონში; დ. 1867 წელს ბერლინში. 125. რომელ დაწესებულებებს ეწოდება ფინანსური შუამავალი? ა. რომლებიც ყიდიან ფინანსურ მომსახურებასა და საფინანსო პროდუქტებს; ბ. რომლებიც ძირითადში ყიდულობენ ფინანსურ მომსახურებასა და საფინანსო პროდუქტებს; გ. ფირმებს, რომელთა ძირითადი როლი მდგომარეობს რისკების მართვაში; დ. ფირმებს, რომელთა ძირითადი როლი მდგომარეობს ლიკვიდობის მართვაში. 126. რაში მდგომარეობს კომერციული დაკრედიტების თავისებურება? ა. კომერციული დაკრედიტების პროდუქტები მკაცრად სტანდარტიზირებულია; ბ. კომერციული დაკრედიტების მზა პროდუქტი ბუნებაში არ არსებოს; გ. კლიენტის მომსახურების პროცესი არსაჭიროებს ხანგრძლივ მოლაპარაკებებს; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი სწორია. 127. რომელი ტიპის შუამავლებს მიეკუთვნება სასესხო-შემნახველი ასოციაციები? ა. საინვესტიციო; ბ. საკონტრაქტო-შემნახველი; გ. სადეპოზიტო; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი არასწორია. 128.რა ძირითადი უპირატესობა გააჩნია ფულს სხვა დაგროვების საშუალებებთან შედარებით? ა. პორტატულობა; ბ. სტაბილურობა; გ. ცნობადობა; დ. ლიკვიდურობა. 129. რა ტიპის რეზერვები გააჩნია ფედერალურ სარეზერვო სისტემას? ა. სავალდებულო რეზერვები და ჭარბი რეზერვები; ბ. სავალდებულო რეზერვები; გ. ჭარბი რეზერვები და ზენორმატიული რეზერვები; დ. ზენორმატიული რეზერვები. 130. მონეტარული პოლიტიკის რეგულირების რომელი მეთოდები არ იწვევს ბაზრის დეფორმაციას? ა. პირდაპირი მეთოდებით; ბ. ადმინისტრაციული მეთოდებით; გ. მათემატიკური; დ. ირიბი მეთოდებით. 131. საქართველოში ვინ შეიძლება გახდეს ფასიანი ქაღალდების მფლობელი? ა. როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები; ბ. მხოლოდ ფიზიკური პირები; გ. მხოლოდ იურიდიული პირები; დ. ზემოთ მოყვანილი პასუხები მცდარია. 132. როგორც წესი, რომელი ტიპის კომპანიებს აქვთ წვდომა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე? ა. მომუშავე ყველა კომპანიას; ბ. მხოლოდ მსხვილ და სტაბილურად მომუშავე კომპანიებს; გ. მცირე ზომის კომპანიებს; დ. საშუალო ზომის კომპანიებს. 133. როდის წარმოიშობა არაკეთილსინდისიერი ქცევის საშიშროება? ა. ტრანსაქციის განხორციელების წინ; ბ. წარმოიშობა გარიგების დადების დროს; გ. წარმოიშობა გარიგების დადების შემდეგ; დ. ტრანსაქციის განხორციელებამდე. 134. დღეისათვის ვინ ფლობს ფულის ემისიისა და მისი ბრუნვიდან ამოღების ექსკლუზიურ უფლებას? ა. ფინანსთა სამინისტრო ცენტრალურ ბანკთან ერთად; ბ. კომერციული ბანკები; გ. მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო; დ. მხოლოდ ცენტრალური ბანკი. 135. ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო რეგულირების რა მეთოდებია თქვენთვის ცნობილი? ა. ადმინისტრაციული; ბ. კრებსითი; გ. სოციალური; დ. ინდიკატორული. 136. რა მიზნისათვისა შექმნილი ე.წ. „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტი“? ა. საბანკო მენეჯმენტის საბაზო პრინციპების შემუშავება; ბ. საბანკო ზედამხედველობის საბაზო პრინციპების შემუშავება; გ. სავალუტო რეგულირების ძირითადი პრინციპების შემუშავება; დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია. 137. რას წარმოადგენს „NASDAQ“-ი? ა. საჯარო შეთავაზების სისტემას; ბ. დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების ახალ სისტემას; გ. ფასიანი ქაღალდების დილერთა ეროვნული ასოციაციის ავტომატური კოტირების სისტემას; დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია. 138. რა პროცესები მიმდინარეობს ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე? ა. ფასეულობებს იძენენ ინდივიდუალური ინვესტორები; ბ. ახლად გამოშვებული ფასიანი ქაღალდების განთავსება; გ. საფონდო ფასეულობებს ყიდულობენ საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტები; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი სწორია. 139. რითი განსხვავდება ტრანსაქცია ტრანსფერტისაგან? ა. არაფრით; ბ. ტრანსფერტისა და ტრანსაქციის მნიშვნელობა იდენტურია; გ. ტრანსფერტის დროს პროდუქტი (სუბსიდია) გადაიცემა უფასოდ; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი არასწორია. 140. რის აღსანიშნავად გამოიყენება ურთიერთ ფონდებისა და ფულადი ბაზრის ურთიერთ ფონდების დასახელება? ა. საკონტრაქტო-შემნახველი დაწესებულებები; ბ. სადეპოზიტო-შემნახველი დაწესებულებები; გ. საინვესტიციო შუამავლები; დ. სასესხო-შემნახველი დაწესებულებები. 141. რამდენი ტიპის შუამავლია ცნობილი თქვენთვის? ა. ორი: საკონტრაქტო-შემნახველი და სადეპოზიტო-შემნახველი; ბ. ორი: საკონტრაქტო-შემნახველი და საინვესტიციო; გ. სამი: საკონტრაქტო-შემნახველი, სადეპოზიტო-შემნახველი და საინვესტიციო; დ. სამი: სასესხო-შემნახველი, სადეპოზიტო-შემნახველი და საინვესტიციო. 142. რომელი სავალო ვალდებულებები მიეკუთვნება ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებს? ა. რომელთა დაფარვის ვადა წინასწარ დადგენილი არაა; ბ. გრძელვადიანი სავალო ვალდებულებები; გ. რომელთა დაფარვის ვადა ერთ წელზე ნაკლებია; დ. რომელთა დაფარვის ვადა აღემატება ერთ წელს. 143. რას წარმოადგენს რეპოგარიგება? ა. მთავრობის საშუალოვადიან სავალო ვალდებულებას; ბ. კორპორაციების საშუალოვადიან სასესხო ვალდებულებებს; გ. შეთანხმებები უკან გამოსყიდვის შესახებ; დ. იგივეს, რასაც საბანკო გადასაყვანი დეპოზიტური სერთიფიკატი. 144. რომელია ფულადი აქტივების ყველაზე ლიკვიდური ნაწილი? ა. ვიწრო ფული; ბ. ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული; გ. ფართო ფული უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების გარეშე; დ. ფართო ფული. 145. რას უწოდებენ ქვეყანაში დროის მოცემული მომენტისათვის მიმოქცევაში არსებული ფულის მთლიანი რაოდენობას? ა. ფულის ფუნქცია; ბ. ფულის მასა; გ. ფულის თვისება; დ. ფულის აგრეგატს. 146. უშუალოდ რომელი უწყების ქმედებაზეა დამოკიდებული ფულადი მასის ზრდა? ა. ფინანსთა სამინისტრო; ბ. ეროვნული ბანკი; გ. პარლამენტი; დ. მთავრობა. 147. მონეტარული პოლიტიკის რეგულირების რომელი მეთოდები გამოიყენება ეკონომიკური კრიზისების პერიოდში? ა. ირიბი მეთოდებით; ბ. პირდაპირი მეთოდებით; გ. ეკონომიკური მეთოდებით; დ. ყველა მოყვანილი პასუხი სწორია. 148. რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზანს? ა. ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა; ბ. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა; გ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა; დ. კომერციული ბანკების რესურსების მართვის უზრუნველყოფა. 149. რაში მდგომარეობს მცდარი არჩევანის პარადოქსი? ა. იმის გამო, რომ კრედიტს არასაიმედო მსესხებელს აძლევენ, შემდეგ მას ვეღარ გასცემენ; ბ. კრედიტს ყოველთვის კეთილსინდისიერ მსესხებელს აძლევენ; გ. მცდარი არჩევანის პარადოქსი ბაზარზე არ ვლინდება; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი არასწორია. 150. რა ტიპის ბანკია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საკუთრებითი კუთვნილების მიხედვით? ა. სააქციო ტიპის ცენტრალური ბანკი; ბ. სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ცენტრალური ბანკი; გ. შერეული საკუთრების მქონე ცენტრალური ბანკი; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია. 151. დღეისათვის ვის ემსახურებიან ცენტრალური ბანკები? ა. კომერციულ ბანკებს; ბ. შინამეურნეობებს; გ. ფიზიკურ პირებს; დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია. 152. რომელ ბაზარს უწოდებენ მეორად ბაზარს? ა. რომელზეც ემიტენტი ყიდის თავის ფასიან ქაღალდს საწყის მყიდველზე; ბ. აქციათა ბაზარს; გ. ობლიგაცოათა ბაზარს. დ. რომელზეც ადრე გამოშვებული ფასიანი ქაღალდები ხელახლა იყიდება. 153. ფინანსურ ბაზარზე პირდაპირი დაფინანსების შემთხვევაში სად იღებენ მსესხებლები სესხს? ა. უშუალოდ საკრედიტო ინსტიტუტიდან, მათი ფასიან ქაღალდების შეძენის მეშვეობით; ბ. უშუალოდ შინამეურნეობებიდან, მათი აქტივების შეძენის მეშვეობით; გ. უშუალოდ კრედიტორებისაგან, ყიდიან რა მათზე ფინანსურ ინსტრუმენტებს; დ. უშუალოდ ბანკებისგან, მათი ფასიანი ქაღალდების ყიდვით. 154. რა ზეგავლენა შეუძლიათ მოახდინონ ფინანსურმა შუამავლებმა ტრანზაქციურ დანახარჯებზე? ა. გაზარდონ, რადგანაც მათ გააჩნიათ გამოცდილება; ბ. ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს, რადგანაც ეს მათი საქმეე არაა; გ. შეამცირონ, რადგანაც მათ გააჩნიათ აღნიშნული დანახარჯების შემცირების გამოცდილება; დ. ყველაფერი ძველებურად რჩება. 155. რომელი ტიპის შუამავლებს მიეკუთვნება საკრედიტო კავშირები? ა. საინვესტიციო; ბ. საკონტრაქტო-შემნახველი; გ. სადეპოზიტო; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი არასწორია. 156. რატომ ითვლებიან ნაკლებად სარისკო დაბანდებად მოკლევადიანი სავალო ინსტრუმენტები? ა. ფასების უცვლელობის გამო; ბ. ფასების შემცირების გამო; გ. ფასების მცირედი მერყეობის გამო; დ. ინფლაციის შეზღუდვის გამო, 157. რას გულისხმობენ, როდესაც ეკონომისტები იყენებენ სიტყვა „დეფოლტი“? ა. მევალე რეგულარულად იხდის პროცენტულ გადახდებს; ბ. მევალეს არ შეუძლია მართოს საპროცენტო რისკი; გ. სასესხო ვალდებულების გამომცემ მხარეს არ შეუძლია განახორციელოს პროცენტული გადახდები; დ. სასესხო ვალდებულების გამომცემ მხარეს არ შეუძლია გაასაჯაროოს პროცენტული გადახდების მოცულობა. 158. რა ემართება ფულის მასას მიმოქცევაში ნაღდი ფულის ზრდის შემთხვევაში? ა. რჩება უცვლელი; ბ. იზრდება; გ. მცირდება; დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია. 159. რაში გამოიხატება ფულის ღირებულების კავშირი დროსთან? ა. საბაზრო ფასის ზრდაში; ბ. პროცენტის არსებობაში; გ. საბაზრო ფასის კლებაში; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია. 160. მონეტარული პოლიტიკის რომელი მეთოდები გვეხმარება უფრო სწრაფად მივაღწიოთ მიზანს? ა. ირიბი მეთოდებით; ბ. ადმინისტრაციული მეთოდებით; გ. ეკონომიკური მეთოდებით; დ. ყველა მოყვანილი პასუხი სწორია. 161. ვინაა პასუხისმგებელი საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე? ა. საქართველოს მთავრობა; ბ. საქართველოს ეროვნული ბანკი; გ. საქართველოს პარლამენტი; დ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 162. როდის ვლინდება ასიმეტრიული ინფორმაციის ერთ-ერთი სახეობა - მცდარი არჩევანი? ა. მცდარი არჩევანის გაკეთება შესაძებელია მხოლოდ გარიგების დადებამდე; ბ. მცდარი არჩევანის გაკეთება შესაძებელია ტრანსაქციის განხორციელების შემდეგ; გ. მცდარი არჩევანის გაკეთება შესაძებელია ტრანსაქციის განხორციელების დროს; დ. ზემოთ მოყვანილი პასუხები არასწორია. 163. როგორც წესი, რამდენია მოზიდული სახსრების ხვედრითი წილი მთელ საბანკო რესურსებში? ა. 80-90%; ბ. 10-20%; გ. არ არემატება 50%-ს; დ. 50-75%. 164. როგორია საბანკო ოპერაციების ყველაზე გავრცელებული და ფუნდამენტური კლასიფიკაცია? ა. პასიური, აქტიური და საკომისიო ოპერაციები. ბ. მხოლოდ აქტიური და საკომისიო ოპერაციები; გ. მხოლოდ პასიური და საკომისიო ოპერაციები; დ. მხოლოდ პასიური და აქტიური ოპერაციები; 165. რა იყო საერთაშორისო სავალუტო სისტემის პირველი ისტორიული ფორმა? ა. ოქროს სტანდარტი; ბ. ბრინჯაოს სტანდარტი; გ. რკინის სტანდარტი; დ. ოქრო-დევაზური სტანდარტი. 166. რამდენი სახეობითაა შესაძლებელი ვალუტის კურსის კოტირება? ა. ორი: პირდაპირი და ირიბი კოტირება; ბ. ერთი: პირდაპირი კოტირება; გ. სამი: პირდაპირი, არაპირდაპირი და ირიბი კოტირება; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია. 167. რა ეწოდება პოლის, რომელიც იძლევა თანხის გადახდის საშუალებას კლიენტის გარდაცვალებისას? ა. სიცოცხლის დაზღვევის პოლისი; ბ. ავადმყოფობისგან და შრომისუნარის დაკარგვისგან დაზღვევის პოლისი; გ. ქონებრივი დაზღვევის სფეროს პოლისი; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია. 168. ფინანსური კომპანიების რამდენი ძირითადი ტიპია ცნობილი? ა. სამი: სავაჭრო, სამომხმარებლო და კომერციული საფინანსო კომპანიები; ბ. ორი: სავაჭრო და კომერციული საფინანსო კომპანიები; გ. ოთხი: სავაჭრო, სამომხმარებლო, სადაზღვევო და კომერციული საფინანსო კომპანიები; დ. ორი: სადაზღვევო და კომერციული საფინანსო კომპანიები; 169. ვინ არიან ცენტრალური ბანკის კლიენტები? ა. მეწარმეები; ბ. საკრედიტო ორგანიზაციები; გ. ფიზიკური პირები; დ. იურიდიული პირები. 170. როგორი შეიძლება იყოს ბანკის საკუთარი კაპიტალი? ა. ერთპიროვნული ან საზოგადოებრივი; ბ. ერთპიროვნული ან აქციონერული; გ. აქციონერული ან კოპერატიული; დ. ადგილობრივი ან უცხოური. 171. რას წარმოადგენს კაპიტალი წმინდა საბუღალტრო თვალსაზრისით? ა. ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ჯამს; ბ. სხვაობას ბანკის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის; გ. სხვაობას ბანკის პასივებსა და ვალდებულებებს შორის; დ. ბანკის პასივებისა და ვალდებულებების ჯამს; 172. რომელი ტიპის საბანკო ოპერაციებს მიეკუთვნება ფაქტორინგი და ლიზინგი? ა. აქტიურ ოპერაციებს; ბ. საშუამავლო ოპერაციებს; გ. პასიურ ოპერაციებს; დ. სავალუტო ოპერაციებს. 173. როდის ჩნდება ბაზარზე მცდარი (არასწორი) არჩევანის პრობლემა? ა. ბაზარზე ასეთი პრობლემა არ წარმოიშვება; ბ. ინფორმაციის ასიმეტრიულობის შედეგად; გ. ინფორმაციის სიჭარბის პირობებში; დ. ფინანსური გარიგების დადების პროცესში. 174. რა წარმოადგენს ფინანსური სტრუქტურის გარე დაფინანსების ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს? ა. აქციები; ბ. ობლიგაციები; გ. სესხები; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია. 175. რას უწოდებენ ფინანსურ ბაზარზე მორალურ რისკს? ა. რისკი იმისა, რომ მსესხებელი გაასაჯაროებს კონფიდენციალურ ინფორმაციას; ბ. რისკი იმის, რომ კრედიტი დაბრუნდება მცდარი არჩევანის გამო; გ. რისკი იმისა, რომ მსესხებელი დაკავდება არასასურველი საქმიანობით; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი არასწორია. 176. რა ფაქტორები არ უწყობენ ხელს ფინანსური კრიზისის გამოწვევას? ა. საპროცენტო განაკვეთის ზრდა; ბ. ფასების ვარდნა საფონდო ბაზრებზე; გ. მცდარი არჩევანის პრობლემის არ არსებობა. დ. გაურკვევლობის ზრდა; 177. მონეტარული პოლიტიკის რომელი მეთოდები გვეხმარება უფრო სწრაფად მივაღწიოთ მიზანს? ა. ირიბი მეთოდებით; ბ. ეკონომიკური მეთოდებით; გ. პირდაპირი მეთოდებით; დ. ყველა მოყვანილი პასუხი სწორია. 178. რომელი სახელმწიფო ორგანო არის საქართველოს მთავრობის ფისკალური აგენტი? ა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ბ. საქართველოს პარლამენტი; გ. საქართველოს ეროვნული ბანკი; დ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტი. 179. რომელი ბაზრის ინსტრუმენტს მიეკუთვნება საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები? ა. კაპიტალის ბაზრის; ბ. პირველადი ბაზრის; გ. მეორადი ბაზრის; დ. ფულადი ბაზრის, 180. რომელი ითვლება ფულის ფუნქციად ? ა. გაცვლის საშუალება; ბ. ღირებულების საზომი; გ. დაგროვების საშუალება; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი სწორია. 181. რომელ წელს და ვისი ინიციატივით იქნა მოწვეული ბრეტონ-ვუდსის საერთაშორისო სავალუტო კონფერენცია? ა. აშშ-ის ინიციატივით 1944 წლის ზაფხულში; ბ. დიდი ბრიტანეთის ინიციატივით 1944 წლის გაზაფხულზე; გ. მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოების ინიციატივით 1945 წელს; დ. საბჭოთა კავშირის ინიციატივით. 182. რა ეწოდება ცენტრალური ბანკის ოპერაციას, განხორციელებული გაცვლით კურსზე ზემოქმედების მიზნით? ა. სავალუტო ინტერვენცია; ბ. კომპენსირებადი ოპერაციები; გ. მონეტიზაცია; დ. მონეტარული ინტერვენციები. 183. რა ემართება ფულად ბაზასა და ფულის მიწოდებას სტერილიზებული ინტერვენციის დროს? ა. იგი რჩება უცვლელი; ბ. იგი იზრდება; გ. იგი მცირდება; დ. სწორია მხოლოდ მე-2 პასუხი. 184. რა ეწოდება თანხებს, რომლებსაც ღებულობენ სადაზღვევო კომპანიები, მათ მიერ გაწეულ მომსახურებაზე? ა. სადაზღვევო პრემია; ბ. სადაზღვევო პოლისი; გ. სადაზღვევო შენატანი; დ. სადაზღვევო ანაბარი. 185. რას ნიშნავს CSD? ა. ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემას; ბ. საჯარო შეთავაზების სისტემას; გ. ფასიანი ქაღალდების დილერთა ეროვნული ასოციაციის ავტომატური კოტირების სისტემას; დ. დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების ახალ სისტემას. 186. რა წარმოადგენს ცენტრალური ბანკის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს? ა. საერთო კრება; ბ. სპეციალური კანონი ან მისი წესდება; გ. ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია; დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი სწორია. 187. როგორ ეხმარება ფინანსურად მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებს საქართველოს ეროვნული ბანკი? ა. შეღავათიანი და გრძელვადიანი კრედიტებით; ბ. ფინანსურად არ ეხმარება; გ. ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების მეშვეობით; დ. ღია ბაზრის ოპერაციების მეშვეობით. 188. ვის შეუძლია გამოუყოს ბოლო ინსტანციის სესხი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა? ა. ნებისმიერ ბანკს, რომელსაც ამის სურვილი გაუჩნდა; ბ. ბანკს, რომელსაც ლიკვიდობაში შეექმნა დროებითი ფინანსური სიძნელეები; გ. მხოლოდ სახელმწიფო ბანკებს; დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია. 189. შიდა სახელმწიფო ვალის ფინანსირების რამდენი მეთოდი არსებობს? ა. ორი: ცენტრალური ბანკის კრედიტები და ფასიანი ქაღალდების გამოშვება; ბ. სამი: ფულადი ემისია, ცენტრალური ბანკის კრედიტები და ფასიანი ქაღალდების გამოშვება; გ. ორი: ფულადი ემისია და ფასიანი ქაღალდების გამოშვება; დ. სამი: ფულადი ემისია, სახელმწიფო კრედიტები და ღია ბაზრის ოპერაციები. 190. რა წარმოადგენს საკრედიტო შეთანხმების ძირითად მახასიათებელს? ა. კონტრაქტი; ბ. გირაო; გ. საბანკო ანგარიში; დ. სავალუტო კურსი. 191. რას იწვევს კორპორაციის საკუთარი კაპიტალის შემცირება საფონდო ბირჟაზე ფასების ცვლილების გამო?

Use Quizgecko on...
Browser
Browser