International Ethics Standards Board for Accountants PDF
Document Details
Uploaded by Deleted User
2023
Tags
Summary
This document is a handbook of international ethics standards for professional accountants, including international independence standards. It was published in 2023.
Full Transcript
ეთიკის საერთაშორისო კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრებისთვის მათ შორის დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტები 2023 წლის გამოცემა ეთიკის საერთაშორისო კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრებისთვის (მათ შორის დამოუკ...
ეთიკის საერთაშორისო კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრებისთვის მათ შორის დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტები 2023 წლის გამოცემა ეთიკის საერთაშორისო კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრებისთვის (მათ შორის დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტები) სარჩევი გვ. წინასიტყვაობა................................................................................................................... 27 ნაწილი 1 – კოდექსის, ძირითადი პრინციპებისა და კონცეპტუალური მიდგომის დაცვა............................................................................. 28 100 კოდექსის მოთხოვნების დაცვა....................................................................................... 29 110 ძირითადი პრინციპები.................................................................................................... 33 111 პატიოსნება.................................................................................................................. 34 112 ობიექტურობა.............................................................................................................. 35 113 პროფესიული კომპეტენცია და სათანადო გულისხმიერება.......................................................................................................... 36 114 კონფიდენციალურობა............................................................................................. 37 115 პროფესიული ქცევა.................................................................................................... 39 120 კონცეპტუალური მიდგომა............................................................................................. 41 ნაწილი 2 -პროფესიონალი ბუღალტრები ბიზნესში................................................. 56 200 კონცეპტუალური მიდგომის გამოყენება - პროფესიონალი ბუღალტრები ბიზნესში................................................................................................... 56 210 ინტერესთა კონფლიქტი.................................................................................................. 63 220 ინფორმაციის მომზადება და წარდგენა........................................................................ 67 230 საკმარისი კვალიფიკაცია................................................................................................. 74 240 ფინანსური ინტერესები, ფინანსურ ანგარიშგებასა და გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული ანაზღაურება და წახალისება................................................................................................................... 76 250 წახალისება, მათ შორის საჩუქრები და სტუმარმასპინძლობა.................................. 79 260 რეაგირება კანონმდებლობის დარღვევაზე.................................................................. 87 270 ზეწოლა ეთიკის ძირითადი პრინციპების დარღვევაზე............................................ 102 23 ნაწილი 3 – საზოგადოებრივი პრაქტიკით დაკავებული პროფესიონალი ბუღალტრები............................................................................................... 107 300 კონცეპტუალური მიდგომის გამოყენება – საზოგადოებრივი პრაქტიკით დაკავებული პროფესიონალი ბუღალტრები...................................... 108 310 ინტერესთა კონფლიქტი.............................................................................................. 118 320 პროფესიული დანიშვნა............................................................................................... 128 321 მეორე მოსაზრება.............................................................................................................. 134 325 გარიგების ხარისხის მიმომხილველისა და სხვა შესაფერისი მიმომხილველების ობიექტურობა............................................................................. 136 330 პროფესიული საზღაური და სხვა ტიპის ანაზღაურება.......................................... 139 340 წახალისება, მათ შორის საჩუქრები და სტუმარმასპინძლობა.................................. 143 350 დამკვეთის აქტივების შენახვა................................................................................... 151 360 რეაგირება კანონმდებლობის დარღვევაზე.............................................................. 153 ნაწილი 4ა – დამოუკიდებლობა აუდიტისა და მიმოხილვის გარიგებებისთვის............................................................................................................. 177 400 კონცეპტუალური მიდგომის გამოყენება დამოუკიდებლობის მიმართ აუდიტსა და მიმოხილვის გარიგებებში........................................................ 177 405 ჯგუფის აუდიტი 203 410 პროფესიული საზღაური............................................................................................. 218 411 ანაზღაურებისა და შეფასების პოლიტიკა.................................................................... 239 420 საჩუქრები და სტუმარმასპინძლობა.......................................................................... 241 430 ფაქტობრივი ან მოსალოდნელი სასამართლო პროცესი................................ 242........ 510 ფინანსური ინტერესები.............................................................................................. 244 511 სესხები და გარანტიები............................................................................................... 251 520 საქმიანი ურთიერთობები........................................................................................... 253 521 ნათესაური და პირადი ურთიერთობები.................................................................. 256 522 აუდიტის დამკვეთთან მუშაობა უახლოეს წარსულში........................................... 260 523 აუდიტის დამკვეთთან მუშაობა დირექტორად ან თანამდებობის პირად.................................................................................................. 262 524 აუდიტის დამკვეთთან მუშაობა................................................................................. 264 525 ფირმის პერსონალის დანიშვნა დროებით სამუშაოდ აუდიტის დამკვეთთან................................................................................................................. 269 540 ფირმის პერსონალის ხანგრძლივი კავშირი აუდიტის დამკვეთთან (მათ შორის პარტნიორის როტაცია)....................................................... 271 24 600 არამარწმუნებელი მომსახურების გაწევა აუდიტის დამკვეთისთვის............................................................................................................ 280 601 საბუღალტრო და ანგარიშწარმოების მომსახურება.......... 294 602 ადმინისტრაციული მომსახურება....................................... 298 603 შეფასების მომსახურება........................................................ 299 604 საგადასახადო მომსახურება.................................................. 302 605 შიდა აუდიტორული მომსახურება....................................... 315 606 საინფორმაციო ტექნოლოგიურ სისტემებთან დაკავშირებული მომსახურება............................................... 320 607 სასამართლო პროცესის მხარდამჭერი მომსახურება........ 323 608 იურიდიული მომსახურება.................................................... 327 609 კადრების შერჩევასთან დაკავშირებული მომსახურება 331 610 კორპორაციული საფინანსო მომსახურება.......................... 334 800 დასკვნები სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშ- გების შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს გამოყენებისა და გავრცელების შეზღუდვას (აუდიტი და მიმოხილვის გარიგებები)........................ 338 ნაწილი 4 ბ – დამოუკიდებლობა აუდიტისა და მიმოხილვის გარიგებების გარდა სხვა მარწმუნებელი გარიგებებისთვის............................................................................................. 344 900 კონცეპტუალური მიდგომის გამოყენება დამოუკიდებლობის მიმართ აუდიტისა და მიმოხილვის გარიგებების გარდა სხვა მარწმუნებელ გარიგებებში......................................................................................... 344 905 პროფესიული საზღაური............................................................................................. 357 906 საჩუქრები და სტუმარმასპინძლობა.......................................................................... 363 907 ფაქტობრივი ან მოსალოდნელი სასამართლო პროცესი......................................... 364 910 ფინანსური ინტერესები............................................................................................... 366 911 სესხები და გარანტიები............................................................................................... 370 920 საქმიანი ურთიერთობები........................................................................................... 373 921 ნათესაური და პირადი ურთიერთობები.................................................................. 375 922 მარწმუნებელი გარიგების დამკვეთთან მუშაობა უახლოეს წარსულში.................................................................................................................... 380 923 მარწმუნებელი გარიგების დამკვეთთან მუშაობა დირექტორად ან 25 თანამდებობის პირად..................................................................................................... 382 924 მარწმუნებელი გარიგების დამკვეთთან მუშაობა.................................................... 384 940 ფირმის პერსონალის ხანგრძლივი კავშირი მარწმუნებელი გარიგების დამკვეთთან.................................................................................................... 387 950 არამარწმუნებელი მომსახურების გაწევა აუდიტისა და მიმოხი- ლვის გარდა სხვა მარწმუნებელი გარიგების დამკვეთებისთვის.......................... 390 990 დასკვნები, რომლებიც ითვალისწინებს გამოყენებისა და გავრცელების შეზღუდვას (მარწმუნებელი გარიგებები აუდიტისა და მიმოხილვის გარიგებების გარდა).................................................... 396 ტერმინების გლოსარი, მათ შორის აბრევიატურების სია........................................ 400 ძალაში შესვლის თარიღი............................................................................................... 425 26 წინასიტყვაობა ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (ბესსს), მი- ნიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეიმუშავებს და გამოსცემს ეთიკის საერთაშორისო კოდექსს პროფესიონალი ბუღალტრებისთვის (მათ შორის დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტებს) (შემდგომ „კოდექსი“), რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ პროფე- სიონალი ბუღალტრები. ბესსს ამ კოდექსს საერთაშორისო დონეზე გამოსა- ყენებლად ადგენს სათანადო პროცედურული პროცესის დაცვით. ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია (ბსფ) დამატებით ცალკე მოთ- ხოვნებს ადგენს თავისი წევრი ორგანიზაციებისთვის კოდექსთან მიმარ- თებით. 27 წინასიტყვაობა კოდექსი ნაწილი 1 – კოდექსის, ძირითადი პრინციპებისა და კონცეპტუალური მიდგომის დაცვა განყოფილება 100 კოდექსის მოთხოვნების დაცვა...................................... 29 განყოფილება 110 ძირითადი პრინციპები..................................................... 33 ქვეგანყოფილება 111 – პატიოსნება........................................................... 34 ქვეგანყოფილება 112 – ობიექტურობა......................................................... 35 ქვეგანყოფილება 113 – პროფესიული კომპეტენცია და სათანადო გულისხმიერება....................................................................................... 36 ქვეგანყოფილება 114 – კონფიდენციალურობა......................................... 37 ქვეგანყოფილება 115 – პროფესიული ქცევა.............................................. 39 განყოფილება 120 კონცეპტუალური მიდგომა.............................................. 41 28 კოდექსი ნაწილი 1 – კოდექსის, ძირითადი პრინციპებისა და კონცეპტუალური მიდგომის დაცვა განყოფილება 100 კოდექსის მოთხოვნების დაცვა ზოგადი დებულებები 100.1 ბუღალტრის პროფესიის განმასხვავებელი თავისებურებაა ის, რომ იგი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, იმოქმედოს საზოგა- დოების ინტერესების სასარგებლოდ. 100.2 ბუღალტრის პროფესიისადმი ნდობა არის მიზეზი, რის გამოც საწარმოები, მთავრობები და სხვა ორგანიზაციები პროფესიო- ნალი ბუღალტრების მომსახურებას ფართო სპექტრის სფეროებში იყენებენ, როგორიცაა, ფინანსური და კორპორაციული ანგარიშგ- ება, მარწმუნებელი მომსახურება და სხვა სახის პროფესიული საქმიანობა. ბუღალტრებს ესმით და აცნობიერებენ, რომ ასეთი ნდობა იმ უნარებსა და ღირებულებებს ემყარება, რომლებსაც ბუღალტრები პროფესიულ საქმიანობაში იყენებენ, მათ შორის: (ა) ეთიკური პრინციპებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვა; (ბ) კომერციული ალღო; (გ) ტექნიკური და სხვა საკითხების ცოდნა და გამოცდილება; და (დ) პროფესიული განსჯა. ამ უნარებისა და ღირებულებების გამოყენება ბუღალტრებს საშუალებას აძლევს, გასცენ კონკრეტული მიზნის შესაფერისი რჩევები ან სხვა ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობაც შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამიზნულ მომხმარებლებს. 100.3 წინამდებარე კოდექსი პროფესიონალი ბუღალტრებისთვის ადგენს ეთიკური ქცევის მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რომლებიც სამოქმედოდ უნდა შემოიღონ ბუღალტერთა საერთაშორისო ფედე- რაციის წევრმა პროფესიულმა ორგანიზაციებმა, ან გამოიყენონ თავიანთი ეთიკის კოდექსების საფუძვლად. ამ კოდექსის გამო- ყენება ან სამოქმედოდ შემოღება შეუძლიათ იმ ორგანოებსაც, 29 განყოფილება 100 კოდექსი რომლებსაც ევალებათ პროფესიონალი ბუღალტრებისთვის ეთი- კის სტანდარტების დადგენა ცალკეულ სექტორში ან იურისდიქ- ციაში, ასევე ფირმებს ეთიკისა და დამოუკიდებლობის საკუთარი პოლიტიკის შემუშავებისას. 100.4 კოდექსში განსაზღვრულია ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლებიც ყველა პროფესიონალმა ბუღალტერმა უნდა დაიცვას. გარდა ამისა, კოდექსი შეიცავს კონცეპტუალურ საფუძვლებს, რომლებიც ქმნის მიდგომას, რომლის გამოყენება სავალდებულოა ძირითადი პრინ- ციპების, აუდიტსა და სხვა მარწმუნებელ გარიგებებში კი ასევე დამოუკიდებლობის მიმართ შექმნილი საფრთხეების გამოსავლე- ნად, შესაფასებლად და მათზე რეაგირებისთვის. ამასთან, კოდექ- სში ზემოაღნიშნული ძირითადი პრინციპები და კონცეპტუალური მიდგომა გამოიყენება ფართო სპექტრის ფაქტებისა და გარე- მოებების მიმართ, რომლებიც შეიძლება პრაქტიკაში შეხვდეს როგორც ბიზნესში დასაქმებულ, ისე საზოგადოებრივი პრაქტიკით დაკავებულ პროფესიონალ ბუღალტრებს. მოთხოვნები და მათი გამოყენება 100.5 გ1 კოდექსის მოთხოვნები, რომლებიც აღნიშნულია ასო „მ“-თი, პროფესიონალი ბუღალტრებისთვის ვალდებულებებია. 100.5 გ2 მოთხოვნების გამოყენებასთან დაკავშირებული მასალა, რომელიც აღნიშნულია ასო „გ“-თი, მოიცავს კონტექსტის/გარემოებების აღწერას, ახსნას, მითითებებს, წინადადებებს სავარაუდო ქმედე- ბის ან საკითხების შესახებ, რომლებიც განსახილველია, ასევე საილუსტრაციო მაგალითებს და სხვა სახის მითითებებს, რაც აუცილებელია კოდექსის სათანადოდ გასაგებად. კერძოდ, მოთ- ხოვნების გამოყენებასთან დაკავშირებული მასალის დანიშნულე- ბაა, დაეხმაროს პროფესიონალ ბუღალტრებს იმის გაგებაში, როგორ უნდა გამოიყენონ კონცეპტუალური საფუძვლები/მიდ- გომაა კონკრეტულ გარემოებებში და გაიგონ და დაიცვან ესა თუ ის კონკრეტული მოთხოვნა. მართალია, მოთხოვნების გამოყენე- ბასთან დაკავშირებული ამგვარი მასალა თავისთავად არ წარმო- შობს ვალდებულებებს, მაგრამ ამ მასალის გათვალისწინება აუცი- ლებელია კოდექსის მოთხოვნების, მათ შორის კონცეპტუალური მიდგომის სათანადოდ გამოყენებისთვის. მ100.6 პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა დაიცვან წინამდებარე კოდექსი. 30 განყოფილება 100 კოდექსი 100.6 გ1 კოდექსის ძირითადი პრინციპებისა და კონკრეტული მოთხო- ვნების დაცვა პროფესიონალ ბუღალტრებს საშუალებას აძლევს, შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა _ იმოქმედონ საზოგა- დოების ინტერესების სასარგებლოდ. 100.6 გ2 კოდექსის დაცვა გულისხმობს კონკრეტული მოთხოვნების მი- ზნისა და დანიშნულებისთვის სათანადო ყურადღების დათმო- ბას. 100.6 გ3 კოდექსის მოთხოვნების დაცვა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიონალი ბუღალტრები ყოველთვის შეძლებენ სა- ზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების პასუ- ხისმგებლობის შესრულებას. შეიძლება არსებობდეს უჩვეულო ან იშვიათი/განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ბუღალ- ტერი მიიჩნევს, რომ კოდექსის ამა თუ იმ მოთხოვნის ან მოთ- ხოვნების შესრულება შესაძლოა არ შეესაბამებოდეს საზოგა- დოების ინტერესებს ან მისმა შესრულებამ გამოიწვიოს არათა- ნაზომიერი შედეგი. ასეთ ვითარებაში რეკომენდებულია, რომ ბუღალტერმა კონსულტაციისთვის მიმართოს პროფესიულ ორგანიზაციას ან მარეგულირებელ ორგანოს. 100.6გ4 საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება იმას ნიშნავს, რომ პროფესიული საქმიანობის დროს პროფესიონალი ბუღალტერი მხოლოდ ინდივიდუალური დამკვეთის ან დამქი- რავებელი ორგანიზაციის სურვილებსა და მოთხოვნებს კი არ ითვალისწინებს, არამედ სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესებსაც. მ100.7 თუ არსებობს ისეთი გარემოებები, როდესაც კანონები ან სხვა ნორმატიული აქტები პროფესიონალ ბუღალტერს ხელს უშლის კოდექსის გარკვეული ნაწილების მოთხოვნების შესრულებაში, ამ კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს უპირატესი ძალა ენიჭება და ბუღალტერმა უნდა დაიცვას კოდექსის ყველა სხვა დანარჩენი ნაწილის მოთხოვნები. 100.7 გ1 პროფესიული ქცევის პრინციპი მოითხოვს, რომ პროფესიონალ- მა ბუღალტერმა დაიცვას შესაფერისი კანონები და სხვა ნორ- მატიული აქტები. ზოგიერთ იურისდიქციას შესაძლოა ჰქონდეს ისეთი დებულებები, რომლებიც განსხვავდება ამ კოდექსის დებულებებისგან ან რომლებსაც საერთოდ არ ითვალისწინებს კოდექსი. ამგვარი იურისდიქციის პროფესიონალი ბუღალ- ტრები ინფორმირებულები უნდა იყვნენ ამ განსხვავებების 31 განყოფილება 100 კოდექსი შესახებ და უნდა დაიცვან მათ შორის უფრო მკაცრი მოთ- ხოვნები და მითითებები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. კოდექსის დებულებების დარღვევა მ100.8 პუნქტები მ400.80_მ400.89 და მ900.50_მ900.55 ეხება დამოუკი- დებლობის საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას. პროფე- სიონალმა ბუღალტერმა, რომელიც კოდექსით გათვალის- წინებული რომელიმე დებულების დარღვევას გამოავლენს, უნდა შეაფასოს დარღვევის მნიშვნელობა და მისი გავლენა ბუღალტრის მიერ ეთიკის ძირითადი პრინციპების დაცვის შესაძლებლობაზე. ბუღალტერმა ასევე: (ა) შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა გაატაროს ყველა შესაძლო ხელმისაწვდომი ზომა, რათა დამაკმა- ყოფილებლად გამოასწოროს დარღვევით გამოწვეული შედეგები; და (ბ) განსაზღვროს, დარღვევის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს თუ არა შესაფერის მხარეებს. 100.8 გ1 შესაფერისი მხარე, ვისთვისაც შესაძლებელია დარღვევის შესა- ხებ ინფორმაციის მიწოდება, არის მხარე, რომელზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს დარღვევამ, პროფესიული ორგანიზაცია ან მარეგულირებელი ორგანო, ან/და საზედამხედველო ორგანო. 32 განყოფილება 100 კოდექსი განყოფილება 110 ძირითადი პრინციპები ზოგადი დებულებები 110.1 გ1 არსებობს პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის ხუთი ძირითა- დი პრინციპი: (ა) პატიოსნება _ იყოს პირდაპირი და კეთილსინდისიერი ყვე- ლა სახის პროფესიულ და საქმიან ურთიერთობაში; (ბ) ობიექტურობა _ მიმართოს პროფესიულ ან საქმესთან დაკა- ვშირებულ განსჯას ისე, რომ არ დაუშვას კომპრომისი: (i) მიკერძოების; (ii) ინტერესთა კონფლიქტის; ან (iii) სხვა პირების, ორგანიზაციების, ტექნოლოგიებისა თუ სხვა ფაქტორების მიზანშეუწონელი გავლენის ან სხვა პირებზე, ორგანიზაციებზე, ტექნოლოგიებსა თუ სხვა ფაქტორებზე მიზანშეუწონელი დაყრდნობის გამო. (გ) პროფესიული კომპეტენცია და სათანადო გულისხმიერე- ბა _ (i) შეიძინოს და შეინარჩუნოს პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ისეთი დონე, რაც აუცილებელია დამკვეთის ან დამქირავებელი ორგანიზაციის კომ- პეტენტური პროფესიული მომსახურებისთვის, რო- მელიც დაფუძნებული იქნება თანამედროვე ტექ- ნიკურ და პროფესიულ სტანდარტებსა და შესაფერის კანონმდებლობაზე; და (ii) იმოქმედოს გულმოდგინედ და სათანადო ტექნიკუ- რი და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად; (დ) კონფიდენციალურობა – დაიცვას პროფესიული და საქმიანი ურთიერთობის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდე- ნციალურობა; (ე) პროფესიული ქცევა _ (i) დაიცვას სათანადო კანონები და სხვა მარეგული- რებელი ნორმები; (ii) ნებისმიერი სახის პროფესიული საქმიანობისას და საქმიან ურთიერთობებში მოიქცეს ისე, როგორც შეეფერება პროფესიის პასუხისმგებლობას _ იმოქ- მედოს საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ; და 33 განყოფილება 110 კოდექსი (iii) თავი აარიდოს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც პრო- ფესიონალმა ბუღალტერმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ პროფესიას დისკრედიტაციას გაუწევს. მ110.2 პროფესიონალმა ბუღალტერმა უნდა დაიცვას ეთიკის ყველა ძირითადი პრინციპი. 110.2 გ1 110.2 გ1 ეთიკის ძირითადი პრინციპები ადგენს პროფესიონალი ბუღალტრის ქცევის სტანდარტს. კონცეპტუალური საფუძვლები ადგენს მიდგომას, რომლის გამოყენებაც ბუღალტერს მოეთ- ხოვება ამ ძირითადი პრინციპების დაცვის მიზნით. 111–115-ე ქვეგანყოფილებებში მოცემულია მოთხოვნები და მათ გამოყენე- ბასთან დაკავშირებული მასალა თითოეული ძირითადი პრინ- ციპისთვის. 110.2 გ2 პროფესიონალი ბუღალტერი შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთ სიტუ- აციაში, როდესაც რომელიმე ერთი ძირითადი პრინციპის დაცვა წინააღმდეგობაში მოდის ერთი ან რამდენიმე სხვა ძირითადი პრინციპის დაცვასთან. ასეთ ვითარებაში, აუცილებლობის შემ- თხვევაში, ბუღალტერმა შესაძლოა განიხილოს კონსულტაციის გავლის აუცილებლობის საკითხი ანონიმურად: სხვა პირებთან ფირმის ან დამქირავებელი ორგანიზაციის ფარგლებში; მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ პირებთან; პროფესიულ ორგანიზაციასთან; მარეგულირებელ ორგანოსთან; იურისტთან. თუმცა, ამგვარი კონსულტაცია ბუღალტერს არ ათავისუფლებს პროფესიული განსჯის გამოყენების პასუხისმგებლობისგან ამგვა- რი წინააღმდეგობის გადაჭრის ან, აუცილებლობის შემთხვევაში, კონფლიქტის გამომწვევ საკითხთან გამიჯვნის მიზნით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და მარეგულირებელ ნორმებს. 110.2 გ3 რეკომენდებულია, რომ პროფესიონალმა ბუღალტერმა დოკუმენ- ტებში ასახოს საკითხის არსი, ნებისმიერი ჩატარებული განხილ- ვის დეტალები, მიღებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვე- ტილებების არგუმენტები. ქვეგანყოფილება 111 – პატიოსნება მ111.1 პროფესიონალმა ბუღალტერმა უნდა დაიცვას პატიოსნების პრინციპი, რომელიც ბუღალტერს ავალდებულებს, რომ პირდა- პირი და კეთილსინდისიერი იყოს ყველა სახის პროფესიულ და საქმიან ურთიერთობებში. 34 განყოფილება 110 კოდექსი 111.1 გ1 პატიოსნება გულისხმობს კეთილსინდისიერებას, სამართლია- ნობას და მტკიცე ხასიათის ქონას, რათა ჯეროვნად იმოქმედოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ზეწოლას განიცდის, რომ სხვაგვარად იმოქმედოს ან როდესაც ამგვარად მოქცევამ შესაძლოა პოტენ- ციურად საზიანო პირადი ან ორგანიზაციული შედეგები გამო- იწვიოს. 111.1 გ2 ჯეროვნად მოქმედება გულისხმობს: (ა) საკუთარ პოზიციებზე მყარად დგომას დილემის წინაშე ან რთულ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში; ან (ბ) სხვებთან დაპირისპირებას/შედავებას, როდესაც შექმნილი ვითარება ამას მოითხოვს, გარემოებების შესაბამისად. მ111.2 პროფესიონალი ბუღალტერი შეგნებულად არ უნდა იყოს დაკავ- შირებული ანგარიშებთან, საგადასახადო დეკლარაციებთან, ცნო- ბებთან ან სხვა ინფორმაციასთან, თუ დარწმუნებულია, რომ ეს ინფორმაცია: (ა) შეიცავს არსებითად მცდარ ან შეცდომაში შემყვან განცხა- დებას; (ბ) შეიცავს უსაფუძვლო განცხადებებს ან დაუდევრად მომ- ზადებულ ინფორმაციას; ან (გ) გამოტოვებულია ან ბუნდოვნად არის წარმოდგენილი ისეთი საჭირო ინფორმაცია, რომლის გამოტოვება ან არასწორად გაგება მკითხველს შეცდომაში შეიყვანს. 111.2გ1 პროფესიონალი ბუღალტერი არ დაარღვევს მ111.2 პუნქტის მოთ- ხოვნებს, თუ იგი წარადგენს შესაბამის მოდიფიცირებულ დას- კვნას ამგვარი ანგარიშის, საგადასახადო დეკლარაციის, ცნობების ან სხვა ინფორმაციის შესახებ. მ111.3 თუ პროფესიონალი ბუღალტრისთვის ცნობილი გახდება, რომ დაკავშირებული იყო მ111.2 პუნქტში აღწერილ ინფორმაციასთან, მან სათანადო ზომები უნდა მიიღოს, რათა აღარ იყოს დაკავ- შირებული ამ ინფორმაციასთან. ქვეგანყოფილება 112 – ობიექტურობა მ112.1 პროფესიონალმა ბუღალტერმა უნდა დაიცვას ობიექტურობის პრინციპი, რომელიც ბუღალტერს ავალდებულებს, მიმართოს პროფესიულ ან საქმესთან დაკავშირებულ განსჯას ისე, რომ არ დაუშვას კომპრომისი: (i) მიკერძოების; (ii) ინტერესთა კონფლიქტის; ან 35 განყოფილება 110 კოდექსი (iii) სხვა პირების, ორგანიზაციების, ტექნოლოგიებისა თუ სხვა ფაქტორების მიზანშეუწონელი გავლენის ან სხვა პირებზე, ორგანიზაციებზე, ტექნოლოგიებსა თუ სხვა ფაქტორებზე მიზანშეუწონელი დაყრდნობის გამო. მ112.2 პროფესიონალმა ბუღალტერმა არ უნდა შეასრულოს პროფესი- ული საქმიანობა, თუ გარემოებები ან ურთიერთობა მიზანშე- უწონელ გავლენას ახდენს ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ მის პროფესიულ განსჯასა და გადაწყვეტილებებზე. ქვეგანყოფილება 113 – პროფესიული კომპეტენცია და სათანადო გულისხმიერება მ113.1 პროფესიონალმა ბუღალტერმა უნდა დაიცვას პროფესიული კომპეტენციისა და სათანადო გულისხმიერების პრინციპი, რომელიც ბუღალტერს ავალდებულებს, რომ: (ა) შეიძინოს და შეინარჩუნოს პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ისეთი დონე, რაც აუცილებელია დამ- კვეთის ან დამქირავებელი ორგანიზაციის კომპეტენტური პროფესიული მომსახურებისთვის, რომელიც დაფუძნე- ბული იქნება თანამედროვე ტექნიკურ და პროფესიულ სტანდარტებსა და შესაფერის კანონმდებლობაზე; და (ბ) იმოქმედოს გულმოდგინედ და სათანადო ტექნიკური და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. 113.1გ1 დამკვეთებისა და დამქირავებელი ორგანიზაციებისთვის კომ- პეტენტური პროფესიული მომსახურების გასაწევად აუცილე- ბელია, რომ პროფესიული საქმიანობისას პროფესიონალი ბუ- ღალტერი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენების პროცესში ეყრდნობოდეს ჯანსაღ პროფესიულ განსჯას. 113.1 გ2 პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნება მოითხოვს ცოდნის მუ- დმივად სრულყოფას სათანადო ტექნიკურ, პროფესიულ, ბიზ- ნესსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სფეროში არსებული სიახლეების ბაზაზე. უწყვეტი პროფესიული ზრდა-განვითარება პროფესიონალ ბუღალტერს თავისი შესაძლებლობების სრულ- ყოფისა და განმტკიცების შესაძლებლობას აძლევს, რაც აუცი- ლებელია იმისათვის, რომ კომპეტენტურად შეასრულოს სამუშაო პროფესიულ გარემოში. 36 განყოფილება 110 კოდექსი 113.1 გ3 გულისხმიერების ცნება მოიცავს კონკრეტული დავალების მოთ- ხოვნების შესაბამისად მოქმედების პასუხისმგებლობას, ასევე დიდი სიფრთხილით, გულისყურითა და დროულად მოქმედე- ბას. მ113.2 პროფესიული კომპეტენციისა და სათანადო გულისხმიერების პრინციპის დასაცავად პროფესიონალმა ბუღალტერმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს, რომ პირები, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ასრულებენ პრო- ფესიულ სამუშაოს, სათანადო დონეზე იყვნენ მომზადებულები და სათანადოდ ხორციელდებოდეს მათი საქმიანობის ზედამ- ხედველობა. მ113.3 პროფესიონალმა ბუღალტერმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აცნობოს დამკვეთებს, დამქირავებელ ორგანიზაციას ან მისი პროფესიული მომსახურების ან საქმიანობის სხვა მომხმარებლებს კონკრეტული მომსახურებისა თუ საქმიანობისთვის დამახასია- თებელი თანდაყოლილი შეზღუდვების შესახებ. ქვეგანყოფილება 114 – კონფიდენციალურობა მ114.1 პროფესიონალმა ბუღალტერმა უნდა დაიცვას კონფიდენციალუ- რობის პრინციპი, რომელიც ბუღალტერს ავალდებულებს, რომ დაიცვას პროფესიული და საქმიანი ურთიერთობის დროს მი- ღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ბუღალტერმა: (ა) სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა არ დაუშვას ინფორმაციის უნებლიე გამჟღავნება, მათ შორის სოცი- ალურ გარემოში და, განსაკუთრებით, მჭიდრო საქმიან ურთიერთობებში, ოჯახის წევრებთან ან ახლო ნათე- სავებთან; (ბ) ინფორმაციის კონფიდენციალურობა უნდა დაიცვას ფირ- მის ან დამქირავებელი ორგანიზაციის ფარგლებში; (გ) უნდა დაიცვას ისეთი ინფორმაციის კონფიდენციალურო- ბაც, რომელიც პოტენციურმა დამკვეთმა ან დამქირა- ვებელმა ორგანიზაციამ გაუმხილა; (დ) სათანადო და სპეციალური ნებართვის გარეშე არ უნდა გაამჟღავნოს ფირმის ან დამქირავებელი ორგანიზაციის გარეთ პროფესიული და საქმიანი ურთიერთობის შედე- გად მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია, თუკი არ არსებობს ამ ინფორმაციის გამჟღავნების იურიდიული ან პროფესიული მოვალეობა ან უფლება; 37 განყოფილება 110 კოდექსი (ე) პროფესიული და საქმიანი ურთიერთობების დროს შე- ძენილი კონფიდენციალური ინფორმაცია არ უნდა გა- მოიყენოს პირადი გამორჩენისთვის ან მესამე მხარის სასარგებლოდ; (ვ) პროფესიული ან საქმიანი ურთიერთობების დროს შეძე- ნილი ან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს და არც გაამჟღავნოს ამ ურთიერთო- ბების შეწყვეტის შემდეგაც; და (ზ) უნდა მიიღოს გონივრული ზომები, რათა უზრუნველყოს იმის გარანტია, რომ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი პერსონალი და პირები, ვისგანაც რჩევასა და დახმარებას იღებს, პატივს სცემენ ბუღალტრის კონფიდენციალუ- რობის მოვალეობას. 114.1 გ1 კონფიდენციალურობის მოვალეობა საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება, რადგან ხელს უწყობს ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას პროფესიონალი ბუღალტრის დამკვეთს ან დამქირა- ვებელ ორგანიზაციასა და ბუღალტერს შორის, იციან რა, რომ ინფორმაცია არ გაუმჟღავნდება მესამე მხარეებს. მიუხედავად ამისა, პროფესიონალი ბუღალტერი შესაძლოა ვალდებული იყოს ან ვალდებული გახდეს, გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინ- ფორმაცია, ან ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლოა დასაშვები იყოს შემდეგ გარემოებებში: (ა) ინფორმაციის გამჟღავნება მოითხოვება კანონით, მაგალი- თად: (i) დოკუმენტების ან სხვა სახის მტკიცებულებების წა- რდგენა სასამართლო საქმის წარმოებისას; ან (ii) დარღვევების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება სა- თანადო სახელმწიფო ორგანოებისთვის, როდესაც გამოაშკარავდება კანონდარღვევა; (ბ) ინფორმაციის გამჟღავნება ნებადართულია კანონმდებლო- ბით და ამავე დროს დამკვეთის ან დამქირავებელი ორგანიზაციის მიერ; და (გ) როდესაც არ იკრძალება კანონმდებლობით და არსებობს ინფორმაციის გამჟღავნების პროფესიული მოვალეობა ან უფლება: (i) პროფესიული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხა- რისხის შემოწმების მიზნით; (ii) პროფესიული ორგანიზაციის ან მარეგულირებელი ორგანოს მიერ ჩატარებულ გამოკითხვებზე ან გამოკვლევაზე პასუხის გაცემის მიზნით; 38 განყოფილება 110 კოდექსი (iii) პროფესიონალი ბუღალტრის პროფესიული ინტერე- სების დასაცავად სასამართლო საქმის წარმოების დროს; ან (iv) ტექნიკური და პროფესიული სტანდარტების, მათ შორის ეთიკური მოთხოვნების დაცვის მიზნით. 114.1 გ2 კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ გადა- წყვეტილების მიღებისას განსახილველია შემდეგი ფაქტორები, გარემოებებისდა მიხედვით: ხომ არ მიადგება ზიანი რომელიმე მხარის ინტერესებს, მათ შორის იმ მესამე მხარეთა ინტერესებს, რომელზეც შესაძ- ლოა გავლენა იქონიოს ინფორმაციის გამჟღავნებამ, თუ დამკვეთი ან დამქირავებელი ორგანიზაცია თანახმაა, რომ პროფესიონალმა ბუღალტერმა ინფორმაცია გაამჟღავნოს; ყველანაირი სათანადო ინფორმაცია ცნობილი და დასა- ბუთებულია თუ არა, შესაძლებლობის ფარგლებში. ინ- ფორმაციის გამჟღავნების შესახებ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: o დაუსაბუთებელი ფაქტები; o არასრული ინფორმაცია; o დაუსაბუთებელი დასკვნები. რა ტიპის ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს და ვის უნდა მიმართოს; ნამდვილად იმ მხარეებისთვის არის თუ არა განკუთვნილი მოცემული ინფორმაცია, ვისთვისაც იგეგმება მისი მი- წოდება. მ114.2 პროფესიონალმა ბუღალტერმა კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა უნდა გააგრძელოს დამკვეთთან ან დამქირავებელ ორგანი- ზაციასთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც. როდესაც პრო- ფესიონალი ბუღალტერი დამქირავებელ ორგანიზაციას იცვლის ან ახალ დამკვეთს იძენს, მას წარსული გამოცდილების გამოყენების უფლება აქვს, მაგრამ არ უნდა გამოიყენოს და არც გაამჟღავნოს პრო- ფესიული ან საქმიანი ურთიერთობის შედეგად შეძენილი ან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ქვეგანყოფილება 115 – პროფესიული ქცევა მ115.1 პროფესიონალმა ბუღალტერმა უნდა დაიცვას პროფესიული ქცევის პრინციპი, რომელიც ბუღალტერს ავალდებულებს, რომ: (ა) დაიცვას სათანადო კანონები და სხვა მარეგულირებელი ნორ- მები; 39 განყოფილება 110 კოდექსი (ბ) ნებისმიერი სახის პროფესიული საქმიანობისას და საქმიან ურთიერთობებში მოიქცეს ისე, როგორც შეეფერება პროფე- სიის პასუხისმგებლობას _ იმოქმედოს საზოგადოების ინტე- რესების სასარგებლოდ; (გ) თავი აარიდოს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც პროფესიონალ- მა ბუღალტერმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ პროფესიას დისკრედიტაციას გაუწევს. პროფესიონალი ბუღალტერი შეგნებულად არ უნდა დაკავდეს ისეთი ბიზნესით, საქმით ან საქმიანობით, რაც მის პატიოსნებას, ობიექ- ტურობას ან პროფესიის რეპუტაციას ზიანს აყენებს ან შეუძლია მიაყენოს და, მაშასადამე, შეუთავსებელი იქნება ეთიკის ძირითად პრინციპებთან. 115.1გ1 პროფესიას დისკრედიტაცია შესაძლოა გაუწიოს ისეთმა საქციელმა, რომლის შესახებაც გონიერი და ინფორმირებული მესამე მხარე, სავარაუდოდ, დაასკვნიდა, რომ უარყოფითად მოქმედებს პროფე- სიის რეპუტაციაზე. მ115.2 პროფესიონალმა ბუღალტერმა არ უნდა შელახოს პროფესიის რეპუ- ტაცია თავისი საქმიანობის ბაზრის ძიებისა და წინსვლის ხელ- შეწყობის მიზნით. პროფესიონალი ბუღალტერი უნდა იყოს კეთილ- სინდისიერი და სამართლიანი და არ უნდა გააკეთოს: (ა) ზედმეტად პრეტენზიული განცხადებები თავისი მომსახურე- ბის, კვალიფიკაციის ან გამოცდილების შესახებ; ან (ბ) დამამცირებელი მინიშნებები ან უსაფუძვლო შედარებები სხვა პროფესიონალი ბუღალტრების სამუშაოსთან. 115.2 გ1 თუ პროფესიონალ ბუღალტერს ეჭვი ეპარება, მისაღებია თუ არა რეკ- ლამირების ან მარკეტინგისთვის გამიზნული ფორმა, რეკომენდე- ბულია, რომ ბუღალტერმა კონსულტაციისთვის მიმართოს სათა- ნადო პროფესიულ ორგანიზაციას. 40 განყოფილება 110 კოდექსი განყოფილება 120 კონცეპტუალური მიდგომა შესავალი 120.1 ეთიკის ძირითადი პრინციპების დაცვას შესაძლოა გარკვეული საფ- რთხეები შეუქმნას გარემოებებმა, რომელშიც პროფესიონალი ბუღალ- ტერი ეწევა საქმიანობას. 120-ე განყოფილება მოიცავს მოთხოვნებს და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ მასალას, მათ შორის კონცეპტუა- ლური მიდგომის აღწერას, რომელიც გამიზნულია ბუღალტრების დასახმარებლად ეთიკის ძირითადი პრინციპების დაცვასა და თავიან- თი პასუხისმგებლობის შესრულებაში - იმოქმედონ საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ. ამგვარი მოთხოვნები და მათ გამოყე- ნებასთან დაკავშირებული მასალა შეიცავს ფართო სპექტრის ფაქ- ტებსა და გარემოებებს, მათ შორის სხვადასხვა სახის პროფესიულ საქმიანობას, ინტერესებსა და ურთიერთობებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ეთიკის ძირითადი პრინციპების დაცვას. გარდა ამისა, ეს ხელს შეუშლის ბუღალტერს, ნებადართულად არ მიიჩნიოს ესა თუ ის სიტუაცია მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტულად აკრძალუ- ლი არ არის კოდექსით. 120.2 კონცეპტუალური საფუძვლები ადგენს მიდგომას, რომელიც პრო- ფესიონალმა ბუღალტერმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ: (ა) დაადგინოს საფრთხეები, რომლებიც ემუქრება ეთიკის ძირი- თადი პრინციპების დაცვას; (ბ) შეაფასოს გამოვლენილი საფრთხეები; და (გ) სათანადო რეაგირება მოახდინოს ამ საფრთხეებზე მათი აღმოფხვრით ან მისაღებ დონემდე შემცირების გზით. მოთხოვნები და მათი გამოყენება ზოგადი დებულებები მ120.3 პროფესიონალმა ბუღალტერმა კონცეპტუალური მიდგომა უნდა გა- მოიყენოს იმ საფრთხეების გამოსავლენად, შესაფასებლად და მათზე რეაგირებისთვის, რომლებიც ემუქრება 110-ე განყოფილებაში აღწე- რილი ძირითადი პრინციპების დაცვას. 41 განყოფილება 120 კოდექსი 120.3 გ1 კონცეპტუალური მიდგომის გამოყენებისთვის შესაფერისი დამატები- თი მოთხოვნები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული მასალა განხილულია: (ა) მე-2 ნაწილში _ ბიზნესში დასაქმებული პროფესიონალი ბუ- ღალტრები; (ბ) მე-3 ნაწილში _ საზოგადოებრივი პრაქტიკით დაკავებული პროფესიონალი ბუღალტრები; და (გ) დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტები, შემდეგი სახით: (i) ნაწილი 4ა – დამოუკიდებლობა აუდიტისა და მიმოხილ- ვის გარიგებებისთვის; და (ii) ნაწილი 4ბ – დამოუკიდებლობა აუდიტისა და მიმო- ხილვის გარდა სხვა მარწმუნებელი გარიგებებისთვის. მ120.4 ნებისმიერი ეთიკური პრობლემის განხილვისას, პროფესიონალმა ბუ- ღალტერმა უნდა გაითვალისწინოს კონტექსტი/გარემოებები, რომელ- შიც ის წარმოიქმნა ან შესაძლოა წარმოიქმნას. როდესაც საზოგადოებ- რივი პრაქტიკით დაკავებული პროფესიონალი ბუღალტერი პროფე- სიულ საქმიანობას ასრულებს ფირმასთან თავისი ურთიერთობის შესაბამისად, როგორც ხელშეკრულებით ან დაქირავებით მომუშავე პირი (თანამშრომელი), ან მესაკუთრე, მან უნდა დაიცვას კოდექსის მე-2 ნაწილის ის დებულებები, რომლებიც ეხება ამგვარ გარემოებებს. მ120.5 კონცეპტუალური მიდგომის გამოყენებისას პროფესიონალმა ბუღალ- ტერმა უნდა: (ა) იმოქმედოს მაძიებელი გონებით; (ბ) მიმართოს პროფესიულ განსჯას; და (გ) გამოიყენოს 120.5 გ6 პუნქტში აღწერილი გონიერი და ინფორ- მირებული მესამე მხარის ტესტი. მაძიებელი გონება 120.5გ1 მაძიებელი გონებით მოქმედება ცნობილი ფაქტებისა და გარემოებე- ბის სწორად გააზრების წინაპირობაა, რაც აუცილებელია კონცეპტუ- ალური მიდგომის სათანადო გამოყენებისთვის. მაძიებელი გონებით მოქმედება გულისხმობს: 42 განყოფილება 120 კოდექსი (ა) მოპოვებული ინფორმაციის წყაროს, მისი რელევანტურობისა და საკმარისობის განხილვას კონკრეტული პროფესიული საქმიანობის ხასიათის, მასშტაბისა და შედეგების გათვალის- წინებით; და (ბ) შემდგომი გამოკვლევის ან სხვა ქმედებების საჭიროების მი- მართ მზადყოფნას. 120.5 გ2 მოპოვებული ინფორმაციის წყაროს, მისი რელევანტურობისა და საკმარისობის განხილვისას, პროფესიონალმა ბუღალტერმა, სხვასთან ერთად, შესაძლოა განიხილოს შემდეგი საკითხები: გაჩნდა თუ არა ახალი ინფორმაცია, ან შეიცვალა თუ არა ფაქ- ტები ან გარემოებები; შესაძლებელია თუ არა, რომ ინფორმაციაზე ან მის წყაროზე გავლენას ახდენდეს მიკერძოება ან ანგარება; ხომ არ არსებობს დაეჭვების მიზეზი, რომ შესაძლოა ბუღალ- ტრისათვის ცნობილ ფაქტებსა და გარემოებებში გამორჩე- ნილია პოტენციურად რელევანტური ინფორმაცია; არსებობს თუ არა შეუსაბამობა ცნობილ ფაქტებს, გარემოებებსა და ბუღალტრის მოლოდინს შორის; ეს ინფორმაცია ქმნის თუ არა დასაბუთებულ საფუძველს დას- კვნის გამოსატანად; შესაძლებელია თუ არა მოპოვებული ინფორმაციის საფუძველ- ზე სხვა გონივრული დასკვნების გამოტანა. 120.5 გ3 მ120.5 პუნქტი მოითხოვს, რომ ეთიკის ძირითადი პრინციპების დაცვის მიმართ შექმნილი საფრთხეების გამოვლენის, შეფასებისა და მათზე რეაგირების დროს ყველა პროფესიონალი ბუღალტერი მოქ- მედებდეს მაძიებელი გონებით. კონცეპტუალური მიდგომის გამოყე- ნებასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული წინაპირობა ყველა ბუ- ღალტერს ეხება, განხორციელებული პროფესიული საქმიანობის მიუხედავად. აუდიტის, მიმოხილვისა და სხვა მარწმუნებელი გარი- გებების სტანდარტების, მათ შორის, აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ გამო- ცემული სტანდარტების მიხედვით, ბუღალტრებს ასევე მოეთხო- ვებათ პროფესიული სკეპტიციზმით მოქმედება, რაც გულისხმობს მტკიცებულებების კრიტიკულად შეფასებას. პროფესიული განსჯის გამოყენება 120.5გ4 პროფესიული განსჯა გულისხმობს შესაფერისი პრაქტიკული მომ- ზადების, პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გამ